უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ კიევმა 18 ოქტომბერს ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება - პირველი ტრანში 5-მილიარდიანი პაკეტისა, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას გამოუყო ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო.
„ეს დამატებითი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში. კერძოდ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - დაწერა შმიჰალმა „ტელეგრამში“.
შმიჰალის თქმით, უკრაინამ წელს მთლიანობაში 4,2 ევროს მოცულობის მაკრო-სა
ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული უპილოტო საფრენის აპარატების პირველი პარტია 1 750 დრონს ითვლიდა.
“პირველი პარტია 1 750 დრონის რაოდენობით იყო შეკვეთილი, შემდეგ ახალი შეკვეთები გაკეთდა, მაგრამ მათი წარმოებისა და რუსეთისთვის მიწოდების სისწრაფე, უნდა გესმოდეთ, ერთმომენტიანი პროცესი არ არის. მათ ნელ-ნელა ეწურებათ ისინი, ირანელები ახლებს აკე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
კერძოდ, უწყების ცნობით, „2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონ
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე: საქმის კურსში არ იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მისი მოადგილის ქმედებასთან დაკავშირებით? მურადაშვილმა აღნიშნა: „გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა. შესაძლო
შინაგან საქმესთა სამინისტროს ინფორმაციით, შესწავლის შედეგად გამოკვეთილია, რომ ვაკის პარკში შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პ
კომპანია „ელემსის“ ადვოკატი ზაზა ნაჭყებია აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ჩაძირული ტუმბოები გარეთ უნდა ყოფილიყო განთავსებული.
მისივე თქმით, თავის დროზე, როდესაც აღნიშნული შადრევანი მოეწყო, ჩაძირული ტუმბოებისთვის ადგილი გამოყოფილი იყო შადრევნის წრიული სიბრტყის გარეთ, დაახლოებით ერთნახევარი მეტრის დაშორებით.
„პროექტის მიხედვით, შპს „ელემსის“ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული შადრევნის რეაბილიტაცია ისე, რომ არ მომხდარიყო მისი ვიზუალურ
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ევროსაბჭოს რეზოლუციაზე მხარის არდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არ აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები უნდა დააყენოს.
"ზოგადად, ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ყოველთვის სახელმწიფოს, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინ
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა.
ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექს
„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს წარადგენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „მათთვის ამოცანაა, რომ იყვნენ თანმიმდევრული, ხოლო დანარჩენს პროცესი აჩვენებს“.
„არავის ვურჩევ „ქართულ ოცნებას“ შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია.
რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
ზელენსკის თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება.
„რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა – ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და მათი დაზიანება. 10 ოქტომბრის შემდეგ ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, რამაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოი
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.
რეზოლუცია გმობს, როგორც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ მიმართულ ავიაიერიშებს.
ასევე, რეზოლუცია გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ე.წ რეფერენდუმების გზით.
დოკუმენტში ასევე არის მოთხოვნა, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გარიცხონ.
შეხვედრაზე 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს და საბიუჯეტო ინიციატივები წარადგინეს.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს შეხვედრის ორგანიზებისთვის, NDI-ს თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ საქმიანობაზე, ბიუჯეტის ფორმირებაში NDI-ს ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ საქმიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თან
უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ერთ-ერთი პარლამენტარის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ტელეგრამ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – წერს დეპუტატი.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რუსეთის საერთო იურისდიქციის საკასაციო სასამართლომ 18 ოქტომბერს უარყო რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საჩივარი განაჩენის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მას ცხრა წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიესაჯა თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება.
ნავალნი და მისი დაცვა აცხადებდნენ, რომ განაჩენი უკანონოა. ისინი საკასაციო სასამართლოსგან ითხოვდნენ მის გაუქმებას და ახალი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ნავალნის განაჩენ
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში ე.წ. კანონიერი ქურდების უფლებების დასაცავად იბრძოლებს და ამისთვის კანონპროექტის ინიციირებასაც აანონსებს.
იაგო ხვიჩიას თქმით, ის უკვე წარდგენილია მისი პოლიტიკური პარტიის მიერ ოფიციალურად პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატად და სურს კოლეგებს გააცნოს რიგ საკითხებზე მისი ხედვა, სანამ მხარდაჭერას სთხოვს ომბუდსმენად არჩევისთვის. პირველი საკითხი, რაზეც დღეს იაგო ხვიჩიამ პარლამენტარებს
მაშველებმა კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი დაღუპულის, ხანდაზმული ქალის ცხედარი.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამზე წერს, რომ „ეს არის დედაქალაქზე რუსეთის ბარბაროსული შეტევის მეხუთე მსხვერპლი“.
რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, კიევის შევჩენკოს რაიონზე შეტევა მიიტანეს გუშინ, 17 ოქტომბერს. დღის ბოლოსთვის დადასტურებული იყო 4 ადამიანი
ქუთაისის მერიის პრესცენტრიდან ტელეკომპანიების, "მთავარი არხისა" და "TV პირველის" ტექნიკა მოიპარეს. ინფორმაცია მედიას ამ არხის ჟურნალისტებმა მიაწოდეს.
"მთავარი არხის" კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის თქმით, მედიაცენტრში მისულს აღარ დახვდა ლეპტოპი და ასევე "TV პირველის" კამერა.
"შენობის ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრებით ირკვევა, კაცმა შენობის ფასადზე მდებარე ფანჯარა შეამტვრია დაახლოებით დილის 7:15 საათზე და პირადი კომპიუტერი და ტექნიკა მოიპარა", - ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერიისა და სხვა უწყებების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას შინაური ცხოველების შესახებ რეგულაციების შექმნაზე. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი კახაბერ იოსელიანი ამბობს, შესაძლოა, ქვეყანაში საერთოდ აიკრძალოს კონკრეტული ჯიშის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება.
გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც. შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ადამიანს, რომლის ძაღლიც სხვას დაზიანებებს მიაყენე
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ადამიანი, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად იყვნენ აღიარებული. მათ უფლებებს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავდა, სასამართლოს შუამდგომლობით კი საქართველოს პროკურატურამ მიმართა.
2011 წლის ივლისის განაჩენებით, ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებულ 24 პირს ბრალად ედებოდა "კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა", სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
კრემლმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ოთხ რეგიონს, რომელთა მიერთების შესახებაც რუსეთმა გასულ თვეში გამოაცხადა, რუსეთის ბირთვული არსენალი იცავს, იტყობინება Reuters-ი.
არსებული ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვაზე, იცავს თუ არა ამ რეგიონებს რუსეთის ბირთვული ფარი, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ასე უპასუხა: „ყველა ეს ტერიტორია რუსეთის განუყოფელი ნაწილია და ისინი დაცვის ქვეშ არიან. მათი უსაფრთხოებაც იმ დონეზეა უზრუნველყოფილი, როგორც რუსეთის დანარჩენი ტერიტორია“.
რუსეთის პრეზიდენტმ
დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დავით ზილფიმიანი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო.
„ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – წერს ზილფიმიანი სოციალურ ქსელში.
პარტიის დატოვების იმ
20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრც
საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებზე ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას - მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,- ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, რაც ევროსაბჭოს რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება იყო.
ამასთან, კობახიძე განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცედურა არ იძლეოდა საშუალება