დიდუბე ძველი უბანია და ამ სახელწოდებით წყაროებში პირველად ბაგრატ მეოთხის სიგელში გვხდება (მეთერთმეტე საუკუნე) უძველესი დროიდან დაფიქსირებულია ადამიანის კვალი. ეს ძველი დიდუბელებისაგან ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით დიდუბის ველს პირველად "ცხენის-ტერფი" ერქვა. დიდუბეში იქორწინა თამარ მეფემ და გიულდენშტედტის ცნობით აქ მდგარა "დიდუბის ციხე" ,რომელიც უკვე მეთვრამეტე საუკუნეში დანგრეული იყო . ისტორიკოსთა უმრავლესობა განლაგების ადგილად "დინამოს სტადიონის" დღევანდელ ტერიტორიას მიიჩნევს,ხოლო ღვთის
http://sana.ge/addre.../6446/id/142257 http://atb.ge/uploads/news_1_142257.jpg ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს. გაუგებარია ხელისუფლების სტრატეგია. მესმის, სამოქალაქო თავდაცვის,სამხედრო ანბანის შესწავლის მეთოდები დახვეწილიყო, მაგრამ საკმაოდ ცხელ დროს გამომწვევად რეგიონებში ასეთი აჟიოტაჟის შექმნა ან დილეტანტიზმის შედეგია ან ხელისუფლება საკუთარ თავს სერიოზული ხაფანგისაკენ უბიძგებს,სადაც ერთხელ ძალიან მტკივნეულად ყველანი აღმოვჩნდით. არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც სარკოზმა და მედვედ
მეგობართან ერთად სტუდენტურ ტურნირებს ვატარებდი და მიწევდა მაშინდელ კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუტებში სიარული. ეპიზოდი 1 სამედიცინო ინსტიტუტი "......" შიგნით კარგად გარემონტებული აუდიტორიები დამხვდა, მოწესრიგებული გარემო, კონტიგენტი ნორმალური,მაგრამ ერთმა დეტალმა მიიპყრო ყურადღება- კედლები რექტორის სურათებით იყო გავსებული , ყველა ადმინისტრაციულ ოთახში მისი სათვალებიანი სახე მიყურებდა + დამხვდა პრორექტორი იდეოლოგიურ მუშაობაში(სამედიცინო ინსტიტუტი !!!), რომელსაც თავისთან პატივცემული გვამის ერთი
კაცმა პატრული გამოიძახა... მეუღლეა სახლში ჩაკეტილი,კარებს არ მიღებსო გამოიძახეს სამაშველო სამსახური და ბინაში შევიდნენ . მოულოდნელი სურათი დახვდათ, ქალი საყვარელთან ნებივრობის შემდეგ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. გამოსავალი მოიძებნა, სამაშველოს ბიჭებმა საყვარელს საკუთარი ფორმა გადააცვეს და ქვევით ჩამოიყვანეს. ოჯახში კი იდილიური ცხოვრება აღდგა . დიდი მადლობა პატრულს
http://s019.radikal.ru/i625/1204/78/9c13a4f62c3d.jpg ჩემს რაიონს თავისი მიზიდულობის ძალა აქვს. დედამიწის ზურგზე არანაირი ემოცია არ არსებობს, რომ ეს მაგნიტური ზემოქმედება აღვწერო. პათეტიკის გარეშე ასეა.... უბრალოდ მიყვარს ჩხოროწყუ- პატარა "პარიზი". თბილისელი გახლავართ. დიდუბეში დავიბადე და დიდ დიღომში ვბერდები.... მაგრამ გონებით სულ იქ ვარ, გონებას ბებიაჩემის დანატოვარ ოდაში მივყავარ. ვდარდობ მობერებულ "კარალიოკის" ხეზე თუ დანგრეული ღობის პრობლემების მოსაგვარებლად მინდა როგორმე მოვიცალო.
2 წლის წინ რომელიღაც თემაში დავპოსტე. გადავხედე, ოდნავ შევარემონტე და ბლოგში ვათავსებ. იმ პერიოდის სტილი დაცულია. ;) 20 დეკემბერი 1990წ. მიტინგზე მივედი,მაინტერესებს რას იტყვიან..... რესპუბლიკის მოედანზე დიდი რაოდენობით ხალხი მოგროვდა. პარლამენტის წინ კი მომიტინგეები საგრძნობლად შემცირდნენ,მაგრამ მაინც აღემატება გაერთიანებულ ოპოკრებას.... ყველას დაძაბული სახე აქვს . მეგობრებთან ერთად ჩვენთვის ვიცინივართ, ვითომ გვკიდია, მაგრამ ყველანი ვატყობთ , გარშემო დენთის სუნი ტრიალებს. -აუ წავიდეთ რ
ვეკუთვნი იმ თაობას , ვინც 37 მანეთად ვერ ჩაფრინდა მოსკოვში, მაგრამ სამაგიეროდ ონლაინ რეჟიმში იხილა ბრეჟნევის, ანდროპოვის, ჩერნენკოს დასაფლავება. მის თვალწინ აენთო და ჩაქვრა პერესტროიკის პროჟექტორი , დაემხო მსოფლიო ისტორიაში ერთერთი უდიდესი იმპერია, გამოიარა 9 აპრილი, ეროვნული მოძრაობის აღზევება,დაცემა, შუაზე გაყოფა, კონგრესისტების მწვავე დაპირისპირება „მრგვალებთან“. 28 ოქტომბერი, პრეზიდენტი გამსახურდია, გამოსვლები ზვიადის წინააღმდეგ, პუტჩი, შეიარაღებული დაპირისპირება სამეგრელოში, აფხაზეთის
ამჯერად კუკავას დაუწყია "მესამე ძალის" შექმნა. მათემატიკაში ძლიერი არ ვარ,მაგრამ 2+ ედეპე + ქდმ + კუკავა +++++ სამი როგორ გამოდის? არ მობეზრდათ "მესამე ძალის" , "განსხვავებულის" გაცვეთილი თემა? ფირფიტა ცოტათი მაინც შეცვალონ. ჩამოაყალიბონ კონცეპტუალური ხედვა, მაგრამ...
პანდემიის პარალელურად მსოფლიო ცივი ომის ახალი ტალღის საფრთხის წინაშე დადგა. უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის ნაწილების გადაადგილებამ უპრეცეცედენტო კონტრზომები განაპირობა. აშშს და ნატოს პოზიცია შეუვალია და როგორც ჩანს, პუტინს იმ წითლი ხაზების გათვალისწინება მოუწევს, რომელიც რუსებს მკაფიოდ მიუთითეს, თუმცა რუსი დიქტატორი ვაჭრობას განაგრძობს და ცდილობს კრიზისიდან მაქსიმალურად მოგებული გამოვიდეს. საქართველოს კრიზისის მსგავსად საფრანგეთმა უმნიშვნელოვანესი მისია იკისრა. მაკრონი-პუტინის
http://www.myvideo.g...ideo_id=1678939 ამ ბმულიდან გვჭირდება id= შემდეგ მოცემული მონაცემი ანუ ამ შემთხვევაში 1678939 სპეციალური სიმბოლოებიდან ვიჩევთ ან ხელით ვწერთ მაივიდეოს თეგს http://s019.radikal.ru/i634/1204/b0/91f0053f41a3.jpg ვსვავთ აიდის ნომერს
ხშირად მეკითხებიან მემარჯვენე ვარ თუ მემარცხენე? ქოცი თუ ნეიტრალი? პასუხი მარტივი მაქვს არ ვიცი, მაგრამ იქნებ ფრენდები დამეხმაროთ განვსაზღვრო პოლიტიკურად რომელ პლატფორმას უფრო ვეკუთვნი.... თეზისებს მარტივად ჩამოვაყალიბებ. არ მოგეწონებათ, არ მაგინოთ ვემხრობი საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს, რაც არ გულისხმობს პრეზიდენტს ქონდეს დიქტატორული უფლებამოსილებანი. ამ ინსტიტუციას მნიშვნელოვნად ვთვლი, ხოლო საპარლამენტო ცხოვრების განვითარებისათვის აუცილებელია სტაბილური პოლიტიკური პარტიების ფორმირე
მალე პლანეტას დაემატება არაერთი საინტერესო ნოვაცია.ერთერთი პირველი სიახლე, ბლოგების გაკეთების შესაძლებლობა უკვე ნებისმიერ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ა) პლანეტაზე რეგისტრირებულ იუზერებს შეუძლიათ იქონიონ იმდენი ბლოგი რამდენიც გაუხარდებათ. რაოდენობაში შეზღუდვა არაა; ბ) თემატიკა , წერის მანერა არავის მხრიდან არ კონტროლირდება. თქვენი ბლოგის მფლობელი მხოლოდ თქვენ ხართ; გ) არსებობს შეზღუდვები,რომელიც ზოგადი ხასიათისაა (იკრძალება სპამი, ფლუდი, პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, საავტორო უფლებე
http://www.kvirispalitra.ge/politic/13900-nacionaluri-lozungebisa-da-khelshekrulebebis-anatomia.html ჩემი მოსაზრებები შეგიძლიათ აქ იხილოთ. შევეხე ციფრების ფილოსოფიას და ნაცების სტრატეგიას წინასაარჩევნო პერიოდში
http://www.kvirispalitra.ge/public/14120-shen-gaqvs-khma-romlithac-verdiqti-gamogaqvs-khelisuflebisthvis.html სრულ ტექსტს არ დავაკოპირებ. შეგიძლიათ იხილოთ . პს არ ვარ ექსპერტი და ესაა ინტერვიუ
ჩემი რამდენიმე ნოუთი ოთხმოციანი წლების ტენდენციების გადმოცემის სურვილით იწყება. არცაა გასაკვირი, ამ პერიოდს უკავშირდება თავისუფლების მოპოვების ტალღის დაწყება, რომელმაც საბჭოური კონფორმიზმი შეცვალა. http://www.youtube.com/watch?v=emxM3RUbsAI ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროს 1/6იან კომუნალურ ბინაში და გვსურდა გვეხილა დანარჩენი 5/6. მაგრამ რატომ მოხდა, რომ ქართველები საკუთარი ოცნებებისათვის მწარედ დავისაჯეთ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ხალხებმა ბონუსად დალაგებული ქვეყნები მიიღეს?! გვეგონა მარტო
მომწერეთ მე. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. გვინდა აქტიური ადამიანები ჩვენსკენ მოვიზიდოთ. გაგვეხარდება, თუ მათ რიგს თქვენც დაემატებით უჩვეულოდ პატარა ცანაწერია, მაგრამ მნიშვნელოვანი
გადავწყვიტე გამაერთიანებინა რამდენიმე თემაში მიმოფანტული ინფორმაციები "კავკასიის მედია ჯგუფის" შესახებ" 1)პრესა ჯი არაა დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო. ისაა "კავკასიის მედია ჯგუფის" ნაწილი ანუ თქვენი უმრავლესობის პროვაიდერის"კავკასუს ონლაინის" კუთვნილი კანტორა. იხილეთ "მედია ჯგუფის" ოფიციალური პეიჯის სკრინშოტი http://s017.radikal.ru/i408/1111/83/2adb67d3b426.jpg აგრეთვე ნახეთ itv.geს შესახებ ცნობა ფეისბუქზე http://s017.radikal.ru/i409/1111/15/a158cb195b80.jpg https://www.facebook...65
კიდევ ერთი ძველი ჩანაწერი. დაწერილია ივანიშვილის გამოჩენამდე . იდოს არქივში იმის მაგივრად ოპოზიციამ პასუხი მოითხოვოს ხელისუფლებას იმ პოლიტიკაზე, რომელმაც ოკუპანტს საშუალება მისცა საკუთარი პროექტი ბოლომდე მიეყვანა, ოპოზიციის უმრავლესობა ცდილობს ხელისუფლების დასმულ კითხვის " ვინ დაიწყო ომი" ბერმუდის სამკუთხედში ნებაყოფლობით შევიდეს. გრძელდება ტრადიცია ,როცა ოპოზიცია ხელისუფლების მოედანზე მისი წესებით თამაშობს, თავი ხრის და რეჟიმს საშუალებას აძლევს „პატრიოტიზმის“ ნიადაგზე ააგოს საკუთარი აგიტაცი
ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა ცნობა სიძულვილის ენაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ წყარო: http://ghn.ge/news-66955.html სრული ტექსტი : ძალიან გამიკვირდა, როცა ჩემს ფრენდებში ორგანიზაციის პროფილი აღმოვაჩინე. ჰმ, უცნაური ხალხის ნაკლებობას არ განვიცდი,თუმცა დიდად არ მხიბლავს ანონიმი ექსტრემისტების ხილვა და რატომღაც ვერ გავიხსენე,თუ როდის დამემატნენ ეს ტიპები დამფუძნებლი ვინაობას არც მალავს ოფიციალურ გვერდზე მითითებულია სახელი და გვარი : ზვიად ფოფხ