Jump to content
Planeta.Ge

ნაციონალებს თბილისში გუბერნატორის დანიშვნა უნდათ


Recommended Posts

თბილისს მალე გუბერნატორი ეყოლება?!

9:50 - 21.10.2009

 

ქართულ პოლიტიკაში ახალი სკანდალი მწიფდება. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია, რომელიც “ფაქტნიუსს” ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა, ერთობ შოკისმომგვრელია. ამასთან, წყაროს თქმით, მოსალოდნელი “ქარტეხილის” შესახებ ინფორმნაციას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ფლობს, თუმცა ხმას რატომღაც არავინ იღებს.

 

სხვათა შორის, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ “ნაციონალები” ირაკლი ალასანიას, სლენგით რომ ვთქვათ, “გადაგდებას უპირებენ.”

 

მოკლედ და კონკრეტულად:

 

ხელისუფლება თითქოს თანახმაა, რომ თბილისს პირდაპირი გზით არჩეული მერი ჰყავდეს. ამის შესახებ განცხადება თავის დროზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. შესაბამისად, სექტმებრის მიწურულს “ალიანსი საქართველოს” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ თავი მერობის კანდიდატად გამოაცხადა (თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი ალასანიას გუნდიდან ექსომბუდსმენი, სოზარ სუბარი იბრძოლებს).

 

როგორც რამდენიმე თვის წინ პარლამენტში გამართულ დებატებზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის არჩევნები 2010 წლის მაისში ჩატარდება, თუმცა სწორედ მაშინ, როცა ალასანიამ თავი მერობის კანდიდატად გამოაცხადა, კულუარებში ითქვა, რომ ადგილობრივი არჩევნები მაისში კი არა, შესაძლოა, იანვარში ჩატარდეს.

 

ასეა თუ ისე, თარიღს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა შეფარული საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.

 

ისე, როგროც “ფაქტნიუსს” პარლამენტის კულუარებში განუცხადეს, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი თარგამაძის მოძრაობასაც ეყოლება, თუმცა როგორც წყარო ამბობს, “ქრისტიან-დემოკრატების” კანდიდატი პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა კი არა, უფრო რომელიმე საზოგადო მოღვაწე იქნება. ამასთან, ხმა დადის, რომ ბოლო დროს “ქრისტიან-დემოკრატებსა” და “ნაციონალებს” შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემააა...

 

ახლა, მთავარ ინტრიგაზე გადავიდეთ: როგორც “ფაქტნიუსს” კომპეტენტურმა წყარომ განუცხადა, მმართველი გუნდი საიდუმლოდ ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, თბილისის პირდაპირი გზით არჩეული მერის უფლებები მაქსიმალურად შეიკვეცება.

 

ამასთან, თბილისს, არჩეული მერის გარდა, ე.წ. გუბერნატორიც ეყოლება, რომელსაც პრეზიდენტი დანიშნავს და რომელიც მერისა და საკრებულოს მაკონტროლებელი იქნება.

 

სხვათა შორის, თავის დროზე, ანუ “ვარდების რევოლუციამდე” მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ე.წ. გუბერნატორის ინსტიტუტის წინააღმდეგ ხმალამოღებულნი ილაშქრებდნენ, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, “ნაციონალებს” ეს თემა ყასიდადაც აღარ გახსენებიათ. არადა, ოპოზიციაში ყოფნისას “ნაციონალები” სრული პასუხისმგებლობით აცხადებდნენ, რომ გუბერნატორის თანამდებობა ანტიკონსტიტუციური წარმონაქმნი იყო... და ის, რაც “ვარდების რევოლუციამდე” კანონს ეწინააღმდეგებოდა, ახლა, როგორც ჩანს, კანონის ჩარჩოებში “ჯდება”...

 

ერთი სიტყვით, თუკი “ფაქტნიუსის” ინფრმატორის პროგნოზი ახდა, მაშინ ირაკლი ალასანია მერი უეჭველი გახდება, თუმცა ალასანია ისეთი მერი ვერ იქნება, როგორიც უგულავაა, რადგან მას, სხვა თუ არაფერი, “ნაციონალი” ზედამხედველი ეყოლება.

 

ვინ გახდება თბილისის გუბერნატორი? ამაზე საუბარი, ცხადია, ნაადრევია, თუმცა თუკი თბილისს პრეზიდენტისნაცვალი მართლა ეყოლება, მაშინ გაბატონებული აზრი, რომ თბილისის მერობა საქართველოს პრეზიდენტობის გენერალური რეპეტიციაა, უბრალოდ, წარსულს ჩაბარდება.

http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...3339&act=ns

 

მართალია ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორია, მაგრამ მხოლოდ ჭორიც რომ იყოს ნაციონალების გარდა მსგავს რამეს ვერავინ მოიფიქრებდა. მოკლედ ვიღაცეების თავში ეგ იდეაც იხარშება. თანაც ამ პოსტის შემოღებას წინ არაფერი უდგას. საკონსტიტუციო უმრავლესობა ყავთ პარლამენტში. თან საკონსტიტუციო კომისია კაკრაზ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისს მალე გუბერნატორი ეყოლება?!

 

 

იციან რომ ალასანია სტა პრაცენტი მოიგებს ნორმალურ არჩევნებს. :D

 

ისე ბლუმბერგს მაგარი ჰკიდია ნიო–იორკის შტატის გუბერნატორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისს მალე გუბერნატორი ეყოლება?!

მიშასგან და ნაცებისგან არაფერი არ გამიკვირდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ელემენტარულია

 

თუ ალასანია მერი გახდება, ყველა და ყველაფერი მის გარშემო დაირაზმება (მათ შორის ნაციონალებიც, არ თქვათ ეხლა სუპერ ერთგულები არიანო)

 

ხელისუფლებამ თბილისში თავის რეიტინგიც იცის და ისიც, რომ დედაქალაქში ტოტალური გაყალბება შეუძLებელია. ნუ თუ იარაღებით არ შევარდნენ საარჩევნო უბნებში....

 

შესაბამისად ყველა გზას ეძებენ რომ გაანეიტრალონ ალასანია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

მიშასგან და ნაცებისგან არაფერი არ გამიკვირდება

 

მეც მანდა ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მეც მანდა ვარ.

მეორეს მხრივ ძალიან დასუსტებულია ხელისუფლება... გააკეთებს ზედმეტ მოძრაობას და მიიღებს ცხვირში...ჩვენს უცხოელ პარტნიორებს უნდათ ყოველ წელიწადს ან ომი ან მიტინგების დეკადები იყოს ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანიას მიზანმიმარტული ძირვა მიდის :(

რაც არ შეიძლება ემ არ მახარებდეს :D

 

რაც ნაკლები პრო-ვიღცისეული იქნება მით უკეთესი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

რაც არ შეიძლება ემ არ მახარებდეს

 

რაც ნაკლები პრო-ვიღცისეული იქნება მით უკეთესი...

კაი, აბა მითხარი ვის ხედავ რომ მოვიდეს?! ალასანიას ჩაძირვით რომ მიშა ძლიერდება ეს არაფერი?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

და განსხვავება?

რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის რომელი დაგლეჯს ქვეყანას, რომელი გაყიდის ქვეყნის ინტერესებს სხვა ქვეყნის ინტერესების საფასურად.

 

და ახალ და კიდევ 10 წლიან ლოდიანს, მირჩევნია ეს ხელისუფლება იყოს სანამ ახალი არ გამოჩნდება. ამათ გვერდში დგომა სამარცხვინოა უკვე, დღითი დღე საკუთარ საფლავს ითხრიან...

ხოდა...

ძალიან მარტივი ლოგიკაა. ვიდრე ამათზე ვერაგი და ჭკვიანი მოვიდეს, შენიღბოს ის რასაც ესენი პირდაპირ აკეთებ, მირჩევნია ამათ ერტმანეთი ამოჭამონ, რაც შეიძლება ბევრი ლაფი ასხან ერთმანეთს, დახოცონ ერტმანეთი... და გაუსუფთავონ პლაცდარმი იმას ვისაც პატრიოტიზმი და ჭკუა ეყოფა რომ ამ ქვეყნის ინეტერესებისთვის იმოქმედოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გოროზიამ ყულევის ტერმინალის უფროსს აგინა

 

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში, რკინიგზით შემოტანილი ყულევის ტერმინალისთვის განკუთვნილი ტექნიკის გადმოტვირთვის სამუშაოები ჭალადიდის სარკინიგზო მაგისტრალზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ზაზა გოროზიას ბრძანებით შეჩერდა.

მოწმეთა მტკიცებით, გოროზიამ აზერბაიჯანელებს ჯერ ულტიმატუმი წაუყენა ტვირთი არ გადმოცალოთო და მერე მათ აგინა. თვითმხილველთა თქმით, რწმუნებულს ეწყინა გინებას თავად ადრესატები რომ ვერ ისმენდნენ და იქ მყოფებს, უბრძანა, რომ გინების ამბავი ყულევის ტერმინალის ხელმძღვანელობისთვის ზუსტად და ოპერატიულად გადაეცათ. გოროზია იმის გამო გაბრაზებულა, რომ ყულევში აზერბაიჯანელები გაზის ტერმინალის მშენებლობას აგვიანებენ. გოროზიას აზერბაიჯანული მხარისთვის ულტიმატუმი წაუყენებია სანამ გაზის ტერმინალის მშენებლობას არ დაიწყებთ, მანამ ტვირთის გადმოცლის უფლებას არ მოგცემთო. გადმოტვირტვითი სამუშაოები რამდენიმე საათით მართლაც შეჩერებულა, რის შემდეგაც ეს ყველაფერი ლამის დიპლომატიურ სკანდალში გადაზრდილა. გადმოტვირთვა მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ განახლებულა.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით კითხვის დასმას გოროზიასთვის ვაპირებდით, თუმცა ერთი კვირა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, რის შემდეგაც მისი პრეს-სამსახურის უფროსს, ლალი გელენავას დავუკავშირდით და კითხვა ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნეთ. დაპირების მიუხედავად, პასუხი არ მიგვიღია. სატელეფონო ზარებს გელენავაც აღარ პასუხობდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყულევის “შავი ზღვის ტერმინალის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, იმრან აივაზოვს მივმართეთ, რათა მისგან გენერალური დირექტორის, კარიმ გულიევის კომენტარი მოგვეპოვებინა, თუმცა პასუხი არც მისგან მიგვიღია. აივაზოვმა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ “გუბერნატორთან ახლობლური ურთიერთობა მაქვს და ყოველთვის ვეუბნები, რომ ტერმინალის საქმიანობაში ჩარევა მისი ფუნქცია არ არის.”

 

 

 

იზა სალაყაია

23.09.2009

 

http://www.regions.ge/2&newsid=2004&am...sition=news_hot

 

პ.ს. აი ნამდვილი ქართველი გუბერნატორი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მეორეს მხრივ ძალიან დასუსტებულია ხელისუფლება

შენ ესე გგონია გულწრფელად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maliari

შენ ესე გგონია გულწრფელად?

მგონია არა, ეს ფაქტია...ვირაცის დაჭერა და მრისხანე სახის მიღება სულაც არ არის სიძლიერის მაჩვენებელი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...