საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.
„თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და ხალხს ამ შემაშფოთებელ დროს.
პოლონეთი ევროპის გულია, ეს არავინ უნდა დაივიწყოს!“, – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.
გუშინ პოლონეთში უკრაინის საზღვართან ახლოს, სავარუდოდ, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გავრცელე
ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, NASA-მ მისია „არტემის 1“ წარმატებით გაუშვა. ეს გახლავთ პირველი ნაბიჯი უკიდურესად კომპლექსური მისიისა, რომელმაც პირველად 1972 წლის შემდეგ, ადამიანები მთვარეზე უნდა დააბრუნოს.
საკუთარ ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტის გასაშვებად, NASA-მ ახალი კოსმოსური გაშვების სისტემა (Space Launch System) გამოიყენა. რაკეტა მთვარის ორბიტაზე რამდენიმე პატარა თანამგზავრსაც გაიტანს, შემდეგ კი თავადაც ორბიტაზე განთავსდება.
მსგავსი: დღეს NASA მთვარისკენ თავის
ნატო-ს ელჩები საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან, რომელზეც აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს განიხილავენ.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბრიუსელში ელჩების შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართება. სტოლტენბერგი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.
პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რაკეტა უკრაინის საზღვრიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელში ჩამოვარდა, რასაც ორი
„დიდი ოცეულის“ ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უმკაცრესად გმობენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „დიდი ოცეულის“ წევრთა უმრავლესობა მკაცრად გმობს ომს უკრაინაში. დეკლარაციაში, ასევე აღნიშნულია, რომ ის იწვევს უზომოდ დიდ ადამიანურ ტანჯვას და მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, დეკლარაცია „დიდი ოცეულის“ ყველა
ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, ეს გზავნილი შეუსრულოს საქართველოს.
„ამ ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამაც ხალხმრავლობა გამოიწვია.
მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას ბოდიში მოუხდა და აღნიშნა, რომ მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.
„დღეს „ახმეტელის“ მეტროში გვქონდა გარკვეული პრობლემები ტურნიკეტების თვალსაზრისით, რამდენიმე ტურნიკეტს პრობლემა შეექმნა, რამაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია, მგზავრების შესაბამის რაოდენობას ვერ ატარებდა. ამან მეტ
წინასწარი ინფორმაციით, რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, არ იყო ნასროლი რუსეთის ტერიტორიიდან. ამის შესახებ, როგორც CNN-ი და Reuters-ი იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, სადაც „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში საგანგებო შეხვედრა გამართა მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებთან.
პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას იძიებენ და გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრე
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წერს. მისი ინფორმაციით, ბერნსი კიევში 15 ნოემბერს იმყოფებოდა.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტს დაემთხვა კიევზე რუსეთის სამხედრო ძალების სარაკეტო დარტყმა. Washington Post-ის წყაროს ცნობით, ამ დროს უილიამ ბერნსი აშშ-ის საელჩოში, უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.
14 ნოემბერს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა”. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება “ტელეგრამში” ავრცელებს.
„პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების დასახელებულ პუნქტ ფშევოდუვთან თითქოსდა “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა ვითარების ესკალაციისთვის. პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან რუსეთის ძალების მიერ არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა. პოლონური მედიის მიერ და
ამერიკის თავდაცვის უწყება ამ დროისთვის ვერ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს.
„შემიძლია, გითხრათ, რომ ამ დროისთვის არ ვფლობთ არანაირ ინფორმაციას გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით და მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ შესაბამის უწყებებთან“, – განაცხადა პატრიკ რაიდერმა.
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უნგრეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს.
„მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდანასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია“, – წერს ზოლთან კოვაჩი.
ავ
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმაურება.
„შემაშფოთებელი ახალი ამბავი პოლონეთიდან სულ მცირე ორი აფეთქების შესახებ. მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცედ დგას პოლონეთის გვერდით. ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს“, – წერს გიტანას ნაუსედა.
რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცე
„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნას აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელი ადასტურებს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ამერიკის დაზვერვიდან წყარო ანონიმურობას ინარჩუნებს.
გავრცელებული ვერსიით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი.
ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით ამ წუთებში, პოლონეთის პრემიერი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს.
მანამდე, ქვეყნის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში არაოფიც
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„პოლონეთიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაცია ყველაზე შემაშფოთებელია. მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოლონურმა მედიასაშუალებებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს
პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მომხდარის გამო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
ტერიტორიაზე, სადაც რაკეტები ჩამოვარდა, პოლონეთის პოლიცია და ჯარია მობილიზებული.
PIA
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გააკეთა.
ტიმოშენკოს თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 90-დან 70 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებე
შესაძლოა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან დღეს, 15 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა იყოს ყველაზე მასშტაბური ომის დაწყების დღიდან. როგორც უკრაინის საჰარეო ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა. ამით რუსეთმა 10 ოქტომბრის იერიშის შემდეგ ყველაზე მასირებული თავდასხმა განახორციელა. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინა 84 რაკეტით დამბომბეს.
უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხა
ისრაელის საელჩო საქართველოში ფეისბუკის გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მადლობას უხდის საქართველოს მათი მოქალაქის დაცვისთვის, რომელზეც თავდასხმა იგეგმებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.
"ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც.
ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს" -
რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გაუძლებს.
„85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრ
ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, – განცხადება ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.
„როდესაც მსოფლიო ლიდერები „დიდი ოცეულის“ სამიტზე იკრიბებიან, რომ განიხილონ მსოფლიოში მოსახლეობის ცხოვრებისა და საარსებო წყაროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რუსეთი ისევ უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს და ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
რუსეთმა უკრაინაზე დღეს მა
რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მოლდოვაში ელექტროენერგიის გათიშვას ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მაი სანდუმ რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიში დაგმო და უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმად შეაფასა.
„კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 100 რაკეტა გაუშვა. ისინი მოხვდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხეში ჩააგდო ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდას
რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, მაშველებმა დაღუპულის ცხედარი პეჩერსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში იპოვეს, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა. ამჟამად გრძელდება სამაშველო ოპერაცია.
მანამდე, კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რაკეტა ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
განახლებული ინფორმაციის მიხედვით, კიევის გარდა სარაკეტო დარტყმა
კიევის ცენტრში რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებენ.
კლიჩკოს თქმით, კიევის პეჩერსკის უბანში რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ექიმები და მაშველები ადგილზე მუშაობენ.
მანამდე კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს, რის შედეგადაც 4 რაკეტა იქნა ჩამოგდებული.