Jump to content
Planeta.Ge

გლეხები მოყვანილი კარტოფილს ვერ ყიდიან და ულპებათ


Recommended Posts

ხოსპიო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის უძველესი სოფელია. წარსულის სიამაყე და აწმყოს პრობლემები.

ხოსპიო დღეს

აპრილი დაიწყო, თუმცა აქ მაინც სუსხია. ასეთ ამინდს აქაურები მიჩვეულები არიან, ამიტომაც სოფლის ორღობეებში ბავშვები დარბიან, ან ფოტოაპარატის წინ პოზირებენ, ან ექვსი გაკვეთილის შემდეგ მუხლის გაშლა და სილაღე მოუნდათ.

თოვს, თანაც ქარი ქრის. ირგვლივ მთებია დათოვლილი, არადა, იმერეთში უკვე ტყემალი ყვავის და აქაურები ეკრანზე გამოჩენილ ამწვანებულ მინდვრებს შურით უცქერიან.

სახლებს ერთმანეთისაგან ქვებით აშენებული ნახევარმეტრიანი გამყოფებით მიხვდები, რომ აქ სხვადასხვა ოჯახები ცხოვრობენ.

დიდი ყორის ქვები, უზარმაზარი თივის ზვინები, დაბალი სახლები და მიწაში ნახევრად ჩაფლული მიწურები სახურავზე გამხმარი ბალახით, ასეთია ხოსპიო თვალის ერთი შევლებით.

სოფელში ადგილობრივების განცხადებით, ორი წყაროა და სოფელიც წყალს იქიდან ეზიდება. უმეტესობას აქ ჭები აქვს.

ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. სოფელი ქართულ-სომხურ-ბერძნულია. სკოლა ქართულ-სომხური.

ხოსპიოს დიდი ისტორია აქვს.

,,ხოსპიო ისტორიაში მოხსენიებულია პომპეუსის დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. 65 წელს, როცა პომპეუსი მიდის მცხეთის დასალაშქრავად, მაგ დროს საგზაო რუკებში არის მოხსენიებული კასპია, რაც ისტორიკოსების აზრითYარის ხოსპიო”, – ამბობს ისტორიკოსი, სოფელ ხოსპიოს მკვიდრი როინ ყავრელიშვილი.

სოფელში მეთერთმეტე საუკუნეში აგებული წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესია დგას, სადაც მართლმადიდებელი ქართველები დადიან.

სოფელში ძველი ჯამეცაა, მუსლიმი ქართველების სალოცავი.

,,ხოსპიო ფალავანდიშვილების რეზიდენცია იყო, ახალქალაქის სანჯაყ ბეგებისა. უკანასკნელი ფალავანდიშვილი მუთიბეგ ფალავანდიშვილი იყო, რომელიც ხოსპიოში მუსლიმანთა სასაფლაოზე არის დაკრძალული~, – საუბრობს როინ ყავრელიშვილი.

სოფლის სომხური მოსახლეობა გაღმა სოფელში – მარტუნში მდებარე ეკლესიაში დადის.

,,გურჯისტანის ვილაიეთის დავთარში აღნიშნულია დიდი და პატარა ხოსპიო. პატარა ხოსპიო არის ის, რასაც რევოლუციონერი მარტუნის სახელი ეწოდა, რომელმაც ორი სოფლის დასაკავშირებლად ხიდი გააკეთა და მის საპატივცემულოდ დაარქვს სოფელს მარტუნი”, – აღნიშნავს როინ ყავრელიშვილი.

ხოსპიოს მთაზე სალოცავია, რომელსაც ქართველები ,,წერობას~, ხოლო სომხები ,,სრფინ სარს” ეძახიან, რაც ქართულად სალოცავ მთას ნიშნავს. მთაზე სალოცავად ქართველებიც დადიან და სომხებიც.

ქალი სოფელში

ორი შვილის დედა თამილა მაისურაძე, მეზობელი სოფელ ოკმიდან ხოსპიოშია გათხოვილი. ის ქართულ-სომხურ საბაზო სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. დილის რვა საათიდან საღამოს შვიდ საათამდე სკოლას ალაგებს და ხელფასს 46 ლარს იღებს.

,,ეს ფული არაფერში არ მყოფნის, ამიტომაც ჩემი მიწის დამუშავების შემდგ სხვის მიწას ვთოხნი. ძალიან დამღლელია თოხნა, მაგრამ ყოველდღიურად გვიხდიან, ბევრს არაფერს, მაგრამ სხვა რა გზაა”, – გვეუბნება ის.

ამავდროულად, თამილას სახლშიც გამოულევლად აქვს საქმე.

,,ერთი ძროხა მყავს, მარა არც ამით გამოდის რამე. ნორმალურად ცხოვრობს ის, ვისაც კარგი სამსახური აქვს. მიწით და საქონლით წელში ვერ გაიმართები”, – ამბობს ის.

ხოსპიოში ქალს მართლაც უამრავი საქმე აქვს. 46 წლის მარტა ღრმაჯიანიც ხოსპიოს მკვიდრია.

,,არაფერი ჩვენთვის არ არის. გატანჯულები ვართ და ძაღლურად ვცხოვრობთ”, – ამბობს მარტა ღრმაჯიანი და დაკოჟრილ ხელებს წინსაფარში მალავს.

მარჩენალი კარტოფილი

სოფელ ხოსპიოში ძველ მიწურებს ადგილობრივები კარტოფილის შესანახად იყენებენ.

,,აქ ადრე ოჯახი ცხოვრობდა. ერთ მხარეს, რამდენიმე ოთახში თვითონ იყვნენ, მეორე მხარეს საქონელი ჰყავდათ”, – მიხსნის ადგილობრივი ნური ვახტანგიშვილი.

ახლა ორივე მხარეს კარტოფილი ყრია. კარტოფილის გორები ჭერს წვდება.

,,აქ 40 ტონა კარტოფილია. ლპება, აბა სად წავიღოთ”, – გამწარებული ტონი გასდევს ნური ვახტანგიშვილის საუბარს.

,,ჩემს ახლობელს გორში ხუთი ტონა კარტოფილი ჰქონდა წაღებული, ვერ გაყიდა და იქვე დაყარა. ნათესავებს დაუბარა, რაც გინდათ ის უქენითო. გაწამდა კაცი, თორემ ასე როგორ მოიქცეოდა. ამ კარტოფილით ვირჩენთ თავს, მოგვშივდება, შევჭამთ და ვართ ასე~, – ამბობს ნური ვახტანგიშვილი.,,გლეხებს შველა უნდათ”, – ამბობენ აქაურები და აცხადებენ, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებიდან კარტოფილი არ უნდა მიიღოს.

,,კარტოფილი, რომელიც ჩვენთან იყიდება, ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოდის. კარგად გასუფთავებული და სასუქიანი. ხალხიც იმას ყიდულობს. აქ კი ასობით ტონა ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი ხალხს ულპება”, – გვითხრა ჯივან თარზიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება სოფლის მოსახლეობას ეკონომიკური კრიზისის დროს მაინც უნდა დაეხმაროს.

,,ფინანსური მხარდაჭერა უნდა იყოს ხელისუფლებისაგან, რომ გადავრჩეთ. ახლა სამუშაო სეზონი იწყება და კარგი იქნება, საწვავით, სასუქით თუ დაგვეხმარებიან. სოფლის მეურნეობას შველა უნდა”, – ამბობს ჯივან თარზიანი.

ვასიკო ჭილაძეც მიწათმოქმედებას მისდევს და კარტოფილი მოჰყავს, პრობლემა მისთვისაც მოწეული პროდუქტის რეალიზაციაა.

,,დაახლოებით 10 ტონამდე კარტოფილი მომყავს. ვერსად ვერ გავყიდე. სოფელში ჩემნაირი უამრავია, ზოგს 10 ტონა ულპება, ზოგსაც 20~, – ამბობს ის.

მიწურში დამპალი კარტოფილის მძიმე სუნი დგას, ნახევრად ბნელა. თეთრღერომოკიდებული კარტოფილი ლპობის პირასაა.

მიწურის შესასვლელში სამი ქალი კარტოფილს არჩევს. ისინი არ მელაპარაკებიან და საქმეს განაგრძობენ. ტალახიანი კარტოფილის გადარჩევისას ხელებიც გაშავებული აქვთ, მუხლებზე დგანან და კარტოფილს ხარისხის მიხედვით სხვადასხვა ტომრებში ათავსებენ.

,,სათესლე კარტოფილს არჩევენ”, – მიხსნის ნური ვახტანგიშვილი.

ადგილობრივები გამოსავალს ვერაფერში ხედავენ.

,,შეიძლება ჩვენმა მთავრობამ იმ დონემდე მიგვიყვანოს, რომ მანქანა დავტვირთო კარტოფილით, პარლამენტის წინ დავყარო…~, – კატეგორიულია ნური ვახტანგიშვილი.

- რა ჰქვია თქვენს გაზეთს? მეკითხება ბოლოს. – ,,სამხრეთის კარიბჭე”, – ვპასუხობ მე. კარიბჭე, რომელიც დაკეტილია, ამბობს ის და მშორდება.

 

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=6504

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გლეხეები მოყვანილი კარტოფილს ვერ ყიდიან და ულპებათ

მეტის ღირსია ეგ გლეხობაც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

ვერ გავიგე....

ყველაფერი ძვირდება და ესენი როგორ ვერ ყიდიან კარტოფილს? :007:

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,,შეიძლება ჩვენმა მთავრობამ იმ დონემდე მიგვიყვანოს, რომ მანქანა დავტვირთო კარტოფილით, პარლამენტის წინ დავყარო…~, – კატეგორიულია ნური ვახტანგიშვილი.

 

ეხლა ეს ნორმალურია? მეტი რაღა დონემდე უნდა მიგიყვანოს,უფრო მეტიც: გაზაფხულზე 20ლ დიზელში გაცვლი შენს "აღშფოთებას"

კარტოფილი უფრო მეცოდება,ვიდრე–თქვენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გლეხეები მოყვანილი კარტოფილს ვერ ყიდიან და ულპებათ

კარტოფილს თუ ვერ ყიდიან, ამას შეიძლება მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდეს - ძალიან ძვირად ცდილობენ გაყიდვას.

 

ხოსპიო დღეს

აპრილი დაიწყო

როდინდელი ისტორიაა ეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კარტოფილს თუ ვერ ყიდიან, ამას შეიძლება მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდეს - ძალიან ძვირად ცდილობენ გაყიდვას.

ძალიან ძვირად არა, უბრალოდ იმაზე ზვირად, ვიდრე შემოტანილი უხარისხო არტოფილია, რომელმაც წალეკა ბაზარი. იმაზე იაფად, რაც თურქული კარტოფილი ღირს იმიტომ ვერ გაყიდიან, რომ თვითღირებულებაა მეტი. ხოლო თვითღირებულებაზე კი განადგურებული საირიგაციო სისტემა, არარსებული სათესლე მეურნეობა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან აბსოლუტური უყურადღებობა მოქმედებს. დღევანდელი სოფლის მეურნეობა სადღაც VII-VIII საუკუნეებზეა დასული და ეს უქონელი და კოლმეურნეობის მემკვიდრე გლეხის ბრალი ნამდვილად არაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარტოფილს თუ ვერ ყიდიან, ამას შეიძლება მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდეს - ძალიან ძვირად ცდილობენ გაყიდვას.

ქართული დემოკრატიის მამა ხომ ხარ და ხარ.. ეკონომიკაში საერთოდ პელე ყოფილხარ.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

ყველაფერი ძვირდება და ესენი როგორ ვერ ყიდიან კარტოფილს?

მეც ვერ გავიგე

 

 

xrova

80 თეთრად ხვალვე ვიყიდი კილოს... ასე 2-5 ტონას... აწყობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

80 თეთრად ხვალვე ვიყიდი კილოს... ასე 2-5 ტონას... აწყობთ?

ჩემი პოსტი არ წაიკითხე? :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გლეხები მოყვანილი კარტოფილს ვერ ყიდიან და ულპებათ

 

 

 

 

 

და რას მოყავთ მერე? ვინმემ სთხოვა მოყვანეთო? :siriko:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ძალიან ძვირად არა, უბრალოდ იმაზე ზვირად, ვიდრე შემოტანილი უხარისხო არტოფილია, რომელმაც წალეკა ბაზარი. იმაზე იაფად, რაც თურქული კარტოფილი ღირს იმიტომ ვერ გაყიდიან, რომ თვითღირებულებაა მეტი. ხოლო თვითღირებულებაზე კი განადგურებული საირიგაციო სისტემა, არარსებული სათესლე მეურნეობა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან აბსოლუტური უყურადღებობა მოქმედებს. დღევანდელი სოფლის მეურნეობა სადღაც VII-VIII საუკუნეებზეა დასული და ეს უქონელი და კოლმეურნეობის მემკვიდრე გლეხის ბრალი ნამდვილად არაა.

ხო ეხლა დავფიქრდი და მასე იქნება 100% რადგან სხვა სფეროებშიც მასეა :) !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმაზე იაფად, რაც თურქული კარტოფილი ღირს იმიტომ ვერ გაყიდიან, რომ თვითღირებულებაა მეტი.

 

მაგ გაყიდული კარტოფილით მთელი წელი ირჩენენ თავს, თითონ გლეხი ამბობს, მესმის და გასაგებია მათი პრობლემები, მაგრამ მოგებას იმდენს ნახულობენ რომ მთელი წელი ეყოს ოჯახს, ამიტომ თვითღირებულებაზე საუბარი ზედმეტია, უბრალოდ მათ ამდენი ჭირდებათ რომ თავი გაიტანონ მთელი წელი.

 

და კიდევ ერთი, მიწიანი კარტოფილის დასუფტავებას, გაწმენდას და ლამაზი და მიმზიდველი რომ გახადო უბრალოდ დრო და მონდომება ჭირდება, ცხადია მყიდველი თვალით არჩევს და თურქულ ლამაზ კარტოფილს აირჩევს მითუმეტეს უფრო იაფფასიანს ვიდრე შავ, მიწიან და მახინჯ კარტოფილს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

ჩემი პოსტი არ წაიკითხე?

რა გინდა თქვა რო ერთი კილო კართოფილის მოყვანა ლარი უჯდებათ? მაშინ შეეშვან ამ საქმეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღევანდელი სოფლის მეურნეობა სადღაც VII-VIII საუკუნეებზეა დასული

 

ამაში აბსოლიტურად გეთანხმებით, გლეხის შეგნება ვერ გაიზარდა მაგ საუკუნეების მერე, ისევ იმ დროში არიან როცა პროდუქტს ლამაზად მიწოდება არ ჭირდებოდა, მყიდველიც გლეხი იყო და მომხმარებელი უფრო მეტი იყო ვიდრე მიმწოდებელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...