Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყანას იზოლაციის საფრთხის წინაშე აყენებს. მისი თქმით, თუ საქართველო რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩება, ქვეყნის სუვერენიტეტი ავტომატურად დამთავრდება. „მთელი ევროკავშირი, ჩვენი დასავლელი მოკავშირეები, მეგობრები, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერი და გარანტი არიან, გვეუბნებიან, რომ თქვენ თქვენი ნაბიჯებით ევროკავშირს შორდებითო. ამის მერე ვინ უნდა დაგიჯეროთ, რომ ევროკავშირში შეგვიყვანთ. ყველაზე მძიმე ისაა, რომ ძალაუფლების შენარჩუნება იმდენად დიდ მიზნად გაქვთ გამოცხადებული, მზად ხართ, რისკის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. რატომ? – იმიტომ, რომ როგორც კი ქვეყანა მოექცევა იზოლაციაში ,და ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ასე მოხდეს, როგორც კი ქვეყანა დარჩება მეგობრების გარეშე, რუსეთთან ერთი-ერთზე, ზუსტად იცოდეთ, რომ იქ ავტომატურად მთავრდება სუვერენიტეტიც, დამოუკიდებლობაც, ტერიტორიული მთლიანობაც და სხვა დანარჩენი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. გუშინ, 29 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქცია გამართა, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს. კონტრაქციის ლოზუნგი იყო ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „მამული, ენა, სარწმუნოება“. 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო. “ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც მის ჩართვას ცდილობს ომში. ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით. ივანიშვილმა თქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი — უცხოური აგენტურა მართავდა. ივანიშვილის თქმით, ისინი ლიდერებად „ენჯეოების მიერ მოწყობილი რევოლუციის შედეგად დაინიშნნენ“. ნეტგაზეთი
  3. საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა კვლავ იმის თქმა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ძლიერ სასამართლო სისტემას პროკურატურის სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს და სამართლებრივი დევნა განახორციელოს ორგანიზებული დანაშაულის, ანტიკორუფციული სქემების და ა.შ. ვფიქრობ, არ გაჰკვირვებია ჩემგან კიდევ ერთხელ გამეორება, რომ ეს არის მთავარი რამ, რაზედაც ფოკუსირებული ვართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ არასამთავრობოების გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები და ლგბტქ პირთა მდგომარეობა და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება. ჩემი მოვალეობაა, ასეთ სიტუაციებში მინისტრებს ვუთხრა, რომ ასეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება ევროკავშირის პრინციპებიდან გადახვევა იყოს. საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ“, - განაცხადა ევროკომისარმა. მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ურჩია, გადახედოს ევროკავშირის დირექტივას. „მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დემოკრატიის დაცვის დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას, მაგრამ მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა კანონს იღებს ვისი ფულისთვის. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება“, - განაცხადა იუროვამ. შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. იპნ
  4. 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. 13 წლის აითაჯ შახმაროვას ქორწინების იძულებისთვის დედასა და ბიძას 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი, ნატიკ მაგარამოვს 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ეგანა მაგარამოვს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დიდმა სასჯელმა მცირე სასჯელი შთანთქა და საბოლოოდ ბიძას, 3 წლითა და 6 თვის ვადით, დედას კი 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მაია შოშიაშვილმა დღეს ბრალდებულების საბოლოო სიტყვებსაც მოუსმინა. ნატიკ მაგარამოვმა საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. "რა დავაშავე, რაზე უნდა ვიგრძნო თავი, რომ დამნაშავე ვარ",- განაცხადა მაგარამოვმა. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას დედას, მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ამ საქმეში უდანაშაულო, უფრო მეტიც, დაზარალებულია. "ამ საქმეში დაზარალებული ვარ, რომელ დედას ენდომებოდა შვილი ასე გამოსცლოდა? ამ საქმეში უდანაშაულო ვარ, 7 თვეა, რაც უდანაშაულოდ ვზივარ, ჩემი შვილი სადაა დაკრძალული, ესეც არ ვიცი, მის საფლავზეც არ მივსულვარ. ბავშვი ჩემი გაზრდილი იყო, რა სიმწრით გავზარდე შვილები, ეს ვინ იცის, ჩემი შვილების გამო სიკვდილზეც წამსვლელი ვიყავი. ჩემზე მეტად დაზარალებული არავინაა", - განაცხადა მაგარამოვამ. პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი ჰქონდა. საქმის პროკურორი, ხატია გოგრიჭიანი აცხადებდა, რომ საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ როგორც პირდაპირი, ასევე, ირიბი მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც ბრალდებულების მხრიდან 13 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს - ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას უტყუარად ადასტურებენ. აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის ადვოკატები ბრალდების მხარისგან განსხვავებით გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდნენ. ცნობისთვის, მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. იპნ
  5. ანა ბუჩუკურის კითხვა ანრი ოხანაშვილს: 90-იან წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი ჰქონდა, ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია ევროკავშირის სახელმწიფოების გრანტებით კეთდებოდა. ჩვენი ეკლესიების ფრესკებისა და ხატების რესტავრაცია და გადარჩენა, რომელი უცხოური ძალის ინტერესია? ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/966796085116444/
  6. მიშა დაუშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატი: საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95%-ზე მეტით გაიზარდა და 245 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა. აქედან, 62.2% იყო შრომისუნარიანი მოსახლეობა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ დღეს ვინც ემიგრაციაში მიდის, ისინი არიან დოვლათის შემქმნელი ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში კეთილდღეობა უნდა შექმნას. ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ქვეყნიდან გარბიან! გარკვეულ ნაწილს უწევს ან შეუძლია უკან დაბრუნება, თუმცა, ძალიან მძიმე რეალობაა ის, რომ უდიდესი ნაწილი, უბრალოდ ქვეყნიდან მიდის. შეხედეთ ციფრებს, შეხედეთ ყოველთვიურ გადმორიცხვებს… ამდენი მილიარდი დოლარის თუ ევროს გადმორიცხვა რომ ხდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, გაყავით საშუალოდ გადმორიცხულზე და ნახავთ რამდენი ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქეა გაქცეული საკუთარი ოჯახების სარჩენად და საკუთარი მომავლის შესაქმნელად. ფაქტია, 1.2 მლნ ადამიანზე მეტი მიზნობრივ სოციალურ დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან, ხომ ფაქტია, 650 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველია… რამდენი ჩვენი მოქალაქე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ბავშვებს ნუტრიციის პრობლემა აქვთ, მოხუცებს ხვალინდელი დღის ეშინიათ და ა.შ. ამ დროს თქვენი საზრუნავი და მთავარი სატკივარი რა არის? თქვენი საზრუნავი არის, შეინარჩუნოთ როგორმე ძალაუფლება, მარტივი კითხვაა - ეს ძალაუფლება რაში გჭირდებათ? პირადი კეთილდღეობისთვის და მოხვეჭილის შესანარჩუნებლად? სხვა ლოგიკა, უბრალოდ, არ ჩანს, რომ საბოლოო ჯამში ძალაუფლება შეინარჩუნოთ ყველაფრის ფასად და ეს გჭირდებათ იმიტომ, რომ პოლიტიკური კორუფცია, რომელშიც ჩაფლული ხართ დღეს შეინარჩუნოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმაზე უფრო მძიმე საქციელი რა არის საკუთარი მოქალაქეების წინაშე, და თქვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ შარშან პირობა დადეთ, გადააგდეთ და მოატყუეთ! ამის მერე, რამდენიც არ უნდა გვითხრათ, რომ ევროკავშირში შეგიყვანთ 2030 წელს, ვის ჯერა ამ სიტყვების? მთელი ევროკავშირი, ჩვენი დასავლელი მოკავშირეები, მეგობრები, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერები და გარანტები არიან, ისინი გვეუბნებიან, თქვენი ნაბიჯებით ევროკავშირს შორდებით! ამის შემდეგ, ვინ უნდა დაგიჯეროთ, რომ ევროკავშირში შეგიყვანთო? ყველაზე მძიმე რა არის, იცით, ძალაუფლების შენარჩუნება იმდენად დიდ მიზნად გაქვთ გამოცხადებული, რომ მზად ხართ რისკის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რატომ, იმიტომ, რომ როგორც კი ქვეყანა მოექცევა იზოლაციაში, და ღმერთმა არ ქნას, ასე მოხდეს, და როგორც კი ქვეყანა დარჩება მეგობრების გარეშე, რუსეთთან ერთი ერთზე, ზუსტად იცოდეთ - ავტომატურად იქ მთავრდება სუვერენიტეტიც, დამოუკიდებლობაც, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა დანარჩენი! გუშინ რომ გვესაუბრებოდით ეროვნულ მოძრაობაზე, კიდევ ერთხელ გახდება საჭირო ეროვნული მოძრაობის დაწყება. მოგიწოდებთ! რეალური ნაბიჯები გადადგით, რეალური რეფორმები გაატარეთ, ხალხის პრობლემებზე იფიქრეთ.. დღეს მართლა გვაქვს შანსი, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი!“ ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/807779884582245/
  7. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, ბექა ლილუაშვილი: „ქვეყნის თავდაცვის ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. შეუვალია მათი მსახურება თავდადებითა და გმირობით ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, წმინდაა თითოეული წვეთი მათ მიერ ამ მიზნით გაღებული სისხლი და არავის აქვს უფლება, არც პოლიტიკური, არც მორალური, საფრთხეში ჩააგდოს ამ უზარმაზარ ფასად მოპოვებული და დაცული თავისუფლება. მაშინ როდესაც, არასდროს ყოფილა ქვეყნის სტრატეგიული და კონსტიტუციური მიზნების შესრულების შესაძლებლობა, შანსი ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის, ასე რეალური სწორედ ამ დროს, ქვეყნის სათავეში მყოფი ადამიანები აღმოჩდნენ ყველაზე დიდი საფრთხე ამ შანსის გამოყენებისთვის. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ ივანიშვილი თავად ჩაუდგა სათავეში ევროპისა და დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ვნახეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი და ივანიშვილი არის ერთმანეთთან შეუთავსებელია - და როგორც ჩანს, „ოცნების“ პირობებში ეს არ შეიცვლება. მაგრამ, არავის გამორჩეს, რომ, თავისუფლებით მოპოვებული და შენარჩუნებული, ენის, მამულისა და სარწმუნოებასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთი შეუცვლელი მოცემულობა ამ ქვეყანაში და ეს არის ამ ქვეყნის მოსახლეობის ნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შეიძლება შიშებით შეპყრობილმა ერთმა ადამიანმა გლობალური ომის პარტიის და შეთქმულების თეორიებში ყველა რაღაც სიმაღლე მოხსნას, მაგრამ ამ ფაქტს, მოსახელობის არჩევანს ვერ შეცვლის და წინ ვერ აღუდგება, ამიტომ იყო გუშინ კვლავ ტყუილით - ჯერ დასავლეთის, ევროკავშირის მტრად გამოცხადება, და მერე ასევე ტყუილით - თურმე ევროპის კავშირში კი არა, „მტერთა კავშირში“ გაწვერიანებაზე 2030 წლისთვის დაპირებები რომ გაიცა. თუ მტერია, მაშინ მტერთან რა გვინდა, თუ არ არის, მაშინ რატომ აცხადებ მტრად, რატომ იტყუები? სად წავიდა გამჭვირვალობის არგუმენტი, წელიწადზე მეტი რომ იმეორებთ და რუსული კანონის დამცველები ამას რომ იყენებდით? ხომ გაცამტვერდა გუშინ ეს არგუმენტი? ხომ გამოჩნდა, რომ მთავარი მიზანი ჩვენი პარტნიორების მტრად გამოცხადებაა, რომ აქ არასასმთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების ნაწილის მოღალატეებად გამოცხადებაა? ღალატი იმ სახელმწიფოების, რომლებიც ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს იცავენ, ამ სახელმწიფოების დახმარება ქართველი ხალხის მიმართ კი არ არის, ღალატი არის ქვეყნის იზოლაციაში დატოვების მცდელობა და პარტნიორების მტრებად გამოცხადებაა! გუშინ, ასევე, პირველად ვნახეთ მხოლოდ 3 წელიწადში, 12 წლით რეალობას ჩამორჩენილი ხელისუფლება. რომელმაც, ხელისუფლების მე-4 წრეზე წასვლას მოწყურებულმა მთავარ დაპირებად არა ქვეყნის გაჯანსაღება, ხალხის მდგომარეობას გაუმჯობესება და ევროკავშირის წევრობა, არამედ ნაციონალური მოძრაობის გასამართლება დააანონსოს. მთელი ბოლო პერიოდი, ნაც მოძრაობის დასაცავად ფარად ქცეული ოცნება, რომელიც ფარად გადაეფარა კეზერაშვილის ქოლცენტრების გამოძიებას, ფარად გადაეფარა ნაც მოძრაობის მოსამართლეების საგამოძიებო კომისიას, ეხლა თვითონ აპირებს „ნაც მოძრაობას“ ამოეფაროს და კვლავ მოსახლეობის შიშებით ითამაშოს. ვინ დაიჯერებს, ვის დააჯერებთ? ეს არის სიმართლე და თუ სიმართლე არ გაშინებთ - გახსენით სამთავრობო არხები, საკუთარ თავთან საუბარს მორჩით და დასხედით დებატებში, ხომ ბრძანა კობახიძემ, მზად ვარო, ხომ კვლავ გამოვიდა, რომ იტყუება, გუშინაც კვლავ საკუთარ თავს ესაუბრებოდა ტელევიზიით. თქვენი ეს ტყუილების კასკადი ისევე ჩამოიშლება, როგორც გუშინდელი აქციის ნაწილი - შუქების გათიშვით რომ ნიღბავდით დაცარიელებულ ქუჩებს. თავად ამ ქვეყნის მოქალაქეების, ეგ ხალხი, ამ ხალხის ნების საწინააღმდეგო გზავნილები რომ გავრცელდა, ეს ხალხი ჩამოგშლით მომავალ არჩვენებზე“. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1569204837193660/
  8. 29 აპრილს კონტრაქციაზე მოსული ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, რეალურად თქვენს წინააღმდეგ იყო გამოსული. რატომ? იმიტომ, რომ დაშინებით, მუქარით და შანტაჟით მოყვანილი ხალხის სიმრავლე გახსოვდეთ, რომ ვერასდროს ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესების ლეგიტიმაციას. საჯარო სექტორმა ყველაზე კარგად იცის თუ რა ფასი აქვს ევროპულ მომავალს და თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის მისი დაკარგვა. საჯარო მოხელეებმა ყველაზე კარგად იციან თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს და ხალხის მსახურება და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებს მიღება ხალხის საკეთილდღეოდ. კვირას აქციაზე თქვენს საწინააღმდეგოდ მოსული ზღვა ხალხი კი დასტურია იმისა, რომ არჩევნები “ოცნებამ” უკვე წააგო. შალვა კერესელიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/390826663928376/
  9. დღეს, რუსეთში აღარ არსებობს ოპოზიციური და სიმართლის ხმა. საქართველოშიც ასე იწყება. ყველას დასავლეთის ე.წ გლობალური ომის პარტიის აგენტებად შერაცხავენ, ვინც ხელსუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს, ჯერ სიტყვიერად, იარლიყების მიწებების დონეზე, ფინანსური რეპრესიების საშუალებით, შემდეგ ალბათ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც. ამ კანონის მიღებით, მმართველ ძალას ხელ-ფეხი ეხსნება, რადგანაც ე.წ. აგენტები, ანუ ყველა ის ადამიანი თუ საზოგადოების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება და აკრიტიკებს არსებულ მმართველობას, უბრალოდ გააქროს პოლიტიკური, საზოგადოებრივი ველიდან. ასეთ დროს, უნდა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები, გავაპროტესტოთ და არ დავუშვად, საქართველოს რუსეთიზაცია და ბელორუსიზაცია. დღეს, ეს ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, უპირველესი ვალია! ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2592389364255703/
  10. დააკორექტირეთ კანონის მიზანი და გამჭვირვალობის ნაცვლად, რაც ტყუილია, მიუთითეთ, რომ ის ემსახურება საზოგადოების დაპირისპირებას. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო:
  11. დღევანდელი აქცია მთლიანად ეძღვნება ადამიანების დაპირისპირებას და ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესეშია აქ ორი აზრი არ არსებობს. ივანიშვილი ამ გაჭირვებულ ადამიანებს არის ამოფარებული და თან აკეთებს ისეთ საქმეს, რომელიც მისი ოჯახისთვის და მისი შვილებისთვის არის მატერიარული სიკეთეების შენარჩუნების მიზანი, მაგრამ აი ამ ადამიანების შვილებს, რომელთაც ცდილობს ამოეფაროს, მათ შვილებს უკეთეს მომავალს უსპობს, ყოველ შემთხვევაში ამისი მცდელობა აქვს. ანა ბუჩუკირი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/814355517223406/
  12. დღეს ხელისუფლება ქართველ ხალხს ართმევს ღირსებას! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიბრძვით ერთად, არ გავიყოფით, არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! თემო ტარიელაძე, სტუდენტი ბათუმიდან. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7203221906454044/
  13. ამ ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, არაერთი თაობის მკაფიო გადაწყვეტილებას, ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით და იმ მისწრაფებებს, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს, ამას ვერც ივანიშვილი, ვერ სააკაშვილი და ვერც ვერავინ სხვა წერტილს ვერ დაუსვამს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1529755021306107/
  14. რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და თვლის, რომ ივანიშვილმა ღიად აირჩია რუსეთის მხარე. “წილი ნაყარია და ბიძინას აღარ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მას აპატიებს რუსეთთან კოლაბორაციონიზმს, ამიტომ გადაწყვიტა მხარის საბოლოოდ არჩევა. მან რუსეთთან ყოფნა აირჩია. ყველაზე დამთრგუნველი ისაა, თუ როგორ მდაბიოებივით ექცევა ის თავის მხარდამჭერებს, რომლებიც მთლად გონებაჩლუნგი ჰგონია. ის ჰპირდება მათ, რომ საზიზღარ ევროკავშირში საქართველოს მაინც შეიყვანს, ოღონდ მანამდე გაანადგურებს ევროკავშირის “აგენტებს” არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის სახით, და ასევე, აშშ-ის აგენტებს “ნაცმოძრაობის” სახით. მანამდე კი აუცილებელია, რომ ამ ხალხმა ის ხელისუფლებაში კვლავ დატოვოს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფრო გაბედულად ჩაატაროს ნაცმოძრაობის “რიტუალური მკვლელობა”, – წერს გოგოლაშვილი. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო. “ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც საქართველოს ჩართვას ცდილობს ომში. ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით. თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ შეკრება გაიმართა, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს. “ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად. სინამდვილეში, ყველას, ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ. ნეტგაზეთი
  15. საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის ინიციირებასთან დაკავშირებით და პარლამენტს კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ფონდების შეფასებით, თუ კანონი მიღებული იქნება, „ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში”.
  16. შვედეთის ყოფილი პრემიერი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში ,,ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განხადებებს ეხმაურება: ,,ივანიშვილის ეს გამოსვლა აჩვენებს, რომ ის მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა ევროკავშირის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის. ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარება, მისი სიტყვა უნდა წაიკითხოს”, – წერს ბილდტი. პუბლიკა
  17. საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია, - ამის შესახებ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენ გერი კონოლისა და კონგრესმენ ოსტინ სკოტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, უცხოელ აგენტებად დარეგისტრირდნენ. „პუტინმა გამოიყენა ეს კანონი რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, აღმოეფხვრა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცა მისი, როგორც დიქტატორის სასტიკი მმართველობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. კონგრესმენები საქართველოს ლიდერებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მოწოდება წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ. „საქართველოს რესპუბლიკისთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია. ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ მათი მოწოდებები წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობის შესახებ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაში მონაწილეობს. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის კანონის მსგავსი „უცხოური აგენტების კანონი“ საქართველოს ამ გზიდან აშორებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  18. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინა უკვე იღებს იარაღს დახმარების ახალი პაკეტიდან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას, კონგრესის მიერ დამტკიცების შემდეგ, გამოაცხადა. „დახმარება მოდის უკრაინაში, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, - განაცხად თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა და დასძინა, რომ სურს, სიფრთხილე გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საუბარია ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე. თეთრი სახლის პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ იარაღი დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზზე, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ. გასულ კვირას, „რამშტაინის“ ფორმატში გამართული 21-ე შეხვედრის შემდეგ, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას USAI-ის (უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის) მექანიზმის ფარგლებში 6 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები მიიღო და მათი მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ 24 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი აშშ დოლარამდე ღირებულების სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ითვალისწინებს. იპნ
  19. Yesterday
  20. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს. „გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. იპნ
  21. ბექა ლილუაშვილი თანამდებობის პირთა დეკლარაციაში პირთა წრის გაფართოვების შესახებ: 8 თვის წინ დავაინიცირეთ კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის პირის დეკლარაციის პირთა წრის გაფართოვებას. თქვენ რუსული კანონის განხილვისას იძახით, დეკლარაციის შევსება რა გახდაო და ამას იშველიებთ არგუმენტად. თქვენ რამ შეგაშინათ ასე, რომ 7 თვის განმავლობაში განსახილველადაც არ გამოიტანეთ ეს ინიციატივა. 4e0069e6-a12e-4de8-ae5b-c90f4adf21dc.mp4
  22. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრის, მიხეილ დაუშვილის მიმართვა საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრების დელეგაციას : "ჩვენი ხალხი დღეს არის ევროპელი და ჩვენი ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანი არის ევროპა. სამწუხაროა, რომ დღეს მმართველი პარტია რეფორმების კუთხით წინ ნაბიჯებს არ დგამს, თუმცა იმედი მაქვს, ეს მოცემულობა არჩევნების შემდეგ შეიცვლება და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ევროინტეგრაციას და გადავალთ მოლაპარაკებების ეტაპზე." ვიდეო: https://www.facebook.com/Gakharianewsforgeo/videos/1128642285125827/
  23. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია. დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა. "სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე", - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს. აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს შორის. "შე ტუტუცო ქალო, გაბრძანდით აქედან. საერთოდ ამ ქვეყანაში, რომ ჩამოხვედით, უნდა გრცხვენოდეთ. ფსკერი ხართ, მეტი არაფერი, ფსკერზე ქვემოთ ხართ", - მიმართა მიქანაძემ დეკანოიძეს. თავის მხრივ, დეკანოიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა და აღნიშნა: "არ გინდათ შინაარსის მოსმენა. ანრი, პატარა ძალაუფლება ჩაგიგდიათ და შენ გგონია, რომ ამ ძალაუფლებით ვინმეს შეაშინებ, მაგრამ არარაობები ხართ ყველა. როგორ არ გრცხვენია კომიტეტის თავმჯდომარე ხარ. ლეგიტიმური პროცესი არ არის ეს", - აღნიშნა დეკანოიძემ. საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს. იპნ
  24. გამარჯობა, სასტუმროს კარის ელექტრო საკეტები სად შეიძლება რომ შევიძინო?
  25. გამარჯობა, კომუნალურები რომელი საიტების შემიძლია რომ გადაციხადო?
  26. გამარჯობა, გთხოვ პირადი გამოცდილებით მირჩიოთ ავტომობილის შესაძენად რა ჯობია ავტო სესხი ავიღო თუ პირდაპირ სამომხმარებლო სესხით ვიყიდო?
  27. გამარჯობა, რომელ სამშენებლო კომპანიას აქვს დასრულებული პროექტები თბილისის ცენტრში, მაგალითად ბინები ვაკეში?
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...