საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას სთხოვს “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე მოსაზრება დაჩქარებულ ვადებში შეიმუშაონ.
12 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. ვენეციის კომისიის დასკვნის გამო მეორე მოსმენაზე დაბრუნებულ კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის პაპუაშვილი სწორედ ამ სიახლის შესახებ ატყობინებს და წერ
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე დღეა, რაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ სკვერის მოწყობა იგეგმება. თუმცა, მთავარი დეტალები, მაგალითად, რა დაჯდება მისი მოწყობა, როდის დასრულდება ან როგორი იქნება საბოლოო პროექტი – უცნობია.
სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება დროში დაემთხვა სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან გახშირებულ საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის წინ და გააჩინა განცდა, რომ ტერიტორიის შემოღობვით საპროტესტო სივრცეს ართმევენ აქტივისტებსა და ოპოზიციას. შემოღობვამდე დროი
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამჟამად მოძრაობა თავისუფალია და, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან, – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, დაწესებული სპეციალური რეჟიმის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა მისაბმელიანი, ნახევრად მი
არ ვიცი, რომელია „გლობალური ომის პარტია“, ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? - ეს სისულელე იქნებოდა. ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს.
ელჩი „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის" სურვილის თაობაზე ნარატივს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი არა ომის ესკალაცია, არამედ მისი დასრულებაა.
„მე ამას ასე არ გამოვხატავდი. ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „
იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში, თუმცა, იცით, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდა მოვლენები,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკური ადასტურებს არსებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების სტრასბურგში გამგზავრებაზე სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
„თქვენ იცით, ბოლო პერიოდში პრეზიდენტს ჰქონდა სხვადასხვა ქალ დეპუტატებთან კომუნიკაცია,
ძალიან სამწუხაროა, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის გაუქმებას.
“ძალიან სამწუხაროა. სურვილი მქონდა, რომ ჩვენ (ევროპარლამენტში საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარია) მივიღებდით მას [ზურაბიშვილს] პლენარულ სხდომაზე საპრეზიდენტო სიტყვით გამოსვლისთვის.
იმედია შემდეგ სესიაზე შეძლებს. მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში დატოვება,” - წერს ფონ კრამონი.
18 აპრილს, სტრასბურგში ს
ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-ის ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება.
BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული.
ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ.
BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპ
„გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ქალაქ სტრასბურგში მისი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით”. – საქართველოს მთავრობა განცხადებას აქვეყნებს.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.
საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დას
ქოლცენტრების სქემის ქართველი თაღლითი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მუშაობის დაწყებისას არ იცოდა, თუ რას აკეთებდა. ფილმში, რომელიც BBC-მ გაავრცელა, ის ჰყვება, რომ თავი ძალიან ცუდად იგრძნო მაშინ, როცა გაიგო, თუ "რა ხდებოდა სინამდვილეში".
"სტუდენტებისთვის ძალიან რთულია კარგი სამსახურის მოძებნა მაღალი ანაზღაურებით. როცა დავიწყე მუშაობა, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. რეალურად, გვეგონა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი, მაგრამ, როცა გავიგე, რა ხდებოდა სინამდვილეში, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი იმ ადამიან
საქართველოს პროკურატურა ქოლცენტრების სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, თაღლითური ონლაინ პლატფორმებისა და დანაშაულში მონაწილე პირთა გამოსავლენად ერთ-ერთი ღონისძიება მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა - ქსელი, სავარაუდოდ, 2019-2021 წლებში მოქმედებდა და, მინიმუმ, 33 000 ადამიანს €89 მილიონის ზარალი მიადგა.
უწყების განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩატარდა ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელსა და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებუ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად ასახელებს საქართველოს მთავრობის მხრიდან "ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის" მიღების პროცესს.
როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტში გამოსვლის "სათანადო დრო" ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული.
„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქ
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც სამინისტრო იუწყება, მინისტრმა დიპლომატთან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით ხორციელდება.
„გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მასშ
პრეზიდენტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ შეუწყალებია. ამის შესახებ ნეტგაზეთს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სააღდგომოდ შეწყალებულთა შესახებ ამ უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა. გაჩნდა მოლოდინი, რომ შეწყალებულთა შორის შესაძლოა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც იყოს.
ნეტგაზეთი
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეების სანქცირებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაში ჩარევის ინტერესით ხსნის და ქვეყნის სუვერენიტეტის ვაშინგტონისგან დაცვის პირობას დებს. რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელთან და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორ კახა გოგოლაშვილთან განვიხილავთ, რეალურად აქვს თუ არა ადგილი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას?
სუვერენიტეტი VS საერთაშორისო ვალდებულები
სახელმწიფოს სუვერენიტეტი გულისხმობს შიდა საქმიანობაში და საგარ
„საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტი აღარ მიმართავს მომავალ კვირას სტრასბურგში დაგეგმილ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას, ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა” – წერს ტვიტერზე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკი.
დღეს საქართველს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპარლამენტში გადადებულია.
„18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამო
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში გადაიდო, შესაბამისად ის ევროპარლამენტში სიტყვით აღარ გამოვა.
„18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწიური მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ ის 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდოდა.
ახლახან მივიღე ევროპარლამენ
რუსული ძალების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა ავიაციის გამოყენებით სკოლის შენობა დაბომბეს.
„დღეს მტრის ავიაციამ ბერისლავის რაიონის სოფელ ზმიევკას დაარტყა, რუსებმა ავიაბომბები ადგილობრივი სკოლის შენობაში ჩამოყარეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა“, - გან
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ათი მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეწყალებულებიდან ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან. ასევე, სამ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო ორ მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათ
ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ - რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების სადარაჯოზე.
„ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს,
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა.
გვრიტიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოსამართლეებისგან ეს ერთგვარი სოლიდარობის აქტია.
„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.
ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ:
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით შეთანხმებულ თარიღზე უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს - თუ მათ ამაზე ჩვენი შეფასება არ მოსწონთ, ცივი წყალი დალიონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.
ლილუაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები პარლამენტში მუშაობის დროს არათანმიმდევრულია და არათანმიმდევრული ნაბიჯი ბევრჯერ გადადგეს.
"დიდი უპასუხისმგებლობა იყო ის, რაც რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავ
რამდენიმე წუთის წინ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ ახალგაზრდა მორჩილის შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც ირკვევა, მორჩილი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ბაჩო ავალიანი ავარიას ემსხვერპლა.
როგორც ეპარქიაში განმარტავენ, დეტალები არ იციან, თუმცა, მათი თქმით, ის ქალაქში იმყოფებოდა.
მორჩილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე ახლობლები წერენ.
„ადგილს ვერ ვპოულობ. გული გასკდება. ჩემი ბაჩო, ჩემი თბილი“
primetime
კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მოვაჭრე ვალდებულია, რომ მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს.
სააგენტოს განცხადებით, მათ ამ საკითხზე ერთ-ერთმა მოქალაქემ „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზასთან“ დაკავშირებული შემთხვევის გამო მიმართა, რომელმაც მომხმარებელს ერთ-ერთი კვლევის პასუხი რუსულად მიაწოდა. სააგენტომ საქმე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევის კუთხით შეისწავლა.
„საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გ