Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - იმპერიალისტური რუსეთის ბუნებრივი პოლიტიკური ინტერესია საქართველო, როგორც სუსტი ქვეყანა და არა  სახელმწიფო


"იმპერიალისტური რუსეთის ბუნებრივი პოლიტიკური ინტერესია საქართველო, როგორც სუსტი ქვეყანა და არა  სახელმწიფო. ეს რუსული პოლიტიკური აზრის ფუნდამენტია სამხრეთ კავკასიაში. როცა ვამბობთ, რომ დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, იმას გულისხმობს, რომ დასავლეთის ინტერესია საქართველო იყოს, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფო. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მტერსაც უნდა ველაპარაკოთ. როდესაც საქმე ეხება საქართველოსთვის ისეთ ეგზისტენციალურ თემას, როგორიც ტერიტორიული მთლიანობაა, ჩვენ ეს ლაპარაკი მოგვიწევს. ამ ხელისუფლების პირობებში არ ჩანს ურთიერთობების დალაგების პერსპექტივა, მხოლოდ ფულს აკეთებენ. რუსეთისთვის კორუმპირებული მთავრობა საჩუქარია, ევროპა კი ამ შემთხვევაში ღიად ასანქცირებს. ასე რომ, რუსეთისთვის მოსყიდული ხელისუფლება არის იარაღი, როგორ გააკონტროლონ მეზობელი სახელმწიფო. სამწუხაროდ, ასე ჰყავთ დამორჩილებული დღევანდელი ხელისუფლება."

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...