ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება.
პროტესტის 29-ე დღეს ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი.
ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიღლებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, ვიდრე საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას.
ასევე, გრძელდება სტუდენტების გაფიცვა, მეოთხე დღეა აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის სტუდენ
სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე ამ დროისთვის აღარ ემუქრება.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC სლოვაკეთის ვიცეპრემიერზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერმინისტრი 15 მაისს დაჭრეს, როდესაც ის ხალხს ესალმებოდა ქალაქ ჰენდლოვაში, კულტურული საზოგადოებრივი ცენტრის წინ. მას რამდენჯერმე ესროლეს. ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავეს.
ვიცეპრემიერი ტომას ტარაბა ამბობს, რომ პრემიერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 59 წლის ფიცო სი
თბილისის მერიის ცნობით, ხვალ 17 მაისს მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
12:00 საათიდან მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.
ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და
სებ-ის მიერ $60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი კვლავ გაუფასურდა — დოლართან 2.73 თეთრით, ევროსთან მიმართებით — 4.25 თეთრით;
16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7596 ლარია, ერთი ევროსი – 3.0002 ლარი.
$1-ის კურსია 2.7596 ლარი, €1-ს კურსი — 3.0002 ლარი.
ლარის მკვეთრად გაუფასურება 15 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 მაისს ხელისუფლებამ რუსული კანონი III მოსმენით დაამტკიცა. ამის ფონზე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
„კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირდაპირ ეხება ეკონომიკას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განაცხადა.
კანონი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებაზე. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით უწყობენ ხელს ამ კუთხით საქართველოს განვითარებას. პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი შესაძლოა, ამ მ
საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 7.622 მილიარდ ლარს, იურიდიული პირების კი 1.447 მლრდ ლარს შეადგენს. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დეპოზიტების მოცულობა 50.6 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მონაცემებით არარეზიდენტების წილი მთლიანი დეპოზიტების 17.9%-ს შეადგენს, ჯამური თანხა კი 9.069 მლრდ ლარია.
სებ-ის წლიური ანგარიშის თანახმად, „წარმოშობის მიხედვით, არარეზიდენტების მთლიან დეპოზიტებში გაზრდილია რუსეთის რე
წელს ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მთლიანად დაკეტილი იყო, რუსი ტურისტებისთვის გაიხსნა.
მაისის დასაწყისში, მეხუთე და ყველაზე დიდი ტურისტული ჯგუფი ფხენიანში ვლადივოსტოკიდან გაემგზავრა. მათ შორის იყო „კომერსანტის“ კორესპონდენტიც, რომელმაც კორეის ეს მხარე უფრო დეტალურად დაგვანახა.
ჩრდილოეთ კორეაში წელიწადში 15-30 დღის განმავლობაში, კოოპერატივებისთვის მიწათმოქმედებაში დახმარება, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის წმინდა მოვალეობაა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე, უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებულ იმ შემთხვევებს სწავლობენ, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო მომართვათა ის ნაწილი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამის სამართალდამცველ ორგანოში გადაიგზავნა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა, მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელება
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცესპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად მოიხსენია. იმავე ხასიათის შეფასებებს დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც აქტიურად ახმოვანებენ.
კოსაჩევმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ასევე უწოდა “უკანონო” და “ძალადობრივი”, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერჯერობით აქციების ჩატარებას ხელისუფლების ნებართვები არ სჭირდება რუსეთისაგ
„გთხოვთ, შემიწყვიტოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის სტატუსი", - ზაზა თავაძე
14 აპრილს საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე"
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიციამ რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციების კიდევ ორი მონაწილე დააკავა სისხლის სამართლის ბრალდებით.
უწყების განცხადებით, 19 წლის ო.ო-ს და 23 წლის ს.მ-ს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება. ბრალდება მათ პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირის მიზანმიმართულად დაზიანებას ედავება:
შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინ
სპორტული ჟურნალისტები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების მიხედვით, სპორტული ჟურნალისტები იაზრებენ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად გმობენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას.
ჟურნალისტების პოზიციით, სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება.
განცხადებას ამ ეტაპზე ხელს აწერს 27 ჟურნალისტი, თუმცა სია განახლებადია.
◉ სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport)
◉ სალომე საგინაშვილი (90 წუთი)
◉ დავით ერაძე (Mtavari Tv)
◉ ირაკლი იმედაძე
საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს. საქართველოს ეროვნული პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია და პარლამენტთან მათი თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.
გთავაზობთ განცხადებას:
სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, გასულ წელს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც შექმნა თანამშრომლობის ფორმატი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ჩვენ
ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილება „აჟიოტაჟური პროცესების გამო მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები”.
სებ-ი მიუთითებს, რომ შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა იყო, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.
ერონული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად, მოკლევადიანია.
ლარ
ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.
პარლამენტში ინიცირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: - დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - X
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე შესაძლოა ქვეყნის ფინანსური სისტემა ჩამოიშალოს.
მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ვეტო დაძლია, ამ კანონით გამოწვეული პრობლემები ყველას შეეხება, მიუხედავად განწყობებისა.
ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოქმედი ბანკების აქციების ფასების ვარდნის ამსახველ დიაგრამას აქვეყნებს.
„შესაძლო უბედურება, რომელიც შეიძლება თავს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირთან და 14 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი რუსული კანონის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებას, რომელშიც რუსული კანონია მოხსენიებულია, როგორც ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის ამსახველი კანონი, ხელს აწერენ:
ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, ასევე: ევროკავშირი, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი,
ჩვენთვის მთავარია თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, ის ძალადობა და არეულობა, რომელსაც პროვოცირებს "ოცნება" და მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, არჩვენებზე აქტიური ჩართულობით კი დავიცვათ თითოეული ჩვენგანის ხმა.
ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მესტიის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/959547308913622/
კანონი "ოცნებამ" მიღებამდე აამოქმედა, რაც გამოიხატა ძალადობაში, აგენტების იარლიყების მიწებებაში და ყველა იმ პროცესში, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება.
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/427498873226579/
ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საკანონმდებლო პლატფორმას იმისთვის, რომ ეს კანონი იქნეს გაუქმებული და ვეტოს განხილვისას აუცილებლად ვიქნებით პარლამენტის დარბაზში.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1101368121086950/
ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.
საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.
“საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და, როგორც ვხედავთ, ქართველი ხალხი ამას მხარს უჭერს, ასე რომ, ამაში ერთად ვართ. მარტონი არ არიან, ქართველი ხალხი
საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართეს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა გლობალური ომის პარტიის შესახებ მმართველი პარტიის განცხადებებს. კერძოდ, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა მინისტრებს ჰკითხა: „დარწმუნებული ვარ, გსმენიათ ისტორიები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც საქართველოს ითრევს ომში, რას ფიქრობთ ამაზე?”.
აღნიშნულზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნიმ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს თავად არის პასუხი ამ კითხ
სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დირექტორი პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ კომპანიაში დღეს პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ვერსიით, გიორგი ოკმელაშვილმა 13 მაისს თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იდაყვი და მუშტი სახის არეში ჩაარტყა პოლიციელს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის