Jump to content
Planeta.Ge

შამილი

პლანეტელი
  • პოსტები

    44
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

შამილი'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. რუსეთის სატანური იმპერიის მესაფლავე წინარეევროპული იბერო კავკასიური მოდგმა, თარგამოსიანთა ბიბლიური მოდგმა გახდება. ვერ უშველით ტანკები, რაკეტები, ეტლები და ჰუნები ...
  2. დღესდღეობით არც მონღოლეთს და არც მით უმეტეს ირანს საქართველოს ტერიტორიის გოჯიც კი არ აქვთ ოკუპირებული. ეხლა ჩარმაღან ყაინის და შაჰ აბასის ცოდვების მოკითხვა დღევანდელი მონღოლეთისთვის ან მაჰმუდ ახმადი ნეჯადისთვის სისულელე იქნება. რაც შეეხება თურქეთს თურქეთი ცემთვის ისეთივე მტერია როგორიც რუსეტი და მათი დროც მოვა და აუცილებლად წავართმევთ ტაო კლარჯეთსაც, შავშეთ ერუსეთსაც, იმერხევსაც, პარხალსაც, ოლთისსაც, ლაზეთსაც და სრულიად ქართულ მიწებს. მოვა მაგის დროც. ვაროსნულ ლაშქრობას მოვაწყობთ ბერძნებთან ერთად მათ წინაარმდეგ. ბერძნებს ბიზანტიის იმპერის აღდგენის და კონსტანტინოპოლის დაბრუნების სურვილი არ გაჰქრობიათ და გუშინ ლიბიაში ბერძნული დანაყოფების შესვლა მოწმობს იმას რომ საბერძნეთი უკვე აღარ კმაყოფილდება ნატოს რიგითი წევრობით და სურს მილიტარისტულ სახელმწიფოდ იქცეს, რომელიც აქტიურადაა ჩართული მსოფლიო მოვლენებში. კონსტანტინეპოლის დაბრუნება ყველა ბერძენის ოცნებაა, იმ შემთხვევაში თუ საქართველო და საბერძნეთი ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებენ თურქეთს ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ვის მხარეს დაიჭერენ ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, მოლდოვა, უკრაინა, პოლონეთი ჩეხეთი და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი და ქრისტიანული ქვეყნები. თუმცა ეს მომავლის საკითხია და ამ ყოველივეს წინ უნდა უსწრებდეს : 1. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაცია. 2. საქართველოს და აშშ - ს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის დამყარება და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს ჰიპერმილიტარიზაცია, ეკონომიკური აღმავლობა მხოლოდ კავკასიაში არამედ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება. აი ამის მერე ამერიკა როცა ნახავს რომ სასწორის ერთ მხარეს დგას ნატოს წევრი თურქეთი და მეორე მხარეს ნატოს წევრები საქართველო ( იმ დროისთვის ), საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, მოლდოვა, უკრაინა, პოლონეთი ჩეხეთი, ასევე მხარს დაგვიწერენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი... ამის მერე ევროკავშირის განაზებული ფრანგი და გერმანელი ლიდერები და ამერიკის ხელმძღვანელობა იძულებულნი გახდებიან გადაყლაპონ თურქეთზე ჯვაროსნული ლაშქრობა. რაც შეეხება ირანს მათ მხარდაჭერისთვის ან მინიმუმ ნეიტრალური პოზიციისთვის დღევანდელი თურქეთის კონტროლირებად რაიმე მსუქან ნაჭერს მივუგდებთ რომელიც ირანს ესაზღვრება. მესმის რომ ეს ძალან რთული საკითხია და დიდ მუშაობას და მოლაპარაკებებს საჭიროებს მაგრამ ადვილი ტერიტორიების უბრძოლველად ჩაბარებაა ამ ხელისუფლებასავით. არც ლორე ბამბაკის ხეობა და ჰერეთ საინგილო დამვიწყებია, მაგრამ ამ ყველაფერს წინ უნდა უსწრებდეს რუსეთის იმპერიის დაშლა და ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და მერე ამ დამოუკიდებელ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებისა და საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ბლოკის შექმნა და მზადება თურქეთთან ომისთვის ბერძნებთან და შავი ზღვის აუზის მართლმადიდებელ ქვეყნებთან ( მინუს რუსეთი ) ერთად.
  3. პინკ ფლოიდთან, დი ფარფლთან და ლედ ზეპპელინთან ერთად ჩემი საყვარელი ჯგუფია ნირვანა და სკოლის პერიოდიდან ვუსმენ და ვაწამებ მეზობლებს . გამიხარდა ნირვანას მოყვარული ადამიანი რომ აღმოვაჩინე ფორუმზე. ისე რა მინდა გკითხო, აგერ ფსიქოლოგია გცოდნია. რატომ არ დათვრნენ ერთხელ მაინც გორელი მოზარდები და არ ჩაილაგეს რკინები და არ წავიდნენ და რუს სალდაფონებს დედა არ აგინეს სამაჩაბლოს საზღვართან. არ აქვთ პროტესტის გრძნობა რომ ქართულ მიწა წყალზე რუსის ჩექმა დააბოტებს და ქართულ მიწა წყალზე არ შეუძლიათ გადასვლა ? ან თუნდაც მოზრდილებს. სად არის პროტესტანტული ქართული სული. თუ პროტესტი მარტო სუსტის ძალადობის მიმართ გააჩნიათ ? ანუ მათ მიმართ ვისგანაც იმედი აქვთ რომ არ დაისჯებიან ამ ''ხელოვნური'' პროტესტის გამო ( ამ შემთხვევაში ''სუსტში'' ხელისუფლებას ვგულისხმობ, ანუ ვისთანაც გასდით ). ეს თუ ასეა პროტესტი სულიდან და გულიდან არ მომდინარეობს და მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითია. მე რამდენჯერმე ვცადე გვერდში დავდგომიდი კონკრეტულ აქციაზე ახალგაზრდულ მოძრაობებს ადამიანის უფებების მოთხოვნით რომ იყვნენ გამოსულნი და სიტყვა რომ ჩამოვარდა რუსეთზე და რომ თქვეს აბა რუსეთი რომ გადაიკიდეს აბა რა ეგონათო ულაპარაკოდ წამოვედი იქიდან და პირში მივახალე ჩემი აზრი მათზე. ეროვნულ საკითხს რომ შევეშვათ არც ქუჩაში ჩანს მათი პროტესტანტიზმი, ასი მოზარდიდან 99 გულგრილად უყურებს როგორ ურტყავს ათი კაცი ერთს და მეთერთმეტე როგორ ურტყავს წაქცეულს დანას... აბა რაში ჩანს მათი პროტესტანტიზმი, გუშინ სტადიონზე ლოყებზე ჯვაროსნების დროშა დაჯღაბნილები ხორვატიას რაო რომ ყვიროდნენ ? რას ნიშნავდა ? რა კაცობა იყო ? რისი გულისთვის აგინებ სტუმარს ? ეგ არის მათი პატრიოტიზმის, ფეხბურთის სიყვარულის და პროტესტანტიზმის პიკი... აი ეხლა საორგანიზაციო საკითხებზე გვაქვს საუბარი და ჯერ კარგად უნდა დავგეგმოთ და ვაპირებ ჩემს საძმაკაცოსთან ერთად მივიდე სამაჩაბლოს მისადგომებტან სადაც რუსის ჯარი დგას და რუს სალდაფონებს ცხივრწინ დავუწვათ რუსეთის დროშა. ამ ინფორმაციას როცა დრო მოვა ისედაც გავავრცელებ და თინეიჯერების ახალგაზრდულ ფორუმებზეც დავდებ, ერთი ვნახოთ რამდენი გაბედავს და წამოვა ამ საქმეზე ათას მყვირალა ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომი ''პროტესტანტი მოზარდებიდან''. ერთი თანამოაზრე და მართლა სულით პროტესტანტი, დემოკრატიული ლიგის ლიდერი ხატია შიუკაშვილი ლონდონში წავიდა სამწუხაროდ. ძალიან დამჭირდებოდა მისი თანადგომა ამ საქმეში. ათასგვარი ახალგაზრდული ვითომ ''დემოკრატიული და ლიბერალური'' მოძრაობების ლიდერთაგან ერთადერთი რომელმაც გამიგო და რომეთანაც საერთო ენა გამოვნახე და რომელსაც ჩემზე არანაკლებ რადიკალური ნაბიჯები აქვს დაგეგმილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
  4. ვერანაირად ვერ დასვამს კრემლი თბილისში რუსულ ადმინისტრაციას. თუ მოხდება რუსული არმიის ხელახალი შემოჭრა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის აქეთ ( თუმცა ეს თუ არ მოხდება ცოტა ძალას მოვიკრებთ და აქეთ შევალთ ჯერ სამაჩაბლოში და მერე აფხაზეთში ) იმედია სააკაშვილს ეყოფა ჭკუა და ქვეყნის ხელმძღვანელობას და უმაღლეს სამხედრო ხელისუფლებას გადააბარებს გენერალიტეტს და გაერთიანებულ შტაბს და თავად რიგით მებრძოლად ჩაეწერება მოხალისეებში. ეს ნაბიჯი მისი მხრიდან იქნება მისი დანაშაულებრივი მმართველობის და ცოდვების გამოსყიდვა სამშობლოს და ერის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანებული შტაბის და სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელობა სააკაშვილს და ნაბოზარ ახალაიას გადატრიალების გზით ჩამოაშორებს ქვეყნის და სამხედრო ძალების უმაღლეს ხელმღძვანელობას და თავად აიღებს წინააღმდეგობის ხაზის წარმართვის სადავეებს. ამ შემთხვევაში რუსებს ავღანეთის ავადმოსაგონარი ომი მოენატრებათ. მით უმეტეს რომ ამერიკის კონგრესი და სენატი სერიოზლუად განიხილავს საქართველოსთვის ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის მიწოდების ვარიანტს, რომლებიც ნაფოტებად აქცევს რუსულ ხრუშჩოვის დროინდელ ავიაგამანადგურებლებს და დაჟანგებულ ბერიას დროინდელ რაკეტებს. თუ მოხდება ომის სწორად დაგეგმვა ათი იბერიელი ისე არ მოკვდება რომ ათასი რუს მონღოლი და ვარიაგი წინ არ გაიძღოლოს. ქართული მიწა რუსი სალდაფონების საზარელ განსასვენებლად იქცევა. ვის უნდა ველაპარაკო და რაზე უნდა ველაპარაკო ? ჯერ გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ბოლო კაცამდე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და გადათქვას აღიარება და მერე იფიქრონ პოლიტიკოსებმა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასა და დიალოგზე. ეს თანაბრად ეხება ხელისუფლებას და ოპოზიციას. ჩემთვის დღესვე რომ გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ბოლო კაცამდე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და გადათქვას აღიარება, მაინც მიუღებელია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ლაპარაკი სანამ რუსეთი არ მოახდენს ჩრდილო კავკასიის დეოკუპაციას და არ აღიარებს ჩრდილოკავკასური რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. მაგრამ ეს პირადად ჩემი აზროვნების და ამქვეყნიური დანიშნულების ქვაკუთხედია, მაგრამ საქართველოს სრული დეოკუპაციის შემთხვევაში პოლიტიკოსთა მხრიდან კაპიტულიაციად აღარ ჩაითვლება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ფიქრი, მაგრამ იმპერია ორი საუკუნის განმავლობაში ხან შენს დამოუკიდებლობას და ხან ტერიტორიულ მთლიანობას ებრძოდეს და კიდევ აქეთ საკუთარ თუნდაც უვარგის და ტირან ხელისუფლებას ადანაშაულებდე ურთიერთობა გაგვიფუჭა რუსეთთანო და ამბობდე ომი ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყოო ( საკუთარ ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოსთან !.. ) მაგას უკვე აღარ ვიცი რა ქვია. თუმცა დღესვე რომ გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ბოლო კაცამდე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და გადათქვას აღიარება, მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მაინც სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული დავრჩები რუსეთის იმპერიასთან სანამ ჩრდილო კავკასიიდან და შავი ზღვის აუზიდან გელენჯიკის ჩათვლით არ გაიყვანს ჯარს ( გელენჯიკი კოლხეთის საზღვარი იყო და მომავალში აუცილებლად იქნება საქართველოს დასავლეთი საზღვარი ) და სანამ არ აღიარებს ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.
  5. აი ეს გადმოვაკოპირე მაგ კაცის ინტერვიუდან : ''– საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, როგორ შეაფასებთ სააკაშვილის „ერთიანი კავკასიური სახლის“ შექმნის იდეას? – ჩვენ გვინდა თუ არა, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი. თუ მეზობელთან ჩხუბი მოგივა, ნორმალური, დალაგებული ადამიანი ყველანაირად ეცდება, ეს ჩხუბი მეტად არ გააღვივოს და პირიქით, მეზობლებს შორის მომხდარი დავა რაღაცნაირად მოაწესრიგოს. მაგრამ სააკაშვილი ასე არ იქცევა. ჩრდილოკავკასიელები დღეს რუსეთის ფედერაციის ნაწილია. მაშინ გამოვიდეს სააკაშვილი და აღიაროს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. ცოტა გაუგებარია, რუსეთის სახელმწიფოს ედავები და რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქეებს აძლევ თავისუფლად საქართველოში შემოსვლის უფლებას?! რუსეთის გაწევრებაზე „ერთიან კავკასიურ სახლში“ უარს ამბობ და მის ფედერაციაში შემავალ ქვეყნებს ეპატიჟები?! ანუ ციმბირელ რუსს არ აქვს საზღვრის გადაკვეთის უფლება, მაგრამ რუსეთის ფედერაციის წევრ ჩეჩენს კი?! ეს ჩემთვის არის აბსურდი. ის მდგომარეობა, რაშიც ჩვენ ახლა ვართ, სწორედ სააკაშვილის სიგიჟეების ბრალია. ამის გაგრძელება ყოვლად დაუშვებელია, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩეჩნებს ჯერჯერობით არ მოუხდია საქართველოსთვის ბოდიში, აფხაზეთში ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთი რომ ითამაშეს. ვერ გავიგე, სააკაშვილს რა მიზანი ამოძრავებს. რუსეთს რამეს დააკლებს თუ რა? რუსეთთან საქართველომ უნდა დაამყაროს ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა, როგორ ურთიერთობასაც ამყარებენ პარტნიორები. მაგრამ ამისთვის ჯერ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოდ და წარსდგეს მსოფლიოს წინაშე, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა. როდესაც სახელმწიფო არ ხარ, არც არავინ გექცევა ღირსეულად. სააკაშვილმა რაც დაიმსახურა, ის მიიღო 2008 წლის აგვისტოში. ყველას გახსოვთ, ალბათ, მისი განცხადებები, „ერთ საათში ცხინვალში ვიქნებით“, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო. ეს ომი არის სააკაშვილის სინდისზე. ჩვენი ბრალი კი ის არის, რომ სააკაშვილს ეს ომი ვაპატიეთ. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, დაიწყონ მზადება იმ უზარმაზარი მოძრაობისთვის, რომელიც უნდა დამთავრდეს ჩვენი გამარჯვებით. ან უნდა გადავაყენოთ ეს ხელისუფლება, ან უნდა გადავბრუნდეთ და მოვკვდეთ. სხვა გზა არ არსებობს.'' ამ სიტყვებიდან გამომდინარე ვაცხადებ რომ ეგ კაცი არის ქრონიკული რუსეთუმე და მიუღებელია ჩემთვის მისი და ნებისმიერი რუსეთუმეს და კავკასიური ერთობის მოწინააღმდეგის ხელისუფლებაში მოსვლა. ხელისუფლების მხარდაჭერას მე ვერც ერთი ნამუსიანი ადამიანი ვერ დამწამებს, მაგრამ მე და რუსეთუმეები აბსოლიტურად განსხვავებული პოზიციებიდან ვართ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგენი. ამ ინტერვიუდან გამომდინარე ვაცხადებ რომ ეგ კაცი არის ქრონიკული რუსეთუმე და მიუღებელია ჩემთვის მისი და ნებისმიერი რუსეთუმეს და კავკასიური ერთობის მოწინააღმდეგის ხელისუფლებაში მოსვლა.
  6. მეც ძველი დროშა მერჩივნა და მინდა ძველი დროშის დაბრუნება, მაგრამ ეხლა რა დროს ამაზე ლაპარაკია. ნეტა ეს ''პარტიული დროშა'' აფრიალებულიყო ცხინვალის თავზე 2008 წელს... გილოცავთ მოგებას. სულ ასე გამარჯვებებით გვევლოს
  7. თუ მართლა ლიბერალი და თავზეხელაღებული ინდივიდუალისტია ბურჭულაძე და მაგისი ვიტომ ლიბერალი საძმაკაცო გამოსულიყვნენ და ეთქვათ პრეზიდენტს ვინ ქინძავს მე სად რას ვიტყვიო. რატომ ვერ გაბედეს ??? ილია მეორის ლანძღვაში არიან მარტო ვაჟკაცები და სარგებლობენ ქრისტეანული მიმტევებლობით. გაფარჩაკდნენ სააკაშვილის ერთ წარბის აწევაზე ? ეგეც მაგათი ლიბერალობა. ლიბერალები დღევანდელ საქართველოში არიან ირაკლი კაკაბაძე, დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი. არც ერთს არ ვიცნობ მაგრამ მართლა ვაჟკაცი ბიჭები არიან ამ გაურკვევეი არსებებისგან განსხვავებით
  8. მე აფსუებთან საომარი არაფერი მაქვს. მეცოდება ეგ ხალხი. გულით მინდა არ გადაშენდეს მათი მოდგმა, ენა, კულტურა, ადათ წესები. მე რუსებთან მაქვს საომარი და ვიომებ კიდეც, როცა ეროვნული ხელისუფლება მოვა და ქუდზე კაცს გაიწვევს საომრად და არა ისე ამათმა სამ დღესი კაპიტულიაცია რომ გამოაცხადეს
  9. რა არის აქ გაუგებარი, კრემლის აგენტი ალასანია ასრულებს კრემლისვე დაკვეთას კრემლის მართული ხელისუფლების ასევე კრემლისგან მართული ფსევდორადიკალური ოპოზიციისგან ვითომ დასაცავად. ხელისუფლებაც, ალასანიაც და ეს ვითომ ამბოხების მომხრე ფსევდორადიკაური ოპოზიციაც იმართებიან კრემლიდან დარიგებული განსხვავებული როლებით. მიზანი - ქვეყნის პოლიტიკური პროცესები მართონ კრემლის მარიონეტებმა, ხოლო ის თუ რომელი მარიონეტი მოირგებს ხელისუფლების როლს და რომელი ოპოზიციის ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე. კრემლის მთავარი მიზანია ხელისუფლებაში არ მოვიდნენ ნაციონალისტური, ანტირუსული ძალები და ოპოზიციის ნიშა შეავსოს ამ კრემლის მარიონეტმა ოპოზიციამ. ხელისუფლება, ალასანია, თარგამაძე, მემარჯვენეები, ოქრუაშვილ გაჩეჩილაძე, სუბარი, კიწმარიშვილი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ძიძიგური კუკავა დავითაშვილი, ნათელაშვილი იმართებიან კრემლიდან !
  10. ისე ნუ წაიყვანთ ამ თემას თითქოს რასიზმს ან ნაციზმს ვემხრობოდე. მე ქართველი ნაციონალისტი ვარ და მიუღებელია ჩემთვის როგორც ნაციზმი ისე რასიზმი და შოვინიზმი
  11. ტყუილად გაუხარდებათ კრემლის ფინიებს იაპონიის ტრაგედია. იაპონია მიჩვეულია მსგავს ბუნებრივ მოვლენებს. ეგ კი არა ორი ატომური ბომბის ჩაგდება გადაიტანა იაპონიამ. მამაცი იაპონელი ერი კავკასიელებთან ერთად გახდება რუსეთის იმპერიის მესაფლავე
  12. მოვლენ ისევ ამერიკელი რესპუბლიკელები ამერიკის ხელისუფლებაში და მოვა რუსეთის იმპერიის დედის ხვნის დღე. ეხლა მთავარა ჩვენ შევცვალოთ ეს ხელისუფლება ისე რომ რუსული ძალები არ მოვიყვანოთ ხელისუფლებაში და ეროვნულმა ძალებმა აიღონ ხელში სადავეები
  13. გელას და სულთანის სიმღერა ელგუჯა უძილაურის ლექსზე არხოტის ცასავით http://www.youtube.com/watch?v=uaaBXKjlTlM
  14. ესეც ქისტი სახალხო მომღერალი და მაგარი პიროვნება სულთან ბორჩაშვილი, სიმღერა სამას არაგველზე სულთანი სიმღერა იჩქერია სულთან ბორჩაშვილი და გელა დაიაური რა დროის ამ გამეძავებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე საუბარია, გადმოდით ამ თემაში. ისვე გელა და სულთანი, თუშის ქალაის სიტურფემ ხევსურეთიდან ამყარაააა
  15. სონეტი შამილს მე მესმის, გმირო, მთების მხრიდან შენი ძახილი. ექოდ დაჰყვება ეგ ხმაური კავკასის ქედებს. ლეკურებივით წამოჰკრეფავ ხალხის იმედებს და აიწვდები ავარიის ბასრი მახვილი!.. ვფიცავ ჩემს ქრისტეს, რაც თვალები მეც ავახილე, რაც ვიყმაწვილე, რაც ვჭაბუკობ, რაცა ვბერდები, თუმცა მკვდარი ხარ, ღუნიბივით მეიმედები და არაერთხელ მეც უცნაურ აზრს ამახირებ!.. ვიტყვი: განგებავ, თუ სიკვდილის ცელს დამაღირებ, ვიცი, შენ ჩემი პოვნა სულ არ გაგიძნელდება, რადგან შამილის ცრემლით ჩემი მზერაც სველდება, გამიშვი, კლდეებს მეც ამოვდებ რკინის აღვირებს, მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა, ოღონდ არ ჩამყვეს სამარეში ჯავრი მოსკალთა!.. ილტოსპირელი
×
×
  • შექმენი...