უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს, პირველ რიგში კი უკრაინაში მიმდინარე ომი.
„თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას იჩენს, რათა სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ისე პალესტინის ტერიტორიებზე შეაჩეროს და მუდმივი მშვიდობა უზრუნველყოს“,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. მათივე ცნობით, ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელი გულების მონაკვეთზე, განვითარდა მეწყერი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
„ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რეს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია, 4 მგზავრი კი კლინიკაშია გადაყვანილი. მიკროავტობუსს სატვირთი მანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც მოიცავს საბრძოლო მასალას, რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე Skynex-ის თვითმავალ საზენიტო დანადგარს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, ბერლინმა კიევს „ლეოპარდ 2 A6“ ტანკების საბრძოლო მასალაც გადასცა. ამასთან, დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს : Marder-ის ტიპის 10 ქვეითთა საბრძოლო მანქანას, რაკეტებს IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სი
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმრო და სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.
გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილში. განაშენიანების დეტალური გეგმის საპროექტო არეალი შედგება ერთი მიწის ნაკვეთისგან - ფართობით 19 205 კვ.მ.
„საპროექტო არეალი ქალაქმშენებლობითი დამტკი
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო დარტყმას ამზადებს.
მისივე თქმით, რუსებმა გუშინ შავ ზღვაში ფრეგატი Admiral Makarov და ფრეგატი Admiral Essen-ი საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაიყვანეს.
„ანუ ორი ფრეგატი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება. ეს არის ზღვიდან სარაკეტო საფრთხის უკიდურესად მაღალი დონე“, - აღნიშნა გუმენიუკმა.
მისი თქმით, „კალიბრი“ რაკეტები მაღალი სიზუსტის იარაღია, რომელსაც შეუძლ
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, 2023 წლის 49-ე კალენდარულ კვირას გრიპის დადასტურებული შემთხვევები 16% იყო, 2 კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27 % გახდა.
მისივე თქმით, ბოლო 2 კვირაში გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა.
„ქვეყანაში გრიპი დომინანტური გახდა. გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღ
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პირებს შორის 213 სამხედრო და სერჟანტი, 11 ოფიცერი, ხოლო 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელთა ძალისხმევის დამსახურებით შესაძლებელი გახდა მძევლების გათავისუფლება.
publika
3 იანვარს ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ნიკორწმინდის ფოტოსურათები და დაწერა, რომ ტაძრის ფასადის ქვის მდგომარეობა სასწრაფოდ საყურადღებოა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 4 იანვარს უარყო აღნიშნული ინფორმაცია.
თორნიკე ბარათაშვილი წერს, რომ ტაძრის სახურავი ნალექის გადატანას ვერ უზრუნველყოფს და შედეგად, ქვა ზიანდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ტაძარს არ აქვს სტრუქტ
თბილისში თიბისი ბანკზე თავდამსხმელი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
როგორც შსს აცხადებს, ბრალდებული თბილისში, თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„პოლიციამ, გატა
3 იანვარს თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში თავდასხმა მოხდა – საბურთალოზე მდებარე ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა რომელსაც ამჟამად ეძებენ.
როგორც “ნეტგაზეთს” თიბისი ბანკში განუცხადეს, ნიღბიანი პირის შეჭრისთანავე ფილიალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოასწრო განგაშის სიგნალის გაშვება, რის შემდეგაც პირმა ძარცვა ვერ მოახერხა და გაიქცა. თავდასხმა სამუშაო საათებში მოხდა – ბანკში იმყოფებოდნენ კლიენტებიც.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ნეტგაზეთს” , ამჟამად მიმდინარეობს ძებნის
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შეს
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, კიდევ ათობით ადამიანი დაშავებულია. ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ნოტო-ს ნახევარკუნძულისა და იშიკავას პრეფექტურაში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად ათობით შენობა დაინგრა, ათას
ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს.
ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
„წინა წლებთან შედარებით, ახალი წლის ღამემ გაცილებით მშვიდად ჩაიარა. ზოოპარკის ახლოს მცხოვრებლებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და სროლები არ ყოფილა, შორიდან კი ნაკლებად მოქმედებს ხოლმე. ამიტომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ამისთვის
თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ავტომობილების მოძრაობა ამ მონაკვეთზე ზვავდამცავი გვირაბების გავლით იქნება შესაძლებელი. გაუჩერებლად შეეძლებათ მოძრაობა ავტომობილ
ბელგიას ევროკავშირის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობას ვუსურვებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) წერს.
„მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაძლიერებას ამ ვადის განმავლობაში, მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესს განიცდის", - წერს ზურაბიშვილი.
იპნ
ახალი წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც გასული წელი დასრულდა. სიკვდილმა და ნგრევამ მოიპარა ქალების, კაცების, ბიჭების და გოგონების სიცოცხლე და გაანადგურა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორგისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ეუთო-ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი წლის დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ შეტევებს ეხმაურება.
„ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს.
ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველოს უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
იპნ
ივანიშვილის გამოჩენას გახარიას ეფექტს მივაწერდი.
დღეიდან “ოცნებას” ერთით ნაკლები ტყუილის თქმა მოუწევს, რადგან ივანიშვილმა თავად დაადასტურა, რომ ამ დროის მანძილზე კავშირი არ ჰქონდა გაწყვეტილი პარტიასთან.
დღევანდელი დღე ნიშნავს იმას, რომ გახარია და ჩვენი პარტია სწორ გზაზე დგას და გამოჩნდა, რომ რეალურად “ოცნების” მთავარი ოპოზიცია ვართ ჩვენ.
ოცნების მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა და ამიტომ დასაჭირდათ ივანიშვილი.
არ შეიძლება ერთი და იგივე ადამ
“კარგია, რომ როგორც იქნა ივანიშვილმა მოახერხა ჩრდილიდან გამოსვლა. თავის მართლება იყო სუსტი. გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!”
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე, ნაწილი კი მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შევა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ ჩამონათვალს გთავაზობთ:
2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა იკრძალება
2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულება ძალაში შედის