Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად წინ მიიწევენ - რუსეთის არმია ბრძოლის ველზე აგებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველ დღე წინ მიიწევენ და მათ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმები არ გააჩერებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ტერორისტების არც ეს დარტყმა, არც ნებისმიერი სხვა მსგავსი დარტყმა ჩვენს დამცველებს არ გააჩერებს. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს ჩვენი ინფრასტრუქტურის და ხალხის წინააღმდეგ ეს ტერორი შეძლებს როგორმე გაყინოს ჩვენი სამხედროების აქტიური ქმედებები ან რამე სი

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს

თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს [უკრაინის] გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდ

დმიტრო კულება აცხადებს, რომ იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სთხოვა

იტალიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ანტონიო ტაიანის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ვთხოვე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტაიანისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “დედაჩემის მიერ განხორციელებულ დილის ზარზე მოვუყევი, რომლის თავზეც ირანის მიერ რუსეთისადმი მიწოდებულმა დრონმა გადაიფრინა და ვთხოვე, რომ უკრაინისადმი იტალიის სამხედრო დახმარების უახლოეს პაკეტში საჰაერო თავდაცვის სისტემები იყოს. ძლიერ გადაწ

მიხეილ სააკაშვილი - ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, 100%-ით გამოვრიცხავ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, 100%-ით გამორიცხავს. „თუ აქამდე ეჭვი მეპარებოდა მართლა გადიოდა თუ არა რუსეთი ხერსონიდან, ახლა პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, ოღონდ ამავე დროს შეეცდებიან ეს მაქსიმალური ფასი დაუსვან ჩვენებს. ასე თუ ისე ხერსონი საბოლოოდ წყვეტს ამ ომის ბედს. რაც შეეხება ბელარუსიდან ახალ შეტევას კიევზე, მე ამას 100%-ით გამოვრიცხავ. ვიცნობ რა კარგად ლუკაშენკოს და ბელარუსთა განწყობას. ბელარუსში ძალებს ანლაგებ

საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ესპანეთი საბრძოლო თვითმფრინავებს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში

ესპანეთი აცხადებს, რომ 14 საბრძოლო თვითმფრინავს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში, იმ ფონზე, როცა ნატო განაგრძობს აღმოსავლეთის მხარის გაძლიერებას, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებების პირისპირ. ეს ინიციატივა ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ოქტომბერს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, დიმიტარ სტოიანოვის მიერ ორი დღით ადრე გაკეთებული განცხადება, რომ მადრიდი მზად იყო უახლოეს დღეებში ბულგარეთში რვა საბრძოლო თვითმფრინავამდე განეთავსებინა. ესპანეთის განცხადები

მეორე ოქრო 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე - გამყრელიძე ტურნირის ჩემპიონია #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მსგავსი: გიორგი ელბაქიძე 23-წლამდელთა მსოფლიო...   ფინალში მან ყაზახი დაულეტ იერგეში დაამარცხა და დღეს საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვებული გიორგი ელბაქიძე გახდა,რომელმაც ირანელი ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი 8:4 დაამარცხა. შეჯიბრის ფინალურ ბლოკში რამდენი

ბერლინში ათასობით მოქალაქე შეუერთდა ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო აქციას

22 ოქტომბერს ბერლინში ათი ათასობით მოქალაქე შეუერთდა აქციას, რომელიც სოლიდარობას გამოხატავდა ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების მიმართ. ირანში გამოსვლებს ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა. ბერლინის პოლიციის ცნობით, შუადღისას აქციაში 37 000-მდე პირი მონაწილეობდა. დემონსტრანტებს ეჭირათ ირანის დროშები და ირანის ლიდერების მიმართ კრიტიკული განცხადებების ამსახველი პლაკატები, რომელთაგან ბევრს ინგლისურ და გ

გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოდიან მოწოდებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდაზე

გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ მოწოდებით მნიშვნელოვნად გაიზარდოს უკრაინის არმიისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, იმ ფონზე, როცა უკრაინა თავს იცავს იქ შეჭრილი რუსეთის ძალების აგრესიისგან. თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ფინანსთა მინისტრს, კრისტიან ლინდნერს სწერენ, რომ უკრაინისთვის 2023 წელს უკვე დაგეგმილი, 697 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უნდა გაიზარდოს 2.17 მილიარდ დოლარამდე. წერილს 22 ოქტომბერს

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლიკანში, მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას და ფოტომასალას ადგილობრივი ტელევიზია, "ბორჯომი" ავრცელებს. მოსახლეობის ევაკუაციაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, 75 წლის ქალი ცხოვრობდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ დასტურდება. ადგილზე მივიდა "ს

eurasianet -ი საქართველოსა და უკრაინის შესახებ სტატიას აქვეყნებს - სანქციებით საქართველო-უკრაინის ურთიერთობა უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოვიდა

„სანქციებით საქართველო უკრაინის ურთიერთობა უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოვიდა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eurasianet. სტატიაში უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებზეა საუბარი. „უკრაინის მთავრობამ საქართველოს ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე ნათესავს სანქციები დაუწესა, იმ ფონზე, როდესაც კიევსა და თბილისს შორის გრძელდება აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის მთავრობაში ქართველი ოპოზიციონერების ყოფნის გამო. ევროსაბჭოში საკამათო კენჭისყრასთან დაკ

ვინ გასცა ვაკის პარკის შადრევანში მილების შეცვლის დავალება - კახა კალაძის მოადგილის პასუხი

თბილისის მერის კახი კალაძის მოადგილე, ანდრია ბასილაია არ უპასუხებს კითხვას, იყვნენ თუ არა მერი და მისი მოადგილეები ვაკის პარკის შადრევანში მილების შეცვლის პროცესში ჩართულები. ბასილაიამ რამდენჯერმე კითხვის დასმის მიუხედავად, არ თქვა, ეს იყო თუ არა თბილისის მერის დავალება და მხოლოდ გამოძიების ვერსიაზე ისაუბრა. "რაც იკვეთება, ეს არის ზეპირი მითითება, რომელიც, როგორც გამოძიება იუწყება, გიორგი ვახტანგაშვილმა გასცა. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების დროს ძალიან ბევრი მითითება არის ხოლმე გაცემულ

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურმა შეტევამ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მილიონობით ადამიანი

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე რუსეთის "ვერაგმა" სარაკეტო შეტევამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, რის შედეგადაც მილიონობით ოჯახი უშუქოდ დარჩა. პარალელურად, რუსეთის ძალები ხერსონის მოსახლეებს "მყისიერი" ევაკუაციისკენ მოუწოდებენ, კიევის ძალების მხრიდან სამხრეთის ამ მნიშვნელოვან ქალაქზე მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 ოქტომბერს ტელეგრამით წერს, რომ რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინაზე "მასშტაბური

სალომე ზურაბიშვილი - პოლარიზაცია მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე მუნიციპალიტეტებში, სადაც თანაცხოვრების ტრადიცია შენარჩუნებულია, საჭიროა, დეპოლარიზაციის ყველა არსებული საშუალება გამოვიყენოთ

პოლარიზაცია უფრო მეტად იგრძნობა დედაქალაქში, ვიდრე იმ მუნიპალიტეტებში, სადაც ერთმანეთთან თანაცხოვრების ტრადიცია და წესი შენარჩუნებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის პლატფორმის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, საზოგადოებამ დეპოლარიზაციის ყველა შესაძლო და არსებული საშუალება გამოიყენოს. „მოქალაქეების

ბორის ჯონსონი ლონდონში დაბრუნდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა, ლონდონში დაბრუნდა. ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინოს. ჯონსონის ახლო მოკავშირე ჯეიმს დადრიჯი ჯონსონს ღიად უჭერს მხარს. ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერი რომ გახდეს, მას პარტიის ასი წევრის მხარდაჭერა სჭირდება. ბორის ჯონსონმა თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც საკუთარმა

მარიტა მეფარიშვილის დედა - დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა

ძალიან დიდი მადლობა უკეთილშობილეს ადამიანს, დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება, მისი მეგობრების ლაზარეს და ანდრიას გადარჩენა, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დედა ანნა შოშიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. ის კათოლიკოს-პატრიარქს, ექიმებსა და საზოგადოებას მადლობას უხდის და ამბობს, რომ „ერთადერთი ნუგეში, მეგობრების სიცოცხლის გადასარჩენად მარიტას თავგანწირვაა“. „ჩვენი

ირანში გრძელდება გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები

22 ოქტომბერს ირანში ქარხნებისა და მაღაზიების თანამშრომლები გაიფიცნენ, იმ ფონზე, როცა უკვე მეექვსე კვირაა გრძელდება მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციები. 22 წლის ამინის სიკვდილმა ბიძგი მისცა ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილა ისლამურ რესპუბლიკაში. აქციების ლიდერები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც იხსნიან თავსაბურავებს, სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს და ქუჩებ

რუსეთის დარტყმებმა მიზანში ამოიღო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა მთელს უკრაინაში

22 ოქტომბერს რუსეთის იერიშების მორიგმა ტალღამ მიზანში ამოიღო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მთელი უკრაინის მასშტაბით, კიევის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის დედაქალაქის თავზე. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, დარტყმები განხორციელდა ელექტროსადგურებზე ოდესის, კივოგრადისა და ლუტსკის რეგიონებში, ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა რეგიონებიც იუწყებიან. "[ეს იყო] მორიგი სარაკეტო თავდასხმა ტერორისტებისგან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხა

იაპონიის პრემიერი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "მტრული აქტი კაცობრიობის წინააღმდეგ"

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კაშიდას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მტრული აქტი". "რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა არის სერიოზული საფრთხე საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, და ის აბსოლუტურად მიუღებელია" - თქვა კაშიდამ 22 ოქტომბერს, ავსტრალიაში ვიზიტისას. მომავალი წლის მაისში კაშიდა დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლებს ჰიროსიმაში, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს

იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო

პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მელონიმ ფიცი უკვე დადო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მანამდე იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ჯორჯია მელონის უფლებამოსილება მისცა კოალიციური მთავრობის ფორმირება მოეხდინა. მელონიმ მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ქვეყანას ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს. მელონიმ უკვე დაასახელა ოცდაოთხივე მინისტრის ვინაობა. ახალ მთავრობაში პარტია „იტალ

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს

ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაკრონმა უპასუხა, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა რთული კითხვაა”. “ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ვატარებთ. თუმცა ამ

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ თვითმხილველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ თვითმხილველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ადგილზე მყოფი პირების ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარში, სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები ფიგურირებენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, მეტადონის პროგრამის ცენტრია. „ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე. ჩხუბის ხმა არ გამიგია. მეტადონის ცენტრი რომ მანდ არ იყოს, უკეთესი იქნება. იქ სულ ჩხუბია“ , - განაცხადა თვითმხილველმა. კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორ

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმ

პოლონეთში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა

პოლონეთში, ქალაქ პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. მომხდარის გარემოებები ზუსტდება.
×
×
  • შექმენი...