გულახდილად ვიტყვი! ჭირის დღესავით მეზიზღება უტვინო ალტრუიზმი! რაზე ვამბობ? მაგალითად; ორი ადამიანი "ქორწინდება" ე.ი. ატარებს დებილურ რიტუალს რათა მასებმა მათი ურთიერთობა "კანონიერად ცნონ", მერე ქალი ორსულდება მარაზმული "პირველი ღამის" შემდეგ და ჩნდება ღლაპი... რის შემდეგაც "დედაც" და "მამაც" (განსაკუთრებით "დედა) მთელს თავიანთ ენერგიას და დროს ახარჯავენ ღლაპს, რის შემდეგაც ეს ღლაპი წამოიზრდება და "მშობლები" უკვე ადამიანებს აღარ ჰგვანან ისე არიან დაუძლურებულნი, გაპარტახებულნი და დაბერებულნი! მერე
ალბათ გაგიგიათ ე.წ. "არალეგალების" შესახებ... ესენია ადამიანები რომლებსაც მაფიოზები იყენებენ ტრეფიკინგისთვის და ორგანოებით ვაჭრობისთვის! ანდა როცა ჩადიან ესეთები სხვა ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერს არ წარმოადგენენ! არალეგალი არავინაა იმიტომ რომ მას "არ აქვს სწორი პასპორტი" ან "რაიმე მოწმობა"... ))))) გავაფრენ საცაა!......... მოიცათ, თქვენ გინდათ თქვათ რომ ცოცხალი არსება და მისი უფლებები, მისი უსაფრთხოება, მისი ბედ–იღბალი "პასპორტის" ან "მოწმობის" გარეშე არაფერია?! გარეკეთ?! ე.ი. უპასპორტოს რასაც
ვინც არ იცის სექსუალური თანხმობის ასაკი და სრულწლოვანების ასაკი სხვადასხვა რამეებია... მაგალითად სექს თანხმობა იაპონიაში ესაა 13 წელი. თანხმობა ესაა როცა ადამიანს აქვს უნარი და უფლება იტყნაუროს სხვა ადამიანთან ისე რომ არავინ არ შეუშალოს ხელი. მაგრამ იყო ერთხელ შემთხვევა როცა 30 წელს გადაშორებულ კომედიანტ კაცს უყვარდა 17 წლის მომღერალი გოგონა... თქვენი აზრით რა მოხდა? კი თანხმობის ასაკი 13 წელია მაგრამ "საზოგადოებამ იქამდე არ მოისვენა სანამ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს არ დაშორდა! ასევე ლანძღეს, კარ
თქვენი აზრით რა არის რეპრესიული მორალი? და რატომ ებრძვიან ადამიანები ერთმანეთს? რატომ უყვართ ზოგიერთებს სხვის პირადულში ცხვირის ჩაყოფა და სხვისი ბედნიერების განადგურება? პირადად მე ასე ვაზროვნებ; ვიღაცას ძალიან აწყობს მსოფლიოში ექსტრემისტული და რადიკალური ჯგუფების შექმნა და მათი დახმარებით რეპრრესიული მორალის გავრცელება და ამით რეპრესიული რეჟიმის შექმნა. უნდა რეპრესიული ფსიქიკის მქონე მონებად ჩამოყალიბება ადამიანებისა. ვიღაცას ასე მგონია რომ აწყობს ისეთი რეპრესიული მორალისტური მარაზმის გავრცელებ
იცით რა აქვთ დჰარმულ რელიგიებს, განსაკუთრებით კი ბუდისტურ დოქტრინას მთავარი ხარვეზი და მინუსი?? გეტყვით: მთავარი მინუსია ორი მომენტი – 1) სანსარას მატერიალური ყოფიერების "არასწორად" და ნეგატიურად წარმოსახვა და "ნირვანას" ზესულიერი უფორმო ყოფიერების ზედმეტი იდეალიზირება–გაფეტიშება და 2) კონკრეტული მეტად უცნაური სექსუალური ხასიათის აკრძალვების არსებობა. თქვენ უნდა იცოდეთ რომ თითქმის ყველა რელიგიაში და ეზოთერული სწავლებების მინიმუმ 50%–ში არის არაადეკვატური ტაბუები. მაგალითად ზოგიერთი აკრძალვები: 1
„გაექეცით საკუთარი თავისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას. როგორი ამაზრზენიც არ უნდა იყოს თქვენი მდგომარეობა, ეცადეთ, არ დაადანაშაულოთ ამაში გარე ძალები: ისტორია, სახელმწიფო, ხელისუფლება, რასა, მშობლები, მთვარის ფაზები, ბავშვობა, უდროო დაჯდომა ღამის ქოთანზე – მენიუ ვრცელი და მოსაწყენია. იმ მომენტში, როცა გადააბრალებთ დანაშაულს, ძირს უთხრით საკუთარი გადაწყვეტილების უნარს, შეცვალოთ რამე და აფართოვებთ უპასუხისმგებლობის ვაკუუმს, რომელიც ასე უყვართ დემონებს და დემაგოგებს, რადგან პარალიზებული ნებისყო
წინა კორპუსში, მეზობლის ქალმა თეთრეული გაფინა... არც ისე თეთრი თეთრეული, სიყვითლედაკრული, მაგრამ ასე ქვია... ვიცი, დედაჩემი ირიბად გადასწევს ფარდას ყავის სმის დროს და არ დატოვებს მეზობლის გაფენილ თეთრეულს უკომენტაროდ. ასეთია - ვერ იტანს გაუქათქათებელ თეთრეულს. გადასწევს ფარდას, მოპრუწავს ტუჩებს და იტყვის - ხალხმა თეთრეულის გარეცხვა ვერ ისწავლა! და თუ მეტად არ ირეცხება? - ვუპასუხებ მე. დედაჩემი ფინჯანს დადგამს, ორივე ხელისგულს მაგიდაზე ფრიადოსანი მოწაფესავით დაალაგებს ერთმანეთზე, მერე მარჯვენა ხე
- ცოტათი უხერხული თხოვნა კია დიდი, - წამოიწყო კაპრალმა ელიოდორომ, - გრანდჰალლე. - თქვი, ჩემო კაპრალო, - უთხრა უმბერტოს ბრჭყვიალა პოლკოვნიკმა, - შენ ცუდ საქმეზე არ მოხვიდოდი. - რა სათხოვარია პატარა უხერხული დიდი და, გრანდჰალლე, ცოლი მინდა გაახლოთ, - რიდით უმზერდა ელიოდორო, კაპრალი, - მუცელი ეძრა და ხალხი მაინც ბრძენია, იძახის ხალხი, ხომ იცით ნათქვამია, ვისაც ქალი პირველად შეხედავს, იმას დაემგვანება ბავშვიო და, თქვენზე უკეთეს, თქვენზე მშვენიერს, გრანდჰალლე... - ძალიან გინდა, მე დამემგვანოს? - იკით
„ზაფხულია ცხელა-ცხელაში“ და ფეის-ბუღში სეზონის მეექვსე კვირაც წამოგვეწია თავისი ორშაბათით. „ცხელა-ცხელა“ ტექსტის და ტრადიციის მიხედვით თორემ, ნაყინის და წუწაობის სეზონმა ენგურის ბორანს გადაუსწრო „ჭირის მოჭმაში“ და მალე ფეხებზე გადავა. აი ორშაბათი რისი ორშაბათია, არ იორშაბათოს? გვეტაკა კიდეც ცეცხლით და მახვილით, ამჯერად ფოთიდან... ფაქტი ჯიუტია - ვიღაცას აშკარად არ ეძინა იმ ძველ საპორტო ქალაქში ორშაბათის მოლოდინში და კიდევ სეირის... მიხვდით ალბათ - სასიამოვნო ღამის თევები აღარაა მოდაში. ხალხი
„ქრისტეფორემ მონახა სწორი ადგილი და გადაზომა ათი ნაბიჯი. - სიგრძე უდრის სიყვარულს, - თქვა მან და განის გაზომვა დაიწყო. - ჩაიწერე, - უბრძანა სანიტარ შვანგირაძეს ნოშრევანმა. - სიგანე - რწმენას! - თქვა ქრისტეფორემ. შემდეგ ქრისტეფორემ ცაში აიხედა, თავზევით ხელი ასწია და თქვა: - სიმაღლე - იმედს!“ “უცხო ჩიტი“ რეზო გაბრიაძე ივლისის ხვატმოდებულ დილას გახედავ საწოლიდან სილურჯედაკარგულ ქათქათა ცას და გეამება - რა შორსაა!.. რამხელა იმედია... რიჟრაჟი გეჟღურტულება ჩიტების პირით. პირით არა, ნისკარტ
პარასკევი. ივნისის 30. კატის კლანჭებს გადარჩენილი ბედნიერი ძეხვის დღე. ზაფხულის პირველი თვის ბოლო დღე. „ბოლო“ სევდიანია და განწყობას აფუჭებს? კი ბატონო, რა პრობლემაა? იყოს ზაფხულის მეორე თვის წინა დღე. უფრო პოზიტიურია და ოპტიმისტური, რადგან, პირველი თვისთვის ხშირად გვიხდებოდა შეხსენება, რომ წესიერი და პატიოსანი ივნისივით მოქცეულიყო. მზეს ემზევა, მთვარეს - ემთვარა , კაცს ეკაცა და საერთოდ, ყველაფერი სახვეწარი არ გვქონოდა ყოველდღიურობით ისედაც გაბეზრებულ საზოგადოებას. ზოგიერთისთვის პარასკევი
“ვიდრე არსებობს დრო, აუცილებლად მედროვეც იქნება” ოთარ ჭილაძე, მედროვეები და დრო „სხვა დროს კარგად დააკვირდით, ვისთან ერთად ბანაობთ, წყალში ნებისმიერი შიშველი ადამიანი დეპუტატს გავს, მკვლელიც რომ იყოს“... „საგიჟეში ყველას ყველაფრის ლაპარაკი შეეძლო, რაც კი თავში მოუვიდოდათ, ისე როგორც პარლამენტში“... „შეცდომა ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ თუ რაღაცაზე ძალიან დიდხანს ფიქრობ, აუცილებლად დაუშვებ შეცდომას“... ნაცნობი ფრაზებია არც ისე შორეული და უცნობი წარსულიდან? იქნებ ნაცნობი რეალობიდან?...
„ტახტზე მეფე იჯდა. არ ეცალა _ ახალ კანონებს თხზავდა. მდივანი კი პატარა წითელ წიგნაკში ბატის ფრთის კალმით იწერდა. გარს მორთულ-მოკაზმული დიდებულები და სეფექალები ეხვივნენ. ყველანი ერთად ლაპარაკობდნენ. _ დღეს რამდენი კანონი შევთხზე? _ ჰკითხა მეფემ მდივანს. მდივანმა უბის წიგნაკი გადაფურცლა და სასწრაფოდ დაითვალა. _ სამოცდათორმეტი, თქვენო აღმატებულებავ! _ მდაბლად დაუკრა თავი მეფემ და თან შეეცადა, ბატის ფრთის კალამს არ წამოსდებოდა (აბა, რა ექნა, კალამი ვეებერთელა იყო). _ ჰმ! არ არის ცუდი, სულ ერთი საათ
“- ერთი იცოდე, ჩემო პოლკოვნიკო, ერთი იცოდე - მაგათი წამალი სიმსუქნეშია. ჩემო გრანდჰალლე, საუკეთესო მზარეულები გაუგზავნე, ღორის ხორცის კარგად შეკმაზვა რომ იცოდნენ, სწორედ ისეთები - და ჩემი საწყობებიდან მჟავეს და ცხარეს ნუ დაინანებ, წყალსაც აწყურებს ეგეთი ხორცი, ღვინოს ხომ - უფრო, და რადგან ყველა რაღაც გარკვეულ სიამოვნებას წიწკნის ამა ცხოვრებას, ცისა და ქვეყნის გაგების სურვილი ძღომის სურვილად გადაექცევათ და აეს სიმსუქნე იმითაცაა კარგი, გაბედულებასაც დაუკარგავს - ადამიანს ხორცი ხომ უყვარს, და თავის
- გამარჯობა! სიმართლეს ხომ არ ინებებთ? ცოტაღა დამრჩა და იაფად გაგატანდით...- მადლობა გენაცვალე, ჩემიც მეყოფა.. ყავლი - ძველი ქართული სიტყვაა ჯავახური ლექსიკონიდან. ვადას, გასავალს, ფასს ან ღირსებას ნიშნავს. არ ვიცი, როგორ მოხვდა ეგ სიტყვა გურიაში, მაგრამ, როცა ცუდი ამინდი იყო ანდა, ცუდი ამბები ხდებოდა, ჩემი დიდი ბებია ზუსტად ასე ამბობდა - „ყავლი გოუვიდა ბებია დუნიასო!.“ ყველაფერს გასდის ყავლი და გაუვიდა მზესაც.. თბილისში და მთელს საქართველოშ ფეხის სოკოს ეპიდემიაა ამდენი ნესტისგან. ბაყაყებ
„თქვენი ბავშვები თქვენ არ გეკუთვნით. ისინი არიან ვაჟიშვილები და ქალიშვილები ცხოვრების სევდისა საკუთარი თავის გამო. ისინი თქვენი საშუალებით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან. და, თუმცა, თქვენთან ერთად არიან, თქვენს კუთვნილებას არ წარმოადგენენ. შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა აზრები. რადგან მათ თავიანთი ფიქრები აქვთ. შეგიძლიათ შეიკედლოთ მათი სხეულები, მაგრამ არა - სულები, რადგან მათი სულები ხვალინდელი დღის მკვიდრნი არიან, თქვენ კი ოცნებაშიც არ შეგიძლიათ მომავლის მონახულება. შესაძლოა, ე
გზა, სადაც უდაბნო მწვანედ ბიბინებს ... - დე, სად ხარ? - გარეჯაში. - იქ, ზემოთ, უდაბნოში? - ჰო, აბა სადაა კიდევ გარეჯა?! - მანდ რა გინდა? - რისთვის დადიან ადამიანები ასეთ ადგილებში? - მე ტურისტები დამყავს და ... და ისე მეშინია მაგ ადგილის და მაგ გზის.. - რა გაშინებს? - რა ვიცი, ისეთი სიჩუმე, მთები და მინდვრებია, უდაბური, გადახრუკული, სულ მგონია, საიდანღაც დინოზავრი გამოვარდება... არა წყალი, არა მაღაზია, არა სულიერი ირგვლივ, მარტო მწყემსები, ძროხები და ცხვარი.. სანამ მ
“სხეულებისთვის და ვითარებისთვის არსებობს მხოლოდ ერთი დრო აწმყო. მხოლოდ სხეული არსებობს სივრცეში და მხოლოდ აწმყო არსებობს დროში. კოსმიური აწმყოს მასშტაბში ასეთ ერთიანობას ეწოდება ბედისწერა“. ჟილ დელიოზი ბედისწერაზე ისეთებს დავწერდი, ჩვენი ტატოს და გალას გადამკიდე, მაგრამ „შინაურ მღვდლებს“ კი არა, შინაურ გენიოსებს როდის იყო ვინმე უსმენდა? არც ისინი ითხოვენ შენდობას და კი ვართ ასე... გენიოსობაც ბედისწერაა, მართალია, ზოგს პროფესია ჰგონია (ეგონოთ!). ბავშვობიდან აქვს ჩა-გონებული - მთლად გენიოსი თუ
„საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი,
იყო და არა იყო რა კი არა, ნამდვილად იყო ერთი გადარეული ფიზიკოსი აინშტაინი, რომელმაც, დაბნეულ საზოგადოებას, ფარდობითობის თეორია ასე განუმარტა : -შეყავით ხელი ცხელ ღუმელში და წუთი საათად მოგეჩვენებათ. დაჯექით ლამაზი ქალის გვერდით და საათი ერთ წუთში გაივლის.სწორედ ეს არის ფარდობითობა!!! ჰო, ეგააა - „სიკვდილი ტიფანისთან“ და „საუზმე ვენეციაში“.... დიდი ხნის წინ, ვიღაც თმაგაჩეჩილი წვეროსანი, იმასაც მიხვდა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რა დიდი მიხვედრა უნდოდაო!? - გამოჩნდებიან მაგის
"იცოდე, თუ გსურს, გაიგო, შენს ირგვლივ მყოფთაგან ვინ როგორია, რაიმე ცუდი ჩაიდინე, ოღონდ ისეთი კი არა, ქვეყანა რომ დააქციო, არა, მცირედი, გაგიჭირდება თუ რა შენ ეს, გერასიმე - ხანდახან განგებ რაიმე სისულელე წამოროშე, მოკლედ, ილაპარაკე მოფიქრებულად და ვინც ყველაზე სულელია, ყველაზე მეტად გაიოცებს, ის წავა, მოჰყვება ათასგან შენსას, თავისი თავი რომ აღიმაღლოს... ჩვენ, ადამიანების დიდ უმეტესობას, რატომღაც გვინდა , მუდამ იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვაგდივართ. მაგრამ მსგავს შემთხვევებში მი
„იცით თუ არა, ბატონო ჩემო, რა არის იმედის გაცრუება?.. პატარა, უმნიშვნელო ხელის მოცარვა კი არა, დიდი საერთო იმედის გაცრუება, რომელსაც ცხოვრება ადამიანს უმზადებს! ეს თქვენ არ გეცოდინებათ, მე კი ახალგაზრდობიდან მისი მეგზური ვარ და ამან ეული, უბედური და უნდა გამოვტყდე, ცოტა უცნაურიც კი გამხადა. შეგიძლიათ კი გამიგოთ, ბატონო ჩემო? მაგრამ, ალბათ, ორიოდე წუთი ყურადღებას არ დამამადლით, ორიოდე წუთით, რადგან გულგატეხილობის გამოხატვას, თუკი საერთოდ შესაძლებელია ეს, დიდი დრო არ სჭირდება..“ იმედის გაცრუება /
„მსაჯული მართალ სჯიდე… მართალნი ნეტარებდნენ და იხარებდნენ, ცოდვილთა გვემდეს ცეცხლი...“ ცეცხლი აინთო! თამაში დაიწყო! დიახ! ცეცხლი კვლავ გადმოვიდა. სულ გადმოდის, მაგრამ ერთხელაც რომ აღარ?! ამიტომ, გვეხება თუ არ გვეხება, გვჯერა თუ არ გვჯერა, ყველა ერთხმად ვნერვიულობთ... გადმოვიდა და ქრისტიანულმა სამყარომ, ღრმად ჩასუნთქულზე, ქშენით ამოსუნთქული კიდევ ერთი წლის გარანტია შორისდებულთა გამით დააფიქსირა... კაცობრიობა კოსმიური მასშტაბის დიდი თამაშებისა და ვარსკვლავური ომების ნამცეცობის კლიენტებად ვრჩები