Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - მტრებს ეძებენ იქ, სადაც მეგობრებს უნდა ვეძებდეთ - შესაბამისად, ყველა ობიექტური მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ამ კანონს ხალხმა რუსული დაარქვა


ხელისუფლებას არ მოსწონს რომ ამ კანონს ხალხი რუსულს ეძახის, რაც პირველ რიგში მათი ბრალია, რადგან ეს კანონი სამწუხაროდ თანაბარ მდგომარეობაში აყენებს ქვეყნის მეგობრებს და ოკუპანტს, - ამის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა.


მისივე თქმით, "ოცნებამ" ფაქტობრივად პირობა დადო, რომ ეს კანონი ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში არასოდეს აღარ დაბრუნდებოდა და მოიტყუა.

"ყოფილმა პრემიერმა, ახალმა პრემიერმა, ქართველ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას დაპირდნენ, რომ დღის წესრიგიდან ეს კანონი მოხსნილია და მოიტყუეს -  მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და კანონი ისევ დააბრუნეს. ეს ქართველი ხალხის დაცინვაა, იმ ხალხის, ვინც აბსოლუტურად სწორად დაარქვა რუსული კანონი. ეს კანონი რუსულია იმიტომ, რომ ათანაბრებს მტერს და სტრატეგიულ პარტნიორებს. მაგალითად, ამ კანონის მთავარი ობიექტები არიან დასავლური ფონდები და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ბოლო 3 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით უკრაინასთან ომის პერიოდში, საქართველოში უზარმაზარი რუსული ფინანსებია განთავსებული. ვინმეს მოუვიდა აზრად გაეკონტროლებინა ეს ფინანსები? უამრავი ფირმა, უამრავი საბანკო ანგარიშები იხსნება, უამრავი უძრავი ქონების შეძენა ხდება ეს ვითომ არაფერი და ანტიდასავლური რიტორიკა მხოლოდ - მტრების ძებნა იქ, სადაც მეგობრებს უნდა ვეძებდეთ. ასე რომ ყველა ობიექტური მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ამ კანონს ხალხმა რუსული დაარქვა.", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 


00:17 - რატომ დააბრუნა რუსული კანონი ივანიშვილმა და რატომ ჰქვია ამ კანონს რუსული?
05:43 - აქვს თუ არა ივანიშვილს რესურსი, რომ ეს საქმე მიიყვანოს ბოლომდე?
09:45 - და არის თუ არა რაიმე გზა გამჭირვალობისთვის რუსელი კანონის მიღმა?

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...