Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    84
  • comments
    5
  • views
    142.545

Entries in this blog

ვიტალი დარასელიას უზბეკმა გულშემატკივარმა 40 წლის წინ დადებული პირობა შეასრულა

ფეხბურთის უზბეკი გულშემატკივარი ოჩამჩირეში ჩავიდა, რათა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას საფლავი მოენახულებინა.   ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო თავის ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.   სააგენტოს ცნობით, უზბეკეთის მოქალაქე უკტაშ აზიზოვი, ახალგაზრდობიდანვე იყო ფეხბურთით გატაცებული და მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ყურადღებით ადევნებდა თვალს. როგორც ირკვევა, აზიზოვი თბილისის ,,დინამოს“ დიდი გულშემატკივარი ყოფილა, ხოლო ა

სასტუმრო-ბიზნესი ქართულად, ,,ოჩენ გარიაჩი კუკურუზ“ და უმაშველებო პლიაჟი

ცხელი ზაფხულიც მიილია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ნაგვიანევ შვებულებაში გასვლა უწევთ, სექტემბრის დასაწყისიც დასვენების დროა. მთელი აგვისტოს განმავლობაში ისეთი მზიანი ამინდები და მაღალი ტემპერატურა იყო, დამსვენებელი არც მთის კურორტებს მოჰკლებია, მაგრამ ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად, მოგეხსენებათ, უმეტესობა მაინც ზღვას ეტანება. შესაბამისად, ამ სეზონზე ზღვისპირა რეგიონებში სასტუმრო-ბიზნესის სექტორმა კარგად იხეირა. მიუხედავად ამისა, ყოველ სეზონზე დაუძლეველ პრობლემად რჩება საოჯახო თუ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 1  აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სოხუმში პირველად 2001 წელს ჩავედი და ათი დღე დავრჩი. ეს იყო საკმაოდ მძიმე, შერეული ემოციებით და განცდებით სავსე მოგზაურობა, დაწყებული ენგურის ხიდზე ფეხის შედგმიდან ახალი ათონის მამათა მონასტრამდე და უკან. ყოველ ნაბიჯზე, ყველაფერს ეტყობოდა ომის სასტიკი კვალი და აქეთ-იქით გახედვა მიჭირდა, თუმცა კი ბევრი ადგილი გადარჩენილი იყო და პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა. გავივლიდი ქუჩებში, სადაც ჩვეულებრივად მიმოდიოდა ხალხი, თითქოს ყ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 2 პირველ ნაწილში აღვნიშნე, რომ აფხაზების შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი წარმოადგენს, რომელიც არც თუ ცუდად არის განვითარებული. როგორც ტურისტულ, ისე ვაჭრობის და სამეურნეო სფეროში აქტიურად არიან ჩართული სომეხი და თურქი ეროვნების ბიზნესმენები. სოხუმში არსებობს საკვები პროდუქტების, სამშენებლო მასალების თუ საოჯახო ტექნიკის თურქული მაღაზიები. ასევე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში თურქებს ეკუთვნით დიდი სასათბურე მეურნეობა, სადაც კიტრი და პომიდორი მოჰ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 3 ახალი ათონი თავისი პირველყოფილი ბუნებით და არე-მარეებით აფხაზეთი ხომ მთლიანად მიწიერი სამოთხეა, მაგრამ ამბობენ, რომ სილამაზით გაგრას ამ სამოთხეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ვინაიდან, ისე მოხდა, რომ ვერც ერთ  ჩასვლაზე, გაგრის და ბიჭვინთის მონახულება ვერ მოვახერხე, დღემდე ასეთ განსაკუთრებულ ადგილად ჩემთვის ახალი ათონი რჩება.   ამ ულამაზეს პატარა მიწის ნაგლეჯზე ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, ზღვა, მთა, ტბა, მდინარე, პარკი, ხელოვნური ჩანჩქერი, მსოფლიოში ცნობილი მღვიმ

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

ნაწილი 4 დრანდა, ოჩამჩირე, ილორი  სოხუმში, ცენტრალურ ქუჩებსა თუ სანაპიროზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა საექსკურსიო ბიუროების სტენდები და თავიანთ პროგრამას ხან ერთი ბიუროს თანამშრომელი მაჩეჩებდა ხელში და ხან მეორე.   მეც არავის ვწყვეტდი გულს, დიდი მადლობებით ვართმევდი და ფორმატზე ამობეჭდილი ნაირ-ნაირი პროგრამით ვბრუნდებოდი სახლში. მერე ვათვალიერებდი ამ ქაღალდებს და ისეთი შემოთავაზებები და მარშრუტები მხვდებოდა, უარს ვერც ერთზე ვიტყოდი. რომელი გინდოდა: რიწა თავისი ულამაზესი

გამარჯობა, აფხაზეთო შენი

დასკვნა ოღონდ, ნუ იქნება ომი!  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, დაგეგმილი მქონდა, დილით, ადრიანად გავსულიყავი მინისტრთა საბჭოს შენობასთან, საიდანაც 29 წლის წინანდელ, იმ ავბედით 27 სექტემბერს ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და მათი გარემოცვის წევრები ტყვედ აიყვანეს, ყვავილები მიმეტანა და ეროვნული გმირების ხსოვნისთვის ამით მიმეგო პატივი. მერე კი, შუადღისთვის რიწისკენ უნდა ამეღო გეზი და დაღამებამდე გაგრისა და ბიჭვინთის მონახულებაც უნდა მომესწრო... ისე მოხდა, რომ პირადული მ

ზღვა, რომელიც შორია...

ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი აფხაზეთიდან    სოხუმი სასტუმრო ,,რიწა"  სოხუმის კოლონადა ყოფილი ლენინის, ამჟამად ლეონის ქუჩა სასტუმრო ,,აფხაზეთი" მოწყალების მთხოვნელი ქუჩის მუსიკოსი (მის უკან სარკეში მეც ვჩანვარ)     პორტი     ხედი კელასურისკენ და მეთევზის ანკესი ესეც - მეთევზე ცნობილი რესტორანი ,,ნართა"  ღია კაფე-რესტორანი, მდება

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო

რა მდგომარეობაა საჯარო სკოლების საპირფარეშოებში? სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ, ჩემს ბლოგში, თბილისის ერთი კონკრეტული სკოლის მაგალითზე საჯარო სკოლებში არსებული ჰიგიენის და სანიტარული ნორმების დარღვევაზე მოგახსენეთ. კერძოდ, საკითხი ეხებოდა საპირფარეშოს და მის მიმდებარედ მდგარ აუტანელ სუნს, რის გამოც მოსწავლეებს არათუ საპირფარეშოში, სკოლის შენობაში შესვლაც კი ემძიმებოდათ. რა თქმა უნდა, მშობლები აქტიურად ვაპროტესტებდით ამ ფაქტს და დირექტორსაც ვაწუხებდით პრეტენზიებით და სამეურ
×
×
  • შექმენი...