კონტენტზე გადახტომა


თენგიზ ჩანტლაძე (1933-1988)


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 მდა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1218 წერილები:
რეპუტაცია: 5
პოზიტიური

დაწერილია 05 December 2008 - 02:49 PM

თენგიზ ჩანტლაძე (1933-1988)

დადებული სურათი

1958 წელს თენგიზ ჩანტლაძემ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1957 წლიდან, მან მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადაზე კონფერანსიედ. 1960-61 წლებში ჩანტლაძე კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1962 წლიდან კი მან ფილარმონიასთან დააარსა მინიატიურების თეატრი, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობიც თავად გახლდათ. 1975 წელს მისი ინიციატივით დასი ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა. თენგიზ ჩანტლაძისთვის დამახასიათებელი იყო გარდასახვის დიდი უნარი, გამომსახველობით საშუალებათა დიდი მრავალფეროვნება, შესანიშნავი სამსახიობო ტექნიკა, ლირიზმი და იუმორი. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ლუარსაბ თათქარიძე, ანატოლი ნოვოსელცევი, ვანო ხიმშიაშვილი, მილიციის უფროსი გვარამია, ალფონსო დონ ჟუანი და სხვა.
ისწავლეთ!





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი