დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობისა და ანაზღაურების გაზრდაზე კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა, "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა. "შრომის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები ძალაში პირველი იანვრიდან შედის. მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტრომ მოქმედი ნორმატიული აქტი ახლადმიღებულ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. განახლებული "შრომის კოდექსის" მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე იზრდება. აქედან, ანაზღაურებადი ხდება 183 კალენდარული დღე, ნაცვლად 126 დღისა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე, ნაცვლად 140 დღისა. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, დასაქმებულს, რომელმაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო – ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, ნაცვლად 365 დღისა. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადი ხდება 90 კალენდარული დღე, ნაცვლად 70 დღისა. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების მოცულობა 600-დან 1000 ლარამდე იზრდება. საკანონმდებლო ინიციატივისთვის 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 3 436 800 ლარის დამატებითი http://www.bpn.ge/ekonomika/1357-dekretuli-shvebulebis-gazrdili-vada-da-anazghaureba-kanonith-damtkicda.html?lang=ka-GE