დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ გამოაქვეყნა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლიმ სანქციები დააწესა რუსეთის ფარგლებს გარეთ 22 პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში. სანქციები ასევე შეეხო სამ რუსული კომპანიას, რომლებიც ელექტრონიკის იმპორტს ახდენდნენ, რაც
2008 წლის ზაფხულში პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
ფოტიგას თქმით, დღეს ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ რუსეთი მზადაა, ნებისმიერი ტყული თქვას, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად.
„ჩვენ ყველაზე აბსურდული სიტყვები მოვისმინეთ, რომლებიც სტალინისტურ დანაშაულებს ათეთრებენ და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტსაც ამართლებენ. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე როგორც 1939 და 1940 წლებშ
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ძლიერ წინააღმდეგობას უწევს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
„ბახმუტის მიმართულება რჩება მიმართულებად, სადაც ჩვენი თავდაცვის ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ. მტერი სასტიკ წინააღმდეგობას უწევს, ყველა ტიპის არტილერიის გამოყენებით - ნაღმმტყორცნებიდან დაწყებული სარაკეტო სისტემებით დამთავრებული", - აღნიშნა ჩერევატიმ.
მისი თქმით, რ
15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ რომ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის, - ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერზე" წერს.
მისი თქმით, რუსეთის დამარცხება და ევროპაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ მტკიცე და კოორდინირებული მოქმედებით ა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუს
8 აგვისტოს შეერთებული შტატები უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
ახალი პაკეტი მოიცავს ნაღმებისგან გაწმენდის აღჭურვილობას, საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინებს“, სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ რაკეტებს და სხვა სახის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას.
ეს თანხები გამოთავისუფლდა ბუღალტრული შეცდომის შედეგად - შეცდომა ადრე გამოყოფილი 6.2 მილიარდი დო
შოვში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა მაღალმთიანი დასახლებები, სადაც სტიქიური მოვლენების გარკვეული რისკები არსებობდა და ყოველთვის იარსებებს.
რამდენჯერ ყოფილა საუბარი, რომ გურიის მდინარეებზე უკანონო თუ კანონიერი გზებით ქვა-ღორღის ამოღება ხდება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და რომელიც აზიანებს არსებულ გარემოს, მდინარის კალაპოტს იერსახეს უცვლის და მეწყრისა თუ სხვა სტიქიური მოვლენების რისკს ზრდის. ასეა მდინარე სუფსაში, ასეა გუბაზოულზე და ა.შ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ე.წ. საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში, მდინარის კალაპოტში, ქალის ცხედარი და ასევე, ადამიანის სხეულის ნაწილი იპოვეს:
„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტი, ცალკეული კიდევ. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ეს ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონკრეტულ ლოკაციებზე მეტი მობილიზაცია, რომ გავაფართოო
ფოთში, ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ფოთში, ზღვაში ორი მოზარდი გუშინ, 7 აგვისტოს დაიხჩო. ერთი მოზარდის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს, მეორეს კი ეძებდნენ.
netgazeti
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ , შეწყვიტოს თავდასხმა მედიაზე და უზრუნველყოს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა.
გავრცელებულ განცხადებაში, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. კოალიციის განცხადებით, აღნიშნულ მძიმე დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საქმიანობა და მის
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.
მისივე თქმით, დღეს მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი და ადამიანის ფრაგმენტი.
„გიდასტურებთ, მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს
31 წლის გიო ადამია და მისი 6 წლის შვილი, თომა, სოფელ გლოლაში, კურორტ შოვის მახლობლად, 2 აგვისტოს, შუადღეს, ჩავიდნენ. მამა-შვილი რაჭაში ერთი კვირით აპირებდა დარჩენას. ნაქირავებ სახლში დაბინავდნენ და მეორე დღეს შოვში წასვლაც დაგეგმეს.
2 აგვისტოს, საღამოს, გლოლაში გაწვიმდა:
„ძლიერი წვიმა იყო, ქარიც მოჰყვებოდა, ფანჯრებშიც კი შემოწვიმა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გადაიღო“.
3 აგვისტოს რაჭაში მზიანი დილა გათენდა:
„სასწაული ამინდი გამოვიდა. მზე, სასიამოვნო სით
7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. შსს-ს ცნობით, მაშველები ეძებენ კიდევ 16 დაკარგულად მიჩნეულ ადამიანს. შეიძლება თუ არა, დაკარგულთა და დაღუპულთა რაოდენობა 34-ზე მეტი იყოს?
26 წლის ნიკა კაკაბაძე 3 აგვისტოს ორ მეგობართან ერთად რაჭაში, ბუბას მთაზე სალაშქროდ მიდიოდა - იქ, საიდანაც სტიქია დაიწყო. რახან ბუბა-თბილისას მარშრუტი სასაზღვრო ზონაშია, ონში, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტისგან წინასწარი თანხმობა და საშვის აღებ
უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მანამდე იმყოფებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შოვის სტიქიისა და აგვისტოს ომში დაღუპულთათვის ლოცვა შესრულდა.
„ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი იქნა გადახდილ
ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, შესაბამისი რუკები მზადდება, ის წელს დასრულდება, რაც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის მომცემი იქნება.
„ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ქვეყნის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინულ პორტებზე თავდასხმებს გააგრძელებს, ომის დასრულებამდე ის, შესაძლოა, ხომალდების გარეშე დარჩეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვმა შავი ზღვა დაბლოკა, მათ შორის უკრაინის ტერიტორიული წ####ბი, მაგრამ უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას აქვს უფლება თავის ტერიტორიულ წ####ბში საქონლის შეტანასა და გატანაზე მიიღოს გადაწყვეტილება.
"თუ რუსეთი შავ ზღვაში დომინირებას და მის ბლოკადას სარაკეტო დარტყმებით გააგრძელებს, უკრა
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2018 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა უნდა შექმნილიყო.
შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე დავითაშვილის 2018 წლის განცხადება განხილვის თემა გახდა, რასაც მინისტრი „სპეკულაციასა და პოლიტიკური ქულების დაწერის“ მცდელობად აფასებს.
დავითაშვილი შოვში მომხადარი სტიქიის ფონზე „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით მისი ძველ
რუსების ტყვეობიდან კიდევ 22 უკრიანელი ჯარისკაცი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანრეი ერმაკი ავრცელებს.
მისი თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ორი ოფიცერი, ერთი რიგითი და სერჟანტია.
უკრაინული მხარის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან დაჭრილებიც.
ეს უკრიანასა და რუსეთს შორის ტყვეების 48-ე გაცვლაა. საერთო ჯამში რუსების ტყვეობიდან 2598 უკრაინელი გათავისუფლდა.
ნეტგაზეთი
შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად მიჩნეულ ადამიანებს შორის ერთ-ერთია სოფელ გლოლის მკვიდრი, გენადი (გენო) სულთანიშვილი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი.
გენო სულთანიშვილის სიძე, მამუკა ცერცვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სიმამრი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა, კოტეჯების ტერიტორიაზე.
ცერცვაძის თქმით, ოჯახის წევრები ქუთაისში, პროზექტურაში იმყოფებიან ცხედრის ამოსაცნობად.
7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18
შოვში გარდაცვლილი იპოვეს და-ძმა – 25 წლის მეგი გუტაშვილი და 18 წლის გიგი გუტაშვილი. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
ჯერ კიდევ 3 აგვისტოს, მეგისა და გიგის და, მარიტა გუტაშვილი ამბობდა, რომ სტიქიის ზონაში ოჯახის 9 წევრს ეძებდა. უკვე შემდგომ მარიტა ინტერვიუებში ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის აშორება, ყოველწლიურად რომ ხდებოდეს მთის და მდინარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესწავლა და დამონტაჟებული იყოს წინასწარი შეტყობინების სისტემები.
მარიტას ოჯახის სხვ
შოვში სტიქიიდან რამდენიმე დღეში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მომხდარის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.
უფრო კონკრეტულად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურებას განაპირობებს რელიეფის მაღალენერგეტიკული პოტენციალი
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია თბური ტალღა.
მათი ვარაუდით, ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 37-39◦C-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39-41◦C-ს მიაღწევს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38◦C, მაღალ მთაში 28-33◦C მდე მოიმატებს.
სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტ