Jump to content
Planeta.Ge

Blogs

გიორგი გახარია - ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში!

"ეუთოს განცხადება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ  დანაშაულებრივად არ მისცა ხმა, არტივი რამ იყო - მათ, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის, რუსეთზე მოთხოვნის 2008 წლის პირობების შესრულების... აი, ამას ყველაფერს ხელი არ მოაწერეს, ხმა არ მისცეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე განცხადებაში, იგივე რეზოლუციაში იყო მოთხოვნა, ნორმალურად, დემოკრატიულად, კონკურენტულად არჩევნების ჩატარების! ფაქტობრივად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინ

ბექა ლილუაშვილი - “ოცნება” განაცდაო, რომ ვამბობთ, ამას ვგულისხმობთ - “ოცნება” კეზერაშვილის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ კანონებს ცვლის და თანამშრომლობენ მასთან (ვიდეო)

როცა ქვეყანაში რეალურად არის ასეთი გამოწვევა და ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ შრომით უფლებებზე ზრუნავდეს, ონლაინ კაზინოებს უფრო მკაცრ რეგულირებაზე ფიქრობდეს, პირიქით - კეზერაშვილის ყულაბაში ზრდის შემოსავლების რიცხვს. “ოცნება” განაცდაო, რომ ვამბობთ, ამას ვგულისხმობთ - “ოცნება” კეზერაშვილის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ კანონებს ცვლის და თანამშრომლობენ მასთან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/

ბექა ლილუაშვილი - კვლევები იქცა პოლიტიკური ვაჭრობისა და დეზინფორმაციის წყაროდ, იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ადამიანებში ობიექტური მოლოდინების ფორმირების და ჩამოყალიბების ინსტრუმენტი (ვიდეო)

კვლევები იქცა პოლიტიკური ვაჭრობისა და დეზინფორმაციის წყაროდ, იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყო ადამიანებში ობიექტური მოლოდინების ფორმირების და ჩამოყალიბების ინსტრუმენტი.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/826181686114286

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენი რეიტინგი არის ორნიშნა, დანარჩენი პარტიები არიან გაცილებით ქვემოთ (ვიდეო)

ჩვენი რეიტინგი არის ორნიშნა, დანარჩენი პარტიები არიან გაცილებით ქვემოთ. ამ დამოუკიდებელი კვლევის შესახებ უფრო კონკრეტულად ჰკითხეთ იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც ბრიუსელში იყვნენ ჩასულები და სადაც გააცნეს ეს რეალური კვლევები. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/975478434053143/

ექსკლუზივი | მენეჯერი ლაშა ოდილაძე - ქოჩორაშვილით ინგლისის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველით, გიორგი ქოჩორაშვილით ინგლისის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა, – ამის შესახებ ცნობილმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან განაცხადა. „ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი მენეჯერებისთვის სატრანსფერო ბაზარი უფრო საინტერესო გახდა. გამოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავს. კონკრეტული მაგალითი გიორგი ქოჩორაშვილია, რომლითაც ინგლისის პრემიერლიგის კლუბია დაინტერესებული. მე, როგორც საფეხბურთი მენეჯერი, გ

უკრაინელებმა დონბასში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინელი დამცველების პოზიციებს ურტყამდა, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი იუწყება. „პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციებს ბომბავდა. ახლა ის უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი გენერალ მარ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯივიპის“ ინფორმაციით, 7 ივლისს, გამთენიისას, სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურზე, რომელიც ისანი-სამგორის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, უამინდობის გამო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, აღნიშნულმა დაზიანებამ ტუმბო-აგრეგატის მუშაობა დროებით შეაფერხა. ელექტროგადამცემ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. „აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 7 ივლისს წყალმომარა

დახვრეტის მოლოდინში მყოფი ტიციან ტაბიძის ფრაზა, რომელიც მის შთამომავლებს დღემდე ახსოვთ

„შენ არასდროს შეგრცხვება ჩემი სახელის ხსენება, თუნდაც ცოცხალი აღარ ვიყო“ – უთხრა ტიციან ტაბიძემ 16 წლის ქალიშვილს, ნიტას. ეს 1937 წელს მოხდა, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ. დემონსტრაციული თვითმკვლელობის მიზანი საბჭოთა რეპრესიების მიმართ პროტესტის გამოხატვა იყო. თითქოს უახლოესი მეგობრის სიკვდილი არ კმაროდა, ტიციანი საქართველოს კომპარტიის ცეკას იმდროინდელ მდივანს, ლავრენტი ბერიას დაუბარებია და მოუთხოვია, გარდაცვლილი პაოლო იაშვილი უცხო ქვეყნის აგენტობაში დაედანაშა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მასუდ ფეზეშქიანმა ხმების 53.3% მიიღო, მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილმა კი 44.3%. საერთაშორისო მედია ირანის ახალ პრეზიდენტს რეფორმისტად მოიხსენიებს. მისი საიდ ჯალილი კი ცნობილია თავისი მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით. 71 წლის მასუდ ფეზეშქიანი კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრია. ის აკრიტიკებს ირანის „მორალის პოლიციას“ და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას. როგორც BBC წერს, მასუდ ფეზეშქ

თბილისის მერია - უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები, ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა სახლებს - მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. განსაკუთრებული ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს. „მთელი ღამის განმავლობაში, ყველა პრობლემურ ადგილზე, იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეო

კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით არის დაწყებული

გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი გუშინ დაჭრეს. კურიერის დედა ,,ფორმულას” ეუბნება, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს. ამბობს, რომ ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა. ,,მიუტანია შეკვეთა და ბრუნდებოდა სახლში, ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამ

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ დაჭრილი კურიერის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, მაია მახარაშვილის ინფორმაციით, გუშინ, თბილისში დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მან აღნიშნა, პაციენტს დაზიანებები კიდურებზე აქვს მიყენებული, ამასთან, კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს. "მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებული აქვს ფეხები. კლინიკაში რჩება, რადგან შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს“, - აღნიშნავს მაია მახარაშვილი. ინფორმაციისთვის, გუშინ, თბილისში "გლოვოს" კურ

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიას წუხელ „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტითა და Shahed-131/136 ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს. უკრაინელებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კიროვოგრადის, ხარკოვის, სუმისა და პოლტავას ოლქებში 13-ვე დრონი ჩამოაგდეს.

საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს, 7 ივლისს საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო. ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების გახსნიდან 12 საათში იქნება ცნობილი. პირველი ტური 30 ივნისს გაიმართა. შედეგების თანახმად ლიდერობს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია. მეორე ადგილზე გავიდა მემარცხენე პარტიების ალიანსი, ხოლო მესამეზე ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში

დაჭრილია გლოვოს კურიერი - დედის თქმით, იარაღიდან მას 3-ჯერ ესროლეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი დაჭრეს. კურიერის დედა ,,ფორმულას” ეუბნება, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს. ამბობს, რომ ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა. ,,მიუტანია შეკვეთა და ბრუნდებოდა სახლში, ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამირეკა. ცოტახანში ისევ დამირეკა და მითხრა – დედა, ჩამოდი ქვემოთ დაჭრილი ვარო. ჩავარდი ქვემოთ და ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია… 4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან, ჯერ უცემიათ და შემდეგ დაახალა ტყვია. ნუცუბიძიდან არავის დაურეკავს სასწ

რობინ დანიგანი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაზე - გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის - ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს მათ შორის, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან, ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა

ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა, გაუგებარი არ არის - ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი, აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება. რობინ

პენლატებიც კი მოსაწყენი იყო, დააბრუნეთ საქართველო... - რას წერენ უცხოელი ფანები ევრო 2024-ის მეოთხედფინალების შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024 ნელ-ნელა ფინალურ სტადიას უახლოვდება. მეოთხდიფინალების პირველმა ორმა წყვილმა, ესპანეთი-გერმანიამ და პორტუგალია-საფრანგეთმა, უსახური მატჩები გვაჩვენეს, რის გამოც ფანები უკმაყოფილონი არიან. ისინი სოციალურ მედიაში წერენ, რომ ყველა მათგანს საქართველოს ნაკრებმა აჯობა: "საქართველოს გარაშე ეს ტურნირი მოსაყენია. დააბრუნეთ საქართველო!" "მოკვეთეთ ეს გუნდები და დააბრუნეთ საქართველო!" "მორიგი ამაზრზენი მატჩი დიდი გუნდების შესრულებით! დააბრუნეთ ავსტრია დ

„დასანანია" - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ღირსეული პარტნიორის” შეჩერებაზე

„დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ასევე იხილეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით" გადადო 05 ივლისი, 2024 აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით: „ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტ

საია: არ დავრეგისტრირდებით ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის(საია) განცხადებით, არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს და არ დარეგისტრირდებიან ე.წ ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში”. გადაწყვეტილება, როგორც განცხადებაში წერია,  ორგანიზაციის საერთო კრებაზე ერთხმად მიიღეს. ,,იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს. ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც ჩვენი ინტერესებისთვი

სალომე ზურაბიშვილი - გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში და ვენდოთ მათ - როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?!

ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე... გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის შერჩევის საკითხზე განაცხადა. „ამ თვეში მე მევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი წარვადგინო, ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრა

აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით" გადადო

აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი - თუ შენ შენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გიცავს, მაშინ შენ არაფერი გაგაჩნია, შიშველი და დაუცველი ხარ - ასეთი ქვეყანა არ არის სახელმწიფო, ეს არის რაღაც ქვეყანა, რომელიც არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს

სამართლიანობა უმნიშვნელოვანესია - ქართველები ქუჩაში სამართლიანობისა და ქვეყნისათვის გამოდიან და არა სოციალური მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა USAID-ის ,,სამართლის უზენაესობის პროგრამის“ მიერ მხარდაჭერილ ექვსთვიანი სასწავლო პროექტის დასრულების აღსანიშნავ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ორგანიზაცია „მართლმსაჯულების სახლმა“ განახორციელა. პრეზიდენტმა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მიმართა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში „მარ

ნათია მეზვრიშვილი - საერთაშორისო კვლევით, რომელიც ბევრად სანდოა ვიდრე აფილირებული კვლევები, გვაქვს მყარი და მზარდი რეიტინგი (ვიდეო)

პარტიები, რომლებსაც თავად უდგათ ბარიერის პრობლემა, სხვისკენ იშვერენ ხელს. ჩვენ დასამტკიცებელი მათთან არაფერი გვაქვს, საერთაშორისო კვლევით, რომელიც ბევრად სანდოა ვიდრე აფილირებული კვლევები, გვაქვს მყარი და მზარდი რეიტინგი.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/817828846725663
×
×
  • შექმენი...