ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს ჩატარდება.
ევროპარლამენტარები გადაწყვეტენ, დაინიშნება თუ არა ევროკაშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელად ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით.
თანამდებობაზე დამტკიცებისთვის 720-ადგილიან ევროპარლამენტში, სულ მცირე, 361 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
ევროპარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგის მიხედვით, სტრასბურგში დილის ცხრა საათზე ურსულა ფონ დერ ლეიენი განცხადებ
ბარათების სერია „წარმავალი ტფილისი“ გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
შარჟისა და კარიკატურის ჟანრში 1928 წელს დაბეჭდილი ღია ბარათებით გადმოცემულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისის სოციალური ყოფის ცალკეული ეპიზოდები. შმერლინგის იუმორისტულმა შემოქმედებამ ასახა თბილისელთა ტიპაჟები, მათი საქმიანობა, გართობა, დასვენება და ვაჭრობა.
გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი ოსკარ შმერლინგი XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბა
საფრანგეთში, ქალაქ რუანში უძველესი გოთიკური ტაძარი იწვის. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტაძრის შპილსაც მოედო.
თვითმხილველების ცნობით, ტაძარს შავი კვამლი თითქმის მთლიანად ფარავს. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. მათ ტაძრის მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტილი აქვთ. ადგილობრივი მერიის ცნობით, რუანის ტაძარს რესტავრაცია უტარდებოდა.
რუანის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის ეროვნული საგანძუ
ივანიშვილი და მისი პარტია წარმატებით აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზანმიმართულ განადგურებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
გახარიას თქმით, მმართველი პარტია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის „პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“.
ამასთან, როგორც გახარია წერს, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ავტორიტარიზმისა და იზ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. რუსულ კანონს და აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ ყველა სამართლებრივ მექანიზმის გამოყენებას როგორც საქართველოში ასევე სტრასბურგში, საქართველოს ევროპული გზისთვის ამ მეტად საზიანო კანონის მოქმედების შესაჩერებლად”, –
2008 წელს, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, 75 წლის წინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პასუხი ერთიანობა იყო და აშშ-მა და ევროპის თავისუფალმა და დემოკრატიულმა ქვეყნებმა, რომლებიც კოლექტიური თავდაცვის ერთგულებ
ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია - ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს, ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნები არ გვექნება.
„100 დღე ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი
საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებულ კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, კომუნიკეში ამ ჩანაწერის ამოღება, ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში პროცესის გაყინვა, აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვა, ის უძრაობაა, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” შექმნა.
„ბოლო 16 წლის განმავლობაში
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა.
სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 5 ივლისს კი ოჩამჩირის პორტში შენიშნეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი და მას სარაკეტო სისტემების გადაზიდვისთვისაც იყენებენ.
გამოცემა Naval News წერს, რომ ნოვოროსიისკის პორტში,
თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისთვის.
„წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მ
საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა, - ასე ეხმაურება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას.
„საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა“, - წე
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. შესაბამისად, პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გუშინ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.
გიორგი გაბიტაშვილმა კენჭისყრაში 11 ხმა მიიღო, რაც საპროკურორი
ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს , - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს.
საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1005738790689494
გუშინდელი განცხადების სახით ვნახეთ მტკიცებულება, რომ რუსეთი გარდაუვლად ჩაერევა ოქტომბრის არჩევნებში და “ოცნებას” დაეხმარება არჩევნების გაყალბების პროცესში.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1001546498087787
დღეს გვყავს სუსი, რომელიც რუსული ტიპის გავლენებს კი არ ებრძვის არჩევნებზე, არამედ ეხმარება და კოორდინირებულად მოქმედებენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986051393316425/
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, აზრა ზეია თბილისსა და ერევანში ჩამოვა.
საქართველოსა და სომხეთში ის შეხვედრებს გამართავს და ისაუბრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციის, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის შესახებ.
საქართველოში აზრა ზეია შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგნერმა თბილისში, ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„მე მწვანეთა პარტიიდან გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ვარ, მაგრამ აქ ვარ, როგორც სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი, ასე რომ, გერმანიის მთა
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა და 3 კანდიდატი შეარჩია.
კენჭისყრის შედეგები შემდეგია:
ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა
დავით ბარბაქაძე – 1 ხმა
ლალი ბუნტური – 0 ხმა
დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა
გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა
ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა
ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარული
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღება
პრეზიდენტის ნაწილში, ის, რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დაუშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით უნდა შექმნას თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ერთობა