დღეს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, კერძოდ მისი მოსკოვში ვიზიტი დაგმო.
რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა.
რეზოლუცია რუსეთში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზ
საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. გადაწყვეტილება ძალაში 15 ივლისიდან შევიდა.
93 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში ყოფნა 60 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
ამ დრომდე ტაილანდში უვიზო მიმოსვლა 57 ქვეყანაზე ვრცელდებოდა.
ქვეყანამ ასევე აამოქმედა ვიზის ახალი კატეგორია DTV – Destination Thailand Visa, მათთვის, ვინც ტაილანდში სამუშაოდ წასვლას გეგმავს.
ოფიციალური ინფორმაციით, ტაილანდში 2024 წლის პირველ ექვს თვეში 17,5 მილიონი უცხოელი ტური
„ამერიკის ხმის“ ინტერვიუ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკურთან.
— საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში არ ყოფილა და საჯარო ტრიბუნებიდან არაფერი მოგვისმენია ქვეყნის შესახებ. არის საქართველო და მისი გაწევრიანება ამ ეტაპზე თქვენი დისკუსიების ნაწილი?
— ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი უკრაინაზეა და ცხადია, ყველას გვესმის, რატომაა ეს ასე. იქ სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც დაახლოებით 900 დღეა გრძელდება. ყოველდღე ათეულობით, ასეულობით, ზოგჯერ ათასობით ადამიანიც კი იღუპება და ეს უდ
თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას.
მიზეზი საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზია.
,,ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს”, – წერია განცხადებაში.
პუბლიკა
ქართულმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.
„ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს.
სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტ
დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 5კმ-ის დაშორებით, სოფელ ლენინოვკაში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
იპნ
სამწუხაროდ, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო. იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა - რომელი „ნაცმოძრაობა“ უნდა გაასამართლონ, კეზერაშვილთან ერთად პარტნიორობენ, რომ პენსიონერების ფული ერთად მოიპარონ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამორალურია, რომ კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად ყვე
ივანიშვილს და "ოცნებას" ესმით, რომ მათი დამარცხების გასაღები არის გახარია და თავდასხმები რომ გაასმაგდება, მოლოდინი გვაქვს.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3910232932596733/
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს მის
ცოტა დეჟავუ მქონდა ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ასე გახსნეს ოფისი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწიათ , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას გამოეხმაურა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ძალიან მკაფიოდ დ
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. სპორტსმენებმა დღეს ოლიმპიური ფიცი დადეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა; თბილისის მერმა, კახა კალაძე.
წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი მიიღებს.
გახარიას პარტიის „საქართველოსთვის” განცხადებით, ევროპული მომავლის დასაცავად გამართული აქციების მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა კრიმინალებთან ხელისუფლების წინასწარი გარიგების დასტურია.
პარტიის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან.
პარტიის განცხადებით, „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულს არასათანადო რე
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„თეიმურაზ ხომასურიხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელის
ბათუმში, 2 წლამდე ბავშვი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა – მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
„პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
პუბლიკა
საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს – მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერც
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.
კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა დეპუტატმა მიიღო და რობერტა მეცოლას კონკურენტს, ირენ მონტეროს მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რობერტა მეცოლა, რომელიც მალტას წარმოადგენს, ევროპარლამენტს მომდევნო ორწელიწადნახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
იპნ
დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ათეულობით მუქარაზე ჩვენს მიერ სამსახურში 6 ივნისს შეტანილ დასაბუთებულ განცხადებას. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობით, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. გარიგება შეეხებოდა არასწორ
„ოცნების“ კრიმინალური გარიგება ზონდერებთან და მოტყუებული პატიმრები და მათი ოჯახები.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/441092112086979/
ევროპული მომავალი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი.
ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, მათი ქმედებები არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1411955206182623/
პრეზიდენტმა 18-19 ივლისს რიგგარეშე სესია მოიწვია.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამასთან, პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.
საქართველოს პარლამე
რამდენიმე ციხეში პატიმრებმა ამნისტიის კანონის გაფართოების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
ამის შესახებ პატიმრების ოჯახის წევრები და უფლებადამცველები საუბრობენ.
ადვოკატების თქმით, ქუთაისის N2 დაწესებულებაში 20 პატიმარი შიმშილობს.
რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ „მთავარ არხს“ ციხიდან პატიმარი თავად ეუბნება. მისი თქმით, მოშიმშილე პატიმრები ამნისტიის კანონის უფრო მეტ მუხლზე გავრცელებას მოითხოვენ.
ქსანში 30 პატიმარი შიმშილობს – ეუბნება პ
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ტრამპზე თავდასხმის შესახებ ირაკლი კობახიძის კომენტარს გამოეხმაურა. კობახიძემ დაწერა, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“.
„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ გაგრძელდება. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზ
ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46.1 მილიონ ევროა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი