Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს - მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რაც ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ხდება, ტერორია და თუ ვინმეს ჰქონდა კითხვა, „რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ“. „მე თვითონ შევესწარი, შემოსვლისას, ჩემს თვალწინ ხდებოდა ძალადობის ფაქტი. თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა, რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად იმიტომ, რაც ხდება ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ყველას, ვინც არ არის მათიანი ანუ „ოცნების“ მხარდამჭერი, ყველას გვეძახიან მოღალატეებს, ყველას გვეძახიან აგენტებს, "ზონდერები" ღამ-ღამობით ადამიანებს ჩუმად თავს ესხმიან და სცემენ და ივანიშვილს, ფაქტობრივად, ტერორში ჰყავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები. ყოჩაღ, მართლა ყოჩაღ! ეს არის ყველაზე მკაფიო და ნათელი მაგალითი, როგორ იქცა ეს ადამიანი იმის გაგრძელებად, რაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის თქმა მომიწევდა 12 წლის თავზე. ახლა რაც ხდება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას ჰქვია ტერორი. თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა - რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ - ეს კანონი უკვე ამოქმედებულია. ახლა არ არის პანიკის დრო, მესმის, რომ ყველანი გაბრაზებულები ვართ, მესმის, რომ ბევრი ემოცია გვაქვს ყველას, მაგრამ ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს. უნდა ვაჯობოთ მათ ჭკუით, თავი ავიყვანოთ ხელში, ჩვენი ემოციები ავიყვანოთ ხელში, რომ მშვიდად ეს ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე, იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება“,- განაცხადა ბუჩუკურმა. იპნ
  3. 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ. წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. წერილში ნათქვამია, რომ „ახლა პირდაპირ და მკაფიო გზავნილს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად”.
  4. ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მსგავსად იფიცებიან. გარდა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა, გაიფიცნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; საქართველოს უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი; ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები; ალტე უნივერსიტეტი; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; საავიაციო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU; ევროპის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტი ალტერბრიჯი; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. პუბლიკა
  5. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა. ისინი რუსულ კანონს აპროტესტებენ და აპირებენ, მსვლელობით ქუთაისში დაგეგმილ ძირითად აქციას შეუერთდნენ. სტუდენტების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ მანა, სანამ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს არ გაიწვევს. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას ოფიციალურად დღეს, 13 მაისს, 14:00 საათზე გამოაცხადებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; საქართველოს უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი; ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები; ალტე უნივერსიტეტი; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; საავიაციო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU; ევროპის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტი ალტერბრიჯი; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი; ბათუმის საზღვაო აკადემია; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – KIU. პუბლიკა
  6. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. უნივერსიტეტის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მშენებლობისთვის მილიარდი ევრო გამოყო. გარდა KIU-ს სტუდენტებისა, გაიფიცნენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; საქართველოს უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი; ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები; ალტე უნივერსიტეტი; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; საავიაციო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU; ევროპის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტი ალტერბრიჯი; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი; ბათუმის საზღვაო აკადემია; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პუბლიკა
  7. როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც - კომიტეტზე ვნახეთ უპრეცედენტო შიში,- ამის შესახებ პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რასაც მმართველი პარტია აკეთებს, 60%-იანი მხარდაჭერის მქონე ხელისუფლების მოქმედებას არ ჰგავს და პირიქით, „ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად გამოცლილი აქვს“. „ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო შიში, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის კომიტეტზე ანახეს მთელს საზოგადოებას, როგორი დამფრთხალი, როგორი მალვით, როგორი სისწრაფით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“. ეს არის სწორედ იმის შედეგი, გარედან რა მასშტაბის წნეხი აქვთ ამ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს ატყუებენ, მხოლოდ და მხოლოდ თავისი პროპაგანდისტული გზებით ცდილობენ წარმოაჩინონ რაღაც „ფეიკ“ კვლევებით, რომ თითქოს კანონის მიღებას მხარს უჭერს 60%, არ ჰგავს ეს ქმედება 60%-იანი მხარდაჭერის მქონე ხელისუფლების მოქმედებას. პირიქით, ამ ხელისუფლებას ხალხის ლეგიტიმაცია ფაქტობრივად გამოცლილი აქვს, ის ცდილობს საკუთარ თავს დაუმტკიცოს რა მაგარი ხელისუფლებაა, ისიც არა ომახიანად, არამედ მალულად. როგორც გადაიქცნენ მოძალადე ხელისუფლებად, „დამპადიეზდებელ“ ხელისუფლებად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განმახორციელებელ ხელისუფლებად, აი ასეთი მიჩქმალვით, ასეთი მალვით იქცევიან პარლამენტშიც და პარლამენტში იღებენ შესაბამის პროცედურებს“,- განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
  8. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და „ყველასთვის გასაგებია, რომ საქმე არა მხოლოდ ერთი კანონის მიღებას, არამედ ბევრად სისტემურ პრობლემას ეხება“. როგორც შეხვედრის შემდეგ ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მათ [პარტნიორებს] ვითარების სირთულე ძალიან კარგად ესმით“. „ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი იყო. საუბარი იყო მიმდინარე პროცესებზე, რაც ძალიან კარგია. რასაც, პირველ რიგში, ხაზი გავუსვი, ისაა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებისა, ეს ადამიანები საქართველოს პარტნიორები და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები რომ ჩამოდიან ამ რთულ დროს საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. საუბრის ძირითადი თემა იყო მიმდინარე პროცესები. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ერთი კანონის მიღება არაა და ბევრად სისტემურ და მსხვილ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ეს გასაგებია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გასაგებია ქვეყნის პარტნიორებისთვისაც. მიმდინარე სირთულეები გასცდა მხოლოდ ერთი კანონის, აგენტურის კანონის ფარგლებს“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა. იპნ
  9. "ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენს ხელშია. ცალკე აღებული გარე ფაქტორი ვერაფერს მოაგვარებს, საჭიროა შიდა წნეხის გაგრძელება. მხოლოდ კომპლექსური მიდგომების პირობებშია შესაძლებელი არ დავკარგოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და საბოლოოდ არ გავანადგუროთ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, რაც რთული იქნება ცხადია. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა - 2024 წლის 26 ოქტომბერს გავიმეოროთ 2012 წლის 1 ოქტომბერი. თუ ვერ მოვახერხეთ შიდა და გარე წნეხის ერთდროულად გამოყენება, შესაძლოა ქვეყანა სერიოზული რისკების ქვეშ დავაყენოთ. 2012 წლის არჩევნების დროს, სენატორი შაჰინი და სხვები იყვნენ თბილისში, რომლებმაც უზრუნველყვეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ზუსტად იგივე ადამიანები გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფოს მომავალზე და დემოკრატიაზე ახლა, მერწმუნეთ, იგივე როლს შეასრულებენ. საინტერესო ლოგიკური ჯაჭვია, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩვენ იძულებულები ვართ გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს. იმ რეჟიმსაც ეგონა, რომ ვერავინ ვერაფერს დააკლებდა." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  10. "ამ კანონმა საქართველოს მოქალაქეები უკვე დააპირისპირა. მის მოდიფიცირებას აზრი არ აქვს. ამ კანონის ნებისმიერი მოდიფიცირება არის ილუზია, კიდევ ერთი აფიორა და თაღლითობა, რომელშიც ცდილობს ახლა "ოცნება" ქართული საზოგადოება შეიყვანოს. არ არსებობს არც ერთი ობიექტური ფაქტორი, რომლითაც შეიძლება აიხსნას, რატომ დააინიცირა "ოცნებამ" ხელმეორედ ეს კანონი. საამისოდ შიდა პოლიტიკური ფაქტორები არ არსებობს. ანუ არის რაღაც გარე პოლიტიკური ფაქტორები, რასაც ჯერ ვერ გვეუბნებიან, გვიმალავენ. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას, ის თანმიმდევრული თვითდაზიანება, რომელსაც "ოცნება" ბოლო ორი თვის განმავლობაში ჯერ თავის თავს აყენებდა და დღეს ქვეყანას აყენებს, რითაც ჩიხში შეჰყავს ჯერ თავისი თავი და მერე ქვეყანა. გამოჩნდება ეს, არ დაიმალება. " გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. სრული ვიდეო:
  11. "ოცნება" უკვე დამარცხებულია, უბრალოდ ამის გააზრების მძიმე პროცესი იწყება, ეს არის ახლა რაც ხდება. ის ადამიანი, რომელიც ამათ ალაპარაკებს, დამალულია.თუ ვინმე იცავს ამ ქვეყანასა და ტერიტორიულ მთლიანობას ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის დასავლური, ევროპული, დემოკრატიული სამყარო. ის დასავლური, ევროპული, დემოკრატიული სამყარო ეუბნება "ოცნებას", რომ, თუ ამ კანონს მიიღებთ, მაშინ ჩვენი ურთიერთობა, როგორც ადრე, ისე ვეღარ გაგრძელდებაო. თურმე ახლა სუვერენიტეტს იცავენ... ვისგან იცავენ, ევროპელებისგან იცავენ სუვერენიტეტს და ოკუპანტისგან არ იცავენ? საერთოდ, არაადეკვატურობა ხშირ შემთვევაში, შიშისგან არის გამოწვეული. ეს შიში პირდაპირ კავშირშია, რა თქმა უნდა, არჩევნებთან და არჩევნები პირდაპირ კავშირშია ძალაუფლების დაკარგვასთან/დამარცხებასთან. იმედი მაქვს, რომ, ჩვენ, საზოგადოება, შევძლებთ ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ, პირველ რიგში, თავიდან ავირიდოთ სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე მივიდეთ არჩევნებამდე, იქ გავცეთ ყველამ ერთად საკადრისი პასუხი იმ უმსგავსობას, რომელიც დღეს ჩვენს დედაქალაქში ხდება." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  12. "დიდი ხნით ხელისუფლებაში დაყოვნებული ძალა ადეკვატურობას კარგავს. ეს არის დღეს, რაც ემართება "ოცნებას". ბოლო რამდენიმე წლის და განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში "ოცნებას" ადეკვატურობა სრულად აქვს დაკარგული. მათი ქმედებები უკვე ანალიზს არ ექვემდებარება, ამიტომ არიან ასეთი სახიფათო. მეტიც, "ოცნება" იმდენად არაადეკვატურ მდგომარეობაშია, რომ მათ ძალაუფლების ლეგიტიმური გამოყენების უფლება, სისტემურ ტერორში ერევათ. მაგალითად - ცემა, თავდასხმები, ადამიანების დევნა, სატელეფონო ზარები... სასაცილოა, უკვე ჩემი ოჯახის წევრებსაც ურეკავენ, რომლებიც გუშინდელ აქციაზე იყვნენ. ეს არის უკვე ჩვეულებრივი ტერორი. ვინ ვინ და მე ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი როგორ ორგანიზდება, როგორ არის შესაძლებელი დაორგანინზდეს. როდესაც შენ ძალაუფლების შენარჩუნებას აყენებ ყველაზე მაღლა და ნებისმიერი ფასის გადამხდელი ხარ ამისთვის, მაშინ იწყება სრული დეგრადაცია, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ "ოცნებასთან" დაკავშიერებით. სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც მართლწესრიგის და სიმშვიდის დაცვა უნდა ევალებოდეთ, გამოყენებულია ტერორისთვის, ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის, იმისთვის, რომ როგორმე ადამიანები დააშინონ და არჩვენებზე მიიღონ რაღაც პროცენტით მეტი ხმა." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  13. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 13 მაისს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს. შსს-ის ცნობით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება. უწყების ცნობით, ამ პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს. პუბლიკა
  14. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეცრაზმელების მიერ მოქალაქის ცემის კადრებს ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლება დარღვევებზე”, – ნათქვამია განცხადებაში. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი სავარაუდოდ დაკავებულ მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება. პუბლიკა
  15. იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიიღო. სხდომა ერთ წუთსა და 6 წამს გაგრძელდა – 09:01:10 საათზე გაიხსნა და 09:02:16-ზე დაიხურა. რეგლამენტის მიხედვით, მესამე მოსმენაზე მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნებს განიხილავენ. ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მათ დარიგებული ჰქონდათ რედაქტირებული ვერსია, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და კენჭი უყარა. კანონპროექტი მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. მესამე მოსმენაზე კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება. ამის შემდეგ პარლამენტის მიღებული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და მას ვეტოთი პარლამენტს დაუბრუნებს. ვეტოს დასადებად სალომე ზურაბიშვილს 14 დღე აქვს. პარლამენტში დაბრუნების შემდეგ პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის ვეტოს, რის შემდეგაც ხელახლა უყრის კენჭს კანონპროექტს. ვეტოს დასაძლევად საპარლამენტო უმრავლესობას ხმათა საკმარისი რაოდენობა აქვს. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. პუბლიკა
  16. ხელისუფლების მოვალეობა არის მოქალაქეების დაკვეთის, სიტყვის შესრულება და არა ცალკეული ადამიანების დავალებების შესრულება. ეს აღარ ესმის ამ ხალხს, მათ უკვე ლეგიტიმაცია აღარ აქვთ, ფაქტობრივად რა პოლიტიკური რესურსი გააჩნდათ გაანიავეს. მოვუწოდებ ყველას, პროკურატურას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ არ დაუშვან, არ დაარღვიონ აი ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მოხდეს ძალადობა, მუქარა მოქალაეების მიმართ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1386791502002432/
  17. Yesterday
  18. პარტია "გახარია საქართველოსთვის": "ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა. გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ" კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა. ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენებთ მათ მანდატს და მოვუწოდებთ, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება და დროული რეაგირებით თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები. უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს (რომელიც, როგორც სჩანს, მრავლად იქნება). საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე. ეს არის ის, რისიც „ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია. ეს არის ის, რაც გადაარჩენს საქართველოს ევროპულ მომავალს და აგვარიდებს სამოქალაქო დაპირისპირებას.", - ნათქვამია განცხადებაში.
  19. "როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ ყველა უმოქმედო უწყებისთვის მისი ვალდებულებების შეხსენებას. ყველაზე არასახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ჯერიც დადგა. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ძლივს გაინძერით, უსუსტესი განცხადებით. დღეს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალხს დაემუქრა. თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ თქვენმა კომპეტენტურმა თანამშრომლებმა, რომლებთანაც წლები ვთანამშრომლობდი, იციან 222-ე მუხლის შინაარსი. მათვე კარგად იციან, რომ თქვენ არ ასრულებთ სახალხო დამცველის მოვალეობას ქვეყანაში, სადაც ადამიანებს არც ერთი ინსტიტუტისგან დაცვის იმედი არ აქვთ. ამიტომ, გაიარეთ კონსულტაცია მაგ ხალხთან და იქნებ დარწმუნდეთ, რომ უნდა გამობრძანდეთ, ბრიფინგი ჩაატაროთ და ხელისუფლებას მოუწოდოთ უკანონობის აღკვეთისკენ. თუ ისევ აპირებთ უკვე ნაცემ ხალხზე თქვათ, რომ პროცესებს აკვირდებით (რასაც 1 წელია აკეთებთ)." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/25643814315232014
  20. "დიდი ხნით ხელისუფლებაში დაყოვნებული ძალა, ადეკვატურობას კარგავს " გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო სრულად იხილეთ:
  21. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული. განცხადებს ხელს აწერს: ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო” ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი” ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ასოციაცია მერკური ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური გერგარტი გორელ ფოტოგრაფთა კლუბი გურიის სამოქალაქო ცენტრი დემოკრატიის ინსტიტუტი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) დემოკრატიის მცველები ევროპის ფონდი ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ვი2თექ ჯორჯია ზ/სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN) თბილისი პრაიდი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა კავკასიის ეკომეწარმეთა ასოციაცია კავკასუს პრინციპიუმი კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისათვის კომლი ლომეკი მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში მედია აპრილი მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი) მმართველობის მონიტორინგის ცენტრი მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო” მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი მშობლები განათლებისთვის მწვანე ალტერნატივა მწვანე სექტორი მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი ნეო ტვ ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის პსკ პლატფორმა სალამ პრევენცია პროგრესისთვის რაჭის სათემო ორგანიზაცია რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG) საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები” საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა სამოქალაქო იდეა სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი სამოქალაქო საზოგადოების ფონდი სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC) საორსა საფარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს გაეროს ასოციაცია საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საქართველოს ევროპული ორბიტა საქართველოს მედია-კლუბი საქართველოს პენცენტრი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch) საქართველოს სასოფლო დარბაზი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი სახეობათა კონსერვციის ცენტრი “ნაკრესი” სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) უფლებები საქართველო ფემეა ფემინა ფონდი აურეს ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი ფორსეტი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა საქართველოში Psychological Assistance Georgia ქალები საქართველოდან ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ქალთა ორგანიზაცია-კავშირი “პაროს” ქართული მედია ჯგუფი ქვემო ქართლის მედია ქვიარ ასოციაცია – თემიდა ღია სივრცე კავკასია ყვარლის ევროკლუბი შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი” ჩემი იმერეთი ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის ცოდნის კაფე წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT CENN GABP – საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GrlzWave Gundelik პუბლიკა
  22. სამედიცინოს სტუდენტებმა დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ორშაბათს გაფიცვას შეუერთდებიან. მათ დადეს საჯარო ფიციც და თქვეს, რომ არასდროს ერქმევათ, რუსეთის ექიმები. ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გადავათელინებთ რუსულ ჩექმას, ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს; ვფიცავთ, რომ ჩვენ აუცილებლად შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევროპაში; ვფიცავთ, ვფიცავთ, ვფიცავთ”, – აღნიშნეს მათ. პუბლიკა
  23. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ პარლამენტის პიკეტირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს 4-წლიანი პატიმრობა დაემუქრებათ. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.
  24. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით საერთო სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრალური უნივერსიტეტებისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. გაფიცვას უერთდებიან სტუდენტები: 1. შალვა ბრეგაძე 1. მაშო მაყაშვილი 2. ანა ბურდული 3. ლილიკო ბარათელი 4. ნია გუგავა 5. ქეთი ჯავახიშვილი 6. ქეთი შარაშენიძე 7. ნინო დვალი 8. დაჩი ცაავა 9. ბექა რუხაძე 10. დურმიშხან ჩაჩავა 11. ნიკა ოდიშელიძე 12. ლიკა წიქარიძე 13. ლუკა ჩიხუბაია 14. ლიზა ლალიაშვილი 15. ბაია კერესელიძე 16. ნინი გოგია 17. გიორგი გიორგაძე 18. სალომე ქშუტაშვილი 19. თეთე ბერძენიშვილი 20. ტატო წიქარიძე 21. ელენე მინდიაშვილი 22. ნანა ახვლედიანი 23. ანა კუპატაძე 24. თამარ ქირია 25. ნია კერესელიძე 26. ელენე ქარჩხაძე 27. სოფიო კობალაძე 28. ანა კოპაძე 29. ნინო შამათავა 30. ლუკა თოიძე 31. შაკო სირბილაშვილი 32. გიორგი ხაბეიშვილი 33. გიგი აბშილავა 34. თორნიკე ნუკრაძე 35. ნინო ჩადუნელი 36. ეკატერინე ყიფიანი 37. ანი ბერაია 38. იანა ხავთასი 39. ანამარია აივაზოვი 40. თეო კვარაცხელია 41. ნიკა გუგუნავა 42. ნატული ვაჩეიშვილი 43. ნიკო გოგიჩაიშვილი 44. მარიამ თამლიანი 45. ნინო ბიბილეიშვილი 46. დქრისტინა ჩაკვეტაძე 47. ნიკი ტაბაშიძე 48. სანდრო ფოლოდაშვილი 49. მარიამ ბოლქვაძე 50. ნატო მწარიაშვილი 51. თეკლა თალაკვაძე 52. ელენე ბედოშვილი 53. ილია ზარდიაშვილი 54. ნიკოლოზ მაჩაბელი 55. კესო ავალიშვილი 56. ქეთევან ხოჯანაშვილი 57. მარიამ ხუციშვილი 58. ნინო კალანდაძე 59. ანასტასია გოგბერაშვილი 60. გიგა რაზმაძე 61. ლუკა გოჯორაშვილი 62. მარიამ ვეკუა 63. ლალი გოგიძე 64. ნიკა სივსივაძე 65. ნინო ჩირგაძე 66. საბა მგელაძე 67. თამთა ქარდავა 68. თორნიკე ლაზაშვილი 69. ლუკა ჯაფარიძე 70. თინათინ პაიჭაძე 71. მანუ თავაძე 72. შოთა მუსერიძე 73. საბა ფილიშვილი 74. ლიკა ნარუსლიშვილი 75. ლიზი ბურჭულაძე 76. ქრისტინე ლაცაბიძე 77. დიმიტრი შიუკაშვილი 78. მარიამ ყიფიანი 79. ელენე ცაგარეიშვილი 80. ამალია გაფრინდაშვილი 81. ჯემალი მეტრეველი 82. საბა ჩარკვიანი 83. ლუკა კობიძე 84. გიორგი სხილაძე 85. საბა ნუცუბიძე 86. თეიმურაზ მამისაშვილი 87. ნინი ანდრონიკაშვილი 88. საბა გუჯაბიძე 89. ნიკოლოზ ტყავაძე 90. მარიამ ბურდული 91. ნინო ნოზაძე 92. ონისე კვაჭაკიძე 93. ნუგო შულაია 94. მარიამ კვიჟინაძე 95. მარიამ გუგავა 96. მარი ენგურელი 97. ლიზი მაჭავარიანი 98. ანი ჭეჟია 99. ანი ბუბუტეიშვილი 100. ანასტასია ჩერნეცოვა 101. ირაკლი მარგიშვილი 102. მარიამ ხეხელაშვილი 103. თორნიკე ქავთარაძე 104. მარიამ ბელთაძე პუბლიკა
  25. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ, როემლშიც ნათქვამია, რომ ისინი საერთო სტუდენტების პროტესტს უერთდებიან. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა
  26. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან და სასწავლო პრეცესის შეწყვეტას აანონსებენ. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტია და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა
  27. „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ და გეგმავენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...