ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე", რომელიც ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ ემსახურება. ბაქანზე დაგეგმილი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადგური მგზავრებს უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.
ბოლო შეთანხმებაში, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დაკვეთის შემსრულებელ შპს "სამშენებლო კომპანია მამისონს" შორის დაიდო, წერია: "სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევა
ევროკავშირმა გაყინა 17 მილიარდ ევრომდე ღირებულების რუსეთის ქონება, მას მერე, რაც მოსკოვი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა - ამბობს ევროკავშირის იუსტიციის კომისარი, დიდიე რეინდერსი 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
ეს გაზრდილი მაჩვენებელია დაახლოებით 13,8 მილიარდი ევროსგან, რომელზეც რეინდერსი ივლისში ლაპარაკობდა და აცხადებდა, რომ ეს "ოლიგარქებისა და სხვა უწყებების" ქონება ევროკავშირმა ძირითადად ხუთ ქვეყანაში დაბლოკა.
"ჯერჯერობით გაყინულია 90 პირის ქონება, 17 მილიარდი ევრო შვიდ წევრ სახე
ის, რასაც გიყვებიან ჭიჭე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარიძეები, ხელმოცარულების ბოდვაა, ნუ აყვებით მათ, იმიტომ რომ როგორც ისინი არიან პოლიტიკურ სანაგვეზე, ასე დარჩებით, ვინც მათ გაყვებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუამ სავალუტო ფონდის პროგნოზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ზუსტი მონაცემები და არა ის, რასაც ეს სამი პარტია ამბობს. ზარქუა მიიჩნევს, რომ 2030 წლისთვის ივანიშვილის მიერ გაკეთებული პროგნოზების სიზუსტე სავალუტო ფონდის მ
სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად, – ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაა, რომელიც მან სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა.
„კონფლიქტი უკვე ათწლეულების განმავლობაში გრძელდება და საჭიროა როგორღაც მისი დასრულება. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. საჭიროა გადამწყვეტი მომენტების პოვნა, რომელიც ჩვენ წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, ს
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება - ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რითაც ბავშვთა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემის შესახებ კითხვას უპასუხა.
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, მისთვის “ცნობილი არ არის, თუ რამდენად აბრუნებენ კლი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ჩვენებას ყოფილი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია აძლევს. ის ბრალდების მხარის მოწმეა.
დაცვის მხარის განცხადებით, ბაღათურიას დაკითხვა სანახაობის ნაწილია და სასამართლოს არგუმენტებს ვერ მიაწვდის. სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს სა
დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით თავი ასეთ დონეზე მოჭრილი არ გვექნებოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას „ტვიტსაც“, სადაც გახარია საუბრობს, რომ „დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა“.
„ოცნება“ ძალიან ააფორიაქა ამ „ტვიტმა“. არაერთხელ მინახავს შეშ
მოლდოვის ჩრდილოეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.
არსებული მონაცემებით, რაკეტა სოფელ ნასლავჩას ჩრდილოეთით ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა რამდენიმე სახლში მინები ჩაიმსხვრა.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორია
თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ყოყმანობს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი, ჩვენ გადამწყვეტად გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ვემსახუროთ კაცობრიობას, - აღნიშნა ერდოღანმა გამოსვლაში.
რუსეთმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმების“ გა
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტით მეტი). ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნებართვების 77% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3
თავად ეთნიკური უმცირესობები მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ უკეთესად ვასწავლოთ სახელმწიფო ენა - პრობლემა არსებობს მასწავლებლების, ადამიანური რესურსის, შესაბამისი კომპეტენციის მიმართულებით, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებული მოკვლევის ანგარ
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში რამდენიმე პრობლემა იკვეთება, მათ შორის ეს არის არათანაბარი პირობები, არათანაბარი ფინანსური რესურსები და დაფინანსების გაუმჭვირვალობა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორი გარემო იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხონ კამპანიის სათანადოდ წარმოება.
„რამდენიმე პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც საარჩევნო პერიოდში იკვეთება.
ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
„როცა რამე სახის ტარიფზე ინფორმაციას გაიგებთ, ეს მარეგულირებელ კომისიაში აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, რადგან ჩვენ ვართ ის უწყება, ვინც ტარიფებს ვადგენთ და ყველაზე კარგად ვიცით, როდის რა არის მოსალოდნელი. ვინაიდან მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება სამწლიანი სატარიფო ვადა, მარეგულირებელ კო
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება სისულელეა, ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ ერთპიროვნული მართვა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთპიროვნული მმართველობის დასაძლევად ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოთ.
„საქართველოსთვის ამ კანონის მიღებას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინც არ უნდა ითხოვდეს. ჩვენი პრობლემაა არა ოლიგარქები, არამედ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არასერიოზულია კითხვა, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა თუ არა ალიევ-ღარიბაშვილის შეხვედრას.
ჩუბინიძის თქმით, როგორც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასრულებდა თავის სამუშაოს, უზრუნველყოფდა დაცვას და დანამდვილებით იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე არ იმყოფებოდა.
„მგონი, ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, იქ ვიყავი და ვუზრუნველყოფ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როცა ერთიანობაზეა საუბარი, პარტიიდან წასვლის თაობაზე თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანია.
მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკურ ხედვებში თეონა აქუბარდიასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს.
პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ახლა არ არის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის დრო.
„ერთიანობაზე როცაა საუბარი, თეონა აქუბარდიას გადაწყვეტილება დასანანი და ცუდია. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით დ
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების პროცესში „ქართული ოცნების“ ნაბიჯებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
მისივე თქმით, ამის გამო დიდი ალბათობით, ქევყანა მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
„არის კითხვების ჩამონათვალი, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებამდე და შემდეგ „ქართული ოცნების“ ქცევებს, ნაბიჯებს. ეს არის კითხვები, რომლის გამოც ძალიან მაღალი ალბათობით – 99 პროცენტიანით, მომავალი წლის ბოლო
დილა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშით იწყება. რუსული რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთადერთი მიზანი არის სიკვდილი და განადგურება. „რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და არც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებით“, - წერს ნიკოლენკო
პარლამენტის კომიტეტებში, ასევე საგამოძიებო კომისიებსა და სხვა საპარლამენტო სტუქტურებში უმრავლესობაში მყოფი უფრაქციო დეპუტატები ცალკე კვოტებით იქნებიან უზრუნველყოფილი. ამის შესაბამისად, ცალკე კვოტა განისაზღვრება უმრავლესობის გარეთ - ოპოზიციაში მყოფი პარლამენტის უფრაქციო წევრებისათვის.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მოძრაობის “ხალხის ძალა“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მოამზადეს.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის გათვალისწინებით,
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 248 ბავშვი დაკარგულად ითვლება. ამავდროულად, ნაპოვნია 7049 ბავშვი. მონაცემები გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა Telegram-ზე გაავრცელა.
როგორც მედია წერს, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 430 ბავშვი დაიღუპა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, დაშავებულია 823 ბავშვი.
ამავე ცნობებით, სულ დაზიანდა 2688 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 331 მთლიანად განადგურდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეო
აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" (ავტორი - ენდრიუ კრამერი).
"თბოვიზორის [ინფრაწითელი] კამერის ეკრანზე ჩანს, თუ როგორ გაქრა კვამლის ღრუბელში რუსული ჯავშანტრანსპორტიორი. "მშვენიერი აფეთქებაა", - თქვა ლეიტენანტმა სერგეიმ, უკრაინული უპილოტო საფრენის აპარატის ოპერატორმა, რომელიც პორტატული მოწყობილობით თვალს ადევნებდა დრონის მოქმედებას რუსე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და აეროპორტი მგზავრების მიღებას 31 ოქტომბრის 01:00 საათიდან განაახლებს.
რეაბილიტაციის დროს შეაკეთეს ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილები, გაამაგრეს საფუძველი და ჩაატარეს 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა 10 ოქტომბრიდანაა შეჩერებული. რეისებმა, რომლებიც აქ უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოინ