საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად მონაწილეობს. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების ოთხი სესია ტარდება.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სტენდზე ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen-ი მიმდინარეობს.
ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს აცნობ
გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრ
ეს არის ამონარიდები ანგარიშიდან – „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის აქტუალობა და შესაძლებლობების ანალიზი“, რომელიც „განათლების კოალიციამ“ მოამზადა.
კვლევის მიხედვით, სასკოლო კვების პროგრამის აუცილებლობასთან დაკავშირებით რეგიონებს შორის არსებითი განსხვავება არ გამოვლენილა. ყველა რეგიონში კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა დიდ წილზე (განსაკუთრებით ონსა და ჩხოროწყუში), რაც იმის მიზეზია, რომ მათი დიდი ნაწ
„ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ“, – თქვა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარ რინკევიჩმა „ამერიკის ხმასთან“ რუსულ კანონზე საუბრისას.
რინკევიჩის თქმით, საქართველოს მთავრობა „შორს წავიდა“ და გადაწყვიტა, რომ შეუძლია ცხოვრება NATO-სა და ევროკავშირის გარეშე. რინკევიჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები გახდა იმის მიზეზიც, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წლევანდელ კომუნიკეში საქართველოს წე
უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით უწყებაში იბარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნადიმ ხმალაძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი",- წერს ხმალაძე.
იპნ
წუხელ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბრისას ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მიიწვია, ტრამპმა კი მას უთხრა, რომ არ დაიჯეროს, თითქოს მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთს მოუტანს სარგებელს.
„ზელენსკი არწმუნებდა ტრამპს, რომ არ დაუჯეროს ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც პუტინის მქომედებების ახსნას ან გამართლებას ცდილობენ. მისი მოქმედებების გამართლება არ შეიძლება, ის
საქართველოს პროკურატურამ ასხის მთაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შე
ირანს ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე ალბათ, ერთი ან ორი კვირა დარჩა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„იმის გამო, რომ ბირთვული შეთანხმება გაუქმდა, ირანს ნაცვლად იმისა, რომ ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე სულ მცირე ერთი წელი აშორებდეს, ახლა, ალბათ, ამის გაკეთებამდე ერთი ან ორი კვირა დარჩა. ერთი ან ორი კვირა, ალბათ, რეალისტური დროა“, -
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებზე განახორციელეს.
სულ, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, „ისკანდერ-მ“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა და „ისკანდერ კ“ ტიპის 1 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.
იპნ
ვინმე გარანტიას იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ “ნაც.მოძრაობა” “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას?! პარტია, რომლის დეპუტატებიც არაერთხელ შეეკრა “ოცნებას”, იყიდებიან ჩვეულებრივად რეგიონებში. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, “ნაც.მოძრაობაც” წითელი ხაზია და “ოცნებაც” წითელი ხაზია.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/398732026541971/
ჩვენი პარტიის ამოცანაა, "ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ყველა მსგავსს დოკუმენტს შევუერთდებით, თუ ამ დოკუმენტში აუცილებლად ეწერება "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ჩვენთვის წითელი ხაზია, როგორც "ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობა".
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1609470932952749/
ჩვენ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ დააინიცირებს სამართლიან, კრიმინალის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიას, რომელიც დაიცავს ბალანსს პატიმრების ინტერესებსა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესს შორის.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/893411555929935/
მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ მას შემდეგ უნდა იქნას მიღებული, როდესაც „ქართული ოცნება“ შესაბამის კვლევას წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტია უსამართლო და შერჩევითი იქნება.
„მე ვისურვებდი, რომ ეს ეფუძნებოდეს კვლევას. ასეთი მოლოდ
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს იტოვებს, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ამნისტია ეს არის ჰუმანური პოლიტიკური აქტი და სახალხო დამცველი, თავისი მანდატის გათვალისწინებით, ვერ მისცემს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაცი
პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მან არ გამორიცხა, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალოს, თუმცა თქვა, რომ ამომრჩეველი რაიმე გაერთიანების შესახებ ინფორმაციას მისგან გაიგებს.
“როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად. თუ რაიმე შეიცვლება – ყველაფერი ხდება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულ
დააკავებულია პოლიციელი, რომელიც მონაწილეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისა, როდესაც პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად ბაიკერი დაიღუპა. გამოძიება კვლავაც გრძელდება.
პოლიციელის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.
„საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიც
ბოლო სანდო კვლევის მიხედვით, ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა და მზარდი.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212858896558801/
თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა პროკურატურამ გამოიძიება დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„ფორმულას“ ცნობით, თბილისში, ყაზბე
დღეს, თბილისში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. — ყაზბეგის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია.
სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ, გზა გადაუკეტა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა.
რევი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. ის გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
ht
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21-22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს.
„თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რა
მსოფლიოში IT სისტემების მასშტაბური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში შეჩერდა ფრენები, არ მუშაობდა ტელევიზიები და ბიზნეს ობიექტები.
მიზეზი Microsoft-ის ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ხარევზია, რომელიც 19 ივლისს დაფიქსირდა. კომპანია ამბობს, რომ დეტალებს არკვევს, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს და მომხდარის მიზეზს იძიებს.
ფრენები სრულად შეაჩერეს American Airlines-მა, Delta Airlines-მა and United Airlines-მა.
მუშაობა გააჩერა სიდნეის აეროპორტმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია მს
ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” გამოეხმაურა მმართველი პარტიის მიერ 15 ივლისს ჩატარებულ ბრიფინგს – „ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ სცადა, მოეხდინა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და გაემართლებინა რუსული კანონის მიღება.
მმართველი პარტიამ რუსული კანონის საწინააღდეგო განცხადებაზე ხელისმომწერი 474 ორგანიზაცია 7 კრიტერიუმით შეაფასა:
1. ვებ-გვერდი;
2. დონორის დასახელება/ლოგო;
3. პროექტის დასახელება;
4. გრანტის ოდენო
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვით, თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება.
“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებელი ცვლილებებით, მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, მზა პროდუ