Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    84
  • comments
    5
  • views
    142.809

Entries in this blog

უნდა იწყებოდეს თუ არა სწავლა 4 საათზე... თბილისის ერთი სკოლის დაუსრულებელი რემონტის ამბავი

ერთ კვირაში საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. 15 სექტემბრისთვის მშობლიურ სკოლებში ერთმანეთთან შესახვედრად პედაგოგებისა და მოსწავლეების აქტიური სამზადისი ფინალურ სტადიაში შევიდა, თუმცა, არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომელთა ბედი ამ დრომდე გაურკვეველია და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სკოლაში ირიცხებიან, ზუსტად არ იციან, ამჟამად სწავლის გაგრძელება რომელ სკოლაში მოუწევთ. მოგეხსენებათ, თბილისის სხვადასხვა უბანში რამდენიმე სკოლას, უკვე წლებია, რეაბილიტაცია ან კაპიტალური რე

მზით და ქრიზანთემებით სავსე შაბათ-კვირა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მნახველები არც სხვა დღეებში აკლია, მაგრამ გასულ შაბათ-კვირას ამ ადგილს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ეწვია. ხალხმრავლობის მიზეზი  ყვავილების გამოფენა-გაყიდვა იყო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უცვლელ ტრადიციად იქცა და ყოველ შემოდგომაზე ტარდება. სტუმრების სიმრავლე ბოტანიკურის შესასვლელში, სალაროებთანვე იგრძნობდა, ბილეთის რიგში სხვადასხვა ასაკის ადამიანი მრავლად შეკრებილიყო. ყველას ჩემსავით იმ ადგილისკენ მიეჩქარებოდა, სადაც თვალწარმტაცი სანახაობა ელოდა. გზ

გადავა თუ არა ტურიზმის სფერო უცხოელების ხელში და რას გვიქადის ახალი კანონი, თუ მასში ცვლილებები არ შევიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის ცხრა თვეში საქართველოში 5,6 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა. ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და გიდებიც ადასტურებენ, რომ წელს ნამდვილად ბევრი ტურისტი გვყავდა, თუმცა ამ გარემოებით დიდწილად ისევ უცხოურმა კომპანიებმა იხეირეს, რადგან ჩამოსულ სტუმრებს საკუთარი ტუროპერატორები, გიდები თუ სასტუმროები მოემსახურნენ. საქართველოს ტურიზმის სფეროში უცხოური ტურისტული კომპანიების მომრავლება და ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენცია გამოწვეული

მანანა ერქომაიშვილი: როცა არც წიგნი ვარგა, არც პროგრამა და არც - მასწავლებელი, გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს

არის საკითხები, რომელზეც რამდენიც არ უნდა წერო და ილაპარაკო, სათქმელი მაინც არასდროს ილევა. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ასეთი მუდმივად განსახილველი თემა ქართული განათლების სისტემაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 15 ხელმძღვანელი გამოიცვალა, რომელთაგან ყველა გვპირდებოდა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში აღმოიფხვრებოდა აქამდე არსებული ყველა პრობლემა, გასწორდებოდა ყველა ხარვეზი, გადაიხედებოდა სასწავლო პროგრამები, შეიცვლებოდა სახელმძღვანელოები, გაუმჯობესდებოდა სწავლ

ვის უნდა მივმართოთ, თუ ავტოტრანსპორტი ქვეითთა გადაადგილებას აფერხებს ან ტროტუარზეა გაჩერებული

თბილისის ქუჩებში შექმნილ საცობებზე სოციალურ ქსელებში უკმაყოფილების გამოთქმა და თანდართული კომენტარებით, სხვადსხვა ადგილიდან ამ ფაქტის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება აღარავის უკვირს. საცობების მხრივ, ვითარება დედაქალაქში განსაკუთრებით დღესასწაულების ან უამინდობის პერიოდში მწვავდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ავტომანქანების სიმრავლის, გზების გამტარუნარიანობის შემცირების თუ უპასუხისმგებლო მძღოლების გამოისობით, სანუგეშო მდგომარეობა არც სხვა დღეებში გვაქვს. ბუნებრივია, ეს პრობლემა მძიმედ აისახება

რა გზები არსებობს ქუჩის ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად და რას აკეთებს სახელმწიფო

წინასაახლწლო დღეებში მთელი საქართველო შეძრა მიუსაფარ ძაღლზე იმერეთში, კერძოდ, ბაღდათის რაიონში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, რის შედეგადაც, კეთილი ადამიანების დიდი მცდელობის მიუხედავად, დაზიანებული ცხოველი მოკვდა. ამ ამბიდან მოკლე დროში, უკვე ნაახალწლევს, მეორე სასტიკმა ფაქტმა აახმაურა მთელი საზოგადოება, როცა ჩვენმა თანამოქალაქემ მარნეულში საკუთარი ძაღლი ცემით მოკლა. აღნიშნული დანაშაულის შესახებ იმ ვიდეოკადრებით გახდა ცნობილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მალევე, სოციალურ ქსელში სასტიკა

აღდგება თუ არა გლდანის დიდი ტბა და ვინ დაისჯება მისი ფსკერის გაყიდვის გამო

გლდანის დიდი ტბის გადასარჩენად აქტიური ბრძოლა მოქალაქეებმა გასული წლის ზაფხულიდან დაიწყეს, მაშინ, როცა მისი გაქრობის საფრთხე თვალსაჩინო გახდა და ერთ დროს გლდანელთა (და არა მარტო გლდანელთა) საუკეთესო დასასვენებელი ადგილი ჭაობად და ანტისანიტარიის წყაროდ იქცა. დაინტერესებულმა პირებმა ტბის გადასარჩენად საპროტესტო აქციების და სხადასხვა აქტივობის მეშვეობით სცადეს, ხმა ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურამდეც მიეწვდინათ. პარალელურად, საკუთარი ძალებით დაიწყეს იმ მიზეზების მოკვლევა, რამაც ტბა ას

ირაკლი არაბული: როცა სურსათი არასათანადო პირობებში იყიდება, მისი ფიზიკური და ქიმიური დაბინძურების ყველანაირი რისკი არსებობს

საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ბევრი ბიზნესოპერატორი არსებობს, რომელთა მიერ მომზადებული პროდუქციის ნაირსახეობა ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში გვხვდება. ყველა მათგანის ეტიკეტზე შეგვიძლია გავეცნოთ ინფორმაციას, რომელშიც მოცემულია მწარმოებლის ვინაობა, პროდუქტის შემადგენლობა და მისი ვარგისიანობის ვადები. მიუხედავად ამისა, მომხმარებელთაგან ძალიან ბევრმა არ იცის, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან, მაგალითად, ნამდვილი რძისგან დამზადებული არაჟანი და მისი მსგავსი რძის შემცველი პროდუქტი; ნამდ

რომან თეთვაძე: ჩვენი ხელისუფლება დღეს მომავალ თაობას ინტელექტუალური გენოციდის ტოლფას დანაშაულს უწყობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა, რომლის პირველი საჯარო განხილვა, ერთი თვის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. როგორც უწყების ოფიციალური გვერდი გვამცნობს, პროექტის განხილვა სხვადასხვა დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება და უკუკავშირების შემდეგ, საბოლოო ვერსიას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ. განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი შემდეგი პუნქტებისგან შე
×
×
  • შექმენი...