თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები. ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
„საბერძნეთსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, რადგან ორივე ქვეყანას აღმოსავლეთის საზღვრებზე დიდი, აგრესიული მეზობელი ჰყავს. ორივე მეზობელი ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიები არასწორად იყო შექმნილი წარსულში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან“, – განაცხადა საბერძნეთის ს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილზე ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს.
„ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.
ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკოს განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, მაგრამ ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან.
სერგეენკოს არ მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქრება.
„არ მგონია, რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქროს, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე.
რუსეთს საკმარისი რესურსი აქვს უკრაინაში ხანგრძლივი ომის საწარმოებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, დასავლეთი არ მოდუნდეს კიევისთვის დახმარების გაწევაში, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის ერთიანობა უკრაინის დასახმარებლად საკმაოდ ძლიერია, მაგრამ პრობლემები, როგორც წესი, დაკავშირებულია გადაწყვეტილებების აღსრულების სიჩქარესთან. მაგალითად, როგორც ედგარს რინკევიჩსი ამბობს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება
ნაწილი 3
ახალი ათონი
თავისი პირველყოფილი ბუნებით და არე-მარეებით აფხაზეთი ხომ მთლიანად მიწიერი სამოთხეა, მაგრამ ამბობენ, რომ სილამაზით გაგრას ამ სამოთხეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ვინაიდან, ისე მოხდა, რომ ვერც ერთ ჩასვლაზე, გაგრის და ბიჭვინთის მონახულება ვერ მოვახერხე, დღემდე ასეთ განსაკუთრებულ ადგილად ჩემთვის ახალი ათონი რჩება.
ამ ულამაზეს პატარა მიწის ნაგლეჯზე ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი, ზღვა, მთა, ტბა, მდინარე, პარკი, ხელოვნური ჩანჩქერი, მსოფლიოში ცნობილი მღვიმ
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირზე ჩვენი გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ (70კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) მოიპოვეს, მეორე ადგილზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი გავიდა, ბრინჯაოსმედალოსანი კი მირიან მაისურაძე (92კგ) გახდა.
ეს არჩევნები რომ დადგმული სპექტაკლი ყოფილიყო, უნივერსიტეტში ვინმე მეგობარს ვთხოვდი: „მოდი რა, შენც შემოიტანე საბუთი“ და ამით გარკვეულწილად დემოკრატიას ვითამაშებდი , - ამის შესახებ თსუ-ის ახლახან არჩეულმა რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არავის მოუნდა მის გარდა თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე საქმიანობა.
სამუშიას განმარტებით, ის ვერ გასცემს პასუხს იმაზე
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ მხოლოდ მოწოდებები არ კმარა, საჭიროა იარაღი და სანქციები, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის. უკრაინული მედიის ცნობით, ერმაკმა ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე დაწერა.
„დიდმა შვიდეულმა“ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაიყვანოს იქიდან თავისი პერსონალი და ძალები. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალის ენა ესმით“, – აღნიშნა
რუსეთმა ახალი, "ფართომასშტაბიანი" სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვა - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ საღამოს გამოსვლაში 22 ოქტომბერს.
უკრაინის ხელისუფლების თქმით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 1,5 მილიონამდე ოჯახი. თუმცა, ზელენსკის თქმით, რუსეთის რაკეტების და დრონების დიდი ნაწილი ჩამოგდებულ იქნა - რითიც ზელენსკიმ გაიმეორა უკრაინის არმ
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია აცხადებს, რომ უცხოეთის ქვეყნიდან ჰაკერებმა იერიში მიიტანეს მისი ერთ-ერთი დანაყოფის ელექტრონული ფოსტის სერვერზე - იუწყება სახელმწიფო მედია 23 ოქტომბერს.
სააგენტოს განცხადებით, ჰაკერებმა ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში გამოაქვეყნეს.
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ირანის ჰაკერთა ჯგუფმა, Black Reward-მა, სოციალური მედიით განაცხადა, რომ გატეხა ირანის ბირთვული ენერგიის წარმოებისა და განვითარების კომპანიის იმეილის შიდა სისტემა. ჯგუფმა მხარდაჭერა გამოუცხადა ი
ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მოწმობს ჩემი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერებაზე, რომ განვახორციელო ამ მაღალი სტატუსის ფუნქციები. ის ბრალდებები, რომლებიც ისმის ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, არც ის და არც მისი კოლეგები სასამართლო რეფორმების მოწინააღმდეგე არ არიან და პირიქით, მათ ესმით, რომ „რეფორმა უნდა ი
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.
დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი
სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება- რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მურუსიძე განმარტავს, სასამართლოც თემის ხელზე დახვევა, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის „ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა”.
„ რა თქმა უნდა რეფორმები მუდმივად უნდა მიმდინ
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში მან ფრანგი ლორის ტასირი 43 წამში შესრულებული იპონით დაამარცხა.
ფინალურ ბრძოლამდე ღვინიაშვილმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, მეორე ეტაპზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაშიდ ბორჩაშვილს სძლია. მეოთხედფინალში ღვინიაშვილმა საბერძნეთის წარმომადგენელს, თეოდოროს ცელიდისს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა.
პარლამენტის ბიუროს 24 ოქტომბრის სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სახელით, სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება.
ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინება, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" უკლებრივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ, "ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.
მგზავრი, რომელიც მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ "თბილისის მეტროპოლიტენის" პრესსამსახურში განუცხადეს, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
რაც შეეხება თბილისის მეტროს, მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. დაკეტილია მხოლოდ „თავისუფლების მოედანი“, სადაც ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
„მგზავრი ამოვიყვანეთ, ახალგაზრდა ბიჭია. რაც მთავარია, ცოცხალია. გადაყვანილია „ქართულ-ამერიკულ კლინიკაში“. მეტრო გაიხსნა, თუმცა, „თავ
ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მან ჟურნალისტებთან იმ მოტივაციაზეც ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა დააყენა.
როგორც
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საკითხზე მომუშავე საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ჩვენების მისაცემად მის დაბარებას ეხმაურება და ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაში სდებს ბრალს.
ტეხასში „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა „დემოკრატები“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში.
„მათ დაბარების უწყება გამომიგზავნეს. დაფიქრდით ამაზე, ამ თაღლითმა ხალხმა. ერთადერთი რამ, რისი
ლატვია აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, რომლებიც არ უწევენ უკრაინას სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა Current Time-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ლატვიელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მკაფიო პოზიცია და კიევისთვის ახლა გაწეული დახმარება განსაზღვრავენ ალიანსებსა და თანამშრომლობას ევროპის ქვეყნებს შორის სამომავლოდ.
არტის პაბრიქსმა, ევროკავშირისა და ნატოს იდეალების ღალატში დასდო ბრალი იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ სჯერათ ამ ო
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გერმანიის ქალაქ კელსტერბახში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა.
„ევაკუაცია, ომისგან გაქცევა ყოველთვის გამოწვევაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ევაკუაცია კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა, მაგრამ მათ ეს გააკეთეს. უკრაინის 120-მა მოქალაქემ თავშესაფარი გერმანიის ქალაქ კელსტერბახში მდებარე სასტუმროში იპოვა. ოჯახების უმეტესობას ბავშვი ან შშმ ზრდასრული ჰყავს “, - აღნიშნა ზელენსკამ „ტელეგრამზე“.
უკრაინის პირველი ლედის განცხადებითვე, ის მოხარული იყო, რომ გ
ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, მან ჟურნალისტებთან იმ მოტივაციაზეც ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა დააყენა.
როგორც
აბუ დაბიში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) აგრძელებენ.
ქართველმა მძიმეწონოსანმა ქალმა ძიუდოისტმა ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიელი ნუნიესი ვაზარით დაამარცხა და კარიერაში ამ დონის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა.
ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი ოთხი ქართველი ძიუდოისტი – მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრ