Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. სამედიცინოს სტუდენტებმა დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ორშაბათს გაფიცვას შეუერთდებიან. მათ დადეს საჯარო ფიციც და თქვეს, რომ არასდროს ერქმევათ, რუსეთის ექიმები. ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გადავათელინებთ რუსულ ჩექმას, ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს; ვფიცავთ, რომ ჩვენ აუცილებლად შეგიყვანთ თეთრი ხალათებით ევროპაში; ვფიცავთ, ვფიცავთ, ვფიცავთ”, – აღნიშნეს მათ. პუბლიკა
  3. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ პარლამენტის პიკეტირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს 4-წლიანი პატიმრობა დაემუქრებათ. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.
  4. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით საერთო სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრალური უნივერსიტეტებისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. გაფიცვას უერთდებიან სტუდენტები: 1. შალვა ბრეგაძე 1. მაშო მაყაშვილი 2. ანა ბურდული 3. ლილიკო ბარათელი 4. ნია გუგავა 5. ქეთი ჯავახიშვილი 6. ქეთი შარაშენიძე 7. ნინო დვალი 8. დაჩი ცაავა 9. ბექა რუხაძე 10. დურმიშხან ჩაჩავა 11. ნიკა ოდიშელიძე 12. ლიკა წიქარიძე 13. ლუკა ჩიხუბაია 14. ლიზა ლალიაშვილი 15. ბაია კერესელიძე 16. ნინი გოგია 17. გიორგი გიორგაძე 18. სალომე ქშუტაშვილი 19. თეთე ბერძენიშვილი 20. ტატო წიქარიძე 21. ელენე მინდიაშვილი 22. ნანა ახვლედიანი 23. ანა კუპატაძე 24. თამარ ქირია 25. ნია კერესელიძე 26. ელენე ქარჩხაძე 27. სოფიო კობალაძე 28. ანა კოპაძე 29. ნინო შამათავა 30. ლუკა თოიძე 31. შაკო სირბილაშვილი 32. გიორგი ხაბეიშვილი 33. გიგი აბშილავა 34. თორნიკე ნუკრაძე 35. ნინო ჩადუნელი 36. ეკატერინე ყიფიანი 37. ანი ბერაია 38. იანა ხავთასი 39. ანამარია აივაზოვი 40. თეო კვარაცხელია 41. ნიკა გუგუნავა 42. ნატული ვაჩეიშვილი 43. ნიკო გოგიჩაიშვილი 44. მარიამ თამლიანი 45. ნინო ბიბილეიშვილი 46. დქრისტინა ჩაკვეტაძე 47. ნიკი ტაბაშიძე 48. სანდრო ფოლოდაშვილი 49. მარიამ ბოლქვაძე 50. ნატო მწარიაშვილი 51. თეკლა თალაკვაძე 52. ელენე ბედოშვილი 53. ილია ზარდიაშვილი 54. ნიკოლოზ მაჩაბელი 55. კესო ავალიშვილი 56. ქეთევან ხოჯანაშვილი 57. მარიამ ხუციშვილი 58. ნინო კალანდაძე 59. ანასტასია გოგბერაშვილი 60. გიგა რაზმაძე 61. ლუკა გოჯორაშვილი 62. მარიამ ვეკუა 63. ლალი გოგიძე 64. ნიკა სივსივაძე 65. ნინო ჩირგაძე 66. საბა მგელაძე 67. თამთა ქარდავა 68. თორნიკე ლაზაშვილი 69. ლუკა ჯაფარიძე 70. თინათინ პაიჭაძე 71. მანუ თავაძე 72. შოთა მუსერიძე 73. საბა ფილიშვილი 74. ლიკა ნარუსლიშვილი 75. ლიზი ბურჭულაძე 76. ქრისტინე ლაცაბიძე 77. დიმიტრი შიუკაშვილი 78. მარიამ ყიფიანი 79. ელენე ცაგარეიშვილი 80. ამალია გაფრინდაშვილი 81. ჯემალი მეტრეველი 82. საბა ჩარკვიანი 83. ლუკა კობიძე 84. გიორგი სხილაძე 85. საბა ნუცუბიძე 86. თეიმურაზ მამისაშვილი 87. ნინი ანდრონიკაშვილი 88. საბა გუჯაბიძე 89. ნიკოლოზ ტყავაძე 90. მარიამ ბურდული 91. ნინო ნოზაძე 92. ონისე კვაჭაკიძე 93. ნუგო შულაია 94. მარიამ კვიჟინაძე 95. მარიამ გუგავა 96. მარი ენგურელი 97. ლიზი მაჭავარიანი 98. ანი ჭეჟია 99. ანი ბუბუტეიშვილი 100. ანასტასია ჩერნეცოვა 101. ირაკლი მარგიშვილი 102. მარიამ ხეხელაშვილი 103. თორნიკე ქავთარაძე 104. მარიამ ბელთაძე პუბლიკა
  5. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ, როემლშიც ნათქვამია, რომ ისინი საერთო სტუდენტების პროტესტს უერთდებიან. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა
  6. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან და სასწავლო პრეცესის შეწყვეტას აანონსებენ. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტია და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა
  7. „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ და გეგმავენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა. პუბლიკა
  8. Today
  9. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს კანონის ამოქმედების ვადა პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე გადაიტანონ.
  10. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ “არ შევა მანიპულაციებში და არ დაიწყებს თამაშს”. ასე უპასუხა მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვეტოსთან ერთად, შენიშვნების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსულ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერის მცდელობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში რუსულ კანონის დაინიციირებულ ვერსიაში ცვლილებები შევიდეს, საზოგადოებაში დაბნეულობას გააჩენს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ის ვეტოს უფლებას კანონპროექტში შინაარსობრივი შენიშვნების გარეშე გამოიყენებს. 10 მაისს, ტელემედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლოა “პოზიციები შეჯერდეს” რუსულ კანონთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან. მიზეზი, რის გამოც, ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს ესაუბრა, კობახიძის თქმით, არის ის, რომ “სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს – ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ”. რუსული კანონს მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხვალ, 13 მაისს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მიღება 14 მაისს აქვს დაგეგმილი. პარალელურად, გრძელდება ანტირუსული პროტესტი საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად. მოქალაქეები დღეს, 12 მაისს, 22:00 საათიდან იკრიბებიან პარლამენტთან და აპირებენ, ღამე “გაათენონ საქართველოსთვის”, რათა დილით, საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ დეპუტატებს შენობასთან დახვდნენ. ნეტგაზეთი
  11. „ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის – წერეთ და იკითხეთ“,- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგსაც და თქვა, რომ კობახიძის დღევანდელი გამოსვლაც რუსული იყო.
  12. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს „ძალიან დიდი სიფრთხილისკენ“ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგის მიმართ აქციებზე „პროვოკაციების მოწყობას“ გეგმავენ. „მინდა მოგმართოთ [მომიტინგეებს], რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე რომ, მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე. რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში. ვიცი, რომ ჩანს და უკვე ვნახეთ, თუ რამდენად (კიდევ ერთხელ) შეგნებული, მშვიდობიანი იყო, ყველა ეს გამოსვლები. ეს არის საქართველოს საზოგადოება, ეს არის ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ღირსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის“, - განაცხადა პრეზიდენტმა. იპნ
  13. გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად,დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“. ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას. „ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავისი მხრიდან აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ასეთ ხელისუფლებას ახასიათებს, როცა უკვე მას ხალხის ნდობა აღარ აქვს“,- განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, რცხვენია, როდესაც პარლამენტის წევრი ნაცნობებისგან "წარმოუდგენელ სიტყვებს ისმენს", რაც მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანია, რომ დაშინებული არიან. „ტყუილი, მანიპულაცია, მიხრა-მოხრა, რომ გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყუილს მიჩვეული ვართ, ვიცით, რომ ეს რუსული კანონი ერთხელ უკვე გაიწვიეს, დაგვიფიცეს, რომ არა, აღარ იქნება, არასდროს აღარ შემოვიტანთო, არამხოლოდ ჩვენ, ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც უთხრეს და ისევ დააყენეს ეს საკითხი, რომელიც რეალურად, არავის სჭირდებოდა. მხოლოდ მათთვის არის, რომ ჩვენ რაც გვინდა, იმას ვაკეთებთ და არავის, არც შიგნით და არც გარეთ, არ ვემორჩილებით. აგერ საზოგადოების პასუხი... მანიპულაცია არის, როდესაც ერთი ხელით რაღაცაზე საუბრობ, რომ რაღაც დიალოგი, ცვლილებებია და მეორე ხელით, ის რაც გავიგონეთ პრემიერის სიტყვებით, ძალადობა, დაშინება, ტერორი, დაპატიმრება, სრულიად უდანაშაულო ადამიანების, ვერავის დაარწმუნებთ იმაში,რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ. თქვენ თვითონაც არ გჯერათ, შანტაჟები და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. მრცხვენია, როცა ვკითხულობ პარლამენტის წევრებისგან, ვიღაცებისგან, რომელსაც შეიძლება ოდესღაც ვიცნობდი, წარმოუდგენელ სიტყვებს, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის ნიშანი, რომ უკვე დაშინებული არიან თვითონ შინაგანად, ეს არის სწორედ იმ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა. როგორც ჩანს, ისიც ვერ გაიგეთ, რომ აქ კი, „რუსულ კანონზე“ არის საუბარი, ის კანონი არის რუსული. ვერანაირი კითხვა, აბა რა არის ამ კანონში რუსული, ამას ვერ შეცვლის. თქვენ იკითხეთ და წერეთ, ეს კანონი არის რუსული“,- განაცხადა პრეზიდენტმა. იპნ
  14. ჯიპას სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი აპირებენ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და უარი თქვამ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელმომწერი სტუდენტები უერთდებიან საერთო-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და წყვეტენ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე.
  15. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ რუსულ კანონს აპროტესტებენ, საერთო სტუდენტურ ინიციატივას უერთდებიან და ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ.
  16. იმედი მაქვს, რომ აქ საუბარი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების არა ხელოვნურად დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რას ელოდება ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ობრაიენის საქართველოში ვიზიტისგან. კობახიძის თქმით, თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს ისეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია. „იმედი მაქვს, რომ აქ საუბარი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების არა ხელოვნურად დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე იქნება. თუ საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საუბარი უნდა იყოს ისეთი ტიპის დაახლოებაზე, როგორიც არის პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია - ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და იმედი მაქვს, ასეთი გზავნილებით ჩამოდის ო ბრაიენი“, - აღნიშნა კობახიძემ. კითხვაზე, ამ მოცემულობით არის თუ არა ამერიკა სტრატეგიული პარტნიორი, პრემიერმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გამოხატული უნდა იყოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით, და ასეთი ნაბიჯები იქნებოდა - ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენების მხარდაჭერა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა. „სტრატეგიული პარტნიორობა გამოხატული უნდა იყოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით, და ასეთი ნაბიჯები იქნებოდა - ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენების მხარდაჭერა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ენთუზიაზმი და მოწოდებები, თუმცა იქიდან ვერ ვიღებთ შესაბამის პასუხს, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა. იპნ
  17. მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 17:00 საათზე არის ჩანიშნული. უცნობია, კონკრეტული საკითხი, რაზე ისაუბრებს პრემიერი. იპნ
  18. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებსა და პროფესიული სერვისის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები პარლამენტსა და მთავრობას განცხადებით მიმართავენ უკან გაიწვიონ რუსული კანონი. განცხადებას ამ დროისთვის 437 ადამიანი აწერს ხელს. სია განახლებადია. „პუბლიკა“ განცხადებას სრულად გთავაზობთ: პუბლიკა
  19. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. რაც შეეხება მედიას, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. შესაბამისად, სხვა მედიებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე განხილვის პირობებშიც, სხვა მედიასაშუალებებს შენობაში მუშაობის საშუალება არ ექნებათ. პარლამენტი არ აკონკრეტებს, რა ვადებში იმოქმედებს შესაბამისი ზომა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  20. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ევროპის მოედანზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, „20 ათასამდე ადამიანიც ვერ იქნება“. ამის შესახებ მდინარაძემ მთავრობის პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც წამყვანი მიანიშნებდა, თითქოს აქციაზე ხალხის რაოდნობა არ არის დიდი. მამუკა მდინარაძემ სატელეფონო ჩართვისას თავისი მოსაზრების ასახსნელად გამოიყენა აქციებზე ადამიანთა რაოდენობის დათვლის კლასიკური მეთოდი, თუმცა ფაქტები მანიპულაციურად აღწერა. რუსული კანონის გასაპროტესტებლად, ასევე ბოლო პერიოდში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მასობრივი დაჭერების, დაშინების, მუქარისა და ჩასაფრებულად თავდასხმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად, თბილისში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა სხვადასხვა უბანში და მსვლელობით დაიძრა ევროპის მოედნისკენ. აქციას შეურთნენ მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდანაც. „ქართული ოცნების“ წევრთა და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის მიერ გავრცელებული მოსაზრებების პარალელურად, ნეტგაზეთი გთავაზობთ თბილისში ანტირუსული აქციის მასშტაბების ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას. მთავარ ფოტოზე: აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: Ezz Gaber ნეტგაზეთი
  21. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს ეწინააღმდეგება. უცხოელმა აქტორებმა პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს. დეზინფორმაციული კაპანია წამოიწყეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. იპნ
  22. Yesterday
  23. განათლების სფეროს მკვლევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან. განათლების დარგის აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადება ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების მეცნიერებების დარგის წარმომადგენლები – პროფესორები, მკვლევრები თუ დოქტორანტები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიიჩნევენ ისეთი საზოგადოების შენებას, რომელიც დაფუძნებულია პერსონალური და საზოგადოებრივი გაძლიერების და თავისუფლების, დიალოგისა და თანამშრომლობის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზაციისა და კრიტიკული ცნობიერების ამაღლების პრინციპებზე. გთავაზობთ განცხადებას: განცხადებაზე ხელმოწერები გრძელდება ამ ბმულზე პუბლიკა
  24. ექსპო ჯორჯიადან, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართებოდა, მშობლების მარში დაიწყო. ისინი მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანთან მივლენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. აქცია დღეს ევროპის მოედანზე გაიმართება – იქ მოქალაქეები სამი ლოკაციიდან მივლენ. მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მეტრო 300 არაგველიდან მსვლელობები 19:00 საათზე დაიწყება. პუბლიკა
  25. გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Movement-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, იცოდეს, ვინ არის „გლობალური ომის” პარტია, რომელსაც „ქართული ოცნება” თავის განცხადებებში მუდმივად ახსენებს. ელჩმა კიდევ ერთხელ შეაფასა რუსული კანონი და თქვა, რომ საქართველოში ინიციირებულ და სხვა ქვეყნებში არსებულ კანონებს შორის მთავარი სხვაობა ინტერესების რეპრეზენტაციასა და „უცხოური” ინტერესების რეპრეზენტაციას შორისაა. კანონებისთვის, რომლებიც არსებობს, მაგალითად, შეერთებულ შტატებსა და სხვაგან, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა ინტერესების რეპრეზენტაციასა და „უცხოური” ინტერესების რეპრეზენტაციას შორის”, – აღნიშნა ელჩმა. პეტერ ფიშერმა ისაუბრა კანდიდატის სტატუსზეც და იმ 9 დათქმაზეც, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს წარუდგინა – ელჩის განცხადებით, დღეს პროგრესი ამ ნაბიჯების მხრივ ძალიან მცირეა. საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი განახორციელებდა მოთხოვნილ 9 პუნქტს, ჩვენ საქართველოს გავუწევდით დახმარებას და მივაწვდიდით საჭირო ცოდნას იმაზე, თუ რას მოელის ევროკავშირი საქართველოსგან საიმისოდ, რომ იგი დაუახლოვდეს ევროკავშირს კანონმდებლობების და ინიციატივების სწორი მოწყობით, და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ამ დრომდე ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ ამ 9 პუნქტთან დაკავშირებით. ახლა მაისია და პროგრესი თითქმის შეუმჩნეველია”, – აღნიშნა ელჩმა. პუბლიკა
  26. თსუ-ს სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიაში შესვლაზე. მათი განცხადებით, ახლა რუსთაველზე დგომისა და რუსული კანონის გაპროტესტების დროა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის ეზოში თსუ-ს სტუდენტმა, გიორგი წოწორიამ სხვა სტუდენტების სახელითაც წაიკითხა. თსუ-ს სტუდენტის განცხადებით, ახლა „აუდიტორიებში მშვიდად ჯდომის დრო არაა”, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ 13 მაისიდან, რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვების პარალელურად, აუდიტორიებში ყოფნის ნაცვლად პარლამენტთან იყვნენ. სტუდენტის თქმით, მათ უკან დგას ათასზე მეტი სტუდენტი, რომელსაც ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა უნდა. სტუდენტმა მოუწოდა ლექტორებსაც, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ მათთან ერთად რუსთაველზე. ასევე, მოუწოდეს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, შეუერთდნენ მათ წამოწყებას და შეწყვიტონ აკადემიური პროცესი თავიანთ უნივერსიტეტებში.
  27. შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას - დარჩით ევროკავშირის გზაზე! - ასე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას, რომელსაც, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. „ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს აერთიანებს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე, ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით. დარჩით ევროკავშირის გზაზე! დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. იმედია, ისიამოვნებთ აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით და შესაძლებლობებით, მხიარულად გაატარებთ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გილოცავთ ევროპის დღეს, წინ საქართველო, წინ!“-განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართა. ipn
  28. სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, მარიამ იაშვილი პოლიციამ სამსახურში დააკავა. თუმცა, დაკავების მიზეზი ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, ადვოკატი არ ესწრებოდა დაკავების პროცესს”,-განაცხადა შოთა თუთბერიძემ. ipn
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...