ქართული საზოგადოების დაკვეთა ამ არჩევნებისთვის არის ის, რომ გამოიკვეთოს ძალა, რომელიც თანაბრად იქნება დისტანცირებული, როგორც "ნაციონალური მოძრაობისგან", ასევე "ქართული ოცნებისგან".
კახაბერ ქემოკლიძე სტუმრად გადაცემაში “360 გრადუსი”.
ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არის გაყინული, ეს მანამდე არასოდეს მომხდარა.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1023968675742582/
"ჩემი მხარდაჭერა "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს!
ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელია ღირსეული შრომის პირობებისა და შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.
თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
"48 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო
რუსეთში, მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ: სულ 3 ადამიანი – 2 პილოტი და 1 შტურმანი.
არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.
რუსული წარმოების თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტი 100 NEW-95″ ტყის ტერიტორიაზე ცამოვარდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, თვითმფრინავი შეკეთების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.
ჩამოვარდნილი ლაინერი ავიაკომპანია „გა
8-9 ივლისს ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ და ახალგაზრდული ორგანიზაციის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოში გამართულ საინფორმაციო ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა UNDP Georgia-ს მხარდაჭერით.
ორი დღის განმავლობაში ორგანიზაციის წევრები განიხილავდნენ გენდერული ნიშნით გამოწვეულ პრობლემებს საქართველოში,
მუშაობდნენ ინდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოფხვრის გზების მოძიებასა და ეფექტური სტრატეგიების გამოვლენაზე.
ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთ
მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“2008 წლიდან პირველად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განზრახვა არ იქნა ჩაწერილი. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხონ “ლიბერალური ფაშიზმი”. მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან ”
ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა – ის ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-მ დაუდასტურა. გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე მისულ ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
„ბათუმელების” ცნობით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოუწოდებენ დაიცვას კანონის მოთხოვნები თავისი საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრება მონიტორინგის მიზნით.
განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მრავალი წინაღობის მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მონიტორინგს უწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მიმდინარეობას, თუმცა უკანასკნელ პერიოდში საბჭომ სრულად აღკვეთა აღნი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ლიტურგია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლი
„ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.
პროფკავშირი „ლაბორის” ცნობით, გაფიცულია 4621 თანამშრომელი, რაც კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია.
თავად კომპანია უარყოფს, რომ გაფიცულთა რიცხვი 4600-ს აღემატება. თუმცა, კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებენ.
გაფიცულები ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას ით
პარლამენტი 60 მანქანის ჩასანაცვლებლად 6.7-მილიონ ლარიან შესყიდვას აცხადებს.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით პარლამენტის აპარატის ბალანსზე ირიცხება 89 ერთეული მანქანა, (მათ შორის საპროტოკოლო, სამორიგეო და სამგზავრო მიკროავტობუსები დელეგაციების მომსახურებისთვის).
პარლამენტის ცნობით, მათი უმეტესობა 2015 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ღონისძიების შემდეგ, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადმოცემული,
საქართველოს პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის ბრიფინგი გაიმართა. გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებებს ვეტო დაედო ანუ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა პარლამენტში. კანონის მიხედვით, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და პარლამენტში დააბრუნებს, მასზე ხელმოწერა შეუძლია პარლამენტის თავ
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური აცხადების, რომ მისი პარტიისა და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ლელოს“ უსურვებს ისე გადალახოს ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ "განაცდნენ".
ამასთან, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს.
"ქალბატონ პრეზიდენტთან ჩვენს გუნდს, მათ შორის, გუნდის ლიდერს, გიორგი გახ
პარლამენტს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარედგინა.
ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.
გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი, რომელიც მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება.
ipn
ევროკავშირის ვალდებულება, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება, ურყევი რჩება. გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს ზოგად უსაფრთხოებას საქართველოში 200
რასაც ხელისუფლება აკეთებს ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად თაობების მიერ აშენებულ ურთიერთობებს და ჩვენი მომავლის პერსპექტივას ფუნდამენტში ანგრევს.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1133559371086261/
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI აქტს” მხარი დაუჭირეს. მას მხარი დაუჭირა 41-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო – 6.
როგორც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წერს, მომდევნო ეტაპი იქნება წარმომადგენელთა პალატაში საყოველთაო კენჭისყრა.
საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI აქტი” გუშინ განიხილეს – კონგრესმენმა ბილ კიტინგმა მხარდაჭერა გამოხატა კანონპროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.
რესპუბლიკელმა კონგრეს
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას საფრანგეთიც აჩერებს – მისი თქმით, მათი მხარდაჭერა გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით.
ელჩის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”, – განაცხადა მან.
მსგავსი განცხადება გუშინ, 10 ივლისს გა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსო
“ოცნება” დღეს სახელმწიფო ინტერესებს უდიდეს ზიანს აყენებს და მათი გაუაზრებელი პოლიტიკით მივყავართ საერთაშორისო იზოლაციამდე.
მიშა დაუშვილი,საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2170996449941443/
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366-დან 360 ადამიანამდე. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიის“ დოკუმენტშია აღნიშნული.
მონაცემების თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გარდაცვალების მაჩვენებელი, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში, შემცირებულია 0,36%-ით და შეადგ