Jump to content
Planeta.Ge

სიკვდილით დასჯაზე რას ფიქრობთ!?


Recommended Posts

ისე სიკვდილით დასჯის მომხრე ვარ... მაგალითად ნარკობარონები რომ დასაჯონ სიკვდილით მემგონი შედარებით გამოსწორდება სიტუაცია... ოღონდ პლანის გამყიდვლები კი არა აი ჰეროინს და ეგეთ მძიმე ნარკოტიკებს ვინც ყიდის...

 

 

ხო ისე სამუდამო პატიმრობა სახელმწიფოს არ უნდა აწყობდეს თუ კაცი არ მუშაობს და უბრალოდ ჭამს ისე ძალიან ძვირი დაჯდება თან სიკვდილით დასჯა უფრო სერიოზულია ამიტომ უფრო ეფექტური იქნება ნარკომანიასთან ბრძოლაში.... პრინციპში სხვა დანაშაულზეც შეიძლება სიკვდილით დასჯა ..

 

ხო და ხერხს რაც შეეხება არაა აუცილებელი აწამონ კაცი... ანუ ელექტრო სკამი ჩამოხჩობა და რამე არვარგა... გაზით გაგუდვა ან რამე მაგ სტილში უმტკივნეულოდ რომ მოკლან აჯობებს ალბათ... რათქმაუნდა გააჩნია მიზანი რა არის თუ მაქსიმალური ტკივილის მიყენება უნდათ დამნაშავესთვის მაშინ შეიძლება ჯერ რამდენიმე წელი სველ ცივ და ბნელ კარცერში გაატაროს მერე კი ჩამოახჩონ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 63
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ატეგორიულად არ ვარ მომხრე.. ადამიანი ერტხელ მოდის ქვეყნად და სჰენ რაღაც ნარკოტიკების გაყიდვის გულიზე სიცოცხლე წაართვა არ არის სამართლიანი.. ის ყიდის და ვინს ყიდულობს მაშინ მაგან იფიქროს თავის თავზე ეგ ჯობია,,..

 

მაგაზე უარესი დანაშაულები არსებობს.. მაგალითად მამას როგორ ჰყავდა საკუთარი ქალიშვილი ტყვედ "პადვალში" ( ქართული აღარ მახსოვს მაპატიეთ ) ხოდა შვილისგან ჰყავდა შვილიშვილები, 2009 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაული..

ხოდა ამ მანიაკს არ ეკუთვნის ამ ქვეყანაზე ყოფნა მაგრამ მიუხედავად ამისა, სამუდამო პატიმრობას მივუსჯი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მძიმე თემაა.. ჩემი აზრი რომ გამოვთქვა ალბათ ერთი რვეული დამჭირდება... ამიტომ თავს შევიკავებ... რაც შეეხება იმას, რომ სამუდამოს ჯობია სიკვდილი, არ ვეთანხმები. გასაგებ არგუმენტს მოვიყვან: -- მაშინ ყველა ბერ-მონაზონს რას ვურჩევთ?? ამ ცხოვრებაში ერთი რაც ჩვენია და ვერ წაგვართმევს ვერავინ, ეს არჩევნის უფლებაა.. მე თუ სამუდამოს მომისჯიან, იქ ციხეში მე თვითონ გადავწყვეთ ვიცოცხლო თუ მოვკვდე..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

შტატსა და ქალქას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? :blink: :blink: :blink:

 

 

ჩვენთან შტატები არ არის შესაბამისად შტატების მაგივრად იქნება ქალაქებში პატიმრის სიკვდილით დასჯა

 

გიჭირს რამე ფრიდრიხ?

 

რატო უნდა იყოს ქუთაისში ან გლდანში? ან საერტოდ რატო უნდა იყოს

და თუ მაინც იქნება რატო არ უნდა იყოს მთელ საქართველოში?

 

P.S

რატო სიკვდილით დასჯაში და სისულელეებში ბაძავთ ამერიკას

მაგათზე და####ებული ერი ხო არ არსებობს..

 

 

სიკვდილით დასჯა უნდა არსებობდეს

 

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პატიმრებისთვის

 

რომ სამართლიანობამ იზეიმოს

 

ად დაზარალებული არ ელოდებოდეს

 

ღმერთი ციდან როდის დასჯის დამნაშავეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიცა ეს სამართალში რომ გადააგდოთ არაა? :D

მემგონი სამართლის თემა უფროა კი :(

 

FRIDRIX

შტატსა და ქალაქს შორის ის განსხვავებაა რომ, ის რაც შეიძლება დაშვებული იყოს ერთ შტატში, არ იყოს მიღებული მეორეში..

ქალაქის შემთვევაში კი, საქართველო იმდენად ციცქნაა სხვებთან შედარებით, ეგღა აკლია, სამართლის გაგებით გავანაწილოთ :)

Edited by Pariz
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მძიმე თემაა.. ჩემი აზრი რომ გამოვთქვა ალბათ ერთი რვეული დამჭირდება...

 

ამ აზრს ვეთანხმები და მოკლედ ვიტყვი.

სიკვდილთ დასჯას ვემხრობი, მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა განსაკუთრებულ არაადამიანურ დანაშაულთან გვაქვს ადგილი. არასრულწლოვნის გაუპატიურება, სადისტური მკვლელობების სერია და ა.შ.

შეგნებულად არ ვაგრძელებ.

გავიხსენებ ნამგალაურის ბოლო სიტყვას, მას შემდეგ, რაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

აქედან გამოსვლის შანსი რო მქონდეს, ალბათ მაინც იგივეს გავაკეთებო !!!

 

დახვრიტეს კიდეც.

Edited by uran
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pariz

პრინციპში მართალიხარ მაგრამ ცოტა გლობალურად რომ შევხედოთ მაგ საკითხს ნარკობარონები უფრო მეტ ადამიანს აუბედურებენ ვიდრე მანიაკები... დედ მამას 1 დებილი შვილი რომ გაუჩნდებათ და ისიც ნარკომანი რომ გახდება მთელ სახლს გაყიდის ოღონდაც დოზა გაიკეთოს, ბოლოს ან ღვიძლი ან გული უმტყუნებს და მისი მშობლები დარდით მანამდე თუ არ მოკვდნენ ერთი 20 წლით ადრე მაინც გარდაიცცვლებიან... ნარკოტიკის გულისთვის ხალხს რა არ გაუკეთებია... და ბოლოს ფული თუ საერთოდ აღარ აქვთ იწყებენ ქურდობას ყაჩაღობას ან მკვლელობას ოღონდაც დოზა იყიდონ იყიდონ...

 

მოკლედ ნარკოტიკმა ძალიან ბევრი ოჯახი გააუბედურა თვითონ მომხმარებლებიც თავისთავად და მისი ახლობლებიც...

 

და კაცი რომ ერთხელ მოდის ამ ქვეყნად საცხოვრებლად შენც გამოხვალ და ეტყვი აწი ვინც გაყიდის ნარკოტიკებს დაისჯება სიკვდილით ხოდა ვინც გაყიდის ესეიგი მან თავისი არჩევანი გააკეთა...

 

ნარკობარონების დახვრეტა გაცილებით უფრო მეტ სიკეთეს მოიტანს და მეტ ადამიანს გადაარჩენს სიკვდილისგან ვიდრე მათი ციხეში ჩასმა ან შეწყალება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მემგონი სამართლის თემა უფროა კი :(

 

FRIDRIX

შტატსა და ქალაქს შორის ის განსხვავებაა რომ, ის რაც შეიძლება დაშვებული იყოს ერთ შტატში, არ იყოს მიღებული მეორეში..

ქალაქის შემთვევაში კი, საქართველო იმდენად ციცქნაა სხვებთან შედარებით, ეგღა აკლია, სამართლის გაგებით გავანაწილოთ :)

 

 

ციცქნაა თუ რაც არის ეს მოდელი გამოდგებოდა იმისთვის ვისაც არ უნდა რომ სიკვდილით დასჯა არსებობდეს

 

მთელ საქართველოში იყოს სიკვდილით დასჯა ყველა ციხეში რა პრობლემაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ერთ ქალაქში სიკვდილით დასჯა ვერ იქნება ... თუ იქნება, იქნება მთელს საქართველოში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციცქნაა თუ რაც არის ეს მოდელი გამოდგებოდა იმისთვის ვისაც არ უნდა რომ სიკვდილით დასჯა არსებობდეს

 

ეს ვერ გავიგე და მგონი არ გესმის რას ამბობ :(

ერთ ქალაქში იყოს და მეორეში არაა? არ თქვა ჯობია არსად ..

საქართველოს კანონმდებლობა მთელს საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.. თუ სიკვდილით დასჯა იქნება, ყველა სასამართლო დაექვემდებარება ამ კანონს..

და თუ იმას ამბობ რომ რომელიმე ციხეში იყოს ეს დასჯის მეთოდი, აუცილებელი არაა ყველა ციხე ახორციელებდეს ამ მეთოდს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ვერ გავიგე და მგონი არ გესმის რას ამბობ :D

ერთ ქალაქში იყოს და მეორეში არაა? არ თქვა ჯობია არსად ..

საქართველოს კანონმდებლობა მთელს საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.. თუ სიკვდილით დასჯა იქნება, ყველა სასამართლო დაექვემდებარება ამ კანონს..

და თუ იმას ამბობ რომ რომელიმე ციხეში იყოს ეს დასჯის მეთოდი, აუცილებელი არაა ყველა ციხე ახორციელებდეს ამ მეთოდს..

 

 

თუკი სახემწიფო გადაწყვეტს რომ პატიმარი არ უნდა დასაჯოს სიკვდილით მაგრამ ამას საზოგადოება ითხოვს

 

ამ პატიმარს გადაიყვანენ იმ ქალაქის ციხეში სადაც სიკვდილით დასჯა არ არის შესაბამისად აცდება სიკვდილს

 

 

ან დამნაშავეები ჩაიდენენ დანაშაულებს იმ ქალაქებში სადაც სიკვდილით დასჯა არ არის აქ სახემწიფო ორ კურდრელს დაიჭერს

 

 

იმ ალაქებში იქნება გაძლიერებული პოლიციური სისტემა იმის მიხედვით რომ ამ ქალაქებში არის განსაკუთრებული კრიმინოგენული მდგომარეობა

 

ანუ შეიქმნება ხელოვნური ხაფანგები დამნაშავებისთვის

 

 

 

 

კანონმდებლობა მთელი ქვეყნის მაშტაბით მოქმედებს

 

მაგრამ სხვადასხვა რეგიონის პროკურორები სხვადასხვაგვარად მოქმედებს

 

შესაბამისად პროკურორები ყოფენ სამართალს

 

რეგიონების მიხედვით

 

იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც

 

მაგალითად

 

თუკი ქუთაისში იქნება პატიმრის დასჯა ქუთაისს ეყოლება ჯალათი პროკურორი ის მოითხოვს სიკვდილით დასჯას სამუდამოპატიმრობის მაგივრად და პატიმარი დაისჯება

 

რუსთავში არ იქნება სიკვდილით დასჯა პროკურორი მოითხოვს სამუდამოს და არა სიკვდილით დასჯას

 

ანუ აქ არა კანონმდებლობაში არამედ პროკურორებშია საქმე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარია!

 

დამძიმდა დედამიწა და კაკ მინიმუმ უნდა გავანახევროთ!

 

fashisti

ბორბალზე გასმაზე რა აზრის ხარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

ადრე ხომ იყო ეგეთი დასჯა, ჰოდა ეგ რომ შემოიღონ რას იტყოდი მეთქი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...