Jump to content
Planeta.Ge

ქართველი ერის მტერი ხორბალი :mad:


Recommended Posts

ძნელია იმ ადამიანს დაანახო სინამდვილე, რომელსაც სიმართლის დანახვა არ უნდა.

ამაში ას პროცენტიანი ხარ...

 

გეუბნები რომ მაგ სიმინდის თესლი არ არის გენომოდიფიცირებული... ეს არის იმ სიმინდების ტექნიკური დასახელება რაც აქ შემოაქვთ ხოდა შეამოწმე სადაც გინდა

 

PR38R92

PR35P12

PR35F38

PR32B10

 

და ისე ზოგადად რომ ვილაპარაკოთ მაგ გენომოდიფიცირებულ პროდუქციაზე მეცნიერებს საბოლოო დასკვნა არააქვთ გამოტანილი ანუ დაზუსტებით არ იციან მაგი ცუდია თუ არა თუმცა პოტენციურად შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს და სხვა თაობებს გადაეცეს ანუ გენში გამჟღავნდეს ეგ ამიტომაცაა აკრძალული ევროპაში და მათ შორის ამერიკაშიც არვიცი საიდან მოიტანე რომ ნახევარი ამერიკა მაგითაა დაავადებული ისე მთელი აფრიკა კი იზრდებ გენომოდიფიცირებულ პროდუქციაზე

 

სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოსცდი მაგ მოწამლული საკვების შედეგს, ალბათ პირველ ჩვენებას მიაწვები?!

აი მოიყვანონ სიმინდი და მერე დიდი სიამუვნებით ვიყიდი კიდეც და შევჭამ კიდეც და პირველ ჩვენებასაც მივაწვები კიდეც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაში ას პროცენტიანი ხარ...

გეუბნები რომ მაგ სიმინდის თესლი არ არის გენომოდიფიცირებული... ეს არის იმ სიმინდების ტექნიკური დასახელება რაც აქ შემოაქვთ ხოდა შეამოწმე სადაც გინდა

PR38R92

PR35P12

PR35F38

PR32B10

და ისე ზოგადად რომ ვილაპარაკოთ მაგ გენომოდიფიცირებულ პროდუქციაზე მეცნიერებს საბოლოო დასკვნა არააქვთ გამოტანილი ანუ დაზუსტებით არ იციან მაგი ცუდია თუ არა თუმცა პოტენციურად შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს და სხვა თაობებს გადაეცეს ანუ გენში გამჟღავნდეს ეგ ამიტომაცაა აკრძალული ევროპაში და მათ შორის ამერიკაშიც არვიცი საიდან მოიტანე რომ ნახევარი ამერიკა მაგითაა დაავადებული ისე მთელი აფრიკა კი იზრდებ გენომოდიფიცირებულ პროდუქციაზე

აი მოიყვანონ სიმინდი და მერე დიდი სიამუვნებით ვიყიდი კიდეც და შევჭამ კიდეც და პირველ ჩვენებასაც მივაწვები კიდეც

07-03-2011

http://lh5.ggpht.com/_op7itEURYeY/TJyRtjiSaJI/AAAAAAAAClc/U4rAOdXab9s/media_1285329003866.pngყოველივე უცხო - კარგი ნამდვილად არ არის!

რას მოგვიტანს ხელოვნურად შეჯვარებული მცენარეების საყოველთაო გაშენება?

 

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა სააკაშვილის მიერ წარმოთქმული ერთი მეტად საგულისხმო წინადადება, რომ მოსავლიანობის ხარისხისა და რაოდენობის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო აპირებს ამერიკული სიმინდისა და ხორბლის თესლის შემოტანას და ქართველ გლეხებში გავრცელებას. ამერიკული სათესლე ხორბლის საქართველოში მასიური შემოტანა, ერთი შეხედვით კარგი აზრი უნდა იყოს, მაგრამ თუკი ეს განხორციელდება, უარი უნდა ვთქვათ ძირძველ ქართულ ჯიშებზე, რომელთა ხარისხიანობა ეჭვს არასოდეს იწვევდა და სხვა თუ არაფერი, ქართული სოფლის მეურნეობა, საუკუნეების მანძილზე, სწორედ ადგილობრივი ჯიშის ხორბლით იყო წელგამართული. მეტად სავალალოა, რომ განსაკუთრებული ქართული ჯიშები სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ; ხოლო საქართველოში საცდელი ხორბალი და პურის ფქვილი, რომელიც მოხმარებულის 91% შეადგენს, იმდენად დაბალი ხარისხისაა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც ჩანს, საშიშრება უფრო მეტად დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მცოდნე, ბატონ დავით ასათიანს, რომელიც აღნიშნავს, რომ თუკი სააკაშვილის წამოწყებამ ფრთები შეისხა, ეს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს.

დავით ასათიანი:

“მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყანა საქართველო, როგორც ვაზისა და ღვინის, ისე ხორბლის ერთ-ერთ სამშობლოდ მოიაზრება. ამას ადასტურებს საქართველოში არსებული მრავალი ვაზისა თუ ხორბლის ადგილობრივი ჯიშების არსებობა. და მაინც, რატომ არის ქართული ჯიშები უმჯობესი?

– ესენი მხოლოდ მცენარეები არ არის. მათ უდაოდ ძალზედ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენი ერის დღევანდელ დღემდე მოღწევაში, წარმოადგენენ ქართული სიმდიდრის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ნაწილს. ქართული ჯიშების ეს არ იყო არც ერთი და არც ორი წლისა და თუ გნებავთ ათწლეულის საქმე, მათ შექმნასა და გამოყვანას ქართველმა კაცმა ათეული და ასეული წლები მოანდომა, რომელი დროც ქართული სიმდიდრის შექმნისა და ჩამოყალიბების გვერდით მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშების სახით საქმე გვაქვს არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო საგანძურთან. მხოლოდ საქართველოში ხომ არ დგას ეს თავსატეხი?

რამდენადაც ცნობილია, სხვა ქვეყნებშიც არის მაღალხარისიანი ადგილობრივი ჯიშები... – სულაც არ გვინდა ჩრდილი მივაყენოთ სხვა ქვეყნის საგანძურს, მაგრამ რას ნიშნავს ის, როდესაც ძალიან ბევრი, ხორბლის ახალი ჯიშების გამოსაყვანად “საფუძვლად” გამოიყენება სწორედ ქართული ჯიშები?

ამა თუ იმ ერის საგანძურს ბევრ სხვასთან ერთად განაპირობებს ასევე მისი ბუნების მრავალფეროვნებაც. თუკი შესაძლოა რიგი ქვეყნების ბუნების სიმდიდრედ უდაბნოს ქვიშა, კაქტუსები და მორიელები ჩაითვალოს, მაშინ რაღა ითქმის ქართულ ბუნებაზე, სადაც ველური ბუნების პარალელურად ქართველმა კაცმა გამოიყვანა მცენარეთა ისეთი ჯიშები, შერჩევის გზით, რომლებიც არათუ მხარისა არამედ ხშირ შემთხვევაში სოფლებისა ან სოფლებში უბნებისა თუ ფერდების სახელს ატარებენ?

ანუ, ადრე საქართველოში მემცანარეობა მაღალ საფეხურზე იყო განვითარებული და უფრო მეტიც – საკუთრივ ჩვენი ჯიშები გვქონდა?

– რა თქმა უნდა...

ყოველოვე უდაოდ სოფლის მეურნეობის ამ დარგების მაღალ დონეზე და განვითარებაზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ სიმინდი ჩვენს ქვეყანაშიც ამერიკიდან შემოვიდა,

შეჯვარებული ("ჰიბრიდული") ჯიშის სიმინდი ისეთივე უბედურებას გამოიწვევს, როგორც შეჯვარებული ხორბალი. სამწუხაროდ საქართველოში ყოველ დროში არსებობდნენ და დღევანდელ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არათუ სათანადოდ ვერ აფასებენ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს თავიანთი ჭკუის მოკლეისობის გამო, არამედ ყოველივე ქართულის წინააღმდეგნიც კი არიან. ვერ ვხვდები რამ დაუბინდა ამ ხალხს გონება, როდესაც მათ ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინება მხოლოდ უცხოეთიდან ვაზის, სიმინდის ხეხილისა და ხორბლის ჯიშების შემოტანაში მიაჩნიათ?

მაშინ როდესაც თავად უცხოელები, როგორც ზემოთ ითქვა ჩვენს, ქართულ ვაზისა თუ ხორბლის ჯიშებს იპარავენ კიდეც და მცირედი სახესხვაობის შემდეგ თავისად ასაღებენ.

საქართველოს ნაც-მთავრობა ქართული დვრიტის საგანძურის ("გენოფონდის") გადარჩენის მაგივრად, მის განადგურებას და მოსპობას ცდილობს!!!“

არავინ დავობს, რომ ამერიკული და ევროპული მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა თუ თანამედროვე ცოდნა-წესები, მართლაც რომ უმაღლესი დონისაა და ასეთ საკითხებში უდავოდ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, მაგრამ იმედია ერთხელ და სამუდამოდ იმასაც მივხვდებით, რომ ყოველივე უცხო - საუცხოო ნამდვილად არ არის!

 

ლევან სეფისკვერაძე

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშამ მოიწია შხამიანი ხორბლის მოსავალი :TAT:

მთავარია ხალხი ხომ აღშფოთებულია..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაჩი

ხო ნუ მანდ ლაპარაკია იმაზე რომ თუ აბსოლიტურად ყველა ამერიკულ ჯიშს დათესავს და ქართულს აღარ მოუვლიან მაშინ ქართული ხორბალი გადაგვარდებაო... აქ ვერაფერს ვიტყვი იმიტომ რომ მაგ გადაგვარების სფეროებში არ ვარ ჩახედული

 

 

მოკლედ მთელი ოპოზიცია გაიძახის ასფალტი ვჭამოთო? ხოდა ახლა ითესება ხორბალი რომელიც უნდა ჭამონ და ასფალტს თავი დაანებონ ამიტომ ქართული ჯიშები უნდა იყოს დაცული თუმცა ამავდროულად მაღალპროდუქტიული ახალი ჯიშებიც უნდა დაითესოს რომ იმპორტზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები :)

 

 

ისე არა მხოლოდ ჯიშები შემოიტანეს არამედ ახალი კომბაინებიცაა შემოსული რომელთა დანაკარგი დაახლოებით 3 პროცენტია ხოლო ძველ კომბაინებს 20 პროცენტიანი დანაკარგი ქონდათ...

Edited by fashisti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

ხო მართლა 12-14 ტონა მოსავალი თუ მოდის ქართული ჯიშებით რატომ მალავენ მაგ ჯიშებს?

აბა ეგა თქვი.შეიძლება მართლაც იყო გამოყვანილი ეგეთი ქართული ჰიბრიდები,მაგრამ მაგას მაგარი მოვლა,შენახვა და კვლავწარმოება უნდა.ის სირი მწვანე გაჩეჩილაძე რაღაც სისულელეებს ბოდიალობს ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლაც გადავრეკე მამაჩემთან სოფელში და მეუბნება ჩვენებური სიმინდი ჰექტარზე მოდისო 7-8 ტონაო ნორმალური აგროტექნიკის პირობებშიო. თანაც ავუხსენი რატომაც მაინტერესებდა და მითხრა:-რომ ამერიკული სიმინდი ითესება ახლო-ახლო და ამითაცაა განპირობებული მისი მაღალმოსავლიანობაო.

ჩვენს სიმინდს თი ისეთივე ტექნოლოგიით დავთესავთ და სასუქს ბევრს მივცემთ მაშინ ჩვენიც მოგვცემსო მაგდენ მოსავალსო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ნახევარი ჰექტარი საყანე მიწა და იქ ყოველ წელს 4 ტონას იღებს მამაჩემი ოჯახისთვის სამყოფს. საუბარია ენგურის სანაპიროზე ნოყიერ მიწებზე

სხვაგან რა ხდება ნამდვილად არ ვიცი, მითუმეტეს აღმოსავლეთ საქართველოში გვალვების პირობებში ალბათ მოსავალიც ნაკლებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ეხლაც გადავრეკე მამაჩემთან სოფელში და მეუბნება ჩვენებური სიმინდი ჰექტარზე მოდისო 7-8 ტონაო

სიმინდი ალბათ კი.აქ ხორბალზე იყო საუბარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

სიმინდი ალბათ კი.აქ ხორბალზე იყო საუბარი.

 

კი სიმინდზეა ლაპარაკი.

 

ხორბლთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით,იმიტომ რომ არ ვიცი. :yes:

 

 

აჰა ესეც საინტერესო სტატიაა

 

 

 

საჭიროა თუ არა გენური ინჟინერიის პროდუქციის იმპორტი?

Posted on June 3, 2010 by ekofact

 

მსოფლიო ბაზარზე, გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების ზრდის მიუხედავად, მომხმარებელი მათ მაინც ფრთხილად ეკიდება. 1990 წლების მიწურულს გმ მცენარეებისადმი წინააღმდეგობა ყველა კონტინენტზე გაიზარდა. ბევრმა ქვეყანამ იმ სასურსათო დახმარებაზე, რომელიც გმ საკვებს შეიცავდა უარი თქვა.

სოფლის მეურნეობაში გენურ-საინჟინრო სამუშაოების დანერგვის პოტენციურ საფრთხეებზე ბევრი შეიძლება ითქვას: ტრანსგენური მცენარე წარმოადგენს ახალ ორგანიზმს ახალი თვისებებით.

 

kombosto

 

kombosto

 

 

შეიძლება ეს თვისებები საზიანო აღმოჩნდეს, როგორც ადამიანისათვის, ისე ეკოსისტემისათვის (მწერებისადმი მდგრადობის გენი შეიძლება მრავალ სხვა მცენარეშიც გადავიდეს, რაც მწერების პოპულაციის გადაშენებას გამოიწვევს. ამის მაგალითები უკვე არსებობს).

გენური ინჟინერიით, რომელიც სახეობათაშორის ბარიერს არღვევს, შესაძლებელია გენების აღება და გადატანა ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულ სახეობებს შორისაც. გენ-მოდიფიცირებული პროდუქტების კომპონენტები შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ალერგენები, მაღალტოქსიკურებიც ანუ ქიმიურად საშიში ცოცხალი ორგანიზმებისათვისაც. მაგ: მხოლოდ რამდენიმე წლის მოხმარების შემდეგ, გახდა ცნობილი ასპარტამის სახელით გავრცელებული კვების დანამატით გამოწვეული სერიოზულ გვერდით მოვლენებზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უსაფრთხოდ ითვლებოდა და კვებისა და ფარმაცევტულ წარმოებაში მისი გამოყენება 100-ზე მეტ ქვეყანაში იყო დაშვებული. ასპარტამი, როგორც შაქრის შემცვლელი, რეკომენდირებული იყო შაქრის დიაბეტით დაავადებულთათვის, ასევე, ვისაც სიმსუქნის პრობლემა აწუხებდა, ან სურდა აეცილებინა კარიესის. მას იყენებდნენ 5 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციის წარმოებაში (“ჩოცა-ცოლა ლიგჰტ”, “Pეპსი-ცოლა ლიგჰტ”, იოგურტის, რძიანი დესერტების, ნაყინის, საღეჭი რეზინების და სხვ.).

 

პირველი ტრანსგენი

კომპანია “ჩალგენე”-მ პირველი კომერციული ტრანსგენი “Fლავრ შავრ” ჯიშის პომიდორი შექმნა, რომელიც აშშ-ს სუპერმარკეტებში 1994 წელს გამოჩნდა. თუმცა, წარმოებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამი წლის შემდეგ, მისი რეალიზაცია შეწყდა. თავიდან გენმოდიფიცირებული მცენარეების თესვას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია.

1996 წლიდან მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. 1998 წელს მსოფლიოს 45 ქვეყანაში (განსაკუთრებით აშშ-ში, კანადასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში), 60 სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე 25 ათასზე მეტი საველე ცდა ჩატარდა. 1997 წელს, წინა წელთან შედარებით, ტრანსგენური სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესების საერთო ფართობი მსოფლიოში 4,5-ჯერ გაიზარდა. 1998 წელს 30 მლნ ჰა-ს გადააჭარბა, 2003 წლისათვის ამ სახის ნათესებს 60 მილიონი ჰექტარი ეკავა. ტრანსგენური მცენარეების გაშენებაში აშშ, არგენტინა, კანადა და ჩინეთი მსოფლიო ლიდერები არიან.

გენური ინჟინერიით მიღებული მცენარეებიდან გავრცელებულია სოიო (1995 წლიდან აშენებენ). შემდეგ სიმინდი, ბამბა, თამბაქო, პომიდორი, კარტოფილი და ა.შ.

გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები, როგორც კვების პროდუქტების, ისე საკვები დანამატების წარმოებაში გამოიყენება. მაგალითად, სოიოსგან მიიღება სოიოს რძე, რომელსაც ჩვილი ბავშვები ნატურალური რძის მაგივრად იღებენ. სოიოს ლეციტინი (E322) გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში, როგორც ემულგატორი და სტაბილიზატორი, ხოლო სოიოს ქერქი _ ქატოს, ბურბუშელას და სხვა საკვების წარმოებაში. დიდი რაოდენობითაა ისეთი პროდუქტების შემადგენლობაში, როგორიცაა პური, ძეხვი, შოკოლადი და სხვ.

მოდიფიცირებული კარტოფილი და სიმინდი ჩიფსების დასამზადებლად გამოიყენება. მისგან მიღებული სახამებელი კი საკონდიტრო და პურის საცხობ მრეწველობაში, ასევე სხვადასხვა სოუსების, კეტჩუპების (საწებლების) და მაიონეზების მისაღებად. სიმინდისა და რაფსის ზეთს დანამატის სახით იყენებენ მარგარინში, პურ-ფუნთუშეულში და სხვა.

“Gრეენპეაცე”-ის სპეციალისტებმა მოამზადეს იმ პროდუქტების ჩამონათვალი (მწარმოებელი კომპანიის მითითებით), რომლებიც შეიცავენ ან შეიძლება შეიცავდნენ გენ-მოდიფიცირებულ კომპონენტებს. ეს ნუსხა ხელმისაწვდომია ინტერნეტის ყველა მომხმარებლისათვის. მასში შესულია ცნობილი კომპანიების (Hერსჰეყ’ს, ჩადბურყ და Mარს) ფართოდ გავრცელებული შოკოლადის ნაწარმი (Fრუიტ&Nუტ, M&M, შნიცკერს, თწიხ, Mილკყ ჭაყ), ჩოცა-ჩოლა-სა და Pეპსი ჩოლა-ს უალკოჰოლო სასმელები (ჩოცა-ჩოლა, შპრიტე, Pეპსი, 7-Uპ); შოკოლადის სასმელი Nესქუიკ (კომპანია Nესტლე), ფირმა Dანონ-ის იოგურტები, Pროცტერ & Gამბლე-ის ჩიფსები, Kნორრ-ის სოუსი, Lიპტონ-ის ჩაი, Pარმალატ-ის ორცხობილები, საღეჭი რეზინები შტიმოროლ და ჭრიგლეყ’ს და სხვა.

გენ-მოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობაც წარმოადგენს.

 

ბიომრავალფეროვნების დაცვა

გენმოდიფიცირებული (გმ) პროდუქტების მიმართ 1990 წლიდან ევროპაში გაიზარდა გარემოსდაცვითი და სამომხმარებლო ორგანიზაციების, ფერმერების, მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგობა. ევროპის ხუთმა ქვეყანამ (ავსტრია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი) გმ მცენარეებზე გარკვეული აკრძალვები დააწესა. გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებიდან თავისუფალი ზონების შექმნას ითვალისწინებს ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობები.

აკრძალვები შემოიღეს აზიასა და ლათინურ ამერიკაშიც. ბევრმა სამხრეთულმა ქვეყანამ უარი თქვა იმ სასურსათო დახმარებაზე, რომელიც გმ საკვებს შეიცავდა.

1999 წლის ივნისში ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ: დანიამ, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, იტალიამ და ლუქსემბურგმა გამოსცეს ოფიციალური დეკლარაცია ე.წ. დე ფაქტო მორატორიუმი, რამაც ხელი შეუშალა გმ მცენარეების შემოღწევას ევროპის ბაზარზე. (ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენცია მიღებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ. ხელმოწერილია რიო-დე-ჟანეიროში 1992 წლის 5 ივნისს. ძალაში 1993 წლის დეკემბერში შევიდა. ხელმოწერილია ევროგაერთიანებისა და 162 სახელმწიფოს მიერ. კონვენციის სამდივნო იმყოფება მონრეალში.)

საქართველო ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციას 1994 წელს შეუერთდა. (კონვენციის ფონდში საწევრო გადასახადი შეადგენს დაახლოებით 12 ათას აშშ დოლარს წელიწადში.) საქართველომ მიიღო ის უფლებები, რასაც კონვენცია აძლევს მის მხარეებს გენეტიკური რესურსებიდან მიღებული მოგების სამართლიანი განაწილების საკითხებში. აღნიშნული კონვენციის თანახმად, საქართველო ვალდებულია არეგულიროს, აკონტროლოს და შეამციროს ბიოტექნოლოგიებით მიღებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება და გამოთავისუფლება ბუნებაში. ამ კონვენციის დანართი – “ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტაჰენის ოქმი” – ერთადერთი საერთაშორისო საბუთია, რომელიც მთლიანად მიძღვნილია გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმების კონტროლისაკენ – რატიფიცირებულია 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ და ძალაშია შესული.

 

სტატისტიკა

გმო-ს იმპორტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ქვეყანამ მხედველობაში უნდა მიიღოს პრობლემის არა მხოლოდ სამეცნიერო, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტებიც;

თუმცა, ტრანსგენური კულტურების თესვა “სტანდარტული” 12%-იანი მატებით იზრდება. მათზე მოდის მსოფლიო სოიას წარმოების 45%, სიმინდის – 10%, ბამბის – 20% და რაფსის 11%. ამჟამად აშშ-ში ტრანსგენურ კულტურებზე მოდის სოიას 75%, სიმინდის 34% და ბამბის 71%.

ევროპის ბევრ ქვეყანაში გენმოდიფიცირებული კარტოფილით და პომიდვრით დაკავებული ფართობები პრაქტიკულად ნულზეა დასული, რაც არსებულ სიტუაციაში მათი გამოყენების არაპერსპექტიულობაზე მეტყველობს;

გენური ინჟინერიით მიღებული ორგანიზმების (გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების – გმო), გავრცელება ბიომრავალფეროვნებისათვის, ისეთივე საშიშროებას წარმოადგენს, როგორც უცხო სახეობების ჩასახლება ახალ გარემოში. ახალი ნიშან-თვისება, რომელსაც გმო მცენარეები შეიძენენ, მათ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, რამაც შესაძლებელია სერიოზული ეკოლოგიური დარღვევები გამოიწვიოს. (ბოლო დროის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად მცენარეთა და ცხოველთა 30-მე სახეობა ქრება, რაშიც გმო გავრცელების დიდი წვლილია. გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ოფისის გამოკვლევის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების 75%, ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში გადაშენდა).

აშშ-ში გადაშენების პირას მყოფი მცენარეების 42% განსაკუთრებული რისკის ქვეშაა უცხო სახეობების ფართოდ გავრცელების გამო. აშშ-ის შიდა საქმეების დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანას მათი დაცვა, ყოველწლიურად, სულ მცირე 123 მილიონი დოლარი მაინც უჯდება.

გენმოდიფიცირებული პროდუქციის საკვებად გამოყენების მომხრეების მთავარი არგუმენტი, თავად სასოფლო-სამეურნეო კულტურების მახასიათებლებია, რომელთაც ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენებამ მრავალი სასარგებლო თვისება შესძინა. კერძოდ, ეს კულტურები უფრო მდგრადები გახდნენ დაავადებების, მავნე მწერებისა და, რაც მთავარია, პესტიციდების მიმართ, რომელთა უარყოფითი გავლენაც ადამიანის ორგანიზმზე დიდი ხანია დამტკიცებულია.

2000 წელს გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEFGEF) საბჭოს სესიაზე `ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემების განვითარების” პროგრამა დამტკიცდა, საქართველოში, აღნიშნული პროგრამის ეგიდით, პროექტის განხორციელება 2002 წელს დაიწყო და მას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებულ საკითხებს (გარდა ”ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ” საქართველოს კანონისა _ III თავი, მუხლი 8 _ რომელიც კრძალავს ცხოველთა საკვები დანამატების სახით გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათი პროდუქტების გამოყენებას). საქართველოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოხვედრის ძირითად წყაროს ტრანსსასაზღვრო გადაადგილება წარმოადგენს.

 

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები

“გმო-საგან მიღებული ფერმენტებით საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვა ბოლო 10 წლის განმავლობაში, 68 მლნ აშშ დოლარიდან 24 მილიარდამდე გაიზარდა.

სამკურნალო წამლების 30%, გენეტიკურად მოდიფიცირებული მიკროორგანიზმებისაგანაა მიღებული. შიდაწვის ძრავის საწვავის 6%, რომელსაც ავტომობილებისათვის და ტრაქტორებისათვის გამოიყენებენ, მიიღება ტრანსგენური მცენარეული მასიდან წარმოებული ბიოდიზელით, რომელშიც ნავთობიდან წარმოებული დიზელის საწვავი მხოლოდ 15%-მდეა. ტანსაცმელიც კი – შესაძლებელია ამ ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული მცენარეების (ძირითადად ბამბის კულტურის) იყოს,” _ ამბობს პროფ.ავთანდილ კორახაშვილი, რომელიც წლებია გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებზე მუშაობს.

საცდელ მინდვრებზე დამცავი ზონებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე უკვე იზრდება გენური ინჟინერიის საშუალებით მიღებული სოია, სიმინდი, ბამბა, (მარტო ამ 3 კულტურაზე მოდის გმო-ს ნათესების 71%), შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, თამბაქო, მარწყვი, სხვადასხვა ყვავილები და ა.შ.

გენების ფუნქცია `მთლიანად დამოკიდებულია იმ გარემო პირობებზე, რომელშიც ისინი იმყოფებიან~, _ ამბობს ბარბარა მაკკლინტოკი (Bარბარა Mცჩლინტოცკ), 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გენური ინჟინერიის დარგში ჩატარებული გამოკვლევებისათვის.

 

რა არის გენური ინჟინერია?

ზოგიერთის აზრით, ბუნებრივი გაგრძელებაა იმ ბიოტექნოლოგიური პროცესების, რომლებსაც ადამიანი დასაბამიდან იყენებდა – ღვინის დაყენებისა და პურის ცხობიდან დაწყებული, მცენარეთა და ცხოველთა სელექციით დამთავრებული. მართალია, დღეისათვის საკვებად გამოყენებული მარცვლეული ძნელად თუ წააგავს იმ ველურ წინაპარს, რომლისგანაც ის ადამიანმა ხელოვნური შერჩევის გზით მიიღო, მაგრამ ასეთი გადარჩევის ტრადიციული ფორმა თვისობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება გენური ინჟინერიისაგან.

ბუნებაში გენეტიკური მრავალფეროვნება გარკვეული საზღვრების პირობებში ყალიბდება, ანუ – ვარდი შესაძლებელია შეჯვარებული იყოს განსხვავებული ჯიშის ვარდთან, მაგრამ მას ვერასოდეს შევაჯვარებთ კომბოსტოსთან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახეობები ახლონათესაურ კავშირში არიან და მათი შეჯვარება ხერხდება, შთამომავლობა, როგორც წესი, უნაყოფოა. მაგალითად, ცხენი შეიძლება შეეჯვაროს ვირს, მაგრამ მათი შთამომავალი ჯორი შთამომავლობას ვერ იძლევა. გენური ინჟინერია კი ასეთ ბარიერებს არღვევს. დღეისათვის გენური ინჟინერიის გზით შესაძლებელია გენების აღება და გადატანა ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულ სახეობებს შორისაც კი; მაგალითად, მცენარეებში შეიძლება გენები გადავიტანოთ ბაქტერიებიდან, ვირუსებიდან, მწერებიდან, ცხოველებიდან და ადამიანებიდანაც კი.

“მოლეკულური ბიოლოგიის დარგის მეცნიერების აზრით, სახეობის ცნებაში არაფერია განსაკუთრებით ხელშეუხებელი. ისინი ვერ ხედავენ ეთიკურ პრობლემას სახეობიდან სხვა სახეობის მემკვიდრულ აპარატში ერთი, ხუთი და თუნდაც ასი გენის გადატანაში. მათ მიაჩნიათ, რომ ამით ისინი მხოლოდ გენის ქიმიურ კოდს ცვლიან და არა განსაზღვრული ცხოველის მთლიან სპეციფიკას.~ (ჟერემყ ღიფკინ, 1998). ხშირად დავობენ, რომ შესაჯვარებელი სახეობების გენების ურთიერთჩანაცვლება მეცნიერული აღმოჩენა არ არის, რადგან ევოლუციის პროცესში ბაქტერიები და ვირუსები ხშირად ახდენენ გენების ჩანაცვლებას სახეობებს შორის. ამჟამად მცენარეებში და ადამიანში აღმოჩენილია შესაბამისად 25 და 27 ათასი გენი, რომლის თუნდაც ერთი გენის შეცვლა ან ჩანაცვლება იწვევს სერიოზულ ცვლილებებს. გენური ინჟინერია მხოლოდ ბუნებრივ პროცესს აჩქარებს.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2006 წლის 1 იანვრისათვის გამოქვეყნებულია გმო-ს 16 მცენარის 68 ჯიშ-პოპულაცია, რომელთა წარმოება და გამოყენება ნებადართულია. ამ ჩამონათვალში ძირითადად ლიდერობენ: სოია, სიმინდი, ბამბა, პომიდორი, რაფსი, შაქრის ჭარხალი.

საერთაშორისო კომპანია `მონსანტო-“ს ჰერბიციდი რაუნდაპი მსოფლიოში ყველაზე კარგი გასაღების ბაზრის მქონე პრეპარატია. კომპანიის 9 მილიარდ აშშ დოლარიანი წლიური შემოსავლის 17%, სწორედ მის წილზე მოდის. თუმცა აშშ-ის პატენტს ჰერბიციდ რაუნდაპზე 2000 წლის ბოლოს ვადა გაუვიდა, მონსანტომ შეძლო ეფექტურად გაეფართოვებინა მისი მოქმედების ვადა და მონოპოლია. კერძოდ, აშშ-ს ფერმერები, რომლებსაც მონსანტოს გენური ინჟინერიით მიღებული სოია მოჰყავთ, ხელს აწერენ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც სხვა ჰერბიციდების გამოყენების შემთხვევაში ისინი კანონით დაისჯებიან.

პირველი სერიოზული ნეგატიური რეაქცია ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებულ კულტურების მარცვლეულზე 1996 წელს მოხდა, როცა ამსტერდამში აშშ-დან შევიდა გემი 200 000 ტ სოიას მარცვლით ევროკავშირის ქვეყნებისათვის. მაშინ `გრინფის~-ის 400-ზე მეტი აქტივისტი გამოვიდა ჰამბურგში მოთხოვნით – `ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ლაბორატორიის სასინჯი კურდღლები, შეიტანეთ გენურად შეცვლილი სოია თქვენს საკვებში~.

ასეთი გამოსვლები ინტენსიურად მიმდინარეობდა გერმანიაში. მაქს პლანქის ინსტიტუტის გენეტიკურად მოდიფიცირებული რაფსის ნათესები 14-ჯერ დაარბიეს. ამ დღიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერთა, ფერმერთა და მომხმარებელთა აზრი ორ ჯგუფად გაიყო. ერთნი შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ გენურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად მოქმედებდნენ იმ ცოცხალ ორგანიზმებზე. მეცნიერთა მეორე ჯგუფი ამტკიცებდა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად არ მოქმედებენ ადამიანის და პირუტყვის ორგანიზმზე.

ამ მოვლენის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა საკითხი – უფრო მეტი დამაჯერებლობით დაესაბუთებინათ ან უარეყოთ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ზიანი ან უვნებლობა, ვინაიდან ევროპის ზოგიერთი ქვეყნის (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) სუპერმარკეტებმა და ჰიპერმარკეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ ევაჭრათ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტებით, ვინაიდან მათი მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ გამქრალიყო ბრიტანული ე.წ. `გიჟი ძროხების~ კრიზისი და მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ეკონომიური ზარალი.

ანალოგიური აჟიოტაჟი ატყდა ცხრა წლის წინ, საქართველოში, როცა ამერიკული ორგანიზაცია AჩDI-VOჩA-მ შემოიტანა გენური ინჟინერიით გამოყვანილი კოლორადოს ხოჭოს მიმართ რეზისტენტული კარტოფილი. მაშინ ეს საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საგანგებო განხილვის საგანიც კი გახდა. ჩვენი ქვეყნის მეცნიერების და პრაქტიკოსების აზრიც აქ ორად გაიყო.

ბაქტერიული გენით მიღებული ტრანსგენური კულტურების მოსავლიანობა 30-35%-ით მაღალია და 40%-ით უფრო რენტაბელური, ვიდრე ჩვეულებრივი კულტურების ტრადიციული აგროტექნიკის პირობების შემთხვევაში. ოპონენტებს ხშირად მოჰყავთ `დუსტის~ შემთხვევა, რომლის მავნეობაზე დღეს არავინ კამათობს, მაგრამ თავის დროზე მისი გამოყენება სასიცოცხლო ინტერესებით იყო განპირობებული – კერძოდ, დუსტმა კაცობრიობა ტოტალური შიმშილისაგან იხსნა და მრავალ ქვეყანას შეუნარჩუნა გენოფონდი და ბიომრავალფეროვნება განადგურებისგან გადაარჩინა.

მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება და შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების რაოდენობა მატულობს, რომელთა შორისაა მოსახლეობის კვებაში და მ.შ. საქართველოს მოსახლეობის კვებაშიც ფართოდ მოხმარებული პროდუქტებიც. მაგალითად, მოსკოვში “გრინფისის” მიერ 2002 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, ბავშვთა კვების და ხორცპროდუქტების 30%-ში არსებობდა გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხიმები, თანაც ამის თაობაზე არ იყო მარკირება (ეტიკეტირება). ცხადია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა პესტიციდების, დაავადებების, მღრღნელების მიმართ, ზრდის შენახვის ვადებს, მაგრამ სასურველია გენების გამოხატვის გაუთვალისწინებელი ეფექტების, მაგ. პროდუქტების კვებითი ღირებულების შეცვლის, ალერგიული ან ტოქსიკური რეაქციებისა და შორეული შედეგების შეფასების ჩატარება, რაც საკმაოდ გართულებულია. მედიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ “საუკუნის დაავადების”-ალერგიის ძირითადი მიზეზი, სწორედ გმო-ს გავრცელებაა. (ჰტტპ://რესისტ.რუ/ნოთNჩ/ანალყსის/ტგპ3/).

საქართველოში მოედინება უამრავი მცენარეული და მიკრობული საკვები და მედიკამენტები, გაჯერებული გმო-ით ან მისი ინგრედიენტებით. ამის კარგი მაგალითია საქართველოს ბაზარზე მეტად პოპულარული ბანანები, რომელთა ტრანსგენობას მათი თითქმის 2-ჯერ დიდი ზომაც ამტკიცებს.

პროფ.ავთანდილ კორახაშვილის აზრით, საქართველოში საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სისტემის გარდა, აუცილებელია შეიქმნას რისკის შეფასების ეროვნული პროცედურა და შემუშავდეს გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ გმო-ს პროდუცენტები დაინტერესებულნი არიან გმო-ს უკონტროლო გავრცელებით: მაგალითად, გმო-ს პიონერმა ფირმამ “მონსანტო”-მ დაამუშავა ტექნოლოგია “ტერმინატორი”, რომლის მეშვეობითაც შეუძლებელი ხდება მოსავლის ნაწილის სათესლე მასალად გამოყენება, და ყოველწლიურად აუცილებელი ხდება ფირმის წარმომადგენლებზე გასვლა და ნებართვის აღება. ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში გამოცხადებულია მორატორიუმი გმო პროდუქტებზე, ხოლო საკვებში მისი 0,9%-ის არსებობის შემთხვევაში (ძირითადად ინგრედიენტების ხარჯზე), ევრორეგულიაციებით სავალდებულოა მისი პროდუქტის ეტიკეტზე აღნიშვნა.

ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს ბიოტექნოლოგიის იმ მეთოდების ათვისება, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვეულებრივ და გენეტიკურად მოდიფიცირებულ კულტურებს შორის განსხვავება დადგინდეს. მას საფუძვლად უდევს მოლეკულური კლონინგის ლაბორატორიული გამოკვლევების მეთოდიკა აგარის ჟელეზე ელექტროფორეზის გამოყენებით. ეს პირველ რიგში საჭიროა იმისათვის, რომ კონტროლი დავაწესოთ ჩვენს ქვეყანაში გენური ინჟინერიის პროდუქციის იმპორტზე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ექსპორტიორი ქვეყნების თვალში საქართველოს იმიჯს და არ მისცემს მათ საშუალებას მიკვლევადობის გარეშე აწარმოონ ასეთი პროდუქციის საქართველოში ექსპორტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

საჭიროა თუ არა გენური ინჟინერიის პროდუქციის იმპორტი?

მართლაც რთული თემაა.თუმცე ჯერჯერობით გენმოდიფიცირებულ სიმინდზე და ხორბალზე არაა საუბარი.მხოლოდ ჰიბრიდებზე,რომლებიც ყოველთვის იყო საქართველოში.ეხლა უბრალოდ ვერ მოუარეს და გაქრნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხორბალმა დაგვღუპა..?? :what: :what:

 

არა გამორიცხული რომ არა მარტო ჩვენ და შარიკს დაეხუროს ამის გამო დედაი.

ტოვარიშჩ მიჩურინ არ ხმარობდა იმ ილეთებს ესენი რომ ხმარობენ.

ესენი რომ ხმარობონე, იმან შეიძლება მერე აქეთ გვიხმაროს.

 

ბუნებაში ჩარევას აასოდეს მოუტანია კარგი ამბე.

 

პ.ს. "მიირთვით! მიირთვით! ახალი დილის მოჯმულიდან გამოყვანილი ხორცი. ფასი 1.2 ლარი!!!"

ამ რეკლამიდან არც თუ ისე შორს ვართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

მართლაც რთული თემაა.თუმცე ჯერჯერობით გენმოდიფიცირებულ სიმინდზე და ხორბალზე არაა საუბარი.მხოლოდ ჰიბრიდებზე,რომლებიც ყოველთვის იყო საქართველოში.ეხლა უბრალოდ ვერ მოუარეს და გაქრნენ.

 

 

ჰიბრიდებზე არ მაქვს საუბარი. ჰიბრიდი არ არის საშიში და აქამდეც ვიყენებდით. უბრალოდ ამ ქვეყანაში არ არსებობს გარანტი იმისა,რომ გენმოდიფიცირებული საქონელი არ შემოვა. კი გვეუბნებიან ჰიბრიდიაო,მაგრამ გენმოდიფიცირებული რომ იყოს თავდებში დაგვიდგება ვინმე? ან შეუძლია გამოკვლევა ვინმეს?

 

 

ან თუ გვაქვს უხვმოსავლიანი სიმინდი რატომ გვტენიან ამ ახალ ამერიკულს სიმინდს? და რატომ გვხდიან ვიღაცაზე დამოკიდებულს? ხომ შეიძლება ეს მიმართულება სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე და ქართველი მეცნიერების მონაწილეობით შექმნას შესაბამისი ინსტიტუტები და გამოიყვანოს ახალი ჯიშები? ყოვლწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარზეა საუბარი,რომელსაც ამერიკელებს უხდიან. გადაუხადონ ადგილობრივებს და არ იქნება საეჭვო ეს ყველაფერი. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...