Jump to content
Planeta.Ge

ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი (1892-1959)


Recommended Posts

ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი (1892-1959)

 

http://s58.radikal.ru/i160/0901/3a/d4f3ed2d15b9.jpg

 

ქართველი ფალავანი. დაიბადა სოფელ ნიჩბისში. ყმაწვილობაში მოჯამაგირე იყო, შემდეგ მდინარე ქსანზე მებორნედ მუშაობდა. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მცხეთაში რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა, ზამთრობით კი თბილისში ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას "ქართველი გოლიათი" უწოდა.

 

1921 წლიდან რეგულარულად გამოდიოდა თბილისში, ესიკოვის ცირკში. დამარცხებული ჰყავს ბევრი სახელოვანი მოჭიდავე (თ. კოჟემიაკინი, ი. ზაიკინი, პ. ზაგორუიკო და სხვა). რამდენჯერმე შეხვდა უძლიერეს რუს მოჭიდავეს ი. პოდდუბნის, მათი შეხვედრები თითქმის ყოველთვის ფრედ მთავრდებოდა. მართალია, კლასიკური ჭიდაობის ელემენტები არ ქონდა შესწავლილი, მაგრამ დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა. გადაღებულია ქართულ ფილმებში. 1976 წელს მცხეთაში გაიხსნა სანდრო კანდელაკის ძეგლი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...