Jump to content
Planeta.Ge

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - პარტნიორების რჩევების მიუხედავად კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს - მოვუწოდებთ მთავრობას, გადაწყვეტილებას გადახედოს


საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს, - ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას.

როგორც ის აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს.

„საქართველოს პარტნიორების რჩევების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას ევროკავშირისგან კიდევ უფრო აშორებს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებას გადახედოს“, - წერს ჰანკე ბრუინს სლოტი X-ზე.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...