Jump to content
Planeta.Ge

Blogs

აფხაზეთი ე.წ. საზღვარს 23-30 ოქტომბრისთვის ჩაკეტავს – სოხუმი

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის [დე ფაქტო] “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით შეაჩერონ მოქალაქეთა გადასვლა აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე”. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებ

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. მათი ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. ამასთან, ცესკოს ინფორმაციით: წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმარ

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა, სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის კამპანია და სხვა დარღვევები საიას ანგარიშში

საიამ გრძელვადიანი სადამკვრვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს 27 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდს. საიას ცნობით, საანგარიშო პერიოდშიც კვლავაც გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანია, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება წინასაარჩვნო გარემოზე. შენარჩუნებულია პოლარიზაცია და მისი თანმდევი გამოვლინებები. მათი შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ანტიკორუფ

პროკურატურის განცხადებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უწყების განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი. პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზე

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს შეცვლის. „მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის არის საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი.

ნათია მეზვრიშვილი - მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არაერთხელ იყო - კობახიძეს არჩევნების გაყალბება ჩააბარეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ იყო ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა იყო მთავრობის დაპირებები, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყებოდა, მასწავლებლებისთვის ანაზღაურება გაიზრდებოდა, ბილეთების სუბსიდირება მოხდებოდა და ა.შ. „მინდა გაგაცნოთ ჩვენი საარჩევნო გუნდის მუშაობის შედეგი, რომ

ემანუელ მაკრონი - საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ - მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს

საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ - მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს. „რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხო

პაველ ჰერჩინსკი - საქართველომ უკვე დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით - თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, დაკარგავს მთელ ფულს

თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო ყველა ფინანსურ დახმარებას დაკარგავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ხნის წინ მიიღეს და ამასთან დაკავშირებით მონაცემები გასულ კვირას გამოქვეყნდა. „საქართველომ დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით და ეს ეხება მხოლოდ

პაველ ჰერჩინსკი - თუ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, აკრძალოთ ოპოზიცია და განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოება, ქვეყანა არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030-ში

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰე

ევროკავშირის ელჩი - სანქციები მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას - ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა

მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ, ევროკავშირს, არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას - ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩ

პაველ ჰერჩინსკი - მექმნება შთაბეჭდილება, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის შეჯიბრი, ასპარეზობა გვაქვს, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად - ეს ცალსახად მიუღებელია

მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა კავშირშია საქართველოსა და მის პარტიონერებთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ურ

ნათია მეზვრიშვილი - ხმის მიცემა ფარულია. მიდით არჩევნებზე. მაღალი აქტივობა არის აუცილებელი, რომ „ოცნებამ“ არჩევნები ვერ გააყალბოს (ვიდეო)

"ხმის მიცემა ფარულია. მიდით არჩევნებზე. მაღალი აქტივობა არის აუცილებელი, რომ „ოცნებამ“ არჩევნები ვერ გააყალბოს."   ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/468266256236427/

"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი" | გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების 3 სავარაუდო სცენარი დაასახელა

"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" საუბრობს. გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების სამი სავარაუდო სცენარი დაასახელა: 

ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოზე დეკლარაცია მიიღო

76 მომხრე, 10 წინააღმდეგი – ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკან დახევის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო. კონგრესმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით ხელახლა ნაკისრი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროპის საბჭოს შესაბა

გიორგი გახარია - „ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა - ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს

„ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ჯარისა და გაა

ნათია მეზვრიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა დონეზე - საუბნო, საოლქო კომისიებში, დაკომპლექტებულია მერიებსა და საკრებულოებში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივით - გასაოცარია ნათესაური კავშირების მასშტაბი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს მტკიცებულებები, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი არ არის. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკო დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივით. მეზვრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიას გააჩნია მტკიცებულებები, რაც ადასტურებს იმას, რომ ცესკო დამოუკიდებელი არ არის და პარტიული აქტივით არის დაკომპლექტებული. „დღეს ჩვენ მოვიტანეთ მტკიცებულებები, რომელიც ა

ნათია მეზვრიშვილი - ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები? საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტების სქემა (ვიდეო)

ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები? საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტების სქემა... ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8572801599452672/

ლევან გოგიჩაიშვილი - მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს ევროპამ, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდნენ ადამიანები

რამდენსაც გამოვლენ, რამდენსაც დაემუქრებიან ადამიანებს არ იქნება ეფექტური, უკუშედეგს გამოიღებს, რაც მეტს დაემუქრები ადამიანებს, უფრო მეტ პროტესტს მიიღებ. ევროპულ საქართველოში ადამიანები მიუხედავად თავიანთი პარტიული კუთვნილებისა თუ არაკუთვნილებისა, საკუთარ თავს მოძებნიან და საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ, რუსულ საქართველოში ამას ვერ შეძლებენ. მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს ევროპამ, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდნენ ადამიანები.  ლევან გოგიჩაიშვილი, პა

ჰელსინკის კომისია: მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეში აგდებს საქართველოს მომავალს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ თავმჯდომარე, ჯო უილსონი, ასევე, კომისიის წარმომადგენლები, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ ვეისი და დაფნა რენდი. განცხადებაში ასევე ნახსენებია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები და MEGOBARI ACT, რომლის ინიციატორიც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვ

სალომე ზურაბიშვილი - თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები

თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. “თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, რათა მათთან ერთად ეს ქარტია შემდეგ ევროპულ საბჭოზე მივიტანოთ და მოლაპარაკებების გახსნა უზრუნველვყოთ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო - და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია”, -

ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, - აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.

ნათია მეზვრიშვილი - არ უნდა შეგვეშინდეს, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ, ვერავინ ჩვენ ხმებს ვერ აკონტროლებს (ვიდეო)

არ უნდა შეგვეშინდეს, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ. ვერავინ ჩვენ ხმებს ვერ აკონტროლებს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1696565177788920/

თეონა აქუბარდია - დღევანდელი სუსის განცხადება იყო ივანიშვილის შიშების გამოძახილი, ისევე როგორც, შიშის გამოძახილია მათი მხრიდან წინასაარჩევნო თავდასხმები ჩვენი პარტიის წევრებზე

დღევანდელი სუსის განცხადება იყო ივანიშვილის შიშების გამოძახილი, ისევე როგორც, შიშის გამოძახილია მათი მხრიდან წინასაარჩევნო თავდასხმები ჩვენი პარტიის წევრებზე. ეს ყველაფერი გამოხატავს რამდენად სუსტია ივანიშვილის “ოცნება” და ეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად დამტკიცებდა.    თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066560425154378/
×
×
  • შექმენი...