ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ცდილობს დღესასწაულების ხარჯზე "გაძვრეს."
შარაშიძე გიორგი, თბილისის საკრებულოს წევრი.
GBc0vhhpa0ivh9QDAFbILRzscwIDbmdjAAAF.mp4
აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა.
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF (1).mp4
"რუსეთი აფხაზეთის ანექსიისკენ ყოველდღიურად გადადგამს ნაბიჯებს, ჩვენ კი ერთადერთი შესაძლებლობა გვაქვს, აფხაზებს ერთიანი ევროპული სახელმწიფოს შექმნა შევთავაზოთ, სადაც აფხაზები უკეთ დაიცავენ საკუთარ ენასა და კულტურას, ჩვენ კი ერთიანი ევოპული სახელმწიფოს ნაწილი ვიქნებით"
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
GHCUvhj1JEElYUABAKTOcP8UiHRhbmdjAAAF.mp4
ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მშვენებლობისას საქმე გვაქვს კორუფციულ ინტერესებთან, რის გამოც შევიტანეთ პროკურატურაში სარჩელი. ეს ფული კი , ყველამ კარგად ვიცით, სჭირდებათ საარჩევნო მიზნებისთვის.
რა დაუშავა თბილისმა და თბილისელებმა კალაძეს გაგვაგებინოს. რა გაუკეთა ტვერელს?! რა გაუკეთა ანჩისხატს, სადაც უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს?! რა ხდება აბანოთუბანში?! ეს არის პირდაპირი ძალადობა ქალაქზე, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა. ასეთი უპასუხისმგებლო ძალა თბილისში უმრავლესობით ვეღარ
პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი, კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩი ავრცელებს.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პოლონეთმა ახლახან RePowerEU პროგრამიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილია. ეს არის თანხა იაფი მწვანე ენერგიისთვის“, - განაცხადა პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრმა.
ცნობისთვის, პოლონეთს დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო ევრო
გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭირა.
პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება.
კომპლექსის 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
რადიო თავისუფლება
უბედური შემთხვევა კახეთში. სტიქიას ხანდაზმული ემსხვერპლა. ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა.
79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
იპნ
"აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.
GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF.mp4
თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ.
მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა.
„გიშლი ხოლმე ხელს? რა გჭირს მართლა?! უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! არასდროს ჩაგჩრივარ სიტყვაშ
1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე
საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება.
უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა კუბურ მეტრზე 8.807 ლარით, ხოლო რუსთავში კუბურ მეტრზე 6.500 ლარით. დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრ
ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედის, ნატო ხუტაშვილის უფლებებს იცავს, მოქალაქეებს სთხოვს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფოტორობოტის საფუძველზე ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებას.
12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე, საქმის მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შეიქმნა სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი.
ფოტორობოტი ნატო ხუტაშვილმა 26 დეკემბერს გაავრცელა.
„უფლებები საქარ
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარემო შეუსაბამოა.
„ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მათ განსხვავებული მიდგომა, სკრინინგი და ეფექტიანი მკურნალობა სჭირდებათ.
გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემაა დიდი ზომის დაწესებულებები, სადაც 1000-1500 პატიმარია, ადამიანის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის პატარა დაწესებულებებია დაცული – 500-700 პატიმრისთვის.
publika
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის თქმით, ბიჭვინთის აგარაკის გამო აფხაზეთში ოპოზიციის მიერ გამოწვეული არეულობები ხელოვნურად არის წახალისებული გარედან.
მისი აზრით, რუსეთი ამ სიტუაციას მშვიდად უნდა მიუდგეს.
„რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ“, — განაცხადა კარასინმა.
კარასინის თქმით, ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აცხადებს გამარტივებული წესის ტენდერს პორტის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებისთვის.
ტენდერის აღწერაში ვკითხულობთ, რომ 2 850 000 ლარი გამოყოფილია კონსულტანტებისთვის, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, შერჩევის პროცესის წარმართვისთვის და სხვა [სამუშაოებისთვის]“.
მსგავსი სახის მომსახურების
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია ბიზნეს-გამოცემა „ბლუმბერგის“ სტატისტიკაში.
კერძოდ, 24 დეკემბერს განახლებული მონაცემით, ივანიშვილის ქონება 6,55 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 2013 წელს „ბლუმბერგმა“ ივანიშვილის ქონების სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო.
გამოცემის ცნობითვე, 2023 წელს ივანიშვილის ქონების ღირებულება 17 პროცენტით, ანუ 950 მილიარ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“ მოუწოდებს.
პრეზიდენტი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას“ გმობს.
„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას.
ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერ
თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
იპნ
დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.
რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის
“ქართული ოცნების” ანტი-პრაგმატული დუმილის პოლიტიკის ფონზე რუსეთმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა შეასრულა ოკუპანტი სახელმწიფოს დაკვეთა და ქართველი და აფხაზი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ბიჭვინთის ინფრასტრუქტურა რუსეთს გადასცა. მსგავს "გადაწყვეტილებებს" იურიდიული ძალა არ აქვს. ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს. "
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი განადგურებულია.
„რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად შავ ზღვაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. ამ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის“, - აღნიშნა დანილოვმა.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროებ
ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, აღნიშნულ