კონტენტზე გადახტომა


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ლექსიკონი


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
12 პასუხი თემაში

#1 Metalhead    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • wevri
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1080 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 31
კარგი

დაწერილია 23 June 2011 - 11:44 AM

მოდი ესეთი რამე გავაკეთოთ:
ცოტა სიტყვები დავწეროთ ხოლმე და განმარტება მივუწეროთ.
ასევე ვინც რომელიმე სიტყვის განმარტება არ იცის, შემოვა და აქ დასვამს კითხვას, შემდეგ ვინმე უპასუხებს და ჩვენც ასე გავიმდიდრებთ ლექსიკონს

ასევე თუ რამე არასწორია შევუსწოროთ ერთმანეთს ;)

ვიწყებ:


აბსოლუტიზმი - მმართველობის სახეობა, რომელშიც პოლიტიკური ძალაუფლებაკონცენტრირებულია კონკრეტული პიროვნების ან მცირე ჯგუფის, კერძოდ, აბსოლუტური მონარქიის ხელში.

ავტონომია - სიტყვასიტყვით, თვითმმართველობა,საკუთარი ბედის კონტროლის უნარი გარეშე გავლენათაგან დამოუკიდებლობის პირობებში.

ავტორიტარიზმი - რწმენა, რომ მკაცრი ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ზემოდანაა დაწესებული, სასურველი ან აუცილებელია და, აქედან გამომდინარე უპირობო მორჩილებას საჭიროებს.

ანტისემიტიზმი - ებრაელთა მიმართ მიკერძოებული აზრი ან სიძულვილი.

ანომია - ღირებულებათა და ნორმატიული წესების დასუსტება, რაც იზოლირებულობის, მარტოობისსა და უმნიშვნელობის გრძნობებს უკავშირდება.

ახალი მემარცხენეობა - იდეოლოგიური მოძრაობა, რომელიც ცდილობს გააცოცხლოს სოციალისტური აზრი განვითარებული ინდუსტრიული საზოგადოების რადიკალური კრიტიკის შემუშავების გზით, ყურადღების გამახვილებით დეცენტრალიზაციის, მონაწილეობისა და პიროვნული გათავისუფლების საჭიროებაზე.

ახალი მემარჯვენეობა - იდეოლოგიური მიმართულება კონსერვატიზმში, რომელიც მოიცავს საბაზრო ინდივიდუალიზმსა და სოციალური ავტორიტარიზმის ნაზავს.

ბურჟუაზია - მარქსისტული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს კაპიტალისტური საზოგადოების მმართველ კლასს, საწარმოო სიმდიდრის მფლობელი.

გლობალიზაცია - ურთიერთდაკავშირებულობის რთული ქსელი, რომლის მეშვეობითაც ცხოვრებას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს შორს მიღებული გადაწყვეტილებები ან მომხდარი მოვლენები, გლობალიზაცია ერ-სახელმწიფოთა მზარდ შეღწევადობას (გამტარობას) ასახავს.

დევოლუცია - ძალაუფლების გადაცემა ცენტრალური მთავრობიდან დაქვემდებარებული რეგიონული ორგანოებისთვის, რაც საზიარო სუვერენულობის წარმოშობას არ გულისხმობს (განსხვავებით ფედერალიზმისგან)

დემოკრატია - ხალხის მმართველობა. დემოკრატია გულისხმობს, როგორც ხალხის მონაწილეობას, ისე მთავრობის დგომას საზოგადო ინტერესის სამსახურში, რაც შეიძლება მრავალგვარი ფორმით განვითარდეს.

დეტერმინიზმი - რწმენა, რომ ადამიანთა ქმედებები და არჩევანები მთლიანად გარეშე ფაქტორებითაა განპირობებული. დეტერმინიზმი გულისხმობს, რომმ თავისუფალი ნება მითია.

დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი ავტონომიის გაფართოება ეროვნული ან ცენტრალური ორგანოებიდან უფლებამოსილებათა და პასუხისმგებლობათა გადაცემის გზით.

დისკურსი - ადამიანთა ურთიერთქმედება, კერძოდ, კომუნიკაცია.დისკურსს შეუძლია ახსნას ან ილუსტრირება გაუკეთოს ძალაუფლებრივ ურთიერთობებს.

ეგალიტარიზმი - თეორია ან პრაქტიკა, რომელიცეფუძნება თანასწორობის დამკვიდრების სურვილს. ეგალიტარიზმს ზოგჯერ განიხილავენ როგორც იმის რწმენას, რომთანასწორობა უზენაეს პოლიტიკურ ღირებულებას წარმოადგენს.

ეკოცენტრიზმი - თეორიული ორიენტაცია, რომელიც, ადამიანთა ადამიანთა მიზნების განხორციელების საპირისპიროდ, პრიორიტეტს ეკოლოგიური ბალანსის დაცვა-შენარჩუნებას ანიჭებს.

ელიტიზმი - ელიტის ან უმცირესობის მმართველობის რწმენა.

ვიტალიზმი - თეორია, რომლის მიხედვითაც , ცოცხალი ორგანიზმები თავიანთ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს უნივერსალური "სასიცოცხლო ძალისგან" იღებენ. ვიტალიზმი უფრო ინსტინქტსა და იმპულსზე ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ინტელექტსა და გონებაზე.

თეოკრატია - სიტყვასიტყვით - ღვთის მმართველობა.პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ რელიგიური ხელისუფლება უნდა პრევალირებდეს პოლიტიკურზე, ჩვეულებრივ, სახელმწიფოზე ეკლესიის ბატონობით.

იდეალიზმი - პოლიტიკური ხედვა, რომელიც ხაზს უსვამს მორალურობისა და იდეალების მნიშვნელობას.

ინდუსტრიალიზმი - ეკონომიკური თეორია ან სისტემა, რომელიც ემყარება მსხვილ საფაბრიკო-ქარხნულ წარმოებასა დაკაპიტალის განუწყვეტელ დაგროვებას.

კაპიტალიზმი - ეკონომიკური სისტემა, რომელშიც სიმდიდრეს ფლობენ კერძო პირები ან ბიზნესები და სამომხმარებლო ნივთები იწარმოება გაცვლის მიზნით, ბაზრის კარნახით.

კლასიკური ლიბერალიზმი - ტრადიცია ლიბერალიზმში, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გააფართოვოს შეუზღუდავი ინდივიდუალური ქმედების არეალი, რაც, როგორც წესი ხორციელდება მინიმალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებით და საბაზრო ეკონომიკაზე დაყრდნობით.

კომუნიზმი - სიმდიდრის საერთო საკუთრების პრინციპი. კომუნიზმის ცნება ხშირად გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობით იმ მოძრაობებისა და რეჟიმების აღსანიშნავად, რომლებიც მარქსისტულ პრინციპებს ეფუძნება.

კოოპერაცია - ერთობლივი მუშაობა. კოლექტიური ძალისხმევა ურთიერთსარგებლის მისაღწევად.

კონსესუსი - თანხმობა საბაზისო საკითხებსა და პრინციპებზე, რამაც შეიძლება დასაშვები გახადოს შეუთანხმებლობა დეტალებსა და კონკრეტულ საკითხებზე.

კოსმოპოლიტიზმი - სიტყვასიტყვით - მსოფლიო სახელმწიფოს რწმენა. უფრო ხშირად აღნიშნავს ზრუნვით მიღწეული ჰარმონიისა და ერთა ურთიერთგაგების რწმენას.

ლეიბორიზმი - სოციალისტური პარტიების მხრიდან გამჟღავნებულიტენდენცია, ემსახურონ ორგანიზებული შრომის ინტერესებსიმის მაგიერ, რომ უფრო ფართო იდეოლოგიურ მიზნებს მისდევდნენ.

ლიბერალური დემოკრატია - დემოკრატიის სახეობა, რომელიც მოიცავს როგორც შეზღუდულ ხელისუფლებას, ისერეგულარული და კონკურენტული არჩევნების სისტემას.

მემარცხენეობა - ფართო იდეოლოგიური განწყობა, რომელიც ხასიათდება ისეთი პრინციპებისადმი სიმპათიით, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა და პროგრესი.

მემარჯვენეობა - ფართო იდეოლოგიური განწყობა, რომელიცხასიათდება ისეთი პრინციპების მიმართ სიმპათიით, როგორიცაა ძალაუფლება, წესრიგი, იერარქია და ვალდებულება.

#2 Nukriko    ნიკის ჩასმა

    ა ნ ა რ ქ ი ს ტ ი ! ! !

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 7145 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Tbilisi
  • Interests:ამბოხებული
რეპუტაცია: 250
საუკეთესო

დაწერილია 24 June 2011 - 01:16 AM

"პოლიტიკური იდეოლოგებიდან" გაქვს გადმოწერილი?
"რისი შეცვლაც არ შეგიძლია, უნდა აღწერო მაინც".

"ჩვენ ისეთ სურვილებს გვახვევენ თავს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს"

"კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს".

"ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. ის კი არადა, ეს სისტემა ყველა ფსონს თავისუფლებაზე დებს."

"დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა".

#3 Metalhead    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • wevri
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1080 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 31
კარგი

დაწერილია 24 June 2011 - 07:58 AM

Nukriko
არა

#4 babuagiorgi    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9778 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 222
საუკეთესო

დაწერილია 25 February 2012 - 12:42 PM

"დოვნანა პოლიტიკა" – ქუჩის პოლიტიკის ქართული ვარიანტი.
წინა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დაარსებული ტერმინი. :) "ჩქიმი პაკაზუხა"
"ალტერნატიული საინფორმაციო ცენტრი"
http://aic.geoanswer.net/

#5 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 25 February 2012 - 08:53 PM

გამოხმაურების ნახვაbabuagiorgiს ციტატა(დაპოსტვის დრო 25 February 2012 - 12:42 PM):

"დოვნანა პოლიტიკა" – ქუჩის პოლიტიკის ქართული ვარიანტი.

:+: :givi:
2X2=4

#6 urfinjus    ნიკის ჩასმა

    V.V.V.V.V.

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2668 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Qo'noS
  • Interests:θελιμα: DO WHAT THOU WILT SHALL BE THE WHOLE OF THE LAW
რეპუტაცია: 152
საუკეთესო

დაწერილია 14 August 2012 - 10:49 PM

აბსტენციონიზმი: პოლიტიკური ბრძოლის ფორმა რომელიც ითვალისცინებს არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებას, და ბრძოლის ამ ფორმის პროპაგანდა. პირველი აბსტენციონისტად ითვლება ამადეო ბორდიგა 1920 წელს იტალიაში.
A city thet parleys is half gotten

#7 urfinjus    ნიკის ჩასმა

    V.V.V.V.V.

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 2668 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Qo'noS
  • Interests:θελιμα: DO WHAT THOU WILT SHALL BE THE WHOLE OF THE LAW
რეპუტაცია: 152
საუკეთესო

დაწერილია 14 August 2012 - 11:00 PM

ოსტრაკიზმი: Gk. ostrakismos განდევნა, გაძევება. ეს ხდებოდა უმთავრესად ათენში. მოქალაქეები ატარებდნენ კენჭრისყრას მაგ. რამდენიმე ცნობილი პირის სახელები გამოქონდათ ოსტროკიზმის დროს და კენჭს უყრიდნენ მის გაძევებას.....სხვათა შორის ალკიბიადე და მრავალი ცნობილი ათენელი იქნა გაძევებული ოსტროკიზმის გზით დედაქალაქიდან.(ოსტრაკიზმს ვადა ქონდა 3, 5, 10 წელი). ამ საიტზე ერთმა შკოლიარმა ნეტარ ურფინჯუსისათვის გადაწყვიტა ოსტრაკიზმი მოეწყო, რითაც ძლიერ გაამხიარულა ბებერი დურგალი...
A city thet parleys is half gotten

#8 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 02 November 2012 - 12:49 PM

გამოხმაურების ნახვაMetalheadს ციტატა(დაპოსტვის დრო 23 June 2011 - 11:44 AM):

დაწერილია 23 June 2011 - 11:44 AM

აუფ როდისნდელი თემაა))
2X2=4

#9 giauridia    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 832 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:soxumi
რეპუტაცია: 42
კარგი

დაწერილია 14 March 2013 - 09:07 PM



#10 giauridia    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 832 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:soxumi
რეპუტაცია: 42
კარგი

დაწერილია 14 March 2013 - 09:11 PM



#11 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5362 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 16 March 2013 - 04:48 PM

გამოხმაურების ნახვაurfinjusს ციტატა(დაპოსტვის დრო 14 August 2012 - 11:00 PM):

ამ საიტზე ერთმა შკოლიარმა ნეტარ ურფინჯუსისათვის გადაწყვიტა ოსტრაკიზმი მოეწყო, რითაც ძლიერ გაამხიარულა ბებერი დურგალი...
მეც ძლიერ გახარებული ვარ თქვენი ესოდენ ყურადღება თუ დავიმსახურე :D
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#12 chemisaqartvelo    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 7 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 29 March 2013 - 11:46 PM

Metalhead

ციტირება

ანტისემიტიზმი - ებრაელთა მიმართ მიკერძოებული აზრი ან სიძულვილი.


აი ეს ტერმინი მგონია ძალიან დისკრიმინაციული ტერმინი და სასტიკად მაღიზიანებს

#13 uniedu.ge    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 2 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 14 February 2016 - 11:52 AM

სადიპლომო თემებთან დაკავშირებით ვის უნდა მივმართო ? პოლიტიკურ თემას ეხება და შემეხმიანეთ ამ მაილ-ზე tugushi1992@gmail.com ,რაც შეიძლება სწრაფას შემეხმიანეთ,მადლობა წინასწარ





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი