კონტენტზე გადახტომა


მედეა ძიძიგური (1942-1999)


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 მდა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1218 წერილები:
რეპუტაცია: 5
პოზიტიური

დაწერილია 19 December 2008 - 02:36 PM

მედეა ძიძიგური (1942-1999)

დადებული სურათი

მედეა ძიძიგურმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. უკვე სტუდენტობისას ის მღეროდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში.

1963 წლიდან ძიძიგური იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1979-85 წლებში - საქართველოს ტელერადიოკომიტეტის მუსიკალური რედაქტორი, ხოლო 1994 წლიდან - სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად.

მედეა ძიძიგურს ჰქონდა მეტად კოლორიტული ხმა და შესრულების ორიგინალური მანერა. განსაკუთრებით კარგად ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს.

მედეა ძიძიგური დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ისწავლეთ!





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი