Jump to content
Planeta.Ge

ანგელოზები და დემონები


Recommended Posts

ცოდნა სულიერი სამყაროსა და მასში მიმდინარე სამშვინველისთვის შეუცნობელი პროცესების მიმართ, ოდითგანვე წარმოადგენდა ადამიანის დაკვირვების, დაუოკებელი ცნობისმოყვარეობისა და ღრმა ინტერესის ობიექტს. წინამდებარე თემის მიზანია ნათელი მოჰფინოს ზოგიერთ მისტიურ საბურველში შეფუთულ საკითხს და გასცეს სრული და ამომწურავი პასუხი მავანთ პასუხგაუცემელ კითხვებს. შემეცნება ნიშნავს განათლებას, განათლება ძალას. საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დისციპლინები, საღვთისმეტყველო თეოლოგიური საკითხების შემეცნებისგან განსხვავდება იმით, რომ პირველი ეფუძნება ხილულ, არგუმენტირებულ და დამტკიცებულ ლოგიკურ დებულებებს, თეორიულად დასაშვებ რეალობას, ხოლო ეს უკანასკნელი უხილავის დაჯერებას, ანუ რწმენას, ამიტომ აქვე აღვნიშნავ თემა, რომელსაც გთავაზობთ ათეისტებმა შეგიძლიათ მიიღოთ იუდაიზმისა და ქრისტიანული რელიგიური კონფესიებიდან გამომდინარე მითოსად, თეისტებს კი ვთხოვ რედაქტირება მოახდინოთ თემაში აღმოჩენილი უზუსტობებისა, რათა სრულყოფილი გახდეს მორწმუნე ადამიანის წარმოდგენა სულიერ სამყაროზე. ეხლა კი უშუალოდ თემის შესახებ.

როგორც თემის სათაურიდან ირკვევა საუბარი გვექნება იუდაიზმისა და ქრისტიანული რელიგიის მიხედვით ჩვენთვის ადამიანთათვის გაცხადებულ სულიერ პიროვნებებზე ანუ ანგელოზებზე და დემონებზე, მაგრამ ყველა მათგანზე არა, არამედ ზოგიერთ მათგანზე, დეტალურად კი შვიდ მთავარანგელოზსა და ექვს წყვდიადის მთავარზე, თუმცა სანამ ამ უკანასკნელთ განვიხილავ საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით გთავაზობთ ანგელოზთა და დემონთა კლასიფიკაციას იერარქიის მიხედვით, რაც განპირობებულია ანგელოზთა ( ღვთის მიერ შექმნილი სულიერი წმინდა პიროვნება და არა არსება) და დემონთა (ცოდვით დაცემული ანგელოზი) შესაძლებლობების, ძალაუფლების, დანიშნულებისა და ფუნქციის თავისებურებებით.

ანგელოზთა იერარქიული კიბე:

იერარქიის მიხედვით თეოლოგები გამოყოფენ 3 დასს ანგელოზთა ესენია;

პირველი ტრიადა: სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი( პრესტოლები ).

მეორე ტრიადა: უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი.

მესამე ტრიადა: საწყისნი ( იგივე მთავრობანი), მთავარანგელოზნი, და მაცნეები.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

პირველი ტრიადა

1. სერაფიმები - განეკუთვნებიან მგალობელ ანგელოზთა დასს, რომლებიც ყველაზე ახლოს დგანან ღვთის იაჰვეს ტახტთან ( იუდაიზმი) კრავის იეშუას ტახტთან (ქრისტიანობა), მათი ძირითადი დანიშნულებაა გალობით განადიდონ უფალი ღმერთი, ხოტბა შეასხან მას და თაყვანი სცენ, მუდმივად მათი დასაბამიდან უსასრულოდ, რასაც სიხარულით და ნებაყოფლობით აკეთებენ და არა იმიტომ, რომ უფალმა უბრძანა მათ ამის კეთება და იძულებულნი არიან. ვიზუალურად ეს ანგელოზები გამოიყურებიან შემდეგნაირად მათ აქვთ სამი წყვილი ფრთა, რომელთაგანაც ორით იფარავენ სახეს ღვთის ნათლის წინაშე თავმდაბლობისა და კდემამოსილების ნიშნად, ორი ფრთით ფეხებს ღვთისმოშიშობის ნიშნად და ორი ფრთით დაფრინავენ უფლისგან ბოძებული თავისუფალი ნების ნიშნად. ებრაელი წინასწარმეტყველი ესაია მათ ვიზუალურ გამომეტყველებასა და მათ მიერ ღვთის განდიდების პროცესს აღწერს თავის ეპისტოლეში (ესაია: 6. 1-3)

2. ქერუბიმები - განეკუთვნებიან უფლის სავანეთა და სასუფევლის მცველ ანგელოზთა დასს, მათი ძირითადი დანიშნულებაა ღვთის სიწმინდეების, სულიერი საიდუმლოებების შემცველი სიბრძნის, ღვთის ტაძრებისა და უფალთან საქმითა და რწმენით გამართლებულ ადამიანთა დაცვა ბოროტეულის ხელყოფისაგან. თორის, დაბადების წიგნიდან ვიგებთ, რომ ადამის ცოდვით დაცემის შემდგომ გააძევა რა იგი ღმერთმა სამოთხედ წოდებული ნეტარი სავანედან, ამავე სავანეში არსებულ სიცოცხლის ხისაკენ ( სიცოცხლის ხე - სიმბოლურად გამოხატავს ღვთივსულიერ შემეცნებას მარადიული სიცოცხლის შესახებ ) მიმავალ გზას მცველად ქერუბიმები მიუჩინა, რათა არ ეგემა მისი ნაყოფი ადამს და არ ეცოცხლა მარადიულად ანუ არ გამხდარიყო უკვდავი ( დაბადება 3. 22-24). ვიზუალურად ქერუბიმებს, ( თავის ხილვაში მომავლის ტაძარზე ) ებრაელი წინასწარმეტყველი ეზეკიელი აღწერს შემდეგნაირად: ამ ანგელოზებს აქვსთ ორი სახე ადამიანისა და ლომის ბოკვერის მსგავსი, რაც თავად ანგელოზთა ამ კატეგორიის გონიერებასა და ძალაუფლებას ნიშნავს,( ეზეკიელი 41. 18-20 ) ქერუბიმები როგორც დაცული სიწმინდის სიმბოლო, გამოსახული იყო აღთქმის კიდობანსა და სოლომონის მიერ იაჰვესთვის აგებული ტაძრის, ღვთის სულის სამყოფელი ადგილის ( წმინდათა წმინდა ) შესასვლელის გამომყოფ კრეტსაბმელზე.

3. საყდარნი - განეკუთვნებიან მეომარ ანგელოზთა დასს, ციური მხედრობის ეს წარმომადგენლები უფლის ბრძანებითა და დაშვებით ასრულებენ კონკრეტულ საბრძოლო დავალებებს,ძალისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით პრესტოლების მეომარ ანგელოზებად ჩამოყალიბებას დასაბამი მისცა განხეთქილებამ სულიერ სამყაროში, მათი ძირითადი დანიშნულებაა დემონებთან ბრძოლა. მოციქული იოანე, აპოკალიფსის წიგნში აღწერს მიქაელ მთავარანგელოზის სარდლობით ამ ანგელოზების ბრძოლას დრაკონთან და მის დაცემულ ანგელოზებთან. ( იოანეს გამოცხადება 12. 7-9 ) მისივე წინასწარმეტყველური ხილვის მიხედვით ანგელოზთა ამ დასის მეშვეობით მოხდება წუთისოფლის აღსასრული, ასევე წუთისოფლის ღმერთის დრაკონად, ძველ გველად და სატანად მოხსენიებული დემონთა მთავრის შებყრობა, შებორკვა და ათასწლოვანი ტყვეობა, მისი იეშუას მიერ საბოლოვოდ დამარცხებამდე. ( იოანეს გამოცხადება 20. 1-3)

მეორე ტრიადა

1.უფლებანი - განეკუთვნებიან ანგელოზთა დასს, რომლებიც განაგებენ მართალთა და წინასწარმეტყველთა სულიერი განვითარებისა და უფლის სიყვარულით ცხოვრების პროცესს ისინი შექმნა მსახურებად მწველი ცეცხლისა ანუ მოციქულთა, ეპისკოპოსთა, მღვდელმთავართა მსახურებად და მცველად იაჰვემ. ამ ანგელოზების ძირითადი დანიშნულებაა შეგონება, ადამიანისა სინდისის ხმა, როგორადაც მათ უწოდებენ საკითხში გაუთვიცნობიერებელი ადამიანები. შეზღუდულები ადამიანის ნების თავისუფლებით ეს ანგელოზები მუდამჟამს იღწვიან სიყვარულით შეაგონონ კაცთა ძეები, გააფრთხილონ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, დაანახონ უფლის მცნებების შესრულების აუცილებლობა. აღძრან ისინი კეთილი საქმის კეთებისკენ, როდესაც მეამბოხეებს ხედავენ ადამიანებში სწუხან, მწუხარებას გამოხატავენ ასევე ყბადაღებული თემის ჯიპიანი მღვდლების დანახვისასაც. მათი უფლება იმაში მდგომარეობს, რომ არ აძლევენ დემონებს საშუალებას სულიერად დათრგუნონ ადამიანთა შვილები. მათ გააფრთხილეს იოსები და მარიანი ყრმა ქრისტე გადაემალათ ეგვიპტეში მეფე ჰეროდეს მზაკვრული გეგმისაგან დასაცავად, ასევე მათვე აუწყეს რომ შესაძლებელი იყო ეგვიპტიდან ისრაელში დაბრუნება, მათ გააფრთხილეს მოგვები რომ სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში. ისინი ესაუბრებოდნენ აბრაამს სამი მგზავრის სახით და არა თავად უფალი, როგორადავ მოგვიანებით აღიქვეს მავანთ სამების კულტის განსამტკიცებლად.

2. ძალნი - განეკუთვნებიან ანგელოზთა დასს და აქვთ იგივე დანიშნულება რაც პრესტოლებს განსხვავება იმაშია, რომ მათი სამოქმედო არეალი მიწაა იბრძვიან მიწაზე არსებული დემონების წინააღმდეგ, მათი მეშვეობით უფლის სულიწმინდის დაშვებით იდევნებიან კვეთებული ადამიანის სხეულიდან, ფსიქიკიდან, დემონური ძალები, მისცა რა ძალი და უფლება დემონებზე იეშუამ მოციქულებს მისცა მათ ანგელოზთა ეს დასი, რომელთა დახმარებითაც სდევნიდნენ დემონებს.

3. ხელმწიფებანი - განეკუთვნებიან ანგელოზთა დასს, რომელთაც ხელმწიფება აქვთ ადამიანის სიკვდილზე, გეხსომებათ იგავი მდიდარზე რომელიც ხარობდა თავისი მონაგარით და საქციელით უთხრეს ტყუილად ხარობ უგნურო ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვის დარჩება შენი მონაგარი? რაღატომღაც ანგელოზთა ამ დასს აიგივებენ ხოლმე მთავარანგელოზ მიქაელთან, სიტყვებით მიქელა მოვა და წაგიყვანს ან წყეულ მიქელ გაბრიელს სანამ გავახსენდები, სანამ ისევ არსებობას მაცდის ცნობილი მომღერლის თემურ წიკლაურის სიმღერით. სინამდვილეში ამ ანგელოზებს საერთო მიქაელთან და გაბრიელთან მხოლოდ ის აქვთ რომ თავადაც სულიერი პიროვნებები არიან, ხოლო დანიშნულება და ფუნქცია კი რადიკალურად განსხვავდება ამ ანგელოზებს ხელეწიფებათ აგრეთვე ბუნებრივი ფიზიკური მოვლენების ჰაერის, წყლის, მიწის, ცეცხლის სტიქიების მართვა და უფლის დაშვებით ამავე სტიქიების გამოყენებით დამანგრეველი კატასტროფული მოვლენების წარმართვა. მაგალითად ბიბლიაში აღწერილი ქალაქების სოდომისა და გომორის განადგურებასა და დაცემას ცეცხლოვანი წვიმით წინ უძღვოდა ამ ანგელოზთა სტუმრობა მართალი ლოტის სახლში ღვთისაგან ისინი სწორედ ამ ქალაქების განადგურების მიზნით იყვნენ წარგზავნილები, აგრეთვე ეგვიპტეში ბიბლიაში აღწერილი სასჯელების განმახორციელებლები თვით ფარაონის და სხვა ეგვიპტელების უფროსი ძეების მოკვდინების შემსრულებლები, რომელთა კარის ძელზე არ იყო წასმული კრავის სისხლი ნიშნად გაფრთხილებისა ანგელოზთა ამ დასის წარმომადგენლები გახლდნენ.

მესამე ტრიადა

1 საწყისნი ( მთავრობაანი ) განეკუთვნებიან ანგელოზთა დასს, რომლებიც ღვთიურ წესრიგს ამყარებენ მიწაზე ორგანიზებული სახელმწიფოს სახით.

2 მთავარანგელოზნი - მათ შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ ვინაიდან თემის სათაურიდანვე ჩანს რომ დეტალურად მინდა განვიხილო შვიდი მთავარანგელოზის შესაქმისი, დანიშნულება და ფუნქცია.

3 მაცნეები - განეკუთვნებიან ანგელოზთა დასს, რომრლიც ახარებენ სიხარულს ადამიანებს ( ხარება მწყემსებისა იეშუას შობის დღეს )

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს ( რომაელთა მიმართ 8. 38,39)

და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მმართველობანი, ვერც ძალნი და ვერც აწმყო და ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება, ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან, ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

რაც შეეხება დემონთა კლასიფიკაციას დემონოლოგები მათ იერარქიულ განშტოებებს ქმნიან შემდეგნაირად:

1. მოქმედების არეალის მიხედვით

2. საქმიანობის მიხედვით

2. სულიერი წოდების მიხედვით

მოქმედების არეალის მიხედვით არსებობენ: ცეცხლოვანი დემონები, მოქმედებენ ცეცხლის სტიქიის ძალით. ჰაერის მთავარნი მოქმედებენ სივრცეში მთვარის ქვეშ ( პირადში განვუმარტავ მსურველს ). მიწის სტიქიის დემონები მოქმედებენ მიწის ზედაპირზე. უფსკრულის დემონები მოქმედებენ ლუციფერის სავანეში. და ჰელიფობები სინათლის მატარებელი დემონები მოქმედებენ ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ სიღრმეებში.

საქმიანობის მიხედვით არსებობენ: პერკები რომლებიც ითვლებიან ექსტრასენსთა, ჯადოქართა, მაგთა, პირად მსახურებად. პოლტარგეისტები ღამის დემონები რომლებთაც შესწევთ ძალა გადააადგილონ ნივთები გამოიწვიონ ხმაური რითაც აშინებენ რწმენაში სუსტთ ღამით. ინკუბები და სუკუბები მდედრობითი და მამრობითი სქესის დემონები რომელთა ძირითადი დანიშნულებაა ადამიანის სექსუალური გარყვნა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის განვითარება. ლეგიონერები ჯგუფად მოსიარულე დემონები, რომელთა დანიშნულებაა სულიერად ძლიერ ადამიანთან ბრძოლა. არაბელები ანუ სიზმარული კოშმარის გამომწვევი დემონები. ესიები დემონები რომელთაც შესწევთ უნარი ფიზიკურად დაესხან თავს დაუცველ ადამიანებს. გრენედები მემთვრალეობის ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის წამქეზებელი დემონები. ვარები მკვლელობის წამქეზებელი დემონები. და ასე შემდეგ....... ეს კატეგორია შორს წაგვიყვანს ისედაც ვცდილობ პოსტი მაქსიმალურად შევამოკლო მაგრამ არ გამომდის.

სულიერი წოდების მიხედვით არსებობენ:

1. ფსევდოღმერთები ხილვაში გარდაისახებიან ღმერთად წარმოგვიდგენენ თავს მათი მთავარია ბელზებელი.

2. სიცრუის დემონები ატყუებენ ადამიანებს აცდენენ მათი მთავარია პითონი იგივე სატანა.

3. უსამართლობის დემონები ხარობენ უსამართლობით და აღვივებენ უსამართლობას ადამიანთა შორის მათი მთავარია ბელიარი.

4. მრუშობის დემონები მათი მთავარია ასმადეი

5. ჰაერის სივრცის დემონები სტიქიური უბედურების გამომწვევები მათი მთავარია მერეზინი

6. ფურები ომის ნგრევისა და შიმშილით სიკვდილის გამომწვევი დემონები მათი მთავარია აბადონი

7.ცილისმწამებლები მათი მთავარია ასტორატი და ძალიან გამიკვირდა რომ ამ დემონთა მთავრის ნიკით აქ ერთი იუზერი ვნახე.

8. რისხვისა და შფოთის დემონები მათი მთავარია მამონა.

ვიმედოვნებ სტატიის მკითხველს გარკვეული წარმოდგენა შევუქმენი სულიერი სამყაროს თემას მომდევნო პოსტში გავაგრძელებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაგრძელებ რა თემას საჭიროდ მივიჩნევ მოციქულ იოანეს ხილვის შედეგად დაწერილი აპოკალიფსის წიგნიდან მოვიყვანო გარკვეული ადგილის ციტირება, რათა ნათელი გახდეს შვიდი მთავარანგელოზის შესაქმისის რაობისა და დანიშნულების საკითხი. იხილა რა ძე კაცისა იოანემ მას შემდეგნაირად აღწერს: შვიდი ლამპრის შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, მას მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი ხოლო თავად იეშუა უხსნის იოანეს შვიდი ვარსკვლავის საიდუმლოს და ეუბნება რომ ეს შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი ლამპარი შვიდი ეკლესია.

განვიხილოთ შვიდი მთავარანგელოზი მათი სახელებია: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, იეჰუდიელი და ვარაქიელი. ამ შვიდი მთავარანგელოზის მეშვეობით ხდება უფლის ძალის, ძალაუფლების, სიბრძნის, გონიერების, სიყვარულის, სამართლიანობის, მიმტევებლობის გამოვლინება ეს შვიდი მთავარანგელოზი იწოდება ღვთის შვიდ სულად რომლითაც განაგებს სამყაროს, ამ მთავარანგელოზთა განხილვის ფონზე საკითხის უკეთ გასაგებად საჭიროდ მივიჩნევ რომ ვთქვა ისევე, როგორც ღვთის იაჰვეს მოქმედების გამოვლინება ხდება ამ შვიდი სულით ანალოგიურად ლუციფერის გამოვლინება ხდება მისი ექვსი სულის ექვსი უძლიერესი დაცემული ანგელოზის წყვდიადის ექვსი მთავრის სახით პარალელურად განვიხილავ მათაც მათი სახელებია: ბელზებელი, აბადონი, ასტორატი, ასმადეი, აზაელი და ბელფეგორი იგივე სატანა.

მთავარანგელოზი მიქაელი- ციური მხედრობის პრესტოლების მეომარ ანგელოზთა მხედართმთავარი, მისი სახელი არამეულად ნიშნავს, რომელიც ვითარც ღმერთი. მან დაამარცხა და სასუფევლიდან განდევნა ლუციფერი წყვდიადის იმპერატორი და მისი მხედრობა. მინდა აღვნიშნო რომ მავანნი მთავარანგელოზ მიქაელთან ხშირად აიგივებენ იეშუას რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ავტორის რქიანობაზე მიუთითებს. მას ემორჩილებიან აგრეთვე ძალნი.

მთავარანგელოზი გაბრიელი - იაჰვეს პირადი მაცნე მახარებელი უფლის შეტყობინებისა ყოველი სულიერი სიბრძნე უფლის მიერ ადამიანთათვის გაცხადებული მისი მეშვეობით ეხარება ადამიანს მის დაქვემდებარებაში არიან მაცნენი. იგია გადმომცემი თორისა მცნებებისა რჯულისა იაჰვეს დავალებით წინასწარმეტყველებებისა ხილვებისა.

მთავარანგელოზი რაფაელი - ადამიანთა მფარველი სნეულებათა ბოროტის შეჭირვებისგან მის დაქვემდებარებაშია ძალნი და ხელმწიფებანი შემბყრობელია და დამატყვევებელია წყვდიადის მხედრობის მხედართმთავრის აზაელისა.

მთავარანგელოზი ურიელი ცეცხლოვანი ანგელოზი მის დაქვემდებარებაშია ქერუბიმთა დასი.

მთავარანგელოზი სელაფიელი მლოცველი და მგალობელი მადიდებელი უფლისა მის დაქვემდებარებაშია სერაფიმთა დასი.

მთავარანგელოზი იეჰუდიელი - იაჰვეს ტახტის წინ მდგომი სული შუამდგომელი განმანეიტრალებელი ასტორატის ცილისწამებისა მას ექვემდებარებიან საწყისნი მთავრობანი.

მთავარანგელოზი ვარაქიელი - მცველი მართალთა უფლის მოწყალების გამომთხოვნელი მას ექვემდებარებიან უფლებანი.

რაც შეეხება ექვს მთავარს წყვდიადისად ესენია:

ბელზებელი ( ბატონი ) ფსევდოღმერთი იგივე ამონ რა, ოსირისი, ბაალი, ბალაკი, დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი ვინმემ რომ შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავი. ექვემდებარებიან პერკები.

აბადონი ( ჰერცოგი ) ომისა და ნგრევის ფსევდოღმერთი იგივე აპოლონი იგივე შივა ( ინდუისტებმა არ გამიგინ :givi: ) ექვემდებარებიან ფურები.

ასტორატი ( დიდებული ჰერცოგი) ცილისმწამებელი, მეცნიერი. ექვემდებარებიან ცილისმწამებელი სულები.

ასმადეი ( ბნელეთის ძალა ) მრუშობის მამათმავლობისა და ლეზბოსელობის ფსევდოღმერთი იგივე ვიბლა ექვემდებარებიან ინკუბები და სუკუბები უფლობს სუკუბ ლილიტზე.

აზაელი ( თავადი ) ჯოჯოხეთის მხედრობის მხედართმთავარი იგივე სიკვდილი ექვემდებარებიან ლეგიონერები, ესიები, ვარები.

ბელფეგორი იგივე სატანა ( თავადი ) სიცრუისა და ცოდვის მამა ექვემდებარებიან არაბელები, პოლტარგეისტები.

აი ეს არის ლუციფერის სინათლის ძის მინისტრთა კაბინეტი :)

ჰო და თუ მე ეს ყველაფერი მოვიგონე ნობელის პრემიის ლაურეატი ვყოფილვარ თუ არა და დარჩეს მითოსად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა.....

 

საიდან ფლობ ამხელა ინფორმაციას? სადმე ამოიკითხე თუ........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა.....

ეს შენთვისაა:

21. И я тотчас же приказал привести ко мне другого демона; и немедленно подвели мне связанного демона Асмодей (Asmodeus) [Асмодей также появляется в Tobit 3:8, и в конечном счете ведет свое происхождение от Авестановского демона Аешма-даевы ("демона гнева")], и я спросил его: "Кто ты?" Но он пронзил меня гневным и яростным взглядом и сказал: "А ты кто?"; И я ответил "Тебя привели ко мне, поэтому и отвечай". Но он, с гневом, сказал мне: " Но как я буду отвечать тебе, сыну человека; тогда как я был рожден от ангела и человеческой дочери, так что не стоит рассчитывать и на слово небесного жителя, адресованного тому самонадеянному [высокомерному] человеку, который родился на земле. И потому также, что моя звезда сияет в небе, и какие-то люди называют ее Большой Медведицей, а кто-то - ребенком дракона. Я нахожусь рядом с этой звездой. Так что не спрашивай меня о многом; твое царство уже скоро будет разрушено, а твоя слава - не больше, чем на год. И недолгой будет твоя тирания над нами; и потом мы снова будем иметь возможность свободно действовать среди человеческого рода, так, что люди станут уважать нас, как если бы мы были богами, из-за того, что не знают имен ангелов, имеют власть над нами".

 

22. И я Соломон, услышав это, связал его еще крепче и приказал, чтобы его выпороли плетью из воловьей шкуры [выпороли розгами], и сказал мне почтительно, как его зовут и чем он занимается. И он ответил на меня так: "Смертные называют меня Асмодей, и я занимаюсь тем, что плету интриги против молодоженов, так, что они не могут не узнать друг друга. И я совсем разлучаю их из-за многочисленных бед, а еще я растрачиваю красоту девственниц и опустошаю их сердца".

 

23. И я спросил его: "Это единственное, чем ты занимаешься?" А он ответил мне: "Я довожу женатых мужчин до приступов безумия и страсти, так, что они покидают своих и уходят ночью и днем к тем, которые принадлежат другим мужчинам; и таким образом они впадают в грех и совершают смертельные поступки [я распространяю безумие по отношению к женщинам посредством звезд, и я часто совершал серию убийств]

 

24. И я заклинал его именем Господа Сабаота, говоря: "Побойся Бога, Асмодей, и скажи, какой ангел имеет власть над тобой?" А он ответил: "Рафаил, архангел, который стоит перед троном Бога. А рыбья желчь и сердце заставляют меня обратиться в бегство, если сжигаются вместе с тамариском [сжигают на углях. Сравните Tobit, где Рафаил инструктирует его, как использовать желчь, сердце и печень для различных целей]" Я снова спросил: "Ничего от меня не скрывай. Ибо я - Соломон, сын Давида, Царь Израиля. Назови мне рыбу, которую ты почитаешь". И он ответил: "Это - Glanos, которая водится в реках Ассирии ["сом" (sheatfish), большая зубатка (catfish). Греческий ho, hк glanis.]; почему это - что я брожу о в тех частях".

 

25. И я сказал ему: "Что еще ты можешь сказать о себе, Асмодей? " И он ответил: "Известна власть Бога, который связал меня нерасторжимыми обязательствами вот той печати, поэтому все, что я говорю тебе - правда. Я молю тебя, Царь Соломон не заставлять меня [входить] в воду". Но я улыбнулся, и сказал ему: "Пока жив Господь Бог моих отцов, ты будешь закован. Но ты должны также замешивать своими ногами глину для строительства всего Храма". И я приказал, чтобы ему дали десять сосудов, чтобы носить в них воду. И демон ужасно застонал и делал работу, которую я приказал ему выполнить. И я сделал так, потому что этот жестокий демон Асмодей даже будущее знал. И я, Соломон, прославлял Бога, который дал мудрость мне, Соломону, его слуге. А рыбью печень и желчь подвесил на острие тростника [рыбью печень и желчь на ветке стиракса] и поджег это над Асмодеем, потому как он был очень сильным, и надо было окончательно подавить его жуткую злобу.

 

26. И я снова вызвал Бельзебула, князя демонов, и я усадил его на возвышающемся почетном месте и сказал ему:

ეს შენ იცი ვისგანაც არის და იქნებ იმ ბრძენსაც :givi: წააკითხო 10 წელი რომ იკვლევს ბიბლიას და სოლომონზე მარტო ის რომ იცის რომ დავითის უკანონო შვილი რომ იყო ხეთელი ურიას სექსუალური ცოლუკისგან :givi: ან კიდევ კიდობანში ჟირაფს ვინ აჭმევდა ბალახს :givi: და მაინც თვითონ როა ბრძენი და სხვები კი ბაიბურში რომ არ არიან ვითომ :))

Edited by XXX777
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საიდან ფლობ ამხელა ინფორმაციას? სადმე ამოიკითხე თუ........

კიდევ ბევრს ვფლობ მაგრამ ზოგ ზოგიერთებივით არ ვიგიჟებ აქ თავს 2 წიგნს რომ წაიკითხავენ და თავი ყოვლისმცოდნეები რომ გონიათ ასეთები უნდა ალაპარაკო და მხოლოდ უნდა გეცინებოდეს რა იმ აბდაუბდაზე რასაც არახუნებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა.

51. И я восхвалил Господа Бога небес и земли, и потребовал, чтобы ко мне привели другого демона; и ко мне явился один, в виде ревущего льва. И он остановился и сказал мне: о, царь, в том виде, который я имею, меня трудно воспринимать. "Подобравшись украдкой, я набрасываюсь на людей, обессиленных болезнью. И я делаю человека слабым. Но я также отличаюсь и другим. О, Царь, Я низвергал демонов, и я управляю легионами. И демоны из моих легионов находятся вместе со мной". Но я, Соломон, услышав это, спросил: "Как тебя зовут?" А он ответил: "Я есть лев, по природе стремительный". И я спросил его: "Кто имеет власть над тобой и твоими легионами? Какой ангел? "И он ответил: " Если я скажу тебе мое имя, тогда ты получишь власть не только надо мной, но и над легионами демонов, которые подчиняются мне".

 

52.И тогда я сказал ему: "Заклинаю тебя именем Бога Саваофа, назови мне имя того, кто имеет власть над тобой и твоим воинством". И дух ответил мне: величайший из людей, тот, кто перенес множество страданий от людей, чье имя 644, или - Эммануил; он тот, кто пленил нас, и кто придет и утопит нас в воде. Он - известен по трем цифрам, которые низвергнут его". აჰა ესეც იცოდე და გამოიყენე :) დანარჩენს პირადად გეტყვი თუ გაინტერესებს , ბრძენი ისედაც ბრძენია :givi: ხო ბრძენია და სხვა უგნური? ჰო და დარჩეს ბრძნად :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი ვათხანალიაა ეს ყველაფერი და აპოკრიფული წიგნებიდან გადმოქაჩული უბადრუკი სიცრუე :what: :read:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...