შარლ მიშელი - მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება - არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი
მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს.
„მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.