Jump to content
Planeta.Ge

კრემლი: უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის ბირთვული იარაღი იცავს


კრემლმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ოთხ რეგიონს, რომელთა მიერთების შესახებაც რუსეთმა გასულ თვეში გამოაცხადა, რუსეთის ბირთვული არსენალი იცავს, იტყობინება Reuters-ი.

არსებული ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვაზე, იცავს თუ არა ამ რეგიონებს რუსეთის ბირთვული ფარი, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ასე უპასუხა: „ყველა ეს ტერიტორია რუსეთის განუყოფელი ნაწილია და ისინი დაცვის ქვეშ არიან. მათი უსაფრთხოებაც იმ დონეზეა უზრუნველყოფილი, როგორც რუსეთის დანარჩენი ტერიტორია“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მოსკოვის მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის „ტერიტორიული მთლიანობის“ დასაცავად. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 6 ოქტომბერს აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მუქარამ სამყარო მიუახლოვა "არმაგედონს" ისევე, როგორც ეს 1962 წელს იყო კუბის კრიზისის დროს, როცა ბევრი ფიქრობდა, რომ ატომური ომი გარდაუვალი იყო.

გასულ თვეში პუტინმა თქვა, რომ ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა „წაართვა“ უკრაინას, რუსეთის ნაწილი იქნება „მუდამ“.

თუმცა რუსეთი ამ ოთხი რეგიონიდან ვერცერთს აკონტროლებს მთლიანად და არ არის დადგენილი მათი საზღვრები. ანექსია უკანონოდ იქნა შეფასებული უკრაინის, მისი დასავლელი პარტნიორების და გაეროს გენერალური ასამბლეის დიდი უმრავლესობის მიერ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...