არქეოლოგები გიორგი ბიძინაშვილი და ნიკოლოზ წიქარიძე მე-7 თვეა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არქეოლოგიურ გათხრების დაწყებაზე ნებართვას ვერ იღებენ. ნებართვის გამცემი უწყება კულტურის სამინისტროს ექვემდებარება.
არქეოლოგების განცხადებით, ძეგლთა დაცვის სააგენტო მათ სჯით სამუზეუმო სისტემაში მინისტრ წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო. ნებართვის დაგვიანებით კი, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ქვეყნის სამეცნიერო რეპუტაციას და ნადგურდება ძეგლები.
ნიკოლოზ წიქარიძე არქეოლოგიურ გათხრებზე ნება
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, დახურულ ფორმატში ოპოზიციას ხვდებიან.
შეხვედრაზე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ იმ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.
აღნიშნული პროექტის ინიციატორი ფრიდონ ინჯიაა. ის დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება. შეხვედრას „ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე გივი მიქანაძე და მამუკა მდინარაძე ესწრებია
ტექნოლოგიური გიგანტის, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების წყალობით ადამიანებს შეიძლება, ნაკლები მუშაობა დასჭირდეთ.
„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ტრევორ ნოასთან გამართულ პოდკასტში წამყვანმა გეიტსს ჰკითხა, ხომ არ ემუქრება ხელოვნური ინტელექტის განვითარება და სულ უფრო ხშირი გამოყენება სამუშაო ადგილებს.
გეიტსმა უპასუხა, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს ვერ ჩაანაცვლებს, უფრო პირიქით, ცხოვრებას გაუმარტივებს – დადგება დღე, როცა ადამიანებს შეეძლე
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აქედან 397.6 ათასი იყო ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტ
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და ამასთან, მთავრობის ცნობით, სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება.
“გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, უხერხულია, როცა საქართველოს პარლამენტი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს არ განიხილავს მაშინ, როცა ამ საკითზე ევროპარლამენტმა უკვე რეზოლუცია მიიღო.
აქუბარდიამ მოითხოვა, რომ რეზოლუციის პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღის წესრიგში ჩაესვათ, რომელიც დღეს, 24 ნოემბერს, იმართება. ვინაიდან პარლამენტის ბიურომ რეზოლუციის პროექტი სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადა
დღეს - ზოგიერთი რაღაც მანიფესტს აქვეყნებს, ზოგი რაღაც გეგმებს გვთავაზობს. ყველაზე მნიშვნელოვანი მანიფესტი დღეს არის იმ 9 რეკომენდაციის შესრულება, რათა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს სამუშაო პროცესი, ჩვენ მზად ვართ, ახლაც მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
405767035_865811421766231_7866673668549737383_n.mp4
თითოეულ იმ ევროპარლამენტარს გვინდა მადლობა ვუთხრათ, ვინც თამაზ გინტურის შესახებ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის ის, ვინც იცავს ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ეკლესიას და ჩვენს მოქალაქეებს.
„ოცნების" დეპუტატებს უნდა ეყოთ გამბედაობა, გამოდიოდნენ და ევროპის კრიტიკის მაგივრად, მსგავსი მხარდაჭერის გამო, მადლობას ეუბნებოდნენ მათ.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
405736809_899554591517868_6263099468447648656_n.mp
"რადიკალურ ხელისუფლებას მოვუწოდებთ - თავი დაანებონ ტყუილების თქმას, ხოლო რადიკალურ „ნაციონალურ მოძრაობას'' - თავი დაანებონ მუქარებს.
მოქალაქეებს სჭირდებათ პრობლემების მოგვარება და ჯობია, საქმეს მიხედონ."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
405040981_1192417171717015_6416884613060271766_n.mp4
“ცვლილებები 2024 წელს არის გარდაუვალი და ამ ცვლილებებს ბუნევრივია სჭირდება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა, ამ მხარდაჭერას კი ყოველდღიურად ვგრძნობთ.
ჩვენი პარტია, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ისე იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე. თუ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მას არ უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში ეთქმოდეს სიტყვა და წარმოდგენილი იყოს საკანონმდებლო ორგანოში.
ყველა მოქალაქე უნდა დავარწმუნოთ ერთ რამეში, 2024 წლის საპარლამ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა.
„ევროპა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. მადლობელი ვარ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დასკვნითი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირ
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ვინაა საქართველოს „გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ მტერი“.
როგორც ის საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ ქართველი ხალხი და ევროკავშირი სწორ მხარეს დგას, თუმცა საქართველოს მთავრობა „მნიშვნელოვნად ჩამორჩება“.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს
“მოქმედ ოლიგარქს უნდა, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, წასულს უნდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ერთიც და მეორეც არის გვერდით გასაწევი და ფუნდამენტურად, შინაარსობრივად დემოკრატიული მმართველობის სესტემაა ჩამოსაყალიბებელი.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
402662852_2468464333326107_7051877532622112904_n.mp4
24 ნოემბრიდან ფინეთი დახურავს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს რუსეთთან, გარდა ერთისა, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს, — განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.
ფინეთი ამ გადაწყვეტილებას თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შემცირების აუცილებლობით ხსნის. ჰელსინკიმ რამდენიმე გადასასვლელი უკვე დაკეტა და მოსკოვი მიგრანტების გაყვანაში დაადანაშაულა. ფინეთი დახურავს დარჩენილი ოთხიდან სამ სასაზღვრო გამშვები პუნქტს და დარჩება მხოლოდ „რაია-იოსეპის“ გამშვები პუნქტი.
„რაია-იოსეპი მდებარ
ევროპული საპარლამენტო ჯგუფის „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრი მარკეტა გრეგოროვა ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპაციაზეც იგივე რეაგირება ჰქონდეს, რაც უკრაინაზე.
გრეგოროვა თანაავტორია ევროპარლამენტის რეზოლუციის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების — თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ.
საქართველოს გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების, კერძოდ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის ქართული სიის მსგავსი ევროკავშირის სიის მიღე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესპანეთში იმყოფებიან.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია აფხაზი თავადების, ჩხოტუების ესპანეთში დაცული უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა.
მათივე ცნობით, არქივი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაიდებს ბინას.
ვიზიტის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს: „გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს! აფხაზი თავადები
ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი გამოვიდა.
ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა დაგმო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირა.
„ნება მომეცით დავიწყო იმით, რომ მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, ანა, ფოტიგას და ჩემს ყველა კოლეგას, აღნიშნული რეზოლუც
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დევიდ კამერონი ისრაელის სამხრეთით მდებარე კიბუც ბეერში ჩავიდა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ სასტიკი თავდასხმა განახორციელა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება.
გუშინ, ლონდონში, დევიდ კამერონმა არაბული და ისლამური ქვეყნების წარმომადგენლებთან ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქ
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა
დღეს, 22 ნოემბერს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც შეუერთდნენ ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“.
პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით არ მთავრდება გზა ევროკავშირისკენ – მისი თქმით, პირიქით, ამის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მართალია, უკრაინა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველო ან მოლდოვა, საქართველოს ოკუპირებულ ტე
მოხევე მარტია პაპიაშვილი, რომელიც „კამარა ჰესის“ პროექტს აპროტესტებს, ყაზბეგის მერთან შელაპარაკებას ადასტურებს, თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ საუბრობს.
„იქ არ იყო პროვოკაციები, რაღაც პროვოცირება… რაღაცნაირად შევხვდით ერთმანეთს და მოხდა ერთმანეთში დალაპარაკება, შელაპარაკება და ასე მოხდა, რა…“, — განუცხადა მარტია პაპიაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“.
მანამდე ახალგაზრდულმა კოალიციამ „ხევის თვითმმართველობისთვის“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა მოქალაქეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში სარემონტო სამუშაოებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა კერძო შენობაში კედლის ჩამონგრევას მოჰყვა.
როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ნეტგაზეთი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში ჩავიდა.
მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასლან ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიასთან ერთად რუსეთში იმყოფება ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე თემურ ახიბა.
ავტორი - გივი ბარამიძე