Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • 2 weeks later...

Россия разместит военные штабы в Цхинвали и Гудауте

 

 

Во вторник, 15 сентября, в Москве было подписано соглашение о военном сотрудничестве России с Южной Осетией и Абхазией, сообщает "Интерфакс". С российской стороны документы подписал глава Минобороны Анатолий Сердюков, с абхазской - глава военного ведомства республики Мераб Кишмария, с югоосетинской - министр обороны Юрий Танаев.

 

Согласно достигнутым договоренностям, штабы российских военных баз будут дислоцироваться в абхазской Гудауте и столице Южной Осетии Цхинвали. На базах в каждой из республик будут находиться 1,7 тысячи военнослужащих из России.

 

http://lenta.ru/news/2009/09/15/agreement/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

15.09.2009 19:30 : Венесуэла официально признала независимость Абхазии

Венесуэла официально признала независимость Абхазии - соответствующая нота венесуэльского МИДа была вручена делегации Абхазии, находящейся с официальным визитом в этой латиноамериканской стране. В ближайшие дни, после консультаций, стороны подпишут соглашение об установлении дипломатических отношений, - об этом сообщает пресс-служба МИД

http://www.echo.msk.ru/news/620324-echo.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რობერტ გეითსი რუსეთის მიმართ დათმობას კატეგორიულად უარყოფს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი კატეგორიულად უარყოფს რესპუბლიკური პარტიის ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებაზე უარის თქმა რუსეთის მიმართ დათმობაა.

როგორც გეითსმა „New York Times“–ს განუცხადა, აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში რუსეთის პოზიციას არანაირი როლი არ უთამაშია. მინისტრის თქმით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მიზანი თავიდანვე იყო ის, რომ აღკვეთილიყო საფრთხე ირანის და არა რუსეთის მხრიდან.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო სტატიაა გაზეთ Аргументы И Факты-ში

 

 

Абхазия? Извини, не признал!

 

Год назад Россия признала независимость двух грузинских автономий. И что?..

 

Так, год назад стараниями России на политической карте мира появились независимые государства Абхазия и Южная Осетия. Могли бы появиться и раньше: Цхинвали вел борьбу за независимость с 1990 года, Абхазия — с 1994-го. Но «звезды сошлись» именно в августе 2008-го. Этому предшествовали:

 

* приход к власти жесткого политика Владимира Путина;

* резкое подорожание нефти и газа;

* очередное обострение отношений между Москвой и Вашингтоном;

* признание независимости Косова наперекор России;

* очередная попытка Грузии восстановить свою территориальную целостность.

 

Эти и многие другие факторы, сосредоточенные на сравнительно небольшом временном отрезке, привели к увеличению количества стран на политической карте мира.

 

Нормальные люди до сих пор с трудом представляют, где находятся такие державы, как Кирибати, Вануату, Тонга, Тувалу, Сан-Томе и Принсипи, Сент-Винсент и Гренадины… А тут — нате вам!

 

=====================================================================================

 

Почему Южную Осетию и Абхазию не признали другие непризнанные страны, которым помогает Россия?

 

Там другая ситуация. Карабах de facto — часть Армении. Приднестровье отделено от России территорией Украины, а потому напрямую с нами не связано. Обе эти республики имеют свой набор проблем, не похожий на абхазский и юго-осетинский. И «под крылом» России они находятся очень условно (особенно Карабах). Отсюда и попытка хитрить и выгадывать на противоречиях между «большими мальчиками».

Частично признанные государства, контролирующие свою территорию

 

Сегодня в мире 252 государства. Из них 192 — признанные независимые страны — члены ООН. Остальные 59 носят различный непризнаваемый статус, среди них:

Страна Количество признавших ее государств

Косово 60

Тайвань 23

Абхазия 2

Южная Осетия 2

Турецкая республика Северного Кипра 1

 

 

Исчезнувшие самопровозглашенные государства

 

Тамил-Илам (Шри-Ланка) — 1976–2009

Республика Сербская Краина (Хорватия) — 1991–1994

Чеченская Республика Ичкерия (Россия) — 1991–2007

Маахир (Сомали) — 2007–2009

Мохели (Мадагаскар) — 1997–1998

Катанга (Конго) — 1963

Объединенная Республика Сувадиве (Мальдивы) — 1959–1963

Анжуан (Союз Коморских островов) — 1997–2008

http://www.aif.ru/politic/article/28937

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“Milliyet”: თურქეთის სახელისუფლებო წრეებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საუბარი მიმდინარეობს

23.09.2009

თბილისი.23.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". თურქული გაზეთი "Milliyet": იუწყება, რომ თურქეთი უკვე მზად არის უახლოეს მომავალში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

გაზეთის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის სახელისუფლებო წრეებში საუბარი უკვე დაწყებულია. გაზეთი ასევე იუწყება, რომ თურქეთმა ეს მოსკოვის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ შეიძლება გააკეთოს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს. თუმცა თურქული გაზეთის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ბოლო დროს ურთიერთობები დაიძაბა რიგი ინციდენტების გამო, რომლებიც საქართველოს მიერ თურქული გემების დაპატიმრებასთანაა დაკავშირებული.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა "ნეზავისიმაია გაზეტასთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი აზრით, უახლოეს მომავალში თურქეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ნატოს წევრობისა და ალიანსის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისადმი არსებული ნეგატიური დამოკიდებულების გამო.

 

http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=16245

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

24 / 09, 2009 10:57

 

• დავით გამყრელიძე: “სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის გზა სწორედ თბილისის მერის არჩევნებზე გადის”

• უნდა ველოდოთ თუ არა გუანტანამოს პატიმრებს?

• კლიმიაშვილს სააკაშვილისადმი არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერის არ სჯერა

 

დავით გამყრელიძე: “სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის გზა სწორედ თბილისის მერის არჩევნებზე გადის”

 

“მთელი ზაფხული ვმუშაობდით იმაზე, რა ახალი გეგმით უნდა წარმდგარიყო ჩვენი ალიანსი საზოგადოების წინაშე. ფაქტია, რომ ქუჩის აქციებმა იმ ფორმით, როგორც ეს გაზაფხულზე მიმდინარეობდა, გარკვეული დისკრედიტაცია განიცადა და დაკარგა აქტუალობა. მოკლედ, ოპოზიციას საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად ახალი სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეემუშავებინა. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური სპექტრი მეტად მრავალფეროვანია, ერთობლივი გეგმის შემუშავება ურთულესი იყო. ჩვენი ალიანსი მივიდა დასკვნამდე, რომ პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე მართებული და გამართლებული გზა არჩევნებია. თან ოპოზიციამ იმთავითვე განაცხადა, რომ ჩვენ ბრძოლის მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს ვირჩევდით”, - აცხადებს გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის გზა სწორედ თბილისის მერის არჩევნებზე გადის”.

“უახლოესი არჩევნები, რომელიც, სააკაშვილის თქმით, მომავალი წლის 30 მაისს ჩატარდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და თბილისის მერი პირდაპირი წესით აირჩევა. ჩვენ მივიღეთ ხელისუფლებისგან ეს გამოწვევა და ვთქვით, რომ სწორედ ამ არჩევნებზე დავამარცხებთ ხელისუფლებას. ამას სჭირდება სერიოზული ბრძოლა საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის. ამისთვის კი აუცილებელია ხალხის ნდობის მქონე პოლიტიკური ლიდერების წინ წამოწევა და კანდიდატებად დასახელება. მიმაჩნია, რომ ირაკლი ალასანია და სოზარ სუბარი ის ტანდემია, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია ხალხის მხარდაჭერისა და ნდობის მოპოვება. ჩვენი კოლეგები, რომლებიც ამბობენ, რომ 30 მაისი შორსაა და არჩევნები მანამდე უნდა ჩატარდეს, ჯერჯერობით ვერ გვთავაზობენ მოქმედების იმ კონკრეტულ გეგმას, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას დანიშნოს ეს არჩევნები. დღეს უკვე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის გზა სწორედ თბილისის მერის არჩევნებზე გადის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით გამყრელიძე.

“ვიდრე ამ გადაწყვეტილებას გავახმოვანებდით, კონსულტაციები დანარჩენ ოპოზიციასთანაც გვქონდა. თითქმის ყველა ვთანხმდებით, რომ ოპოზიციას თბილისში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. დედაქალაქში ოპოზიციას გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ბევრად დიდი რესურსი გაგვაჩნია, რომ ვაკონტროლოთ საარჩევნო პროცესი და ნაკლებად მივცეთ ხელისუფლებას გაყალბების საშუალება. თუმცა არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგების პოზიცია ძირითადად ასეთია, რომ არ ღირს ამ არჩევნებში მონაწილეობა და მას ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ. ასეთ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება. ვიმედოვნებ, რომ ბოლოს და ბოლოს შევჯერდებით ერთიან გადაწყვეტილბაზე. ვინც არჩევნების ბოიკოტირებას აპირებს, არჩეულ პოლიტიკას გააგრძელებს, ხოლო ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადავწყვეტთ, შევძლებთ ერთიანი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას და ერთ კანდიდატურაზე შეჯერებას. მთავარია, ხელისუფლებამ არ მოახერხოს და ოპოზიციური ლიდერები და ძალები ერთმანეთის კონკურენტებად არ გვაქციოს. არადა, სწორედ ეს გეგმა აქვთ”, - განარძობს გამოცემის რესპონდენტი.

“სააკაშვილმა კარგად იცის, თუ ოპოზიციის მხარეს იქნება ერთი ძლიერი ცენტრი, ის კატასტროფული შედეგით დაასრულებს ამ არჩევნებს. ამიტომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ თავის კანდიდატს გაუადვილოს არჩევნებში მონაწილეობის პირობები. ცდილობენ კიდეც, საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკოსი პირდაპირ გამოცხადდეს გამარჯვებულად. ამისთვის სჭირდებათ ოპოზიციური ხმების მაქსიმალურად დაქსაქსვა. ამიტომ დროულად უნდა გავარკვიოთ - ოპოზიციის შიგნით ვინ უჭერს მხარს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ აცხადებს ბოიკოტს. ვინც გადაწყვეტს მონაწილეობას, მათ შორის უნდა გაიმართოს კონსულტაციები და შეთანხმდნენ ერთ კანდიდატზე. თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ უნდა ჩავატაროთ პრაიმერი და საზოგადოებას მივანდოთ არჩევანი”, - დასძენს დავით გამყრელიძე.

“საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. დღეს ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ირაკლი ალასანია ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია მთელ ოპოზიციაში. თუ ამას დავუმატებთ სოზარ სუბარის ნდობას და რეიტინგს, ეს ტანდემი უალტერნატივოა. რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, ჩვენ მასთანაც გვაქვს ურთიერთობა, ის ამჟამად დაკავებულია საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ჩამოყალიბებით. თუ ის გადაწყვეტს აქტიურობას, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ერთად იქნება”, - აცხადებს დავით გამყრელიძე და შეკითხვას - “თუ საარჩევნო კანონმდებლობა მნიშვნელოვნად არ შეიცვალა, მაინც მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას?” - პასუხობს:

“გარწმუნებთ, რომ ხელისუფლებას ბევრ რამეს შევაცვლევინებთ, ამიტომაც ჩავერთეთ იმ ჯგუფის მუშაობაში, რომელიც საარჩევნო კოდექსზე მუშაობს. ამის იმედს და გარანტიას გვაძლევს ფილიპ გორდონის ბოლო განცხადებაც. მან პირდაპირ თქვა, რომ დასავლეთისათვის საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ისინი პირადად ახორციელებენ ამ პროცესის მონიტორინგს და კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან. ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალოს, მაგრამ მთავარია, ეს ვირწმუნოთ ჩვენც და საზოგადოებამაც. თუ სააკაშვილმა ამჯერადაც გააყალბა არჩევნები, მაშინ საზოგადოების ქუჩაში გასვლა გაცილებით ლეგიტიმური იქნება. დამერწმუნეთ, ამჯერად, 2008 წლის 21 იანვრის მსგავსად ხალხი შინ აღარ წავა. კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება არაფერს დათმობს ნებით, მაგრამ ჩვენ დავათმობინებთ. არავის სჯერა, რომ “ნაციონალებს” უცებ გაუჩნდებათ სურვილი, დემოკრატიული და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ყველაფერი ბრძოლით გვექნება მოსაპოვებელი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას”.

 

უნდა ველოდოთ თუ არა გუანტანამოს პატიმრებს?

 

გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში გადმოყვანის შესახებ მოლაპარაკება თეორიულ დონეზე მიმდინარეობს. კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის” - ამის შესახებ განაცხადა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ის სახელმწითფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან დენიელ ფრიდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. პირისპირ შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით საუბრის თემა იყო ბანაკის დახურვა და პატიმრების ტრანსპორტირების საკითხები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით უნდა ველოდოთ თუ არა გუანტანამოს პატიმრებს? რამაზ კლიმიაშვილი: “დარწმუნებული ვარ, ვაშაძე თვითონ მივიდოდა თხოვნით, ჩვენთან გამოაგზავნეთო”.

“ობამამ გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი 22 ივნისს მოაწერა. ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე აშშ-სთან პოლიტიკური შეთანხმება ევროპის ტერიტორიაზე გკანტანამოს პატიმრების გადანაწილების შესახებ, მიღწეულია. აშშ, თავის მხრივ, ევროპაში პატიმრების პატიმრების ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს. 2002 ცუდს ციხიდან 540-მდე პატიმარი გათავისუფლდა. ამჟამად გუანტანამოს ციხის 200 პატიმრიდან დაახლოებით 80 უდანაშაულოდ ითვლება, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მათ სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება... დენიელ ფრიდის თქმით, “საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამერიკამ საქართველოს ასეთი თხოვნით უკვე მიმართა. საჭიროების შემთხვევაში, ამერიკას საქართველოს - როგორც მეგობარი ქვეყნის იმედი აქვს და თუ აშშ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოში პატიმრების მხოლოდ მცირე რაოდენობა გაიგზავნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველო არ არის ყველაზე სტაბილური და კომფორტულ პირობებში მყოფი ქვეყანა აშშ-ის მოკავშირეების შორის. ვერ გეტყვით, რატომ შეაჩერეს ყურადღება საქართველოზე. რაც შეეხება საფრთხეს, არ მგონია, არა მგონია, ტერორიზმში შემჩნეულმა პირებმა რაღაც ძალადობრივი აქტი ჩაიდინონ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებიან”, - აცხადებს გამოცემის ოკრესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი.

“ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ზოგადი სტრუქტურა ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა მოიცავს წელიწადის 12 თვეს და დღე-ღამეში 24 საათს. თუ აშშ-ის ინტერესი გადაუვალია და ის რეალურად სთხოვს საქართველოს და არ აიძულებს, მაშინ უნდა მოიძებნოს თანამრომლობის ის ფორმები, რომელიც საქართველოსთვის მისაღები იქნება. ასეთ საქმეში დეტალები საკმაოდ მნიშვნელოვანია და იგიგ უნდა გაჟღერდეს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ამერიკის მხრიდანა. არ მაინტერესებს მათი დაპატიმრების მიზეზები, მაგრამ მთავარია ვიცოდეთ რატომ მაინცდამაინც საქართვველოს ტერიტორია, როდესაც ამერიკას საქართველოს გარდა უამრავი მეზობელი და პარტნიორი ქვეყანა გააჩნია? თუ ეს ტესტია საქართველოსთვის, მაშინ ვის სცდიან - ქართველ ხალხს თუ საქართველოს ხელისუფლებას?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

“ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ვიტკივებთ აუტკივარ თავს. ბარემ კიდევ ერთი დიდი ციხე ავაშენოთ და მარტო გუანტანამოდან კი არა, მსოფლიოში ვინც მკვლელია, ყველა გადმოვიყვანოთ საქართველოში. მე მომხრე ვიყავი ავღანეთში ჯარის გაგზავნაზე, მაგრამ მას მერე, რაც ავღანეთმა გაერო-ში ჩვენს რეზოლუციას არ მისცა ხმა, და რასაც ჩვენი სატელევიზიო მედია და ხელისულება უსინდისოდ მალავს, უკვე მეც მიჩნდება კითხვა - რატომ ვაგზავნით ჩვენს ჩვენს ბიჭებს ავღანეთში, თუ ავღანეთი მხარს არ უჭერს ჩვენი დევნილების დაბრუნებას. ვიღაც მუსლიმანი პატიმრები აქ რატომ ჩამოვგვყავს”, - აცხადებს ექსპერტი კახა კაციტაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კაციტაძე: “რატომ უნდა გავუშვათ ჩვენი ბიჭები ავღანეთი?!”

“სხვათა შორის ერაყმაც არ დაგვიჭირა მხარი. ყოველთვის მომხრე ვიყავი, როცა საქართველო მონაწილეობდა ასეთ ოპერაციებში. მაგრამ ახლა ეს არის ხმამაღლა საყვირალი - ავღანეთმა საქართველოს რეზოლუციას, სადაც საუბარია დევნილთა დაბრუნებაზე, არ მისცა ხმა. ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება და იმიტომ მალავს ამ ფაქტს. ისრაელმა და თურქეთმაც არ მოგვცეს ხმა, მაგრამ ყველაზე შემზარავი არის ავღანეთის პოზიცია, სადაც ჩვენი 500 ბიჭი უნდა წავიდეს და შეაკვდეს ამ ოპერაციას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კაციტაძე.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/110464.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2009

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

25 / 09, 2009 10:44

• თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები საპარლამენტო უმრავლესობას აღარ მოსწონს?!

• პირველ იანვრამდე პარლამენტი მანდატებდახეულთა მისაღებად მზადაა

• “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონს სასამართლოში ასაჩივრებენ - “კონსერვატორებს” 20-მეტრიანი დისტანცია ეცოტავებათ

 

თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები საპარლამენტო უმრავლესობას აღარ მოსწონს?!

 

“საპარლამენტო ოპოზიცია თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებთან ერთად კიდევ 4 ქალაქში ითხოვს მერის მოსახლეობის მიერ არჩევას. ოპოზიციის აზრით, თბილისს გარდა, არჩეული მერი უნდა ჰყავდეს ქუთაისს, რუსთავს, ფოთსა და ბათუმს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილმა კი გუშინ აღიარა, რომ თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებს არ ეთანხმება”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით მერის პირდაპირი არჩევნების ჩატარება უადგილოა / რატომ ეწინააღმდეგება აკაკი ბობოხიძე მერის არჩევას.

“ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევა ყველა ქალაქისთვის აბსოლუტურად ერთნაირი უნდა იყოს. შეთავაზება ოპოზიციისთვის, რომ თბილისში მერის პირდაპირი არჩევნები გაიმაროს, აბსოლუტურად უადგილოდ მეჩვენება, მიუხედავად იმისა, ვისიც უნდა იყოს ინიციატივა. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისის მერის არჩევნებს მოისაზრებენ, როგორც ეტაპს წინ უფრო დიდი მომავლისკენ - საპრეზიდენტო არჩევნებისკენ. იქნებ მართლა დავუბრუნდეთ ამ თემას და ვიფიქროთ, რა გველოდება წინ - მუდმივი ყოველთვიური, ყოველწლიური არჩევნები - იმიტომ, რომ ხვალ პირდაპირ არჩეული მერი პრეზიდენტობას მოისურვებს და ისევ თბილისის მერის არჩევნები იქნება გასამართავი. ასე გაუთავებელი არჩევნების რეჟიმში იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა”, - აცხადებს აკაკი ბობოხიძე. ამდენად, გუშინ პირდაპირ გამოიხატა, რომ ბობოხიძე და კიდევ რამდენიმე ნაციონალი დეპუტატი მერის პირდაპირი წესით არჩევნებს მხარს არ უჭერს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ თბილისის მერის პირდაპირი არჩევის წინადადებით პრეზიდენტი სააკაშვილი და გიგი უგულავა გამოდიოდნენ, - აღნიშნავს გამოცემა.

“მართალია, თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის საკითხი ჯერ კანონის დონეზეც კი არ არის გარანტირებული, მაგრამ შესაძლოა კანონი საერთოდ აღარ შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობის მხრიდან უკვე გაისმა, რომ ამ საკითხზე დაფიქრებაა საჭირო. ეს განცხადება კი, რატომღაც, ირაკლი ალასანიას მიერ ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებას დაემთხვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ ეშინიათ ალასანიასი / საპარლამენტო უმრავლესობა უკვე იმაზე ალაპარაკდა, რომ დედაქალაქის მერის პირდაპირი არჩევა მიზანშეწონილი არაა.

“ეს თუ უბრალო დამთხვევააა, მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ფაქტია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ირაკლი ალასანიას მიერ მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების მეორე დღესვე თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა მიზანშეუწონლად მიიჩნია. ამ ეჭვს ისიც ემატება, რომ ეს საკითხი გუშინ სესიაზე აკაკი ბობოხიძემ გაახმიანა. ბოლო დროს კი სწორედ იგი ახმიანებს იმ ინიციატივებს, რისი გაკეთებაც პრეზიდენტს სურს. ბობოხიძის განცხადებით, თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნები მომავლში ბევრ პრობლემას შექმნის და ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდეს და გადაისინჯოს, ღირს თუ არა თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა. უმრავლესობას ამ ინიციატივისთვის პირდაპირ და ღიად მხარდაჭერა არ გამოუხატავს, თუმცა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მერის პირდაპირი წესით არჩევის პრინციპს არ ეთანხმებიან, მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, ეს შეთანხმების საგანი უნდა გახდეს. ასეთი განცხადება გუშინ სესიაზე მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა. სხვათა შორის, წლების განმალობაში საარჩევნო საკითხებს სწორედ იგი კურირებს და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მის სახელს უკავშირდება”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის საკითხი იყო პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობის გამონახვისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი. ეს იყო ამ თანხმობისთვის გადახდილი ხარკი, რაც შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ქალაქის პოლიტიკის განსაზღვრა. იმიტომ, რომ თუ არ არის პოლიტიკურ წრეებს შორის თანხმობა, ეს არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფუძველი. მაგრამ გაღებული ხარკი არის საკმაოდ მტკივნეული, რადგან ბევრი ქალაქის გამოცდილება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სჯობს, მერი იყოს ქალაქის საკრებულოდან არჩეული. ასე რომ, ვნახოთ, შეიძლება პოლიტიკური შეთანხმება გადაიხედოს, მაგრამ აქ მთავარი მაინც პოლიტიკური შეთანხმებაა. მე არ მიღირს ამ პრინციპული იდეის გადახედვა იმად, რომ ამას მოჰყვეს ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური სივრციდან გასვლა, თორემ ისე არ მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა” - აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი. ოპოზიცია კი თავს, ერთი მხრივ, იმით იმშვიდებს, რომ ეს პოლიტიკური შეთანხმების საგანია და მეორე მხრივ იმით, რომ ხელისუფლებას უფრო მეტად თავად აწყობს, მერი პირდაპირი წესით იყოს არჩეული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ალასანიას განცხადების შემდეგ, ალბათ, მივიღეთ ე.წ. სტატუს კვო - სტაბილური სიტუაცია. ეს ნიშნავს, რომ რომ ახლა უკვე ხელისუფლება ვეღარც მერის პირდაპირი წესით არჩევის საკითხს შეცვლის, რადგან ეს უკვე შეიძლება აღქმული იქნას ხელისუფლების სისუსტედ, რადგან დასახელებულია ალასანია - ხელისუფლებას შეეშინდა. ამას კი ხელისუფლება არ და ვერ იზამს. მეორე მხრივ, კი ის შიდა სავარაუდო გაურკვევლობა, რაც არსებობდა ნაცმოძრაობაში მერობის კანდიდატის გარშემო, ეს თემაც დაიხურა და ახლა უკვე უგულავას ვეღარავინ შეცვლის. აქამდე იყო სხვადასხვა ვარიანტებზე საუბარი, მაგრამ ის, რომ ალასანიამ თქვა, რომ იგი იქნება მერობის კანდიდატი, ნიშნავს, რომ აღარც უგულავა შეიცვლება. ალასანიას განცხადებით, საარჩევნო კამპანია გაიხსნა და შესაბამისად, უგულავას გამოცვლაც შეუძლებელია”, - აცხადებს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე. საბოლოოდ, როგორი იქნება თვითმმართველობის არჩევნები და რა პირობებში მოუწევთ პოლიტიკოსებს ბრძოლა, ეს ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. საბოლოოდ რა შეიძლება მოხდეს, ამის ვარაუდი ძნელია, მით უმეტეს, რომ აქამდე ამ ხელისუფლებას პირობა არაერთხელ დაურღვევია”, - წერს სტატის ავტორი.

 

პირველ იანვრამდე პარლამენტი მანდატებდახეულთა მისაღებად მზადაა

 

“საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის ტრიბუნიდან რადიკალებს საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. პარლამენტში მყოფებს არასაპარლამენტო ოპოზიციამ პასუხი მაშინვე გასცა. “ახალმა მემარჯვენეებმა” განაცხადეს, რომ გაყალბებული არჩევნებით შემდგარ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით პარლამენტი მანდატებდახეულთა მისაღებად მზადაა / ვისაც დაბრუნება უნდა, პირველ იანვრამდე უნდა დაბრუნდეს.

“პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით ორი საკონსტიტუციო ცვლილება განიხილა. ერთი საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც მანდატები დახიეს, სურვილის შემთხვევაში სადეპუტატო უფლებამოსილება აღუდგებათ. ჯერჯერობით არც ერთ ოპოზიციონერს არ უთქვამს, რომ პარლამენტში შესვლას აპირებს. არადა, ვრცელდება კულუარული ინფორმაციები, რომ ერთი-ორი ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ვისაც სურვილი აქვთ, რომ პარლამენტს დაუბრუნდნენ, განცხადება უნდა დაწერონ, რომელსაც ჯერ პარლამენტის ბიუროზე, შემდეგ კი პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მმართველი პარტიის წევრები კარგა ხანია საუბრობენ, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ და იმ ოპოზიციონერებს, ვინც ცხელ გულზე მანდატები დახიეს, შანსს აძლევენ, პარლამენტს დაუბრუნდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი კი აცხადებს, რომ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო უფლებაშეწყვეტილი ოპოზიონერებისთვის პარლამენტში დაბრუნების შანსი მიეცათ: ”ჩვენი საქმე იყო შეთავაზება, მათი საქმე იყო უარის თქმა. აუცილებელი იყო, ერთხელ კიდევ გაკეთებულიყო ეს შეთავაზება. კონსტიტუციური ცვლილებების პროცედურები ამის საშუალებას იძლევა. პოლიტიკური რეალობა გვკარნახობდა, რომ კიდევ ერთხელ გადაგვედგა ნაბიჯი საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმებისკენ”, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და ახალი ჩანაწერის გაჩენა აუცილებელი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახალი მემარჯვენეები”, რომლებმაც სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, პროტესტის ნიშნად, თავიანთი სადეპუტატო მანდატები დაჭრეს, ხელისუფლებას კონსტიტუციის დაჩეხვაში ადანაშაულებენ. ფიქრია ჩიხრაძემ აღშფოთება გამოთქვა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გახშირებული ტემპის გამო. მან ხელისუფლებას და პარლამენტარებს მოუწოდა - ნუ დაჩეხავენ კონსტიტუციას”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით “მემარჯვენეები” პარლამენტში არ შედიან.

“ახალი მემარჯვენეები” გაყალბების შედეგად შექმნილ პარლამენტში არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებით. ჩვენი ვიქნებით ხელისუფლებაში, ჩვენ ვიქნებით მომავალ პარლამენტში, ჩვენ ვიქნებით ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში - მხოლოდ იმ არჩევნების შედეგად შექმნილ ორგანოებში, რომელიც გაიმართება დემოკრატიულად, თავისუფლად და ობიექტურად”, - აცხადებს “მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე. “ახალი მემარჯვენეების” განმარტებით, ისინი კვლავ მხარს უჭერენ ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების იდეას და მიზნის მისაღწევად ბრძოლას განაგრძობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონს სასამართლოში ასაჩივრებენ - “კონსერვატორებს” 20-მეტრიანი დისტანცია ეცოტავებათ

 

“კონსერვატიული პარტია” კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ მიღებულ კანონს და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 28 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. პარტია “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში მიღებული ცვლილებების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს სასამართლოში ასაჩივრებენ.

“კონსერვატორ” კახა კუკავას განმარტებით, ეს ნორმები შეკრებებსა და მანიფესტაციებს ზღუდავს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მისივე თქმით, ისინი პირველ რიგში ასაჩივრებენ განსაზღვრულ შენობებთან აქციების გამართვის დასაშვებ დისტანციას - 20 მეტრს. “კონსერვატორები” მიმართავენ აგრეთვე ვენეციის კომისიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გააკონტროლონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვა. კუკავას თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ მითხოვნას და ანტიკონსტიტუციურად არ ცნობს კანონში შეტანილ ცვლილებებს, იმოქმედებენ კონსტიტუციის ფარგლებში და საპროტესტო აქციებს გამართავენ იმ ადგილებშიც, სადაც ახალი კანონმდებლობა კრძალავს ამ აქციების გამართვას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კანონით მხოლოდ გაფრთხილებაა საჭირო და თანაც იმ ადგილებში, სადაც ტრანსპორტი და ხალხი მოძრაობს. ანუ კონსტიტუცია არ კრძალავს სამთავრობო შენობებთან შეკრებებსა და მანიფესტაციებს - უბრალოდ, არის გაფრთხილების აუცილებლობა. მათ კიდევ დაადგინეს ეს აკრძალვა 20 მეტრის რადიუსში. თბილისში 20 მეტრზე განიერი რომელიმე ქუჩა გინახავთ? გამოდის, აქციას ვერ ჩაატარებენ. ეს კანონი მიიღეს იმიტომ, რომ შეუძლებელი შეიქმნას აქციის ჩატარება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ასოციაცია “კანონი ხალხისთვის” თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/110624.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

28.09.2009 18:36 : Ангела Меркель останется федеральным канцлером Германии

Это стало ясно после того, как были оглашены результаты выборов в парламент. На смену нынешней большой коалиции в составе Христианско-Демократического Союза и Социал-Демократической партии Германии придёт кабинет министров, состоящий из представителей этого консервативного блока во главе с Меркель, а также Либеральной Свободной Демократической партии. Ангела Меркель не скрывала своей радости.

Канцлер подчеркнула, что рада возможности сформировать коалицию со Свободной демократической партией. Переговоры о составе правительства начнутся уже на будущей неделе. Социал-демократическая партия Германии во главе с министром иностранных дел ФРГ, признала поражение.

Новым человеком в руководстве Германии станет лидер Свободой демократической партии Гидо Вестервелле - он юрист по образованию, в своей партии чрезвычайно популярен – в этом году его переизбрали на пост лидера подавляющим большинством голосов – за него проголосовало 96% членов партии. Вестервелле известен в стране своей нетрадиционной сексуальной ориентацией. Впервые открыто со своим другом он появился на праздновании 50-летия Ангелы Меркель пять лет назад.

После победы на выборах Ангела Меркель и дальше продолжит укреплять отношения с Россией. Так считает лидер КПРФ Геннадий Зюганов.

Канцлер Германии Ангела Меркель, сохранившая за собой этот пост по итогам выборов в Бундестаг, является вполне приемлемым партнёром для России. Такое мнение в интервью нашей радиостанции высказал лидер партии ЛДПР Владимир Жириновский.

По его словам, отношения между Россией и Германией после выборов в ФРГ существенно не изменятся Жириновский заметил, что Франк Вальтер Штайнмайер, проигравший Меркель на выборах, для России был бы лучшим партнёром.

Поскольку, по словам Жириновского, он бы мог продолжить по отношению к России политическую линию другого бывшего канцлера Герхарда Шрёдера.

http://www.echo.msk.ru/news/623276-echo.html

 

 

:kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

28.09.2009 22:05 : ПАСЕ призывает Россию до конца текущего года обеспечить неограниченный доступ международных наблюдателей в Абхазию и Южную Осетию

Об этом говорится в проекте доклада "Война между Грузией и Россией. Год спустя", который будет обсуждаться на Ассамблее завтра.

В документе говорится, что ПАСЕ серьезно озабочено напряжением и провокациями, которые сохраняются в регионе.

Чуть позже, 1 октября, в ПАСЕ будет рассматриваться вопрос о лишении права голоса российской делегации в организации. С такой инициативой выступили 72 парламентария.

Добиться от России выполнения ее обязательств можно и не

прибегая к исключению ее из Совета Европы. Такое мнение в эксклюзивном интервью нашей радиостанции выразил кандидат на пост генерального секретаря СЕ, бывший премьер-министр Польши Влодзимеж Чимошевич.

Чимошевич отметил, что все страны, входящие в Совет Европы, стали членами этой организации по своему собственному решению, значит, они хотят здесь быть и хотят исполнять свои обязательства.

http://www.echo.msk.ru/news/623313-echo.html

 

 

ერთი ნორმალური ინფო ძლივს. :kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

За что российских мужчин включили в список худших любовников в мире

 

Фото: www.metro.co.ukПо результатам опроса, проведенного в 20 странах мира, был составлен список худших любовников мира. 15 000 опрошенных женщин на первое место среди худших поставили немцев, а лучшие любовники, по их мнению, живут в Испании. А вот «За что русские мужчины вошли в десятку худших любовников мира», пыталась выяснить «Комсомольская правда».

 

Результаты опроса выводят очень уж неполную картинку, считает издание и его результаты весьма спорны. Но тем не менее они таковы. Список худших любовников мира выглядит следующим образом:

 

 

1. Немцы (слишком вонючие)

 

2. Англичане (слишком ленивые)

 

3. Шведы (слишком быстрые)

 

4. Голландцы (слишком властные)

 

5. Американцы (слишком грубые)

 

6. Греки (слишком слащавые)

 

7. Валлийцы (слишком эгоистичные)

 

8. Шотландцы (слишком шумные)

 

9. Турки (слишком потные)

 

10. Русские (слишком волосатые)

 

 

Список стран, где обитают лучшие любовники выглядит так:

 

 

 

1. Испания

 

2. Бразилия

 

3. Италия

 

4. Франция

 

5. Ирландия

 

6. ЮАР

 

7. Австралия

 

8. Новая Зеландия

 

9. Дания

 

10. Канада

 

 

ვა არა ვართ სასტავში? :fio: ეს ისე გასართობათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...