Jump to content
Planeta.Ge

გლობალიზაცია


Recommended Posts

მგონი ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იციან :D გლობალიზაციას უამრავი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. შეგვიძლია მხოლოდ დადებითი გამოვიყენოთ და ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუმც რეალობა სხვანაირია...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გლობალიზაცია რასთან მიმართებაში?

ყველაფერთან მიმართებაში რაც გულისხმობს ყოველი ნაციის ერთმანეთთან გაიგივებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ კოსმოპოლიტიზმი და ანტინაციონალისტურია რომელიც საქართველოს გადააშენებს და მთლიანად გააქრობს...

მსონები ილტვიან მსოფლიო სახელწიფოს შექმნისკენ.

ერთიან მსოფლიოში უნდა ცხოვრობდეს ერთნაირი ხალხი ერთი რწმენით...

 

დადებით მხარეებზე აქ ლაპარაკი არც კი შეიძლება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ კოსმოპოლიტიზმი და ანტინაციონალისტურია რომელიც საქართველოს გადააშენებს და მთლიანად გააქრობს...

მსონები ილტვიან მსოფლიო სახელწიფოს შექმნისკენ.

ერთიან მსოფლიოში უნდა ცხოვრობდეს ერთნაირი ხალხი ერთი რწმენით...

 

დადებით მხარეებზე აქ ლაპარაკი არც კი შეიძლება!

 

 

ნწ ნწ ნწ ნწ გაჭედავ შენ ეგრე მალე რეეებზე ფიქრობ ვახ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნწ ნწ ნწ ნწ გაჭედავ შენ ეგრე მალე რეეებზე ფიქრობ ვახ :)

რეებზე ვფიქრობ რამეს ვამბობ არასწორს?

და გავჭედავ თუ გავთხრი არაა ეგ შენი საქმე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მივესალმები გლობალიაზაციას, მარა ეგეთი ტემპებით თუ გაგრძელდა ბოლოს ყველა წვრილთვალებიანი დარჩება ამ პლანეტაზე...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნწ ნწ ნწ ნწ გაჭედავ შენ ეგრე მალე რეეებზე ფიქრობ ვახ :))

არ ჭედავს მინიმუმ მაგ პონტში ნაღდად, არი ეგეთი აზრები გავრცელებული და უკვე კაი ხანია ეგ მესმის ხალხიდანაც და ზოგ გადაცემებშიც მომისმენია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
მსონები ილტვიან მსოფლიო სახელწიფოს შექმნისკენ.

:)

 

 

რა დადებითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მაგალითად? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

რა დადებითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს მაგალითად? :))

არ აქვს დადებითი მხარე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გლობალიზაცია ცოტა დიდი მცნებაა მაგრამ ჩემი აზრით მას უფრო მეტი ნაკლი აქვს ვიდრე დადებითი. მეტიც მას დადებითი არაფერი არა აქვს!!!

ყველა ერის ერთ ერად გაერთიანება საშინელებაა. ერთი რელიგია ეს ხომ საერთოდ წარმოუნგენელია!!!

გლობალიზაცია არ არის ის რომ ტელევიზორში სულ სლენგებია "კლიშე" "ნო ჰაუ გავნერგეთ"

ადამიანები რომ ლაპარაკობენ ერთმანეთში მაგას თAვი დავანებოთ მაგრამ ეს ყველაფერი ტელევიზორიდან რომ გესმის...

 

აი ამ მხრივ გლობალიზაციას ყველაზე მეტად ირანი ეწინააღმდეგება.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმად ინეჯადმა აკრძალა ტელევიზორში უცხო სიტყვების გამოყენება და ჯარიმებიც გააწესა.

 

ჩემი აზრით ირანი დღეს ყველაზე მეტად იცავს ტრადიციებს სხვა ქვეყნებთან შედარებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

გლობალიზაცია? კიდევ ერთი კარგად შენიღბული ყალბი პოლიტიკური ჩანაფიქრი...

მე ახლა დავკონკრეტდები და სრულად მოგახსენებთ ჩემ აზრს.

განვიხილოთ გლობალიზაციის დადებითი მხარე... არსებობს ე.წ. გლობალური პრობლემები. მაგ: ოზონის ხვრელი, გლობალური დათბობის საშიშროება... ამ შემთხვევაში მე მივესალმები ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამ პრობლემების მიმართ აღმართავენ ფართომასშტაბიან ბარიკადს, რომლის შემადგენლობაში მთელი მსოფლიოს ხალხები შევლენ და ერთად იფიქრებს მსოფლიო ამ პრობლემების გადაწყვეტაზე... რთულია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი უნდა მოგვარდეს.

ახლა კი გლობალიზაციის იმ მტკივნეულ უარყოფით თვისებებზე ვისაუბროთ, რომელიც რბილად, რომ ვთქვათ ერთი დარტყმით ნაფლეთებად აქცევს სამყაროს მთავარ პრინციპებს, შეხედულებებს, იდეოლოგიას, სარწმუნოებას.

გლობალიზაციის იდეოლოგიის მქადაგებლებს, ნეტავ არ გასჩენიათ კითხვა, როგორ შეუძლიათ იცხოვრონ ერთმანეთის მხარდამხარ ქრისტიანებს, მუსულმანებს, ბუდისტებს?!

ავიღოთ ძალიან მარტივი მაგალითი. კონკრეტულად 1 სახელმწიფოს მართვაც კი, რამდენადაც პატარა არ უნდა იყოს იგი მოსახლეობით, ტერიტორიით და ა.შ. ურთულესია. და რომელ ადამიანს შესწევს ძალა და ზეუდიდესი ენერგია იმისა, რომ მართოს ქვეყნიერება?!

ალექსანდრე მაკედონელი იყო მსგავსი იდეით შეპყრობილი... საბოლოო ჯამში რა მივიღეთ? ამ მხედართმთავარის სიკვდილის შემდეგ, ცეცხლში ფერფლად იქცა მის მიერ შექმნილი იმპერია! სანაცვლოდ ისტორიას ის შემოუნახა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა, განდიდების მანიით შეპყრობილმა საკუთარი დიდი სურვილების, ამბიციების გამო, ფეხქვეშ გათელოს უამრავი ადამიანის აზრი, სიცოცხლე და პოლიტიკურ ნაჭუჭში მოაქციოს სამყარო...

გლობალიზაციის პოლიტიკურ მქადაგებლებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს შევახსენებ... არ არსებობს გენიალური ადამიანი, არსებობს გენიალური იდეა. მათი იდეა, არათუ გენიალური, არამედ იაფფასიანი, უაზროდ დაგეგმილი მოძღვრებაა და მათი იდეისთვის არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ იდეის რეალიზაციას! ანუ ვერცერთ შემთხვევაში ვერ იარსებებს ადამიანი, რომელსაც შესწევს იმდენი ძალა, რომ კეთილგონიერად მართოს ქვეყნიერება!

და ყველაზე საშინელი მხარე... ცნობილია, რომ ანტიქრისტე საკუთარ მოღვაწეობას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლით დაიწყებს და გახდება მსოფლიო ლიდერი... ანუ მე ვსვავ ერთ მარტივ კითხვას... ნუთუ გლობალიზაციის იდეა გაუღებს ჭიშკარს ანტიქრისტეს? და ნუთუ გლობალიზაცია მოვლენილი სამყაროში, აპოკალიფსური ნიშანია?! რა თქმა უნდა!!!

მე ვგმობ გლობალიზაციას... თუმცა არა ყველა ასპექტში... :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მასონები - თავისუფალი ქვის მთლელები...

 

იდეოლოგია - მსოფლიოს გაერთიანება...

 

ეროვნულობის მოსპობა, ტრადიციების დაკარგვა, ათასი ჯიშის და რჯულის სექტები, მსოფლიო ფული, ერთი მეფე (ანუ ანტიქრისტე), სოლომონის ტაძრის შენება არის მათი ერთ ერთი მავარი მიზანი, რომ ის უხსენებელი დასვან. ჩიპი 666. სწორედ მაგიტომ შეიჭრნენ ერაყში. 11 სექტემბრის ტერაქტიც თვითონ მოაწყვეს.

გლობალიზაციამ იგივე "თავისუფალმა ქვის მთლელებმა" ეკუმენისტური მოძრაობა მოიტანეს. თურმე მართმადიდებელმა და სატანისტმა ერთად უნდა ილოცონ.

ერთად ერთი ქვეყანაა საქართველოა რომელიც გამოვიდა ეკუმენისტური საბჭოდან 1997 წელს. კინაღამ ჩვენი პატრიარქი შეიწირეს.

ვერავინ ვერ გაბედა ამ საზიზღარი საბჭოდან გამოსვლა.

 

გლობალიზაცია - მსოფლიო ბატონობა, ერთი მეფე, ერთი ფული, ერთი იდეა... არანაირი ტრადიცია და ეროვნულობა. ერთი ყველასათვის ყველა ერთისათვის!!! "შენიღბული სატანიზმი".

 

http://hard.caucasus.net/images/mq6xlxxx23v74br0fsu3.jpg

 

პირადად მე ვგმობ გლობალიზაციას.

 

ნატოსაც რომელიც მისი პირმშოა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გლობალიზაციას გააჩნია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც...

მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია გამოვყოთ რო ეს არის გარდაუვალი მოვლენა, 21-ე საუკუნის მოვლენაა რომელიც გვინდა თუ არ გვინდა მაინც მოხდება და უნდა მოხდეს...

მართალია ამასთან აშკარად კოლიზიაში მოდის ჩვენი ძირძველი ქართული კულტურა, ჩვენი ადათები, ტრადიციები, რომლებსაც გლობალიზაციის გაფართოებისა და მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში (რაც ჩემი აზრით გარდაუვალია და ეს არ არის ხმამაღალი განცხადება) ემუქრება დარღვევა და მნიშვნელოვნად მოსპოპაც კი...

ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ და ისე უნდა მივუსადაგოთ ჩვენი კულტურა და ტრადიციები გლობალიზაციის მოზღვავებულ ტალღას რო არც ჩვენი მეობა დავკარგოთ და არც სახელი მსოფლიოში (თითქოს გლობალიზაციის საყოველთაო გარდაუვალობას გვერდი ავუარეთ).

ჩვენ თუ ვართ დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო და თუ ჩვენ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და საერთაშორისო უნარის მქონე სახელმწიფო და თუ ჩვენ მივდივართ იმ გზით რა გზაც გაიარა ნებისმიერმა განვითარებულმა სახელმწიფომ გლობალიზაციაც გარდაუვალი იქნება ჩვენთვის...

ეს არ არის არც შეერთებული შტატების მოგონილი და არც რომელიმე ქვეყნის... ეს მოიტანა დრომ...

გლობალიზაცია დროის პრობლემაა...

ჩვენ თუ მას ყოველმხრივ გვერდს ავუვლით და უარს ვიტყვით, მასზე ისე რომ ამაზე სერიოზელად არც დავფიქრდებით ეს კარგს არაფერს მოგვიტანს...

დავემსგავსებით ბევრ ისეთ სახელმწიფოს რომლის მომავალიც სართაშორისო ასპარეზზე ეჭვქვეშ დგას... (მათ ჩამოთვლას აღარ დავიწყებ უბრალოდ საკმარისია მაგალითად მოვიყვანოთ ირანი, სადაც დღესაც სასამართლო ხელისუფლებაში და არა მარტო სათავეში არიან სასულიერო პირები და შეიძლება ითქვას სასულიერო კანონებით მართავენ ქვეყანას, მე იმას არ ვამბობ რო რელიგია უარსაყოფია, პირიქიტ რელიგია ის უდიდესი მონაპოვარი რომლითაც ჩვენ დღევანდლამდე მოვაღწიეთ და კიდე ესე გავძლებთ მრავალი ათასი წლის განმავლობაში, უბრალოდ მე იმას ვამბობ რო მსოფლიოში დამკვიდრებულ საყოველთაო ატმოსფეროს და გარემოს უნდა მოერგო, თუმცა კორექტივებიც უნდა შეიტანო მასში შენი ქვეყნისა და ერის სასარგებლოდ)...

 

ეს ისე ერთი ორი სიტყვა მინდოდა მეთქვა გლობალიზაციის შესახებ... ამაზე დებატებიც გვქონდა იურისტებს მაშინ მომიწია გლობალიზაციის უარყოფა არადა არგუმენტები მის გასამტკიცებლად უფრო მეტია, მაგრამ საბედნიეროდ გავიმარჯვე... :D

 

ლუკიანე მალადეც შენი აზრი მომეწონა, განსხვავებულია მაგრამ კარგია (ცოტა დასაბუთება და არგუმენტირება ჭირდება) შენ უბრალოდ ახდენ ტერმინების შენებურ დეფინიცირებას, რაზეც სხვას(მესამე პირს) აუცილებლად განსხვავებული აზრი ექნება... იმაში ვერ დაგეთანხმები რო გლობალიზაცია ასეთი საშინელია და "შენიღბული სატანიზმია"... სხვა მხრივ გეტყვი რო შენგან შეიძლება მშვენიერი იურისტი ან პოლიტოლოგი გახდეს... მართლა, თუ რამე აქ ვარ... :user: მე თუ რამე შემიძლია ყველაფერში დაგეხმარები... :yes2: :rolleyes:

 

ვისაც უნდა დალიოს კოლა (გლობალიზაციის ნაშიერი) და ვისაც უნდა დალიოს ნატახატრის ლიმონათი... ვისაც უნდა ჭამოს ჰამბურგერი და ვისაც უნდა მწვადი და ხინკალი...

ჩვენ მთავარია ქართველობა არ დავკარგოთ...

 

როგორც ვხედავ დაჩაგრული ვარ აქ, რადგან ჩემს აზრზე არავინ დგას... :unsure: :mellow: :mad:

მაგრამ რა ვქნა ეს ჩემი აზრია თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ მე 100%-იანი გლობალიზაციის მომხრე არ ვარ... და არასოდეს ვიქნები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...