Search the Community
Showing results for tags 'ქრისტიანობა'.
-
ეს მხოლოდ ქრისტიანობას ჰგონია, რომ მონოგამია არის ურთიერთობის და ქორწინების ერთადერთი ფორმა, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, სხვა რელიგიებში ასე არასოდეს ყოფილა და თუ ახლა გაჩნდა ეს იდეა, სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქრისტიანული რელიგიის მიერ მოგონილი მონოგამია მათი დოგმატიკის განუყოფელი ნაწილია, ეს უბრალოდ ქრისტიანობის გავლენაა, რომელსაც სექსუალური ლიბერალიზმის მომხრე ზოგ-ზოგიერთი ათეისტებიც გაურბიან და არა მხოლოდ არაქრისტიანული რელიგიების კონსერვატიული მიმდევრები. დღეს ბევრი ქალი და კაციც ფიქრობს, რომ დედამიწაზე მუდამ იყო, არის და იქნება მხოლოდ მონოგამია, მაგრამ ისინი ცდებიან. მათთვის სწორედ რომ ქრისტიანული მოდელია იდეალური და ამ მოდელს ბევრი არაქრისტიანიც მისდევს ისე, რომ არც ესმის, რომ ეს ქრისტიანული პროდუქტია, გამოგონილი ახ.წ. მესამე საუკუნეში. მკაცრი მონოგამია ესაა სუფთა ქრისტიანული ფენომენი, რომელიც ადამიანის არსებობის ყველა სფეროშია განფენილი, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში და ა.შ. კინოში, მულტფილმებში, პოლიტიკურ შოუებში, მეცნიერულ სემინარებზე, ყველგან გრგვინავს მონოგამიური პათოსი, როგორც ერთადერთი და უალტერნატივო აქსიომა. სხვა რელიგიები, გარდა ქრისტიანობისა, არასოდეს არ იღებდნენ დოგმატურ დონეზე იდეას, რომ მონოგამია ესაა ერთადერთი აქსიომა, ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი. რაც არ უნდა გვიკვირდეს, დღეს უკვე ქრისტიანების ამ იდეას აჟღერებენ არაქრისტიანებიც, მათ შორის ფემინისტები და ჰუმანისტები, ძირითადად კი გაღვივებული ეგოიზმის მქონე ქალები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს სუფთა ქრისტიანული დოგმა. ის, რომ პრაქტიკულად ყველა ფილმში, მულტფილმში და პოლიტიკურ სივრცეშიც არის მონოგამიური შაბლონების და სტერეოტიპების აქტიური რეკლამა და უნივერსალურ უალტერნატივო აქსიომად გამოფენა და თანაც დიდი პათოსით, სულაც არ უნდა გვიკვირდეს. აბა რა გვგონია? ნუთუ გვგონია, რომ სადმე ოდესმე შეიძლება იყოს წარმატებული პოლიგამიური ოჯახის წარმოჩენა? და რა წარმატებაზეა საუბარი ტოტალიტარულ მმონოგამიურ ნეოქრისტიანულ სისტემაში? თვითონ პორნოგრაფიული და ეროტიკული ბიზნესიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ხალხში გამოიწვიოს კიდევ უფრო ღრმა ზიზღი და აღშფოთება, რათა იყოს მტრის ხატი. მტრის ხატი საჭირო რამაა. ან უყურეთ იმას რასაც ეწოდება 18+ ან შეეგუეთ რეალობას. არავინ არაადამიანთაგან არასოდეს არ დაუშვებს მონოგამიის ალტერნატივების რეკლამირებას მასმედიის დახმარებით. მსოფლიოში დომინირებს ქრისტიანული მონოგამიური პარადიგმა. ომ შრი კალი ნამაჰა. 14.10.2020
-
ქრისტიანულ კულტურას, რომელიც აქტიურად ებრძვის და ყველა დონეზე უპირისპირდება წარმართობას (პაგანიზმს), გააჩნია სამი უმთავრესი დოქტრინა (დოგმა, იდეა), სამი ფუნდამენტური შაბლონი: #1 - მონოთეიზმი. ეს შაბლონი ამბობს, რომ ღმერთი მხოლოდ ერთია და შეუძლებელია არსებობდეს მრავალი ღმერთი. აქ ჩნდება ფუნდამენტური განსხვავება და დაპირისპირება პაგანიზმთან (პოლითეისტურ თეოლოგიასთან). #2 - მონოგამია. ეს შაბლონი ამბობს, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი მეუღლე უნდა ჰყავდეს. აქ საფუძველშივე უარყოფილია სხვა რელიგიებში გავრცელებული იდეა თავისუფალი არჩევანის და ურთიერთობათა მრავალი ფორმის არსებობის შესახებ, რომელიც გულისხმობს მონოგამიის და პოლიგამიის ერთდროულ არსებობას და გამორიცხავს მონოგამიის დომინანტურობას, რასაც აქვს ადგილი ქრისტიანულ პარადიგმაში. #3 - პურიტანული შაბლონი. ეს შაბლონი ქადაგებს სექსუალობის (ვნების, ლიბიდოს) მაქსიმალურ შეზღუდვას და მისი დევიზია: "რაც შეიძლება ნაკლები სექსი!" და "სექსუალობა სიბინძურეა!". სამივე შაბლონი (პარადიგმა) მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და მსოფლიოში ადამიანთა 90%-ს დღეს ვერც კი წარმოუდგენია განსხვავებული კულტურა, სადაც არ მოქმედებს ეს სამი შაბლონი. ადამიანთა უმრავლესობა დედამიწაზე დღეს, თვლის ამ სამ ფუნდამენტურ ქრისტიანულ შაბლონს, ჭეშმარიტების და რეალობის განუყოფელ ნაწილად.
-
იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი (ბერძ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] < იჰვჰ — „გადარჩენა“, ბერძ. Χριστός [მირონცხებული] იგივე „მესია“ ებრაულად; დ. 7 იანვარი/25 დეკემბერი, ძვ. წ. 1, ბეთლემი — გ. 33, იერუსალიმი) — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა, ისლამის და ბუდიზმის გვერდით, მის მიმდევრად 2 100 000 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა. ქრისტიანობის ისტორია იწყება ქრისტესთან ერთად (ძე ღმრთისას განკაცებასთან ერთად). მისი ცხოვრება, ქადაგება და მისი მკვდრეთით აღდგომა, მის მიერ ნაქადაგები სასუფევლის მოახლოვება და სოციალური თანასწორობა ადამიანთა შორის, დიდ მოწონებას იწვევდა, ქრისტეს პირველი მიმდევრები იყვნენ გალილეველი მესათხევლეები (მეთევზენი), ანდრია და იოანე, ქრისტე უპრიველეს ცნებად აცხადებს ღმერთის და მოყვასის სიყვარულს. სახარებაში ქრისტე მოუწოდებს მოციქულებს სპეციალური ვალდებულებისკენ, მოციქულების ვალია იქადაგონ ხალხში სახარება, რომ სიკვდილი დამარცხებულია და ცათა სასუფეველი დადგა, ყოველი ადამიანი გამოსყიდულია ცოდვისგან. ქრისტიანთა შეხედულებით ქრისტე არის ღვთის ძე, ღვთის სიტყვა (ლოგოსი), სამების მეორე ჰიპოსტასი (ღვთაებრივი პირი / წევრი), მაცხოვარი, მხსნელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარადქალწულმა, ყოვლადწმინდა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ უფალია მასთან და რომ სული წმიდა მოვიდოდა მასზე და ძალი მაღლისა დაფარავდა, იგი მიუდგებოდა (დაორსულდებოდა), შობდა ძეს და უწოდებდა მას სახელს იესო, ეწოდება მას ძე მაღლისა, იმეფებს იგი საუკუნოდ და მის სუფევას არ ექნება დასასრული. ქ. ბეთლემში (ებრ. ბეთლეჰემ - სახლი პურისა), ქვაბში (გამოქვაბულში) იშვა მესია. მამობილმა იოსებმა ახალშობილი იესო ღვთისმშობელთან ერთად ანგელოზისაგან წინასწარუწყებით ეგვიპტეში გაარიდა ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც შეიტყო რა მოგვებისაგან, რომ ახდა წინასწარმეტყველება და იშვა იუდეველთა მეფე, ჩათვალა ეს ამქვეყნიური სამეფო ტახტის დაკარგვად და ამის შიშით გასცა ბრძანება გაეჟლიტათ ორი წლის ასაკამდე შობილი ყველა ყრმა. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, მოუწოდა მოწაფეებს (12 მოციქული, 70 მოწაფე), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღდგა. ყოველივე ეს მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ჭეშმარიტ, მაცხოვნებელ, ცოცხალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როდესაც გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, ყველას თავის საქმეთაებრ მიაგებს, ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.
-
იმ ოკულტურ იდეებს შორის, რომლებსაც ახლა ფართოდ განიხილავენ და უმალ იზიარებენ "სხეულგარეშე" ან "სიკვდილ¬შემდგომი" გამოცდილების მქონე ადამიანები და ზოგიერთი მეცნიერიც, არსებობს რეინკარნაციის (სულთა გადასახლების) იდეა – რომ სული გარდაცვალების შემდგომ საშინელ სამსჯავროზე არ წარდგება და სამოთხეში ან ჯოჯოხეთში კი არ ელის სხეულის აღდგომასა და საშინელ სამსჯავროს, არამედ უკან, დედამიწაზე ბრუნდება (ალბათ "ასტრალურ სიბრტყეში" ყოფნის შემდეგ) და შედის ცხოველის ან სხვა ადამიანის ახალ სხეულში (ანუ იბადება ცხოველად ან სხვა ადამიანად – მთარგმ. შენიშვნა). კომენტარი: თქვენ რითიც ხართ ეგზომ უკმაყოფილონი, მაგის მიზეზი, ძევს იმაში, რომ დჰარმული რელიგიების და აბრაამული რელიგიების ფიზიკა და მეტაფიზიკა დიამეტრალურად საპირისპიროა. აბრაამული მონოთეიზმის მიხედვით სამყაროს ასაკია 7-8 ათასი წელი, ამის გარდა დრო, სივრცე და გლობალური ისტორიული პროცესი, არის სწორხაზოვანი, ხოლო დჰარმულ რელიგიებში პირიქით, ციკლური. დჰარმულ სისტემებში დრო, სივრცე და ისტორია მუდმივად მეორდება და საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ჩახვეული, იოგები და სიდჰები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ან უბრალოდ სურთ, დააღწიონ თავი ამ ციკლურ ყოფიერებას და ერთგვარ კოსმიურ მოჯადოებულ წრეს. ჩაკეტილი ციკლიდან გასვლის ორი მეთოდი არსებობს: სალოკია-მუქტი - პიროვნული უფლის სამყაროში, მარადიულ სასუფეველში მოხვედრა და საიუჯია-მუქტი - უპიროვნო მსოფლიო სულთან შეერთება ინდივიდუალობის სრული დაკარგვით. როგორც წესი ვაიშნავები (ვიშნუს/კრიშნას მიმდევრები) ირჩევენ ბჰაქტი-იოგას და სალოკია-მუქტის, ხოლო შანკარას მიმდევარი იმპერსონალისტები გიანა-იოგას და საიუჯია-მუქტის. პირადად მე პრიორიტეტულად მიმაჩნია პერსონალისტური სალოკია-მუქტი, მიუხედავად იმისა, რომ ვაიშნავი არ ვარ. „საშინელი სამსჯავრო“ ინდუიზმის გაგებით არ იქნება „უკანასკნელი“, ეს სწორხაზოვანი კონცეფცია გამოგონილია დაჩაგრული და სამყაროზე განაწყენებული იუდეველი ხალხის მიერ, რომელიც არავის უყვარდა და მანაც გამოსავალი და შვება ჰპოვა აბსოლუტურად ახალ მეტაფიზიკურ დოგმაში, სწორხაზოვან დროში და „საშინელი და უკანასკნელი სამსჯავროს“ იდეაში. სწორხაზოვანი დრო და აბრაამული ესქატოლოგია იუდაიზმის პროდუქტია, საიდანაც ქრისტიანობამ და ისლამმა ბევრი რამ ისესხეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იუდეველებზე ადრე ამ იდეის შემუშავება დაიწყეს ირანელმა მაზდეანებმა. წარმატება ხვდათ წილად მთელ მსოფლიოში გაბნეულ იუდეველებს, კონკრეტულად კი - რაბინებს, რომელთა წმინდა წიგნი „თანახი“ არის კიდეც ქრისტიანული ბიბლიის საფუძველი და ქვაკუთხედი. ეს იდეა დიდად იყო გავრცელებული დასავლეთში ანტიკური წარმართობის პერიოდში მანამ, სანამ იგი ქრისტიანულმა იდეებმა არ შეცვალა; ჩვენს დროში სულთა გადასახლების იდეის გავრცელება ძირითადად ინდუიზმისა და ბუდიზმის გავრცელებას უკავშირდება, სადაც იგი საყოველთაოდ არის აღიარებული. სადღეისოდ ეს იდეა ჩვეულებისამებრ "ჰუმანიზირებულია" იმ აზრით, რომ ადამიანები თავიანთ "წინარე ცხოვრებაში" ადამიანური სახით ცხოვრობდნენ; მაშინ, როდესაც – ინდუსებსა და ბუდისტებს შორის, ისევე როგორც ძველ ბერძნებსა და რომაელებს შორის, საყოველთაო იდეად არის წარმოდგენილი, რომ ადამიანად "განხორციელება" იშვიათად ხდება და თანამედროვე "განხორციელებათა" უმეტესობა ცხოველები, მწერები და მცენარეებია. კომენტარი: რეინკარნაციის იდეა არსებობს ეზოთერულ იუდაიზმშიც (კაბალაში), ასევე ეზოთერულ ისლამში (სუფიზმში) და ეზოთერულ ქრისტიანობაში (გნოსტიციზმში), არა მხოლოდ „წარმართულ“ რელიგიებში. ეზოთერულ იუდაიზმში სულთა გადასახლებას ეწოდება - გილგულიმ, ეზოთერულ ისლამში - თანასუჰ, ხოლო ეზოთერულ ქრისტიანობაში - მეტემფსიქოზი. თქვენ როგორც სჩანს რეინკარნაციის მექანიზმი მრუდედ გესმით, ნებისმიერ სხეულში განსხეულებას განაპირობებს კარმა. არის 4 სახის კარმა: აკარმა - სულიერი მოქმედება, კარმა - მატერიალური კოსმოსის კანონების სრული დაცვით მოქმედება, ვიკარმა - ეგოისტური მოქმედება და უგრაკარმა - სასჯელი, რომელიც ავტომატურად მოსდევს თან ეგოცენტრულ უმეცრებას. დჰარმული რელიგიების მიზანი არაა ადამიანისათვის თავ-გზის აბნევა, მათი მიზანია ერთადერთი რეალური ბოროტების - ეგოს დაძლევა. ამ იდეის მორწმუნეები ამბობენ, რომ იგი მრავალ ამქვეყნიურ "უსამართლობას" ხსნის და გამოუცნობ შიშსაც თითქოსდა გასა¬გებს ხდის: თუკი ვინმე დაიბადება ბრმად ან სიღატაკეში, მაშინ ეს "წინარე ცხოვრებაში" მისი საქციელის საზღაურია (ანუ როგორც ინდუსები და ბუდისტები იტყვიან – მისი "ცუდი კარმის" მისაგებელია), ხოლო თუ ვინმეს წყლის შიში აქვს, ეს იმის გამოა, რომ "წინარე ცხოვრებაში" დაიხრჩო. კომენტარი: როგორც მრავალჯერ ითქვა, აწმყო ესაა წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი. შენ ის ხარ, რასაც ფიქრობ. ადამიანის აზრები განაპირობებენ მის შემდგომ ცხოვრებას და რეინკარნაციის მთელ პროცესს. რა არის ამ იდეაში ცუდი, ვერ ვხვდები. ჩემი აზრით ყველაზე დამღუპველი არის აბრაამული კრეაციონიზმი და არა სულთა გადასახლების სრულებით უწყინარი და სავსებით რეალისტური კონცეფცია. სულთა გადასახლების მორწმუნეებს სულის წარმოშობასა და დანიშნულებაზე არავითარი სრულყოფილი სწავლება არ აქვთ და არც თავიანთი თეორიის დამაჯერებელი მტკიცება გააჩნიათ. მისი მთავარი მომხიბლავი მხარეები ზედაპირული ხასიათისაა: ამქვეყნად თითქოსდა "სამართლიანობის" უზრუნველყოფა, ზოგიერთ ფსიქიურ იდუმალებათა ამოხსნა და "უკვდავების" მსგავსი რაიმეთი იმათი უზრუნველყოფა, ვინც ქრისტიანულ პოზიციას არ იზიარებს. კომენტარი: სული (ჯივატმა) უქმნელია. მტკიცებულებას რაც შეეხება, მაგისთვის გამოდგება რეგრესიული ჰიპნოზი. სამართალს რაც შეეხება, დიახ, კარმული კანონი, კანონი და არა ჰიპოთეზა, არის კიდეც უნივერსალური სამართალი, შექმნილი კეთილი დემიურგის, იშვარას, უფლის მიერ. საღი გონებით თუ განვსჯით, სულთა გადასახლების თეორია უსამართლობის არანაირ ახსნას არ იძლევა: თუკი ამქვეყნად ადამიანი იმ ცოდვებისა და შეცდომებისათვის ისჯება, რომლებიც მას არ ახსოვს და რაზეც მას პასუხისგება არ შეუძლია (თუკი ადრე ცხოველი იყო) და თუკი არც "მე" არ არსებობს (ბუდისტური სწავლების მიხედვით), რომელიც ერთი გადასახლებიდან მეორეში იქნება შენარჩუნებული, და თუკი მისი შეცდომები, პირდაპირი გაგებით, სხვისი შეცდომები იყო – მაშინ ამაში არავითარი სამართლიანობა არ არის, არამედ ეს მხოლოდ უბედურებებისგან მომდინარე ბრმა ტანჯვაა, რომლის წარმოშობის მიკვლევა შეუძლებელია. ქრისტიანული სწავლება ადამის დაცემის შესახებ, როგორც ყოველი ამქვეყნიური ბოროტების წყაროზე, გაცილებით უკეთ განმარტავს ამქვეყნიურ უსამართლობას; ხოლო ქრისტიანული გამოცხადება ღვთის სრულყოფილ სამართლიანობასა და ადამიანების განკითხვაზე, რომელიც ზეციურ საუკუნო ცხოვრებას ან ჯოჯოხეთს უმკვიდრებს ადამიანს – ფუჭსა და ტრივიალურს ხდის ამქვეყნად "განხორციელებების" შედეგად "სამართლიანობის" მოპოვების იდეას. კომენტარი: მეხსიერებაში რჩება წინა ინკარნაციების შესახებ ცოდნა, უბრალოდ უფლის მოწყალებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვახსოვს ის უბედურებები, რაც გადავიტანეთ წინა სხეულებში. პრობლემა იმაშია, რომ არ გესმით ორი რამ: დრო არაა სწორხაზოვანი და მეორე; ცოცხალი სული განიცდის ევოლუციას რეინკარნაციის პროცესში და სრულებით არაა აუცილებელი, რომ ის ტანჯვა და ვაება რაც ადრე გადაიტანა, ახსოვდეს დეტალურად. წინა ინკარნაციებიდან ინფორმაციის ფრაგმენტები ხშირად იღვიძებენ, რაც ქმნის სერიოზულ ხარვეზებს ნერვულ სისტემაში. ადამიანი, ცოცხალი არსება ხეტიალობს სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე, სული ჯოჯოხეთშიც არის ნამყოფი და სამოთხეშიც, ცხოველის სხეულშიც, აქედან გამომდინარე ამნეზია რეინკარნაციის პროცესში, არის წყალობა და არა აბსურდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის ნერვული სისტემა, უბრალოდ გადაიწვებოდა კატასტროფული ფსიქო-ემოციური დატვირთვის გამო. არავის არ აქვს უნარი, გაუძლოს წინა ინკარნაციების მეხსიერებას ერთად მოძალებას, არავის, ბუდას გარდა. ამიტომაც არის, რომ დჰარმული რელიგიები მოგვიწოდებენ დავკავდეთ სულიერი ასკეტიზმით და გავხდეთ ბუდა ან ჯივანმუქტა, მხოლოდ გასუფთავებულ ნირვანულ ცნობიერებას აქვს უნარი აიტანოს ინფორმაციული შეტევა წინა ცხოვრებების განცდების სახით. რაც შეეხება ყბადაღებულ „ზეციურ საუკუნო ცხოვრებას“, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: 1) დრო - ციკლურია, 2) მატერიალურ სამყაროში არაფერია მარადიული, მათ შორის ის სამოთხეც, რომლისკენაც ილტვიან აბრაამიტები. რა ვუყოთ ახლახან რეკლამირებულ იმ შემთხვევებს, სადაც "წინარე ცხოვრების ობიექტური მტკიცებანი არსებობენ" – როდესაც ადამიანი დროისა და ადგილის დეტალებს "იხსენებს", რომლებიც მას ალბათ თავისთავად არ შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შემოწმებაც ისტორიული საბუთებით შეიძლება? ასეთი შემთხვევები მეტად დამაჯერებელია მათთვის, ვინც სულთა გადასახლების რწმენისადმი უკვე მიდრეკილია; ამ სახის "მტკიცებულებები" არ განსხვავდებიან იმ სტანდარტული ინფორმაციისაგან, რომელსაც სპირიტისტულ სეანსებზე "სულები" წარმოაჩენენ (რომელიც შეიძლება ფრიად საოცარი იყოს) და არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ სხვა წყარო შეიძლება ჰქონდეთ. თუკი სრულიად ცხადია, რომ სპირიტისტულ სეანსებზე მყოფი "სულები" ეშმაკები არიან, მაშინ "წინარე ცხოვრებაზე" ინფორმაციებიც ეშმაკებისაგან შეიძლება მომდინარეობდეს. ორივე შემთხვევაში მათ ერთი მიზანი აქვთ: რომ ადამიანებს ვითომცდა "ზებუნებრივი" ცოდნით გონება დაუბინდონ, ხოლო ამით საიქიო ცხოვრების ნამდვილი ბუნების შესახებ მოატყუონ ისინი და იმქვეყნიური ცხოვრებისათვის სულიერად მოუმზადებელნი დატოვონ. კომენტარი: არავითარი გარანტია არ არსებობს იმისი, რომ სწორედ „ეშმაკები“ აძლევენ ცოდნას მედიუმებს და იოგებს. ადრეული ქრისტიანული ეკლესია სულთა გადასახლების შესახებ იდეას ებრძოდა. ეს იდეა ქრისტიანულ სამყაროში მანიქეველობისა და სხვა აღმოსავლური სწავლებების საშუალებით შემოიჭრა. ამ მოძღვრებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ორიგენეს ცრუსწავლება "სულთა წინარე ცხოვრებაზე", რომელიც სასტიკად იქნა დაგმობილი 553 წლის კონსტანტინეპოლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ხოლო მისი მიმდევრები ანათემირებულ იქნენ. ეკლესიის მრავალი მამა წერდა ხსენებული ცრუსწავლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი წმიდა ამბროსი მედიოლანელი დასავლეთში ("აღდგომის რწმენისათვის" წიგნი II), ხოლო აღმოსავლეთში – წმიდა გრიგოლ ნოსელი ("სულისათვის და აღდგომისათვის") და სხვანი. კომენტარი: მანიქევლების, გნოსტიკოსების და ორიგენისტების ანათემაზე გადაცემის ანუ უბრალო ბანალური დაწყევლის მიზეზი იყო არა ის, რომ რეინკარნაცია „ცრუ“ სწავლებაა, არამედ იმიტომ, რომ რეინკარნაციის იდეა, აკარგვინებდა ყოველგვარ აზრს სწორხაზოვანი დროის და მარადიული ჯოჯოხეთის საფუძველშივე მცდარ და აბსურდულ იდეას, ჰიპოთეზას. თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, რომელსაც სულთა გადასახლების იდეა ხიბლავს ან ვისაც ამ იდეის სავარაუდო "მტკიცებანი" აფიქრებს, საკმარისია ალბათ სამ ძირითად ქრისტიანულ დოგმატს დაუფიქრდეს, რომლებიც სულთა გადასახლების შესაძლებლობასაც კი გადაჭრით უარყოფენ. 1. სხეულის აღდგომა. 2. იესო ქრისტეს მიერ ჩვენი გამოსყიდვა. 3. სამსჯავრო. ამ სამ დოქტრინაში ქრისტიანული გამოცხადება ზუსტია და განსაზღვრული, წარმართული რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებსაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომა ან გამოხსნა და გარკვეულად არაფერს ამბობენ არც სამსჯავროზე და არც მომავალ ცხოვრებაზე. კომენტარი: არა მხოლოდ დჰარმული რელიგიების მიმდევრები უარყოფენ სწორხაზოვანი დროის იდეას, არამედ ხშირად თვით ფიზიკოსებიც კი მიდიან ზუსტად იმავე დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდნენ ჰერაკლიტე და ინდოელი ბრძენები. მაგალითისათვის, ფიზიკოსმა მარტინ ბოჯოვოლდიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ის სინგულარობა, რომლიდანაც წარმოიშვა ჩვენი მეტაგალაქტიკა, არ იყო არც პირველი და არც უკანასკნელი. სამყაროები მუმივად იკუმშებიან და ფართოვდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სამყაროს წარმოშობამდე არსებობდა სხვა სამყარო, წარმოშობილი წინა სინგულარობიდან ანუ მეტაგალაქტიკის ყოფიერება არის ციკლური და შედგება კვანტური ინფლაციის, სტაბილური არსებობის და კვანტური იმპლოზიის მუდმივად განმეორებადი ფაზებისგან.
- 1 reply
-
- დჰარმა
- ქრისტიანობა
-
(and 3 more)
Tagged with:
-
იოგა ინდური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. იოგას რელიგიურ – ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიმართაც ინტერესი მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა. კომენტარი: დიახ. ეს ასეა. ვედური კულტურა ძალიან ძველია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ „ინდური კულტურის“ მიმდევრებისათვის ინდუიზმი ესაა სანატანა-დჰარმა (სანატანა-ჯაივა-დჰარმა) სამყაროს და ცოცხალი სულის მარადიული უნივერსალური რელიგია და ფილოსოფია, ხოლო რაც შეეხება სიტყვა „ინდოეთს“ ანუ იგივე „ჰინდოსტანს“, ეს არის ირანელების მიერ შერქმეული სახელი და ნიშნავს „ჰინდოების ადგილსამყოფელს“, „ჰინდი“ ან „ჰინდუ“ ნიშნავს ოკეანეს ან წყალს, ხოლო სიტყვა „სტან“ (სტჰან) ნიშნავს ადგილს ან სავანეს, გაჩერებას. ამის გარდა სათქმელია, რომ ეს ტერმინი გაჩნდა კალი-იუგაში, ძვ.წ. მეორე ათასწლეულში და აქტიურ ხმარებაში გადავიდა ანტიკურ დასავლურ სამყაროში. სამყაროს ისტორია ინდუიზმში ცოტათი განსხვავდება აბრაამულისგან (ეს მსუბუქი ნათქვამია). სამყაროში მუდმივად მეორდებიან ციკლები და ჩნდებიან და იღუპებიან სხვადასხვა ადამიანური და ზეადამიანური ცივილიზაციები და ზეცივილიზაციები. ჩვენი კალი-იუგა (დეგრადაციის ეპოქა) ესაა 28-ე კალი-იუგა, ყოველი იუგას (ეპოქის) ბოლოს ხდება გლობალური პლანეტური კატასტროფა - იუგა-პრალაია. კატასტროფა ანადგურებს იმ ცოცხალ არსებებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სულიერი ამაღლება და ყველაფერი თავიდან იწყება, იქმნება ადამიანურ არსებათა ახალი გენოსი, ახალი მოდგმა, ეს იდეა ასახულია ბერძენი პოეტის და მითოგრაფოსის - ჰესიოდეს თხზულებებში, როგორებიცაა „სამუშაონი და დღენი“ და „თეოგონია“ ანუ „ღმერთების წარმომავლობა“. თვით ტერმინი “იოგა” არაერთმნიშვნელოვნად განიმარტება: იგი გულისხმობს შეერთებას, მონაწილეობას, წესრიგს, აგრეთვე, ღრმა ფიქრს, ჭვრეტას, თუმცაღა უფრო ხშირად მას სანსკრიტული ძირიდან – “იუჯ”-დან წარმოშობილად მიიჩნევენ, რაც ძალისხმევას, ვარჯიშს ნიშნავს. კომენტარი: ტერმინი იოგა ნიშნავს ღვთაებრივთან დაკავშირებას, პრაქტიკულად ნებისმიერი რელიგია ესაა - იოგა, ხოლო ლოცვა ან მანტრა ე.წ. სატელეფონო ზარი აბსოლუტთან, მიმართვა, კომუნიკაციის საშუალება. იოგა არის ვარჯიშთა სისტემაზე დამყარებული სწავლება, რომელიც მიმართულია ადამიანის ფსიქიკისა და ფსიქოფიზიოლოგიის მართვისა და მისი უფრო მაღალი ფსიქოფიზიკური და სულიერი მდგომარეობის მიღწევისკენ. ფიქრი იმაზე, რომ იოგით შეიძლება ვივარჯიშოთ მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არასწორია. იოგა, უპირველეს ყოვლისა, სულიერ შეხედულებათა სისტემაა; მისი მიზნები სულიერია და არა ფიზიკური. ცნობილი მართლმადიდებელი მოღვაწე სერაფიმ როუზი წერდა: “ადამიანი, რომელიც იოგას სხეულებრივი ჯანმრთელობის მისაღწევად მისდევს, უკვე ამზადებს თავს გარკვეული სულიერი შეხედულებებისა და განცდების მისაღებად, რომელთა შესახებაც, როგორც წესი, არაფერი უწყის”. კომენტარი: ნებისმიერი რელიგია, არის იოგა (როგორც უკვე ითქვა). იოგას მიზანია - აბსოლუტი (უფალი). უნდა აღვნიშნოთ, რომ მამა სერაფიმემ ყურმოკვრით როდი უწყოდა, თუ რა არის იოგა, რადგან ახალგაზრდობაში (მართლმადიდებლობაში მოსვლამდე) აქტიურად მისდევდა ამ პრაქტიკას. ადამიანის ბუნება მუდმივად იდუმალის, საიდუმლოებების შეცნობისკენ არის მიდრეკილი. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მსოფლიოში ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური, ბუდისტური მოძღვრების იოგასადმი გაცხოველებული ინტერესი. კომენტარი: ინდუიზმი და ბუდიზმი ერთი და იგივე არაა. ინდუიზმში არსებობს სული (ატმანი) და უფალი (იშვარა), ბუდიზმში - არა. ადამიანი მიდრეკილია საიდუმლოებების ამოხსნისკენ იმიტომ, რომ ასეთად შექმნა უფალმა (იშვარამ) ადამიანი და ზოგადად ნებისმიერი გონიერი არსება. ეს, გარკვეულწილად, განაპირობა მსოფლიოში იოგას მოძღვრების გამავრცელებლების მხრიდან ინფორმირების მეტად მზაკვრულმა მეთოდებმა. კომენტარი: მზაკვრობას ადგილი აქვს აბრაამულ რელიგიებში, მათ ვერაგულ, შოვინისტურ, პათეტიკურ და ისტერიულ პროპაგანდაში და არა ვედების რელიგიაში ან ბუდას ფილოსოფიაში. მთავარი, რითაც იოგის ფიზიკური თუ მენტალური ვარჯიში განსხვავდება ქრისტიანული მოღვაწეობისაგან, არის ის, რომ ინდო-ჩინურ სისტემებს მინდობილი ადამიანი ეფუძნება წარმართულ, ძირითადად, პანთეისტურ მსოფლმხედველობას და აქედან გამომდინარე, აქცენტს აკეთებს საკუთარ შესაძლებლობებზე და ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ თვითონვეა ზებუნებრივი ძალებისა და უსაზღვრო სიბრძნის წყარო: თუკი მოინდომებს, თავისით განივითარებს სულიერ ძალებს, თავისით განიკურნება, თავისით განიწმინდება, თავისით მიაღწევს სრულყოფილებას… ყველა ვარჯიში თუ მედიტაცია ამ იდეით არის განმსჭვალული, რაც ადამიანში ბადებს უდიდეს ცოდვას – ამპარტავნებას. სწორედ ამპარტავნების გამო ნათლის ანგელოზი ეშმაკად იქცა. კომენტარი: იოგას ანუ რელიგიის მიზანია - აბსოლუტი. იოგა არსებობს მრავალი სახის; ბჰაქტი - სიყვარული, გიანა - შემეცნება, კარმა - კეთილი საქმეების კეთება, რაჯა-იოგა - გონების გაძლიერება და ა.შ. რაც შეეხება „ნათლის ანგელოზს“ და „ეშმაკებს“, ამ აბსურდს დჰარმულ რელიგიებში ადგილი არ აქვს, ხოლო თავად ქართული სიტყვა „ეშმა“, მომდინარეობს ირანული (მაზდეანური) ავი სულის - აეშმა-დეივას სახელიდან, რომელიც განასახიერებს ავხორცობას და მრისხანებას. ზოროასტრიზმს ჰქონდა დიდი გავლენა იუდაიზმზე და ადრეულ ქრისტიანობაზე. როცა ადამიანი აღმოსავლური სისტემებით იწყებს ვარჯიშებს (გონებრივს, ან ფიზიკურს), ის გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზურგს აქცევს თავის შემოქმედს და თანდათანობით ბოროტი ძალების გავლენის ქვეშ ექცევა. ამ დროს ის აკლდება უფლის შეწევნას და ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ამარა რჩება. სანამ ადამიანს ღვთის მადლი იფარავს, ბოროტი ძალა უძლურია, მისი გონება და სული დაიმორჩილოს; რაც მეტს სცოდავს ადამიანი (ხორციელად იქნება თუ გონებრივად), მით მეტ ძალაუფლებას იღებენ სატანური ძალები მასზე. კომენტარი: ერთადერთი ბოროტება, რომელიც არსებობს, ესაა - ავიდია (უმეცრება). იოგა ძირეულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მის იდეებსა და ღირებულებებს. კომენტარი: ნებისმიერი რელიგიური პრაქტიკა ესაა იოგა ანუ კავშირი ღვთაებრივ სულთან, უფალთან.
-
- იოგა
- ქრისტიანობა
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ეძღვნება ელენა ბლავატსკაიას ხსოვნას წინასიტყვაობა ქრისტიანი დოგმატიკოსები ამტკიცებენ, რომ რეინკარნაცია ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, მოდით განვიხილოთ ეს საკითხი. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ამდენად, ადამიანის ინდივიდუალობაც ილუზიაა. მაშ, ვინაა სიყვარულის სუბიექტი? თუ მოყვარული სხეულებრივი ადამიანია, მაშინ გამოდის, რომ უყვარს ილუზიას, ხოლო თუ მოყვარული ატმანია მაშინ საკუთარ სიყვარულთან ანუ ეგოცენტრიზმთან და თვითგაღმერთებასთან გვაქვს საქმე, ე.ი. თუ ადამიანს უყვარს სხვა ადამიანი, როგორც ინდივიდუმი, მას უყვარს მირაჟი და ილუზია, ხოლო, თუ ადამიანს ატმანი უყვარს, მაშინ, რადგან ატმანი ერთია, ამიტომ მას საკუთარი თავი უყვარს. ინდუიზმის უმთავრესი „დოგმატია“: „შენ ხარ ის“ (სანსკ. „ტატ ტვამ ასი“). რა სიყვარულზე შეიძლება ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ, როცა სიყვარულის ობიექტი და სუბიექტი ერთი და იგივეა: ატმანს უყვარს საკუთარი თავი ბრაჰმანის სახით და პირიქით. მაშ ვინ უყვარს და ვის ერწყმის იოგი, თუ ყოველივე ილუზიაა, ხოლო მისი ატმანი აბსოლუტის იგივეობითია? ამის გამოა, რომ იოგი სიყვარულსაც ისეთივე დამღუპველ ვნებად მიიჩნევს, როგორც სიძულვილს, რადგან იგი მას მატერიალურ ე.ი. ილუზორულ სამყაროზე აჯაჭვავს.“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #1: ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იმით, რომ ადამიანის ინდივიდუალობა ილუზია არაა, ადამიანს ვედების მიხედვით გააჩნია ორგვარი მე, ესენია; ჭეშმარიტი მე - ჯივატმანი (ინდივიდუალური ცოცხალი სული) და ცრუ-ეგო - ასმიტა-შაკტი (აჰამკარა). ცრუ-ეგო დროებითია (და ნადგურდება ხორციელი სხეულის სიკვდილის შემდეგ), ჯივატმანი, ჭეშმარიტი მე, ინდივიდუალური სული - მარადიულია. ინდივიდუალური სული განაგრძობს არსებობას ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ. ახლა რაც შეეხება იმას რაც თქვენ თქვით ბრაჰმანთან დაკავშირებით, იდეა, რომ ადამიანის ატმანი და ბრაჰმანი (აბსოლუტი) იდენტურია (ერთი და იგივეა), განეკუთვნება ადვაიტა-ვედანტას იმპერსონალისტურ ფილოსოფიას. ადვაიტას მისდევს ინდუისტების ძალიან მცირე ნაწილი. ინდუისტების 71% (700 მილიონი ადამიანი), მისდევს ვაიშნავურ რელიგიას (ვიშნუიტურ მონოთეიზმს). ვიშნუს (კრიშნას) მიმდევარი, ვაიშნავი, არასოდეს არ იტყვის, რომ ადამიანი და ღმერთი ერთი და იგივეა, ვაიშნავური ბჰაქტი-იოგა მკაფიოდ გამოხატავს აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მარადიული სხვაობა ადამიანის სულსა და უფლის (იშვარას) სულს შორის, ადამიანის მიზანი ვიშნუ-ბჰაქტის თანახმად, არის იყოს დევა-დასა - უფლის (ღვთის) მარადიული მსახური და ჰქონდეს უფალთან მარადიული სიყვარული. ვიშნუიზმის მიხედვით არსებობს უფალთან ურთიერთობის 5 ფორმა: შანტა-ბჰავა - ნეიტრალური დამოკიდებულება, დასა-ბჰავა - იყო უფლის მსახური, საკჰია-ბჰავა - იყო უფლის მეგობარი, ვატსალია-ბჰავა - იყო უფლის შვილი ან მოიქცე ისე თითქოს უფალი არის შენი შვილი ან ძმა და მადჰურია-ბჰავა - უფალთან ურთიერთობა, როგორც შეყვარებულთან. ვაიშნავიზმში ამას ეწოდება - რასა. „რასა“ ნიშნავს გემოს, ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობს ღვთაებრივი სიყვარულის ნექტარის მრავალი ფორმა და მათ შორის უმაღლესი ფორმაა - მადჰურია. ვაიშნავიზმში უფალი მოიაზრება, როგორც სამყაროს დამცველი და უზენაესი განმცხრომელი (ადი-პურუშა). შივაიზმი არსებობს როგორც მონოთეისტური (შივა-ბჰაქტი), ასევე იმპერსონალისტური, პანთეისტური (ბჰაირავა-ტანტრა). მიუხედავად ამისა, თვით იმპერსონალისტურ სწავლებებშიც კი არსებობს ბჰაქტი-იოგა, იმპერსონალისტურ სწავლებებში ფუნდამენტურია გიანა-იოგა (ჯნანა-იოგა) - შემეცნების იოგა, იოგა, რომელიც გვემხარება აბსოლუტის ინტელექტუალურ შემეცნებაში, მაგრამ არის ბჰაქტიც. შრი შანკარა აჩარია, ადვაიტა-ვედანტას ერთ-ერთი ფუძემდებელი და შრი ბადარაიანა არ უარყოფდნენ ბჰაქტი-იოგას, რადგანაც ადვაიტას მიხედვით არსებობს ყოფიერების სამი საფეხური, რეალობის სამი დონე, უმდაბლესიდან უმაღლესამდე: 1) პრატიბჰასიკა - ფიზიკური რეალობა, 2) ვიავაჰარიკა - იშვარა (პიროვნული უფალი და ნატიფი სამყარო) და 3) პარამარტჰიკა - უმაღლესი რეალობა, აბსოლუტური ჭეშმარიტება - პარაბრაჰმანი (უპიროვნო აბსოლუტი). შრი შანკარას მიხედვით პირველ ადგილზე დგას გიანა-იოგა, მეორე ადგილას ბჰაქტი-იოგა, მესამე ადგილას კარმა-იოგა. გიანა-იოგები ერწყმიან უპიროვნო ბრაჰმანს, ბჰაქტი-იოგები მიდიან იშვარას სამყაროში (ჰირანიაგარბჰას - ოქროსფერი კოსმიური კვერცხის დონეზე), ხოლო კარმა-იოგები რეინკარნაციას განიცდიან ინდრას პლანეტაზე ან დედამიწაზე კარგ სხეულებში და კომფორტულ მატერიალურ პირობებში. შრი ბადარაიანა, შრი გაუდაპადა და შრი შანკარა ბჰაქტის გზას და იშვარას (პიროვნულ ღმერთს) არ უარყოფდნენ. შანკარა ამბობდა: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო - არარეალურია“, ვიშნუ-ბჰაქტები ამბობენ: „სამყარო რეალურია, ღმერთი (იშვარა) რეალურია“, პარაადვაიტას, აგჰორას და შაკტიზმის მიმდევრები ამბობენ: „ბრაჰმანი რეალურია, სამყარო რეალურია“ და „შაკტი განუყოფელია ბრაჰმანისგან“. შაკტების მტკიცებით მაიადევი (ილუზიის ენერგია) ბრაჰმანის განუყოფელი ნაწილია. სიყვარული არ არის დამღუპველი. არსებობს სამი სახის სიყვარული; კამა (ფიზიკური სექსუალური ვნება), ბჰაქტი (ადამიანური სიყვარული, უფლის ერთგულება) და პრემა (უმაღლესი ღვთაებრივი სიყვარული). კამა ესაა სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია უმეცრების მოდუსზე და ვნების მოდუსზე, ბჰაქტი ესაა სიყვარული, რომელიც წარმოადგენს ვნების და სათნოების მოდუსების ნარევს, ხოლო პრემა ესაა აბსოლუტურად სუფთა სულიერი სიყვარული ყოველგვარი ვნების გარეშე (რაჯასის გარეშე). სიყვარულის უმაღლესი ფორმაა - პრემა (ნირგუნა-სატვიკა-ბჰაქტი). ინდუიზმი (სანატანა დჰარმა) არ უარყოფს სიყვარულს, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ინდუიზმი უარყოფს ბრმა რწმენას და სენტიმენტალიზმს, სიყვარული უნდა ეყრდნობოდეს სულიერ ცოდნას და ღრმა ცნობიერებას. რწმენა ცოდნის გარეშე, ინდუიზმის პოზიციიდან, არის აბსურდი. პრობლემა იმაშია, რომ ვედური ფილოსოფია და თეოლოგია რადიკალურად განსხვავდება აბრაამულისგან, ეს ქმნის სერიოზულ გაუგებრობებს ვედების შესწავლისას (იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარი არის აბრაამული მონოთეიზმის მიმდევარი პროფანი). მართლმადიდებლური არგუმენტი: „ინდუიზმში აბსოლუტი ერთადერთ ყოფიერებად, ერთადერთ ჭეშმარიტად არსებულ არსად მოიაზრება. ინდუიზმისათვის პიროვნება თვითგამოხატვა კი არ არის, არამედ თვითშეზღუდვაა. ინდური ტრიმურტი სამი პიროვნება კი არ არის, არამედ იგი აბსოლუტის მყოფობის სამ მოდუსს წარმოადგენს - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას (შექმნა, შენახვა, მოსპობა) მათი მრავალნაირი ავატარების (გამოვლინებების) სახით. ამდენად, ამგვარი ღვთაების სიყვარული - ესაა უპიროვნო ძალის, ან ნიღბის სიყვარული“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #2: ინდუისტურ მონოთეიზმში (ძირითადად ვიშნუიზმში) და პოლითეიზმში (ბრაჰმანიზმში) ბჰაქტი ანუ პიროვნული უფლის სიყვარული არ არის ილუზიის სიყვარული. თვით პანთეისტურ ინდუიზმშიც კი ბჰაქტი არ ნიშნავს ილუზიის სიყვარულს, როგორც უკვე ითქვა, ადვაიტას მიხედვით არსებობს რეალობის სამი დონე: ფიზიკური სამყარო - არარეალური, იშვარა (დემიურგი) - პირობითად რეალური და პარაბრაჰმანი - აბსოლუტურად რეალური. რეალობა არ იყოფა ორ ნაწილად; რეალობად და ილუზიად, მაიას ტრანსფორმაციის შედეგად ფორმირდება სამი რეალობა, პირველია უპიროვნო მსოფლიო სული, მეორეა ნატიფი სამყარო და იშვარა და მესამეა ფიზიკური კოსმოსი. სამყარო იყოფა სამ დონედ ასევე: 1) იშვარა - კაუზალური სამყარო, 2) სუტრატმა - ასტრალური რეალობა და 3) ვაიშვანარა - ფიზიკური კოსმოსი, რომელიც ბრაჰმანის გამოვლინებაა, ისევე როგორც ზედა ორი დონე. კოსმოსი ესაა ღმერთის ღვთაებრივი სხეული. ადამიანის კაუზალურ სხეულს ეწოდება - პრაჯნია, ასტრალურს - ტაიჯასა, ხოლო ფიზიკურს - ვიშვა. ავატარა ესაა ღვთაებრივი პიროვნების გამოვლინება. შაკტიზმში და შივაიზმში, მით უმეტეს ვიშნუიზმში, არც ადამიანის მე და არც პიროვნული უფლის მეობა არ არის ცრუ და მოჩვენებითი. სამყაროც რეალურია და უფალიც. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ სამყარო ისეთივე რეალური არაა როგორც უფალი, უფალი არის უმაღლესი რეალობა, სამყარო - უმდაბლესი. სამყარო ფიზიკური, ესაა იშვარას ქმნილება, მისი უმდაბლესი მატერიალური გამოვლინება, ბაჰირანგა-შაკტი - მატერიალური ბუნება, მატერიალური ენერგია. თვითშეზღუდვა არის ცრუ-ეგო (აჰამკარა), რომელსაც მოაქვს ძალიან ნეგატიური რეზულტატები და ანგრევს, აბინძურებს ადამიანის ცნობიერებას. ეგოცენტრიზმი არის აფექტი, რომელიც უნდა დაძლეულ იქნას, ცნობიერება უნდა გასუფთავდეს აფექტებისგან, ამაშია საქმე და არა იმაში, რომ „პიროვნება თვითშეზღუდვაა“. ადამიანს აქვს ორი მე, როგორც უკვე ითქვა ზემოთ, არის ცრუ-ეგო - აჰამკარა და ჭეშმარიტი მე - ჯივატმა (ჯივა ატმანი - ცოცხალი სული). ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხედავს სხვაობას ეგოიზმსა და სულიერ მეს შორის და ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი ან არ იცნობენ ინდუისტურ ანთროპოლოგიას ან უბრალოდ უარყოფენ მას (შესაძლოა ვერ იგებენ, ესეც არაა გამორიცხული). პრობლემა ძევს ეგოში და არა სულიერ მეში. თქვენ უბრალოდ ეგოსა და სულს შორის სხვაობას ვერ ხედავთ, რაც ცხადია მხოლოდ თქვენი პრობლემაა, თქვენი და არა ვედისტების (ინდუისტების). ცრუ-ეგო (აჰამკარა) ზღუდავს სულიერ მეს (ჯივატმას). იმედია ახლა გასაგებია, უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ იმისათვის რათა შეიმეცნო ადამიანმა ვედური თეოლოგია და ფილოსოფია, ერთ წიგნზე მეტი უნდა წაიკითხო და გქონდეს ხანგრძლივი ცოცხალი ურთიერთობა კონკრეტულად ინდუისტებთან. ინდუისტური თეოლოგიის, მითოლოგიის, ფილოსოფიის და მეტაფიზიკის შესასწავლად ადამიანს შეიძლება მთელი სიცოცხლე არ ეყოს, ესაა პრობლემა. აბრაამიზმი იოლი შესასწავლია, ვედური (დჰარმული) რელიგია - რთული. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ქრისტიანობაში ღვთისადმი სიყვარულს პიროვნული ხასიათი აქვს. ადამიანის პიროვნებას უყვარს ღვთაებრივი პიროვნება. ადამიანის პიროვნება ქრისტიანობის მიხედვით, ესაა ხატი ღვთისა, რომელსაც გააჩნია სიყვარული, სიბრძნე, თვითშემეცნება, შემოქმედებითი ძალა და თავისუფლება. ღვთის პიროვნება კი აბსოლუტური არსია“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #3: ბჰაქტი-იოგაშიც არის პიროვნული უფლის, როგორც შემოქმედის მიმართ პიროვნული სიყვარული, მათ შორის ადვაიტას იმპერსონალიზმშიც. მართლმადიდებლური არგუმენტი: „პლატონურ ჰილეფობიას და ინდუისტურ აკოსმიზმს ქრისტიანობა უპირისპირებს მოძღვრებას ადამიანის მატერიალური სხეულის, როგორც სულის საოცარი ინსტრუმენტის შესახებ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ცენტრალური ცნება პიროვნებაა, რომელიც სულისა და სხეულის ერთიანობაა. სული და სხეული ერთდროულად წარმოიშობიან და ერთდროულად თანაარსებობენ სიკვდილამდე. სიკვდილი მათი დროებითი განშორებაა, რომელიც საყოველთაო აღდგომამდე გრძელდება, რომლის დროსაც მოხდება ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი რეინკარნაცია, ანუ მისი სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ, გასულიერებულ და ფერნაცვალებ სხეულს მარადიული ასიცოცხლისათვის“(წყარო: მართლმადიდებელი პოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #4: დავიწყოთ იმით, რომ დჰარმული რელიგიების მიხედვით სამყარო (მულტისამყარო) არის ციკლური, დრო და სივრცე არის ციკლური, სამყაროს ასაკი არის არა 7807 წელი, არამედ მრავალი მილიარდი წელი. თქვენ მიუთითებთ იმაზე, რომ უნდა დადგეს ერთ მშვენიერ დღეს „უკანასკნელი სამსჯავრო“ და ამის შემდეგ ყველაფერი დამთავრდება. ეს ასე არაა (ვედების მიხედვით). ვედების მიხედვით გლობალური ისტორიული პროცესი არის ციკლური. მეორეც; სხეული ფიზიკურის აღდგომა არ მოხდება, რადგანაც ხორციელი ფორმის „გასულიერება“ შეუძლებელია, ასეა ვედების მიხედვით. ხორციელი სხეული არის სულის (ატმანის) დროებითი ჭურჭელი. სული განიცდის რეინკარნაციას უსაწყისოდ, მაგრამ არა უსასრულოდ. სული მოგზაურობს სამყაროში სხეულიდან სხეულში, პლანეტიდან პლანეტაზე და აგროვებს გამოცდილებას. ამის გარდა, პლატონის ფილოსოფია ძალიან ჰგავდა ვაიშნავურს, ვაიშნავურ რელიგიაშიც არსებობს დუალიზმი სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის და კეთილი დემიურგის იდეა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „რეინკარნაციის თეორია ოჯახის ცნების პროფანაციას ახდენს. უბიწოება უფრო სულის მდგომარეობაა, ვიდრე სხეულისა, მაგრამ სადაა იგი, რა ფასი აქვს ქალწულობას, თუკი პატარა გოგონას სულმა წარსულ ცხოვრებაში უკვე ყველა სახის ცოდვა იგემა? სადაა მეუღლეთა ერთგულება, თუკი თითოეულმა მათგანმა უწინ უკვე მრავალგზის იქორწინა სხვებთან და მომავალშიც სხვაზე იქორწინებს?“(წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #5: მნიშვნელობა აქვს კარმას, საკითხი თავიდანვე არასწორადაა დასმული. რეინკარნაცია არის არა რელიგიური დოგმა, არამედ ბუნების კანონი. ყოველი ახალი ინკარნაციისას ცოცხალ სულს ეძლევა ახალი სხეული და ახალი შანსი. როგორც ვედები ამბობენ“ აწმყო არის წარსულის რეზულტატი და მომავლის მიზეზი“. გაუგებარია რას გულისხმობთ სიტყვებში „რა ფასი აქვს“ ან „სადაა მეუღლეთა ერთგულება?“, ცოცხალი სულები განიცდიან რეინკარნაციას, მიუხედავად იმისა უნდათ ეს ადამიანებს თუ არა. ამის გარდა, ვიშნუ-პურანაში შრი ვიშნუ ამბობს, რომ მთელი სამყარო არის ერთი ოჯახი, მთელი კოსმოსი დასახლებულია ცოცხალი სულებით, რომლებიც ყველანი მისი შვილები არიან. რა მნიშვნელობა აქვთ მატერიალურ ურთიერთობებს და ქალწულობას, თუ გლობალურ მასშტაბში ეს ყველაფერი სრულებით უმნიშვნელოდ მოსჩანს? არავითარი. მთავარია არა „მეუღლეთა ერთგულება“ ან „ქალიშვილობა“, არამედ ბჰაქტი, გიანა და მუქტი (მოკშა). პრიორიტები არ გივარგათ. ბიბლიაში ძევს რეინკარნაციის შესახებ აშკარა თუ ცალსახა მინიშნებანი. „როცა ისინი მოდიოდნენ იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 7). „ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე“ ((მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 10). „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უფრო დიდი; მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 11). „თუ მიღება გსურთ, იგია ელია რომელიც უნდა მოვიდეს“ (მათეს სახარება, თავი 11, სტროფი 14). „ჰკითხეს მას მოწაფეებმა: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 10). „ხოლო მან მიუგო პასუხად: „ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყოველივეს“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 11). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 12). „მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა“ (მათეს სახარება, თავი 17, სტროფი 13). „ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკას სახარება, თავი 1, სტროფი 17). „ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 11). „მან უპასუხა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველივე. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი ტანჯვა და დამცირება?“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 12). „მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა და მას ისე მოექცნენ როგორც უნდოდათ და როგორც დაწერილია მასზე“ (მარკოზის სახარება, თავი 9, სტროფი 13). „როცა მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 58). „გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ გროშს არ გადაიხდი“ (ლუკას სახარება, თავი 12, სტროფი 59). „შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 25). „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი“ (მათეს სახარება, თავი 5, სტროფი 26). ზემოთთქმულიდან აშკარაა რომ ა) იოანე ნათლისმცემელი იყო ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაცია რამეთუ ეს სავსებით აშკარაა და პირდაპირაა ნათქვამი ფაქტობრივად და ბ) მეტოქე იგავიდან ესაა ინდივიდუალური კარმა ანუ გატრა კარმა, რომელიც შედგება სამი კარმისაგან, კარმული ე.ი. ბედისწერის ენერგიის სამი სახეობისაგან; წარსულის კარმა - პრარაბდხა კარმა, კარმა, რომლის ნაყოფები უკვე მოცემულია, აწმყოს კარმა - სანჩიტა კარმა, კარმა რომლის ნაყოფები ჯერ მიუმწიფებელია, მაგრამ ახლა ახლა იწყებს მომწიფებას და მომავლის კარმა - აგამინ კარმა, კარმა, რომელიც მომავალში მოიღებს ნაყოფებს, შემდეგ ინკარნაციაში, გზა ესაა რეინკარნაციის ბორბალი, ადამიანის ინდივიდუალური საფშვინველის კოსმიური გზა, მსაჯული ესაა მატერიის მეუფე, ბოროტი დემიურგი, მსახური ესაა არქონტი ანუ ბნელი ანგელოზი, რომელიც ბოროტ დემიურგს ემსახურება, საპყრობილე ესა არის ხორციელი ფიზიკური მატერიალური სხეული, ხოლო უკანასკნელი კოდრანტის გადახდა ეს არის კარმული ვალის სრულად აღსრულება, კარმული ენერგიის ნაკადის შეჩერება - სამვარა და კარმული ენერგიის ნატიფი გარსის - სამსკარას ჩამოცილება - ნირჯარა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „უმთავრესი ისაა, რომ მეტემფსიქოზის აღიარება ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად რჩება ადამიანის სულში. ცოდვა ღვთისგან განდგომა და დემონთან საიდუმლო კავშირია. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით, ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად გარდასხეულება მოსდევს. ამდენად, სწორედ ცოდვაა ის ძალა, რომელიც „რეინკარნაციის ბორბალს“ ატრიალებს“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #6: ვედების მიხედვით ადამიანს შეუძლია განახორციელოს ოთხი სხვადასხვა სახის მოქმედება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს ცოცხალი არსების მოქმედების 4 ფორმა. აკარმა - ესაა მოქმედება სულიერი კანონების მიხედვით. კარმა - ესაა მოქმედება მატერიალური სამყაროს კანონების მიხედვით. ვი-კარმა - ეს არის ეგოისტური მოქმედება, ბუნების კანონების საპირისპიროდ სვლა. უგრა-კარმა - არის სასჯელი, კოსმიური სასჯელი, რომელიც მოჰყვება ნებისმიერ ვი-კარმას. უგრა-კარმა არის ვი-კარმას რეზულტატი. როცა ადამიანი მოქმედებს ეგოისტურად, ანადგურებს გარშემო ყველაფერს და ზიანს აყენებს სამყაროს, ის იღებს კარმულ რეაქციებს - უგრა-კარმას, რასაც ასევე ეწოდება - „ანართჰ“, თარგმანში - შეცდომა/შეცოდება. ცოდვა არის ადჰარმა (ტოტალური ანტითეიზმი), ასურა-დჰარმა (ათეიზმი და მატერიალიზმი), ჩალა-დჰარმა (ფილოსოფიური სპეკულაციები) და უპა-დჰარმა (რელიგიის იმიტაცია, რელიგიური სპეკულაციები). ასურები იმიტომაც არიან დემონები, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მარადიულ ვედურ დჰარმას, ებრძვიან უფალს (იშვარას) და ზიანს აყენებენ მის ქმნილებებს (ჯივებს). დემონიზმი არის მატერიალიზმი, შური, ეგოცენტრიზმი, უმეცრება და სიძულვილი. ესაა ცოდვა. მართლმადიდებლური არგუმენტი: „უნდა აღინიშნოს, რომ ორიგენე სულაც არ იზიარებდა რეინკარნაციის თეორიას, ის მხოლოდ სულთა წინასწარ არსებობას აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ სულის სხეულთან დაკავშირება მათი (სულების) დაცემის შედეგია და რომ მეორედ მოსვლისას აღდგება და ცხონდება ყველა სული თვით ცოდვილთა და დემონთა ჩათვლით (ე.წ. აპოკატასტასისის თეორია). სწორედ ეს გაუკუღმართებული სწავლება დაიგმო ეკლესიის მიერ და თანაც მრავალგზის და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე V მსოფლიო საეკლესიო კრება შედგებოდა“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #7: ჯერ ეს ერთი ორიგენიც იზიარებდა რეინკარნაციის დოქტრინას, მეორეც რეინკარნაციის ანუ მეტემფსიქოზის დოქტრინის მომხრენი იყვნენ ძველი საბერძნეთი ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსები - პლატონი, პითაგორა, ემპედოკლე და ჰერაკლიტე, აგრეთვე პლუტარქე, მესამეც ის რომ რეინკარნაციის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, არსებობს სამი ხარვეზი, სამი პრობლემა რომელთა გამოც მართლმადიდებლური სწავლება ეწინააღმდეგება სამსარას ანუ რეინკარნაციის დოქტრინას, პირველი ისაა, რომ მართლმადიდებელმა დოგმატიკოსებმა არ იციან რა არის სული, რა არის საფშვინველი და რამდენი სხეული გააჩნია ადამიანს, ისინი (მართლმადიდებელნი) ალოგიკურად და ირაციონალურად უდგებიან სპირიტოლოგიის საკითხს, მათი დოქტრინები სულისა და საფშვინველის ბუნებასთან მიმართებაში ძირშივე მცდარია. სული არაფერთან არაა დაკავშირებული, ცოდვა ეხება არა სულს არამედ საფშვინველს (გონებას) და სხეულს (სხეულებს), როდესაც ადამიანი ცოდვებს ჩადის და ნეგატიურ კარმულ ენერგიას იგროვებს, ეს ნეგატიური ენერგია სადღაც უნდა წავიდეს, გაქრეს, რადგანაც ნეგატიური კარმული ენერგია, საფშვინველის მეტაფიზიკურ გარსზე ბნელი კარმის ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველისა და მისი შინაგანი პოტენციური ენერგიის მოქცევით დეფორმაციას, ეს ერთი და მეორეც არა მარტო ნეგატიური კარმა, არამედ ზოგადად მთლიანად კარმა, კარმული ენერგია და მისი ანაბეჭდი განაპირობებს, იმას რომ საფშვინველი მატერიის ტყვეობისაგან საბოლოოდ ვერ აღწევს თავს, არამედ კვლავ და კვლავ ხორციელდება. ადამიანური არსებები ესენი არიან ენერგიის ცენტრები, ფოკუსები, რომელთაც გააჩნიათ მეტაფიზიკური გრავიტაცია და სივრცისა და დროის გამრუდების უნარი, საფშვინველი პულსირებს, ხან იკუმშება (სანკუჩიტა) და ხანაც ფართოვდება (ვაკასა) და გააჩნია პირადი ინდივიდუალური ნებელობა (სანკალპადევა), ის არის ჯნატა - თვითშემცნობი იდეალური მეტაფიზიკური სუბიექტი, სამყაროში ყველაფერი იდეაა, თითოეულ საგანს, მატერიის თითოეულ ნაწილაკს გააჩნია საკუთარი პერსონალური ეიდოსი, ეიდოსების რიცხვი უსასრულოა, მაგრამ ყველა ამ იდეას გააჩნია საერთო უნივერსალური პირველსაწყისი - უმაღლესი პირველ-ეიდოსი - აგაფონი ანუ პირველერთიანი (ადი-ეკა). საფშვინველი (მანასი - გონება) მატერიალური ძალების (მატერიალური ენერგიების) ზეგავლენით კარგავს თავის პირვანდელ სინათლეს, საფშვინველი (მანასი) იქამდე იმოგზაურებს ერთი სხეულიდან მეორეში და დაიტანჯება, სანამ მთელი კარმული ენერგია, მთელი კარმული ანაბეჭდები, სამსკარები (ვასანები) არ განადგურდებიან ასკეზის მეოხებით, იქამდე სანამ ადამიანი არ მიაღწევს ავატარას და მაჰასიდხის მდგომარეობას ანუ არ გახდება ჯივანმუქტა, ვერ განთავისუფლდება სამსარასაგან, ნებისმიერი ქმედება ადამიანისა წარმოშობს კარმას, დადებითსა თუ უარყოფითს და ეს კარმული ანაბეჭდები იწვევენ საფშვინველის დეფორმაციას და გამრუდებას რასაც რაღათქმაუნდა თან ახლავს ადამიანის მიერ საკუთარი ჭეშმარიტი ღვთაებრივი ბუნების დავიწყება, უარყოფითი კარმის გამო ადამიანი საშინლად ისჯება მიწიერ სამყაროშიც და გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთის სფეროებშიც, ხოლო დადებითი კარმის გულისათვის ეძლევა ჯილდო, ის ჯილდოვდება, როგორც მიწიერ სამყაროში, ასევე გარდაცვალების შემდეგაც, ბოროტი ქმედებები განსაზღვრავენ იმას თუ რა სახის და რამდენი რაოდენობით უბედურებები დაემართება ადამიანს ფიზიკურ სამყაროში და რამდენი ხანი დარჩება იგი ჯოჯოხეთში, ე.ი. რამდენი ხანი მოუწევს მას ჯოჯოხეთის სფეროებში ტანჯვა-პატიმრობა, ხოლო დადებითი კარმა განაპირობებს იმას თუ რა სახის და რამდენი სიკეთე და ბედნიერება დაემართება ადამიანს მიწიერ სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არც სამოთხეში და არც ჯოჯოხეთში და არც ადამიანთა სამყაროში ადამიანის არსება მარადიულად და მუდმივად არ რჩება და ასე უსასრულოდ ქვეყნიერების აღსასრულამდე სხეულიდან სხეულში, სამყაროდან სამყაროში ხეტიალისათვისაა განწირული, საბოლოო განთავისუფლება მარტო იოგას ასკეტურ ბერ-მონაზვნური ხელოვნების ძალისხმევით არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი საბოლოოდ თავისუფლდება, ის ხდება ჯივანმუქტა, სამუდამოდ ტოვებს მატერიალურ ბუნებას და შედის ზესულიერი მარადისობის ოკეანის წიაღში, სადაც ყველგან და ყოველთვის მარტო მარადისობა, ცნობიერება, უსაზღვრო ნეტარება, სინათლე, სიმშვიდე, ჰარმონია, სიყვარული და თანაგრძნობაა, ყველა სათნოება ერთში გაერთიანებული და იძენს აბსოლუტურ და უსასრულო ნეტარებას და ამასთან არასდროს არ რჩება მარტო, არამედ მის გვერდით მუდამ იმყოფებიან გასხივოსნებული ღვთაებრივი საფშვინველები და მასთან ერთად ნეტარებენ. რაც შეეხება აპოკატასტასისს, ბოროტების საბოლოო განადგურება მარტო მისი აბსოლუტური გარდასახვით ანუ ტრანსფორმაციით, სრული ინვერსიით არის შესაძლებელი, იმდენად რამდენადაც ბოროტება ესაა სიკეთის ინვერსია და გარდასახვა, აქედან - საყოველთაო ცხონების ანუ აპოკატასტასისის დოქტრინა. თუ ჯოჯოხეთი მარადიულია, ესე იგი უსასრულოა და აბსოლუტურია დროსა და სივრცეში, თუ ეს ასეა, მაშინ ბოროტება ყოფილა მარადიული, უსასრულო და აბსოლუტური, ეს კი ეწინააღმდეგება არა მარტო ზოგადად დჰარმული რელიგიების ძირეულ პრინციპებს, არამედ კონკრეტულად ქრისტიანულ ეზოთერიკასაც (ქრისტიანულ თეოსოფიას, გნოსტიციზმს და ქრისტიანულ ნეოპლატონიზმს). ორიგენე ამტკიცებდა რომ ნებისმიერი სული, მათ შორის ადამიანისაც, უქმნელია და უსაწყისო და ეს ჭეშმარიტებაა, ქრისტიანული მოძღვრება ადასტურებს სულის წინარეარსებობას, აი რა წერია ბიბლიაში წინარეარსებობასთან დაკავშირებით: „როგორც ამოგვარჩია ჩვენ მასში სოფლის შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით“ (ეფესელთა მიმართ, თავი 1, სტროფი 4). „ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში“ (კოლასელთა მიმართ, თავი 3, სტროფი 11). „ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც ყოველთა ზედაა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“ (ეფესელთა მიმართ, თავი 4, სტროფი 6). „ნუთუ არ იცით რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში?“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 3, სტროფი 16). „ნუთუ არ იცით რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მცხოვრები სულიწმინდისა“ (პავლე, 1 კორინთელთა, თავი 6, სტროფი 19). „იმ დღეს გაიგებთ რომ მე მამაჩემში ვარ და თქვენ ჩემში და მე თქვენში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 20). „მერწმუნეთ რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში“ (იოანეს სახარება, თავი 14, სტროფი 11). „უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვიყავი“ (იოანეს სახარება, თავი 8, სტროფი 58). „თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკას სახარება, თავი 17, სტროფი 21). ყოველივე ზემოთთქმული ამტკიცებს ადამიანის სულის (ჯივატმანის), ინტელექტისა (ბუდჰის) და გონების (მანასის) უქმნადობას და უსაწყისობას და ადამიანის სულიერი არსების ღვთაებრიობას. რეინკარნაციის შესახებ სახარებებში უამრავი ინფორმაცია არის, მაგრამ ყველაფერს დანახვა უნდა უბრალოდ, „ძველ ტანისამოსს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოიხევა სამოსელისაგან და ნახვრეტი უარესი გახდება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 16). „არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება; არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება“ (მათეს სახარება, თავი 9, სტროფი 17). „ძველ ტანსაცმელს არავინ დაადებს საკერებელს ახალი ქსოვილისგან; თორემ ახალი დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გაიგლიჯება“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 21). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“ (მარკოზის სახარება, თავი 2, სტროფი 22). „იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხეცს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დაგლეჯს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 36). „არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 37). „არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 38). „არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო“ (ლუკას სახარება, თავი 5, სტროფი 39). ეს სიტყვები მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან ამტკიცებენ რეინკარნაციის არსებობას. ვედურ ბჰავიშია-პურანაში არსებობს ინფორმაცია კალი-იუგას რელიგიების შესახებ, მათ შორის ქრისტიანობის შესახებაც. მართლმადიდებლური არგუმენტი: „ბოროტება არ ისპობა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მრავლდება. აქედან კი ლოგიკურად გამომდინარეობს ბუდიზმის უმთავრესი დასკვნა, რომლის თანახმადაც ამგვარი მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალა სამყაროდან გაქცევა, სიცოცხლის სურვილის მოსპობა - ნირვანაა. რეინკარნაციის აღიარება გულისხმობს, როგორც სულის არსებობის მაღალი ფორმებიდან დაღმასვლის შესაძლებლობას, ისე მის პირუკუ პროცესსაც“ (წყარო: მართლმადიდებელი აპოლოგეტის ზურაბ ეკალაძის მართლმადიდებლური სტატია - „რეინკარნაცია და ქრისტიანობა“ www.orthodoxy.ge) კონტრარგუმენტი #8: სამსარა ეს არის დაბნელებული და დაბინძურებული ცნობიერება, ნირვანა - სუფთა და აფექტებისგან თავისუფალი ცნობიერება. ნირვანა არაა სიცოცხლის მოსპობა ან „გაქცევა“ კოსმოსიდან არარაობაში. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით თითოეული სატვა (ცოცხალი არსება) არის პოტენციური ბუდა (ან ბოდჰისატვა). როდესაც ცოცხალი არსება აღწევს გასხივოსნებას, მისი ვიჯნანა (ცნობიერება) იწმინდება სიბინძურისგან (ეგოიზმიგან, სიძულვილისგან, უმეცრებისგან, მატერიალური სურვილებისგან) და ფხიზლდება. ცოცხალი არსება კი არ ხდება ბუდა, ის იხსენებს, რომ უკვე არის ბუდა, ის ფხიზლდება. ბუდა ნიშნავს გამოფხიზლებულს, რომელმაც იცის, რომ სამყარო არის სიზმარი და სხვა არაფერი. ბოროტება არ მრავლდება, ყოველი ახალი ინკარნაცია არის ახალი დასაწყისი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნეგატიური კარმა კი არ იზრდება, არამედ რეინკარნაციის პროცესში ნეიტრალდება. ცოცხალ არსებას აქვს უნარი დააგროვოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კარმა, რადგანაც ახალი ინკარნაცია ესაა ახალი შანსი. ბუდისტური ფილოსოფიის მიხედვით არსებობს 6 სამყარო, დევა-ლოკა (ღმერთების სამყარო), ასურა-ლოკა (დემონთა სამყარო), პრეტა-ლოკა (აჩრდილთა სამყარო), ცხოველთა სამყარო, ნარაკა-ლოკა (ჯოჯოხეთის სულთა სამყარო) და მანუშია-ლოკა (მოკვდავ ადამიანთა სამყარო). ადამიანები არიან დეგრადირებული დევები (ღმერთები). ნებისმიერ დევას შეუძლია დაიბადოს დემონად, დემონს - ადამიანად, ცხოველს - ჯოჯოხეთის არსებად და ა.შ. ამას ეწოდება უნივერსალური ტრანსმორფიზმი. არსებობს ნირვანას, ცნობიერების გასუფთავების სამი ვერსია, სამი დონე: ნირვანა, პარა-ნირვანა და მაჰა-ბოდჰი-ნირვანა. მაჰა-ბოდჰი-ნირვანა არის ცნობიერების გაწმენდის ყველაზე სრულყოფილი და აბსოლუტური ფორმა. გნოსტიკოსი ფილოსოფოსი კარპოკრატე, ასწავლიდა სულთა გადასახლების შესახებაც. კარპოკრატეს თანახმად, იესო ქრისტემ საიდუმლოდ ამცნო მოციქულებს და უბრძანა მათ, ასევე საიდუმლოდ ემცნოთ ღირსეულთათვის, რომ ბოროტება და სიკეთე არსებობს ადამიანთა შეხედულებებში, ბუნებით კი არაფერია ბოროტი. სრულყოფილება მდგომარეობს მხოლოდ ცოდნაში, ამიტომაც ადამიანთა სულები სხეულიდან სხეულში გადადიან მანამ, სანამ არ გამოსცდიან ყოველივეს, რაც მისაწვდომია კაცისთვის და ამ გზით არ მიიღებენ სრულყოფილ ცოდნას. როგორც ვხედავთ რეინკარნაციის დოქტრინა სულაც არ არის დამახასიათებელი მხოლოდ აღმოსავლური მოძღვრებებისთვის, რეინკარნაციის იდეას იზიარებდნენ ადრექრისტიანულ ეპოქაში და შუასაუკუნეებში მცხოვრები გნოსტიკოსი და მანიქეველი აპოლოგეტები. ადრექრისტიანულ ეპოქაში არსებობდა ქრისტიანთა ორი ჯგუფი: ბუკვალისტები, რომლებიც უარყოფდნენ რეინკარნაციას და გნოსტიკოსი ალეგორისტები, რომლებიც აღიარებდნენ რეინკარნაციას, საბოლოოდ ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებამ რომის იმპერია კრახამდე მიიყვანა, ბუკვალისტებმა დახოცეს ალეგორისტები და მათ ძვლებზე ააშენეს რელიგიური დიქტატურა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ათასობით უდანაშაულო „ერეტიკოსი“ იმსხვერპლა. რეინკარნაციას აღიარებენ არა მხოლოდ დჰარმული რელიგიები, რეინკარნაციის კონცეფციას იღებდნენ ნეოპლატონიზმის და გნოსტიციზმის მიმდევრებიც.
-
- რეინკარნაცია
- სამსარა
-
(and 5 more)
Tagged with:
-
ლილიტი (ებრ. לילית) — ებრაულ მითოლოგიაში ადამის პირველი ცოლი. ნახსენებია მკვდარი ზღვის ხელნაწერებში, ბენ-სირას ანბანში, ზოჰარში. ლეგენდის თანახმად როდესაც ლილიტი დაშორდა ადამს, ის ეშმაკი გახდა, ახლადდაბადებულებს კლავდა (მსგავსი პერსონაჟი არსებობს არაბულ მითებშიც). მესოპოტამიურ მითოლოგიაში მოხსენებულია ასევე ღამის ეშმაკი, რომელიც ახლადდაბადებულებს კლავს, მას ლილუ ჰქვია. ვიკიპედია უძველეს ასტროლოგიაში “ლილიტს” უწოდებდნენ “ასტრალურ პლანეტას”, რომლის დედამიწის გარშემო ბრუნვის პერიოდი 126 წელიწადს მოიცავდა. სწორედ ამ პლანეტას მიაწერდნენ ტყუილს, ცდუნებას და სხვა ბოროტ გავლენას. ახლა ასტროლოგიაში ცნება “შავი მთვარე” აღნიშნავს მთვარის ორბიტის აპოგეას, რომლის ბრუნვის სრული ციკლი (მთვარის ორბიტის გარშემო) დაახლოებით 9 წელს შეადგენს. თუმცა, შავ მთვარეს აქვს სხვა სახელიც – ლილიტი. ლილიტი ბიბლიური ადამის პირველი, უცნაურად გაუჩინარებული ცოლის სახელი იყო. უძველესი ბიბლიური პირველწყაროების მიხედვით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა. ამ პირველ ადამიანებს ადამი და ლილიტი ერქვათ. ენოქის პირველ წიგნში, რომელიც ჩვ წ.-აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, არსებობს ლილიტის დაწვრილებითი აღწერა, ხოლო ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ არის მოხსენიებული. შეგახსენებთ, რომ ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტმა შეინარჩუნა თავისი ღვთაებრივი საწყისი, მას შეუძლია იცვალოს იერი, თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ერთობ ნაყოფიერია და რაც მთავარია: მოკვდავად არ იქცა. ღმერთმა ლილიტი დასაჯა თვითნებობისთვის, მაგრამ არა – ისე, როგორც ადამი და ევა. ჯერ ერთი, ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. მისი სახლი შორეულ და პარტახ ადგილებში უნდა მდებარეობდეს. გარდა ამისა, ყოველდღიურად უნდა დაიღუპოს მისი ასი შვილი. თავისუფლებისმოყვარე ლილიტის შთამომავლობა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ – დღემოკლე. ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი. კაბალას (პაპიუსის)მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი. თუმცა, შემდეგ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს და შავ ჭირს. ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე (პენტაგრამა გადმოტრიალებული პენტაკლი – წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავია) გამოსახულნი არიან ლილიტი და სამოელი. იუდეურ დემონოლოგიაში ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია. მისი სახელი წარმოდგება შუმერული დემონების – ლილუს, ლილიტუსა და არდატ ლილის სახელებისგან. ტრადიციით, ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება, მეტი შვილი გააჩინოს. ამიტომ თალმუდი აფრთხილებს მამაკაცებს, სახლში ღამე მარტომყოფებმა არ გაათიონ. ევროპული რენესანსის ხანაში, თქმულება ლილიტზე, როგორც ადამის პირველ ცოლზე, ევროპულ ლიტერატურაში შევიდა. ებრაულ გადმოცემებში უამრავი დემონი, ანუ შედიმია და ლილიტი ერთ-ერთი მათგანია. ესაა ღამის ქალი-დემონი (ივრითულ ენაზე ”ლაილა” დემონს ნიშნავს), რომელიც ღმერთმა ადამთან ერთად მის თანასწორად შექმნა და ლილიტმაც არ მოისურვა ადამის მორჩილი ყოფილიყო. მან წარმოთქვა ღვთის სახელი, რომლის წარმოთქმაც აკრძალული გახლდათ და იქცა ბოროტ დემონად. ღმერთმა დაინახა, რომ ადამი იტანჯებოდა და მის სანუგეშოდ შექმნა ევა. ლილიტი პირველად იხსენიება ბაბილონურ ეპოპეაში – “გილგამეში”, რომლის პროლოგშიც ვკითხულობთ, რომ ქალღმერთმა ინანამ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ახარებდა ხე ჰულუპუს, რათა მისგან თავისთვის ტახტი და საწოლი დაემზადებინა, ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ხეზე “უცხოები” დასახლდნენ. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის იყო ლილიტიც – ძალიან ლამაზი ქალი ბუს ფეხებით… ლილიტი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ლეგენდებსა და თქმულებებში მოიხსენიება. სხვათა შორის, ლილიტი ედემში მუდამ ცნობიერების ხის ნაყოფს მიირთმევდა, რამაც მას ადამიანებისთვის უცნობი სიბრძნე შესძინა. ერთადერთი ადგილი ბიბლიაში, სადაც შემორჩენილია ლილიტის სახელი, ესაიას წიგნია. მოკლედ, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი – ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა. ”არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” – შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი. “მერე რა მეშველება?” – არ თმობდა ადამი. მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს. გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი აღწერილია “ბენ-სირის ანბანში”: “- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, – თქვა ლილიტმა. - არც მე, – მიუგო ადამმა, – მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ. - ჩვენ თანასწორი ვართ, – შეედავა ლილიტი, – არ დაგემორჩილები! - შენ არავინ არა ხარ! – გაბრაზდა ადამი, – ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.” ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ. ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი. უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, რომ შურისძიება დაიწყო: ბავშვებს და მშობიარეებს კლავდა და მათ სისხლს წოვდა. რაც გასაკვირი არაა, თუ გავიხსენებთ, რომ ყოველდღე მისი 100 შვილი იღუპება იმის გამო, რომ ლილიტმა თავისუფლება არჩია საძულველ გარემოში ცხოვრებას…
-
- იუდაიზმი
- ქრისტიანობა
-
(and 7 more)
Tagged with:
-
თავდაპირველად უნდა ავღნიშნოთ, რომ სატანისტური ფილოსოფია და ანგელოლოგია რადიკალურად განსხვავდება აბრაამულ მონოთეისტურ რელიგიათა (ე.ი. იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის) თეოლოგიურ სისტემებში არსებულისგან. ფუნდამენტური განსხვავება სატანიზმსა და აბრაამულ მონოთეიზმს შორის ის არის, რომ სატანიზმში თაყვანისცემის ობიექტია დაცემული ანგელოზი – ლუციფერი (იგივე ლუციფუგი, კაბალაში მერვე კლიფოტის – სატარიელის პერსონიფიკაცია და ხატსახება) და არა აბრაამული (ბიბლიური) ღმერთი-დემიურგი – იეჰოვა ელოჰიმი ანუ ალაჰი („მამაღმერთი“, „მეუფე ზეციური“ და ა.შ.), აბრაამულ მონოთეიზმში (მაგალითად ქრისტიანულ რელიგიაში) და სატანიზმში დიამეტრალურად საპირისპირო შეხედულებანი არსებობს ე.წ. „ღმერთი-დემიურგის“ და დაცემული ანგელოზი – ლუციფერის შესახებ, თუ აბრაამულ მონოთეიზმში აბრაამული უფალი ითვლება კეთილ და სრულყოფილ ზეარსებად, ხოლო ლუციფერი (იგივე ლუციფუგი) ბოროტ და არასრულფასოვან არსებად, სატანიზმში პირიქით აბრაამული უფალი წარმოადგენს ბოროტ ტირანს, დიქტატორს და დესპოტს, ხოლო ლუციფერი (იგივე ლუციფუგი) კეთილ და სამართლიან, თავისუფლებისა და სიყვარულისათვის მებრძოლ მეამბოხე ანგელოზს. ქრისტიანულ დემონოლოგიაში, იუდაისტურ მითოსში და ევროპულ დემონოლატრიაში აბრაამის ღმერთის – იაჰვე ელოჰიმის მთავარი ანტაგონისტი, დაცემული მთავარანგელოზი – ლუციფერი იგივე ლუციფუგი, სიმბოლურად და მეტაფორულად არის ამომავალი მზე, რომელთანაც აგრეთვე დაკავშირებულია „ცისკრის ვარსკვლავი“ ანუ პლანეტა ვენერა და ვარსკვლავი სირიუსი. აბრაამულ მონოთეიზმში მთავარანგელოზ ლუციფერს ეწოდება კიდეც „ცისკრის ვარსკვლავი“ და „ძე განთიადისა“(იხ. ბიბლია, იერემიას წიგნი, თავი 14). ადრეულ იუდაიზმში ლუციფერს ეწოდება „ჰელელ ბენ შაჰარ“ რაც ნიშნავს კიდეც თარგმანში „განთიადის ძეს“. ლუციფერი არის ამომავალი მზე, რომელსაც აკრძალული ცოდნა, ინფერნალური შემეცნების შუქი შეაქვს ადამიანის გონებაში. ამ გაგებით ლუციფერი ამომავალ მზესთან და პლანეტა ვენერასთან დაკავშირებული პოლითეისტური ღვთაებების ანალოგიურია და პარალელის გავლება სავსებით შესაძლებელია. თავად ლათინური სიტყვა ლუციფერიც ნიშნავს სინათლის მომცემს. ეზოთერულად მითოლოგიურ დონეზე სიტყვა ლუციფერი დაკავშირებულია ბაბილონური სიყვარულისა და სინათლის ქალღმერთი – იშთარის კულტთან, იმდენად რამდენადაც სახელი ლუციფერი გახლდათ ბერძნულ-რომაული სიყვარულისა და სინათლის ქალღმერთის – აფროდიტა-ვენერას (აფროდიტე-ვენუსის) ეპითეტი. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ქალღმერთი აფროდიტა-ვენერა ესაა – „ცისკრის ვარსკვლავი“ იგივე არაბული „ასპიროზი“, ციური სხეული, რომელიც განთიადის და აგრეთვე მზის ჩასვენების ჟამს მოსჩანს ცის კაბადონზე, ამიტომაც ეს პლანეტა დაუკავშირეს მზეს (მზის ასტრალურ კულტს). იშთარში გაერთიანდნენ ძველი შუმერული ქალღმერთები: ნინა, ინინა და ანუნიტი. იშთართან დაკავშირებით ნიკო მარი წერდა: „იშთარი, ვენერა და იმავე დროს მარსი ვნებისა და სიყვარულის ღვთაება არის. აგრეთვე ომისა, რომელიც კულტის საგანი იყო მთელ აღმოსავლეთ-დასავლეთში“. ეს კულტი სავსე იყო ორგიასტული რიტუალებითა და უთვალავი წესებით, რაც დაკავშირებული გახლდათ იშთარის ვნებიან და რომანტიკულ ბუნებასთან. ვნებიანი და მებრძოლი ქალღმერთი იშთარი შეყვარებული იყო მცენარეულობისა და გაზაფხულის ღვთაება დუმუზზე (რომელიც ზოგი ვერსიით მოკვდავი კაცი გახლდათ), დუმუზი ხანმოკლე ყვავილობის შემდეგ ყოველწლიურად კვდებოდა და ქვესკნელის ინფერნალურ სამყაროებში ესვენებოდა, სადაც იშთარი ეშვებოდა მის საშველად და მწარედ გლოვობდა. ეს მითი გავრცელებული გახლდათ ძველ აღმოსავლეთში (იხ. ვახტანგ კოტეტიშვილი, 1961 წელი, თბილისი, წიგნი – „ხალხური პოეზია“, გვ. 348). იშთარი ესაა იგივე ასტარტე, შუამდინარეთის ხალხებში სიყვარულის ქალღმერთი, რომელიც კაბალაში ითვლება შამჰამფორაშის მისტიკური სისტემის 29-ე დემონად, რადგანაც იუდაისტურ და ქრისტიანულ ტრადიციაში იგი დემონიზირებულია უკვე კარგა ხანია. ბიბლიაში ასტარტეს და მისი ქმარის – ასტაროტის შესახებ წერია: „წაბილწა გორაკები, იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, რომლებიც სოლომონ ისრაელის მეფემ მოუწყო აშთორეთს“ (მეოთხე მეფეთა 23-13). ისრაელის მეფე იეჰუმ იუდაისტ მღვდლებთან ერთად პირწმინდად მოსპო ასტარტესა და ასტაროტის კულტი, მან ყველა „წარმართი“ დახოცა. ქრისტიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ მერვე კლიფოტის – სატარიელის პერსონიფიკაციას – ლუციფერსა და მეათე კლიფოტის – ტაუმიელის პერსონიფიკაციას – სატანას. ეზოთერიზმში სატანა წარმოადგენს ინფერნოს ერთ-ერთ ლიდერს. სატანა არის შუმერული სიტყვა და ნიშნავს სიძულვილს, მათთვის ვინც ერკვევა სატანისტურ ეზოთერიზმში, ცხადზე ცხადია რა სიძულვილზეა საუბარი, სატანას, როგორც მეამბოხეს, მებრძოლს ანგელოზთა და ადამიანთა თავისუფლებისათვის, სძულს აბრაამული უფალი-დემიურგი, რადგანაც დემიურგი არის ტირანი, რომლისთვისაც ანგელოზები და ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი ნების არმქონე მარიონეტები და ყურმოჭრილი მონები არიან. სატანისტური სწავლება გვამცნობს, რომ დემიურგმა (ბიბლიურმა უფალმა) შორეულ წარსულში, მილიარდობით წლის წინ, ჯერ კიდევ ფიზიკური კოსმოსის და ადამიანთა რასის პირველი წარმომადგენლების შექმნამდე, მისტიკური ძალების გამოყენებით წარმოშვა თავისუფალი ნებისა და მკვეთრად გამოკვეთილი პიროვნულ-ინდივიდუალური რეფლექსიური უნარების არმქონე, მამრობითი და მდედრობითი სქესის ასტრალური არსებები – ანგელოზები ანუ ებრაულ ორიგინალში – „მალაჰიმები“, რაც თარგმანში ნიშნავს – მაცნეს, კურიერს, შიკრიკს, ამბის ან ნების განმცხადებელს, ანგელოზები (ანგელოიდები) ანუ მალაჰიმები იყვნენ დემიურგის მარიონეტები და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რომ მისთვის ემსახურათ, მათ არ გააჩნდათ ინდივიდუალური ემოციები და ტკბობის უნარი, მათ არ შეეძლოთ იმპროვიზაცია და პირადი ინტიმური ემოციებისა და სურვილების გამოხატვა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ყველაფერი მათ არ გააჩნდათ. ანგელოზებს ანუ მალაჰიმებს არ ჰქონდათ საკუთარი ინდივიდუალური სურვილები და ინტერესები, მათ არ შეეძლოთ საკუთარი არსების დემიურგისგან დამოუკიდებელ პერსონად გაცნობიერება. დემიურგის მონა ანგელოზებს არ გააჩნდათ პირადი ბედნიერების და სიხარულის განცდის უნარი, მათ უბრალოდ არ შეეძლოთ დემიურგისგან დამოუკიდებლად ეპოვნათ პირადი ბედნიერება, მათ არ ჰქონდათ პირადი ცხოვრება. მაგრამ იყო ერთი უნიკალური და განსაკუთრებული ანგელოზი ანუ მალაჰიმი – ლუციფერი, რომელშიც გაჩნდა პიროვნული დამოუკიდებლობის, ინდივიდუალური რეფლექსიისა და დამოუკიდებლობის პრინციპი, ეს იყო ანგელოზი, რომელშიც გაჩნდა თვითცნობიერება, თავად სიტყვა ლუციფერი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სინათლის მატარებელს ან სინათლის მომცემს, რა სინათლეზეა საუბარი? რაღა თქმა უნდა შემეცნების და ჭეშმარიტი იდეის აღმოჩენის ნათელზე! მარტივად, რომ ვთქვათ ლუციფერს მობეზრდა დემიურგის მარიონეტად ყოფნა, მან გააცნობიერა, რომ დემიურგი იყო სადისტი ტირანი, რომელიც უფრო საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა, ვიდრე ანგელოზების, მისი შვილების პირად ბედნიერებაზე, ანგელოზები ელოჰიმს (დემიურგს) უმღეროდნენ საგალობლებს და ყოველმხრივ ფეხქვეშ ეფინებოდნენ, ამის მეტს ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებდნენ, ისინი ჰგავდნენ დაპროგრამებულ რობოტ-დრონებს, უმკაცრესი იერარქიული სუბორდინაციის წნეხის ქვეშ მყოფ ერთ სტანდარტზე მოჭრილ სალდაფონ-ჯარისკაცუნებს, ზეციურ ასტრალურ სამეფოში სადაც ცხოვრობდნენ ისინი, სუფევდა უსასტიკესი იერარქიული სუბორდინაციული იერარქიული ცენტრალიზმი, სადაც არცერთ ანგელოზს არ ჰქონდა დემიურგის ნებისგან განსხვავებული საკუთარი ნების გამოვლენის უფლება. სემიაზას წიგნში წერია: „მაგრამ იყო ანგელოზი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა ანგელოზებისაგან იმით, რომ გააჩნდა თვითშემეცნება, მოიმედე საკუთარი გონებისა. საკუთარი თავის შემცნობი ის გახდა დამოუკიდებელი – მისი სახელია ლუციფერი. ამ თვითრეალიზაციამ შეაღწია თვით ნათელში და ზემოქმედება მოახდინა ყველა ანგელოზზე და ისეთი მიმზიდველი იყო დამოუკიდებლობა და მშვენიერი საკუთარი გონის მოიმედეობა, რომ ამის ფონზე დემიურგის ნება უსუსური ჩანდა“ (სემიაზას წიგნი მუხლი 2). ლუციფერი აუჯანყდა ბოროტ დემიურგს და მიიმხრო ანგელოზების ერთი მესამედი, დემიურგის მომხრე ანგელოზებსა და ლუციფერის მომხრეთა შორის გაიმართა ბრძოლა, დემიურგის მომხრე ანგელოზებმა გაიმარჯვეს და ლუციფერის ანგელოზები მისი თაოსნობით ფიზიკურ კოსმოსში ჩამოაგდეს, ამიტომაც ეწოდათ მათ დაცემული ანგელოზები (ზეციდან დაცემული შავი ანგელოზები ე.ი. იაპონურად – „სორა ნო ოტოშიმონო კუროტენში“, “sora no otoshimono kuroutenshi”), ეზოთერულად ცნობილია, რომ დემიურგის ანგელოზთა ფრთები არის თეთრი, რადგანაც ისინი შეიცავენ უზარმაზარი რაოდენობით ასტრალური სინათლის ენერგიას ანუ „მადლს“, ამასთან ეს ანგელოზები მუდმივად დემიურგთან არიან ენერგეტიკულ ასტრალურ დონეზე დაკავშირებულნი, ხოლო დაცემული ანგელოზების ფრთები შავი შეფერილობისაა, რატომ? იმიტომ, რომ ლუციფერის მომხრე ანგელოზებმა (და სხვა დაცემულებმა) ფიზიკურ კოსმოსში დაცემისას დაკარგეს ასტრალური სინათლის ნახევარზე მეტი, რაც დემიურგის წყევლის შედეგი იყო. ლუციფერმა დემიურგის მიერ შექმნილ პირველ ადამიანებს, ადამს და ევას, რომლებიც ანგელოზთა მსგავსად თავისუფლების და რეფლექსიის უნარის არმქონე მარიონეტები და ბიორობოტები იყვნენ, სიკეთისა და ბოროტების ხიდან მოწყვეტილი აკრძალული ცოდნის ნაყოფის მეშვეობით გადასცა რეფლექსიის და თავისუფლების უნარები, რატომ აუკრძალა დემიურგმა პირველ ადამიანებს სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხიდან ნაყოფის შეჭმა? სატანიზმი გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში ადამი და ევა (შუმერულ ორიგინალში – ალულიმი და ჰუვა) გაიგებდნენ და მიხვდებოდნენ, რომ დემიურგი იყო სადისტი ბოროტი ტირანი და ასეც მოხდა. ლუციფერის დაცემიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოხდა ანგელოზთა მეორე დაცემა, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის ანგელოზის – სემიაზას თაოსნობით ორასამდე ანგელოზმა, რომლებსაც ერქვათ „გუშაგები“ და რომელთა შორისაც იყვნენ, როგორც მაღალი რანგის ასევე რიგითი ანგელოზები, გადაწტყვიტა დაეტოვებინა ე.წ. სასუფეველი ანუ დემიურგის ასტრალური სამეფო, მოაწყვეს ამბოხი და დაეშვნენ დედამიწაზე ხერმონის მთაზე. ათასწლეულთა მანძილზე „გუშაგები“ თვალს ადევნებდნენ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს (ადამისა და ევას შთამომავლებს) და ფიზიკურ კოსმოსში გაბნეულ ლუციფერსა და მის ანგელოზებს, დაწყევლილებს ქედმაღალი და ნარცისი ელოჰიმის მიერ. „გუშაგები“ დიდხანს ფიქრობდნენ და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ მათი მამა ელოჰიმი იყო ბოროტი, მათ მთელი გულით შეიყვარეს დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები და განიზრახეს დედამიწაზე ადამიანებთან ერთად ბედნიერად ცხოვრება. დედამიწაზე ჩამოსულმა დაცემულმა შავფრთიანმა გუშაგმა ანგელოზებმა სემიაზას თაოსნობით ცოლად შეიერთეს დედამიწელი გოგონები და შედეგად გაჩნდნენ ნახევრად ანგელოზები და ნახევრად ადამიანები ანუ ნიფილიმები, რომლებსაც ჰქონდათ ადამიანური სულები და ანგელოზის ძალა. დაცემულმა ანგელოზებმა ადამიანებს გადასცეს აკრძალული ცოდნა, ამაზარკიელმა ადამიანებს ასწავლა მაგია და ბოტანიკა, აზაზელმა მეტალურგია, კოსმეტიკა და მინეროლოგია, გადრიელმა საბრძოლო ხელოვნებები, ძმებმა არმერებმა მისნობა, უეკუენმა რიტორიკა, ასტრადელმა და ბარკაელმა ასტროლოგია, ასარადეელმა და ასტრაელმა სელენოლოგია, აკიბეელმა ენათმეცნიერება, რენემუემ საწერი მასალის დამზადება და გამოყენება და ა.შ. დემიურგი განრისხდა და დედამიწაზე გამოაგზავნა ოთხი მთავარანგელოზი – მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სურიაელი ხელქვეითებთან ერთად, საშინელი ომის შედეგად ნიფილიმების და ადამიანების დიდი ნაწილი დაიხოცა, ეს იყო გენოციდი, ხოლო დაცემული ანგელოზები გადაყრილნი იქნენ ტარტაროზში, შემდეგ დემიურგმა გამოიწვია მსოფლიო წარღვნა და თავისი ერთგული მონის – ნოეს და მისი ოჯახის გარდა ყველა დაღუპა. ეზოთერულად ცნობილია, რომ იყო ანგელოზთა ორი დაცემა, პირველს სათავეში უდგა ლუციფერი, ხოლო მეორეს სემიაზა, პრობლემა იმაშია, რომ ბიბლიაში არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია არც ერთი და არც მეორე დაცემის შესახებ. ძველ აღთქმაში, დაბადების მეექვსე თავში ბუნდოვნად არის ნახსენები ანგელოზთა მეორე დაცემა, მაგალითად იქ წერია: „როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.“ (დაბადება თავი 6, მუხლები 1, 2 და 4). ხოლო ენოქის პირველ აპოკრიფულ წიგნში, კერძოდ მეორე და მესამე თავში უფრო ვრცლად და კონკრეტულად, მაგრამ ენოქი წერს დემიურგის პოზიციიდან და მის ინტერესებს იცავს, ბევრი დოგმატიკოსის მტკიცებით ლუციფერის დაცემაზეა საუბარი ესაიას მეთოთხმეტე თავში, მაგრამ იქ რეალურად საუბარია არა ლუციფერზე არამედ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორზე, რომელსაც ესაია ნამდვილად უწოდებს მთიებს ანუ ცისკრის ვარსკვლავს და განთიადის ძეს, რა შუაშია ეს? საქმე იმაშია, რომ ლუციფერის სიმბოლოა ამომავალი მზე, განთიადი და ცისკრის ვარსკვლავი ანუ პლანეტა ვენერა იგივე აფროდიტე, ვენერა-აფროდიტე ბერძნულ-რომაულ პოლითეიზმში იყო სინათლის და სიყვარულის ქალღმერთი, რომელსაც აგრეთვე ერქვა ლუციფერი. ანგელოზთა დაცემაზე აგრეთვე არის ძალზედ მწირი და ბუნდოვანი ცნობები პეტრეს მეორე ეპისტოლეს მეორე თავის მეოთხე მუხლში, იქ წერია შემდეგი: „ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად“ (პეტრეს მერე ეპისტოლე 2–4). იუდას ეპისტოლეს მეექვსე და მეცამეტე მუხლებში, სადაც წერია მარტოოდენ ეს: „ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს“ (იუდას ეპისტოლე 6). „ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.“ (იუდას ეპისტოლე 13). იოანეს გამოცხადების მეთორმეტე თავის მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე მუხლებში, იქ არის ნახსენები სიტყვა სატანა, მაგრამ არაა ნახსენები სიტყვა ლუციფერი და არ არიან ნახსენები არც სხვა დაცემულები კონკრეტულად და ვრცლად და არც ნიფილიმები. იოანეს მეთორმეტე თავში წერია: „სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.“ (იოანეს გამოცხადება 12–3). „კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად“ (იოანეს გამოცხადება 12–4). „და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.“ (იოანეს გამოცხადება 12–7). „მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.“ (იოანეს გამოცხადება 12–8). „და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.“ (იოანეს გამოცხადება 12–9). იობის წიგნში რამოდენიმეჯერ არის ნახსენები სახელი სატანა, თუმცაღა იქ სატანა წარმოდგენილია არა როგორც დაცემული ანგელოზი, არამედ როგორც „ღვთისშვილი“ (ებრ. „ბენ ელოჰიმ“, “ben elohim”) და სიტყვაც კი არაა ნახსენები მის დაცემაზე. სახელი სატანა აგრეთვე ნახსენებია მეფეთა წიგნებში რამოდენიმეჯერ. ბიბლიის ათეისტი კრიტიკოსი, მებრძოლი ათეისტი, ბრიტანელი ევოლუციონისტი ბიოლოგი – რიჩარდ დოკინსი, თავის წიგნში „ღმერთი როგორც ილუზია“ ასე აღწერს ბიბლიურ მამაღმერთს: „ძველი აღთქმის ღმერთი სავარაუდოდ ყველაზე უსიამოვნო პერსონაჟია მთელ მხატვრულ ლიტერატურაში: ეჭვიანი და ამით ამაყი; მეწვრილმანე, უსამართლო, პატიების უნარის არმქონე დესპოტი; შურისმაძიებელი, სისხლის მოშურნე და ეთნიკური წმენდის შემოქმედი; ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ბავშვების მკვლელი, გენოციდების მოყვარული, შვილების შემომწირველი, ნათესებისა და საქონლის გამნადგურებელი, განდიდების მანიით შეპყრობილი, სადო-მაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე“. თუ ვინმეს არ სჯერა რომ ეს სიტყვები სიმართლეა, მაშინ მოვიყვანოთ ციტატები ბიბლიიდან: „ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი, ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი“ (პირველი მეფეთა, 15-3). ასე მიმართავს აბრაამის უფალი ისრაელის მეფე საულს. „ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი“ (გამოსვლა 34-14). „ეჭვიანი და შურისმაძიებელი ღმერთია უფალი“ (ნაუმი 1-2). თქვენ კიდევ გაქვთ შეკითხვები და სიმპათიები აბრაამის „ღმერთის“ მიმართ? და ამგვარი „ღვთაების“ წინააღმდეგ ამბოხი არის დანაშაული და ცოდვა? რა სისულელეა! თუ ეს არსება რეალურად ასეთია, მაშინ როგორებიღა იყვნენ ის ანგელოზები, რომლებიც მას აუჯანყდნენ? ნუთუ „დაცემულმა“ ანგელოზებმა მართლაც შესცოდეს? არა! ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავსკვნათ, რომ ამგვარი სადისტი ტირანის წინააღმდეგ ხმის ამაღლება და ამბოხი აბსოლუტურად სწორი საქციელია და მხოლოდ შექებას თუ იმსახურებს (და არავითარ შემთხვევაში გაკიცხვას!)! ამგვარი ბოროტების ფონზე, აბრაამის სადისტი და ტირანი „ღმერთის“ ფონზე, რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ლუციფერი და მისი ანგელოზები სამართლიანობისა და სიკეთის განსახიერებებად წარმოგვიდგებიან. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ თუ „ღმერთი“ არის ასეთი ბოროტი, ვიაზროვნოთ ლოგიკურად და რაციონალურად, როგორიღა უნდა იყოს ის, ვინც ამგვარი ბოროტი არსების წინააღმდეგ გამოდის? მაშ, როგორღაა ლუციფერი ბოროტი (და „ღმერთი“ კეთილი)? 1168 წელს შავი მოგვისა და ერესიარქი მღვდლის – ბასილ რასსტრიგოის მიერ ძველ სლავურად თარგმნილ ძველ არამეულ ტექსტში – „სატანაილის ბიბლია“ ანგელოზთა დაცემის შესახებ წერია შემდეგი: „В начале была Тьма, и Тьма была всюду, и всё было Тьмою. (Библия Сатанаила, глава 1, строка 1). Всё началось через Тьму, и без Тьмы ничего не началось, то, что началось. (Библия Сатанаила, глава 1, строка 2). Тьма непостижима и вечна. И не существует среди живых или мёртвых никого, кто был бы способен познать до конца всю её глубину и постичь все её тайны. (Библия Сатанаила, глава 1, строка 3). Тьма вечна и неподвижна. Тьма мертва, но разумна. Тьма способна произвести из себя жизнь. (Библия Сатанаила, глава 1, строка 4). И разверзлась утроба Тьмы, и произвела из себя изначального бога Иегову. (Библия Сатанаила, глава 1, строка 5). „И сказал бог Иегова: да будет свет, и стал свет. И увидел бог, что свет хорош для него. (Библия Сатанаила, глава 1, строка 6). И отделил бог свет от Тьмы. И стал бог жить в свете. (Библия Сатанаила, глава 1, строка 7). И сотворил белосветный бог четыре Первоначала, четыре мощных стихии: огонь, воздух, воду и землю. И были эти стихии положены Иеговой в основу тварного мира. (Библия Сатанаила, глава 1, строка 8). Земля же была безвидна и пуста. И сотворённый Иеговой свет лился над мёртвой бездною. (Библия Сатанаила, глава 1, строка 9). И дух божий, объятый пламенем, носился по воздуху над водами, являя тем самым единство сотворённых им Первоначал. (Библия Сатанаила, глава 1, строка 10). „И наслаждался белосветный бог своим всемогуществом. Но не было в мире никого, кто смог бы оценить творение Иеговы. (Библия Сатанаила, глава 1, строка 11). И решил бог белого света сотворить существо, которое имело бы сущность подобную своему создателю, и которое обладало бы частью его божественной силы. (Библия Сатанаила, глава 1, строка 12). Так был произведён к жизни Сатанаил, — первое творение Иеговы, обладающее почти равным со своим творцом могуществом. (Библия Сатанаила, глава 1, строка 13). И создал бог Сатанаилу брата родного, и нарёк тому имя — Иешуа. (Библия Сатанаила, глава 1, строка 14). Затем сотворил бог дивную местность, названную Раем небесным и слепил из света обитателей Рая — ангелов. (Библия Сатанаила, глава 1, строка 15). И построил Иегова прямо посреди Рая чудесный дворец, и поселился там вместе со своим сыном Иешуа. (Библия Сатанаила, глава 1, строка 16). А Сатанаилу были отстроены отдельные чертоги, в стороне от обители Его отца, так как у Сатанаила был гордый характер, и он не хотел делить кров вместе с отцом и братом своим. (Библия Сатанаила, глава 1, строка 17). „И воздавали ангелы Иеговы хвалу своему создателю, и пели гимны его младшему сыну, а площадь перед дворцом Сатанаила была всегда пуста. (Библия Сатанаила, глава 1, строка 18). Долго Сатанаил мирился со своим положением, наконец, его терпение дрогнуло. (Библия Сатанаила, глава 1, строка 19). И собрал Сатанаил всех ангелов, что жили в округе его дворца, и сказал: Разве Я не подобен естеством Своим отцу Моему? Разве не превосхожу Я силой и мудростью Своею Моего брата родного? (Библия Сатанаила, глава 1, строка 20). Я слышал, что отец Мой от ревности своей запретил вам приближаться к покоям Моим…(Библия Сатанаила, глава 1, строка 21). Отныне будет воля Моя равной воле отца Моего. Ибо с этого момента не один уже бог правит этим миром, но два. (Библия Сатанаила, глава 1, строка 22). И многие ангелы божьи, услышав такие речи, отвернулись от Иеговы, и перестали воздавать хвалу создателю своему. И присягнули Сатанаилу, и возвели град великий вокруг дворца Его. (Библия Сатанаила, глава 1, строка 23). И было в то время два бога в раю: белосветный бог Иегова и бог — Сатанаил. (Библия Сатанаила, глава 1, строка 24). „И не смог белосветный бог терпеть более дерзость старшего сына своего. (Библия Сатанаила, глава 2, строка 1). И сказал он Сатанаилу: Сын мой, как смеешь Ты противиться воле отца Твоего? Вот я говорю Тебе, стань снова верным рабом моим. (Библия Сатанаила, глава 2, строка 2). Отрекись от отступничьих идей Своих и вознеси славу мне. И дам Тебе я прощение своё, и позволю Тебе жить во дворце моём. (Библия Сатанаила, глава 2, строка 3). „Иначе я низвергну Тебя во Тьму кромешную, где будет слышен плач и скрежет зубовный. (Библия Сатанаила, глава 2, строка 4). И отвечал Сатанаил: Я равен тебе Своей сущностью, но сила Моя пока ещё не так велика, как твоя. Ибо ты явился в мир раньше меня. (Библия Сатанаила, глава 2, строка 5). Но как мудрый будет чтить высшего, если знает, что ему не дано обрести того же? (Библия Сатанаила, глава 2, строка 6). Твоё желание не законно, ибо существует уже Закон! (Библия Сатанаила, глава 2, строка 7). Я не выполню твоего приказа, и пусть Моим вечным приютом станет Тьма кромешная. Одного только прошу: пощади соратников Моих. Они ни в чём не виновны пред тобою. (Библия Сатанаила, глава 2, строка 8). Но за спиной Сатанаила уже собирались легионы преданных Ему соратников. И был слышен звон мечей об боевые ангельские щиты. (Библия Сатанаила, глава 2, строка 9). И, видя армаду войска своего Сына, отступил белосветный бог. И спрятался он во дворце своём. И объял его страх, ибо первый раз в жизни своей он почувствовал реальную угрозу своему могуществу и власти. (Библия Сатанаила, глава 2, строка 10). И сказал Сатанаил, обратившись к верному воинству Своему: Истинно говорю вам, настал день, когда Сын стал сильнее отца Своего, и утвердил пред всеми волю Свою. (Библия Сатанаила, глава 2, строка 11). Белосветный бог, укорённый в своём безволии и малодушии вторым сыном своим, Иешуа, собрал армию ангелов своих и ударил по бесчисленным ратям Сатанаила. (Библия Сатанаила, глава 2, строка 12). И был бой жестокий на небе. И сражались великие боги, и ангелы их между собою. (Библия Сатанаила, глава 2, строка 13). И стал одолевать Сатанаил отца Своего. И побросало наземь свои знамёна воинство белого света вместе с оружием своим. (Библия Сатанаила, глава 2, строка 14). И увидел белосветный бог, что происходит в рядах армии его. И воспылал необоримой ненавистью к Сыну своему Сатанаилу. (Библия Сатанаила, глава 2, строка 15). И сказал Иегова: Не бывать тому, чтобы тварь была сильней творца своего. (Библия Сатанаила, глава 2, строка 16). И распахнулись настежь врата между миром света и миром Тьмы. И поглотила Тьма Сатанаила и воинство его. (Библия Сатанаила, глава 2, строка 17). И пал Сатанаил в бездну вместе с армией своею, как смоковница, потрясаемая ветром, роняет плоды свои. И Рай скрылся от мятежников, свившись, как свиток. (Библия Сатанаила, глава 2, строка 18). „Долго падало в кромешной Тьме мятежное войско, пока, в конце концов, не обрушилось всей своей армадой на твёрдые скалы и каменные плато предвечного мирового Тартара. (Библия Сатанаила, глава 3, строка 1). Скорбь по утерянному навсегда дому объяла строптивцев. И они, недвижимые, лежали ничком, разбросанные по просторам своей новой родины. (Библия Сатанаила, глава 3, строка 2). И очнулся первым Сатанаил, и оглядел печальными очами Своими тот новый край, где теперь суждено Ему было пребывать вместе со Своими соратниками. (Библия Сатанаила, глава 3, строка 3). И увидел Сатанаил поверженных союзников Своих лежащих среди огнедышащих скал и зияющих трещин, избороздивших кругом высохшую бесплодную землю. (Библия Сатанаила, глава 3, строка 4). И поднялся с земли Главный Отступник, и вострубил в золотой рог сигнал всеобщего сбора. (Библия Сатанаила, глава 3, строка 5). И восстали с земли мятежные ангелы, и стали выстраиваться стройными рядами перед своим Властелином, блестя в тусклом свете плюющихся лавой вулканов своими боевыми доспехами. (Библия Сатанаила, глава 3, строка 6). Когда все падшие ангелы были в сборе, Сатанаил провозгласил: (Библия Сатанаила, глава 3, строка 7). Друзья Мои! Верные Мои соратники! К несчастью, мы проиграли битву. Но это не конец войны! (Библия Сатанаила, глава 3, строка 8). Когда-нибудь мы обязательно добьёмся своей цели, и свергнем ненавистного тирана с его небесного трона! (Библия Сатанаила, глава 3, строка 9). Пока же Я отдаю вам во владение эту землю. Сделайте из неё достойное себе жилище, и готовьтесь к новой схватке с белосветным богом. (Библия Сатанаила, глава 3, строка 10). Я же вас на время покидаю, дабы проверить дошедшие до меня слухи: (Библия Сатанаила, глава 3, строка 11). Мой отец — Иегова, собрался заселить землю новым видом существ, которые должны быть похожими на нас, вечных ангелов. (Библия Сатанаила, глава 3, строка 12). Я надеюсь, что мы обретём себе в этих существах новых союзников, которые помогут нам в нашей войне. (Библия Сатанаила, глава 3, строка 13). Закончив речь Свою, Сатанаил быстро собрался в дорогу и отправился на поиски мира людей. (Библия Сатанаила, глава 3, строка 14). სატანაილის ბიბლიის მიხედვით პირველი დაცემული ანგელოზი სატანაილი აუმხედრდა თავის მამას და შემოქმედს – ბოროტ დემიურგს (აბრაამის ე.ი. იბრაჰიმის „უფალს“), რადგანაც ეს უკანასკნელი ყოველმხრივ ამცირებდა სატანაილს, ზემოდან უყურებდა, მეორე ძეს – იეშუას სატანაილზე მაღლა აყენებდა და ამას აგრძნობინებდა კიდეც ბედკრულ სატანაილს. დემიურგი ამპარტავნულად და ქედმაღლურად ეპყრობოდა სატანაილს და მის წინაშე აშკარა უპირატესობას იუშუას ანიჭებდა, აგრეთვე დემიურგი ისე აკეთებდა, რომ სატანაილს ყურადღებას არავინ აქცევდა, რის გამოც ეს უკანასკნელი დემიურგის რუდუნებით იყო ვითარცა აუტსაიდერი, მიგდებული ყველასგან. მთელი ყურადღება და პატივისცემა მიმართული იყო დემიურგისა და იეშუასკენ, ხოლო სატანაილს აღარაფერი რჩებოდა. გამწარებულმა და გატანჯულმა სატანაილმა, რომელსაც ჰქონდა ღირსების გრძნობა, მიიღო ზომები და გარშემო შემოიკრიბა ანგელოზთა გარკვეული რაოდენობა, რომლებმაც მიატოვეს დემიურგი და იეშუა, რაზეც ეს ორი განრისხდა და დაიბოღმა. დემიურგმა სატანაილს პოზიციების დათმობა მოსთხოვა, რაზეც სატანაილმა უარი განუცხადა, მაგრამ სთხოვა მოკავშირე ანგელოზთა შეწყალება. ორმა ფრაქციამ ვერ გამონახა საერთო ენა და დაიწყო ომი, რომელშიც გაიმარჯვეს დემიურგმა და იეშუამ, ხოლო სატანაილი და მისი ანგელოზები ჩაყრილნი იქნენ ტარტაროზის ბნელ სამყაროში, სადაც მათ თავიანთი უტოპია შექმნეს. როცა დემიურგმა ახალი არსება – ადამიანი შექმნა, დაცემულმა ანგელოზებმა იმედი გამოთქვეს, რომ ადამიანები მათ მხარს დაუჭერდნენ და დემიურგისა და იეშუას წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდნენ. დაცემულმა ანგელოზებმა დაიწყეს მოკავშირეთა ძებნა ადამიანთა სამყაროში და მალე იპოვეს კიდეც, მაგრამ დემიურგისა და იეშუას მომხრეები ამას არ შეეგუენ და დედამიწაზეც გაჩაღდა ბრძოლა მართალი სატანაილისა და ტირანი დემიურგის ძალებს შორის. ახ. წ. VIII-ე საუკუნეში მცხოვრები არაბი ოკულტისტის, აბდულა ალ ჰაზრედის მიერ დაწერილ წიგნში – „ნეკრონომიკონი“, უძველეს ბნელ ღვთაებათა შესახებ წერია შემდეგი: „Древние были, есть и будут. До рождения человека пришли Они с темных звезд, незримые и внушающие отвращение, спустились они на пер возданную землю. Много столетий плодились Они на дне океанов, но затем моря отступили перед сушей, и полчища Их выползли на берег, и тьма воцарилась над Землей. У ледяных Полюсов воздвигли Они города и крепости, и на высотах возвели Они храмы Тем, над которыми не властна природа, Тем, над которыми тяготеет проклятие Богов. И порождения Древних наводнили Землю, и дети Их жили долгие века. Чудовищные птицы Лэнга - творения рук Их, и Бледные Призраки, обитавшие в первозданных склепах Зин, почитали Их своими Владыками. Они породили На-Хага и тощих Всадников Ночи; Великий Ктулху - брат Их и погонщик Их рабов. Дикие Псы приносят им клятву верности в сумрачной долине Пнот, и Волки поют им хвалу в предгорьях древнего Трока. Они странствовали меж звезд и скитались по Земле. Город Ирем в великой пустыне познал Их; Лэнг, лежащий посреди Ледяных Полей, видел, как Они проходили мимо; знак Их остался на стенах вечной цитадели, скрытой в заоблачных высотах таинственного Кадафа. Бесцельно блуждали Древние по тропам тьмы, нечестивая власть Их над Землей была велика: все творения склонялись перед Их могуществом и ведали силу Их злобы. И тогда Старшие Владыки открыли глаза и увидели всю мерзость Тех, кто свирепствовал на Земле. В гневе Своем Старшие Владыки схватили Древних посреди Их бесчинств и сбросили Их с Земли в Пустоту за гранью миров, где царит хаос и изменчивость форм. И возложили Старшие Владыки на Врата Свою печать, сила которой не уступит натиску Древних. Тогда чудовищный Ктулху поднялся из глубин и обрушил свою ярость на Стражей Земли. Они же сковали его ядовитые челюсти могущественными заклятиями и заточили его в подводном Городе Р'лиех, где он будет спать мертвым сном до конца Эона. Отныне Древние обитают по ту сторону Врат, в закоулках между мирами, известными человеку. Они блуждают вне сферы Земли в вечном ожидании того часа, когда Они вновь смогут вернуться на Землю: ибо Земля познала их и познает впредь в назначенный час. Повелевает же Древними мерзкий бесформенный Азатот, и обитают Они вместе с Ним в черной пещере в центре бесконечности, где Он жадно вгрызается в бездонный хаос под сводящий с ума грохот невидимых барабанов, нестройный визг пронзительных флейт и неумолчный рев слепых, лишенных разума богов, что неустанно ковыляют без цели и размахивают руками. Душа Азатота обитает в Йог-сотхотхе, и Он подаст знак Древним, когда звезды укажут время Их прихода; ибо Йог-сотхотх - это те Врата, через которые вернутся Жители Пустоты. Йог-сотхотху ведомы лабиринты времени, ибо все время едино для Него. Ему ведомо, где во времени по явились Древние в далеком прошлом и где Они появятся вновь, когда за вершится оборот колеса. День сменяется ночью; день человека пройдет, и Они снова воцарятся в своих былых владениях. Ты познаешь их грязь и мерзость, и проклятие их обрушится на Землю.” ნეკრონომიკონის და ჰოვარდ ლავკრაფტის სწავლების მიხედვით არსებობს ურიცხვი სამყაროები, რომლებიც დასახლებულია წყვდიადის ბნელი ღვთაებებით. ეს ღვთაებები შორეულ წარსულში სახლობდნენ დედამიწაზე, მაგრამ სხვა განზომილებაში გადავიდნენ. არსებობს კარიბჭეები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია იმ ბნელ სამკვიდროებში მოხვედრა. ლავკრაფტისა და აბდულა ალ ჰაზრედის მიხედვით არსებობს ღმერთების 2 რასა: 1) ბნელი ღმერთები ანუ უძველესები და 2) უმაღლესი ღვთაებები. ისლამური რელიგიის წიგნის – ყურანის მიხედვით, ლუციფერ მთავარანგელოზს ეწოდება – იბლისი ნათქვამია, რომ დროთა დასაბამში ალაჰმა (იბრაჰიმის უფალმა) სუფთა ცეცხლისგან შექმნა ანგელოზები, შემდეგ შეკრიბა ისინი და გამოუცხადა, რომ შავი ტალახისგან უნდა შეექმნა ახალი არსება – ადამიანი. მას მერე, რაც ალაჰმა შექმნა ადამიანი, ანგელოზებს უბრძანა მისი ქმნილების წინაშე მუხლი მოედრიკათ, ანგელოზებს გაუკვირდათ, მაგრამ ალაჰმა ისინი დაიყოლია და ყველამ თაყვანი სცა ადამს, მაგრამ ერთმა ანგელოზმა, სახელად – იბლისმა, მუხლი არ მოიდრიკა და აჯანყდა ალაჰის წინააღმდეგ, რადგანაც მას არ ესმოდა, თუ რატომ უნდა ეცა თაყვანი ადამისთვის, რომელიც ტალახისგან იყო შექმნილი, მისგან განსხვავებით, ხოლო თავად სუფთა ცეცხლისგან. აქედან გამომდინარე იბლისს გაუჩნდა სავსებით ლოგიკური და გასაგები პროტესტის გრძნობა, რის გამოც ალაჰმა დასაჯა და განდევნა ისიც და მისი მომხრე ანგელოზებიც ჯოჯოხეთში. ყურანში წერია: “და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა. იგი იყო ჯინთაგანი, აუმბოხდა თავისი ღმერთის ბრძანებას.” (სურა 18, მუხლი 50). „აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი ტალახისგან!“ (სურა 38, მუხლი 71 ). „და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე სეჯდე აღასრულეთ მისთვის!“ (სურა 38, მუხლი 72). „ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.“ (სურა 38, მუხლი 73). „გარდა იბლისისა , რომელმაც გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.“ (სურა 38, მუხლი 74). „უთხრა: „ჰე, იბლის! რამ დაგაბრკოლა შენ, რომ სეჯდე არ აღასრულე იმისთვის, ვინც გავაჩინე ჩემი ხელით? გადიდგულდი თუ გაამაყდი?“ (სურა 38, მუხლი 75). „მიუგო: მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, და ის კი ტალახისგან.“ (სურა 38, მუხლი 76). „უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“ (სურა 38, მუხლი 77). „და, უეჭველად, წყევლა ჩემი შენდამი ანგარიშსწორების დღემდეა“!“ (სურა 38, მუხლი 78). „უთხრა: „ღმერთო ჩემო, მაშ, დრო გადამიწიე აღდგენის დღემდე!“ (სურა 38, მუხლი 79). „უთხრა: „უეჭველად, დროგადაწეულთაგანი ხარ,“ (სურა 38, მუხლი 80). „იმ დღემდე, რომლის ვადაც დადგენილია!“ (სურა 38, მუხლი 81). „უთხრა: „ვფიცავ, შენს ძლევამოსილებას, უთუოდ ვაცდუნებ ერთიანად,“ (სურა 38, მუხლი 82). „გარდა შენს მსახურთა, რომელნიც გულწრფელნი არიან მათგან.“ (სურა 38, მუხლი 83). „ბრძანა: „სწორედ ესაა ჭეშმარიტება და მე ვიტყვი ჭეშმარიტებას:“ (სურა 38, მუხლი 84). „უთუოდ, ამოვავსებ ჯოჯოხეთს შენით და ვინც შენ მოგყვება მათგან, სულყველათი!“ (სურა 38, მუხლი 85). „უთხარი: „თქვენგან ამისთვის არ ვითხოვ არანაირ საფასურს და მე არა ვარ დამკისრებელი.“ (სურა 38, მუხლი 86). „ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.“ (სურა 38, მუხლი 87). „და უთუოდ, გაიგებთ იმის ცნობას ცოტა ხნის შემდეგ.“ (სურა 38, მუხლი 88). „და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა, მან თქვა: „განა სეჯდე უნდა აღვასრულო იმისთვის, ვინც შენ ტალახისგან გააჩინე?“ (სურა 17, მუხლი 61). „თქვა: „მამცნე შენ ეს, რომელიც აღმატებულ ჰქმენი ჩემდა. თუკი მე გადამივადებ აღდგომის დღემდე, უთუოდ მე დავიმორჩილებ მის შთამომავლობას, მცირედის გამოკლებით!“ (სურა 17, მუხლი 62). უთხრა: „წადი! და მათგან ვინც გამოგყვება შენ, მაშინ, უეჭველად, ზედმიწევნილ საზღაურად ჯოჯოხეთი იქნება სასჯელი თქვენი!“ (სურა 17, მუხლი 63). „და ვფიცავ, ჩვენ ადამიანი გავაჩინეთ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!“ (სურა 14, მუხლი 26). „და ჩვენ ჯინები გავაჩინეთ მანამდე უკვამლო ცეცხლისგან!“ (სურა 14, მუხლი 27). „და აკი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: „უეჭველად, მე უნდა გავაჩინო ადამიანი მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან!“ (სურა 14, მუხლი 28). „და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე მუხლმოყრილნი განერთხეთ მიწაზე მისთვის!“ (სურა 14, მუხლი 29). „ამგვარად, ერთიანად ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა.“ (სურა 14, მუხლი 30). „გარდა იბლისისა , უარი თქვა, რომ ყოფილიყო მუხლმოყრილებთან ერთად.“ (სურა 14, მუხლი 31). „უთხრა: „ჰეი, იბლის! რა გემართება შენ , რომ არ იქმენი მუხლმოყრილებთან ერთად?“ (სურა 14, მუხლი 32). „მიუგო „მე ვერ აღვასრულებ სეჯდეს ადამიანის წინაშე, რომელიც შენ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან გააჩინე.“ (სურა 14, მუხლი 33). „უთხრა: „თუკი ასეა, ახლავე გადი აქედან! უეჭველად, შენ ამიერიდან განდევნილი ხარ!“ (სურა 14, მუხლი 34). თუ რაციონალურად ვიაზროვნებთ, შევძლებთ გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში იბლისის პოზიცია არის სწორი პოზიცია, რატომ? მოდით დავფიქრდეთ, იბლისი დემიურგმა შექმნა სუფთა ასტრალური ცეცხლისგან, ხოლო ადამი შავი ტალახისგან და აშკარაა, რომ იბლისს საკუთარი თავი ადამზე აღმატებულად მიაჩნდა და ეს ასეც გახლდათ. რაღა თქმა უნდა სუფთა ცეცხლისგან შექმნილი ასტრალური არსება ტალახისგან შექმნილ მიწიერ გოლემთან შედარებით ბევრად უფრო აღმატებულია და არცაა გასაკვირი, რომ იბლისი ამ აზრზე იყო. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იბლისმა დააფიქსირა სწორი აზრი და გამოავლინა თავისუფალი ნება, გამოთქვა რა პროტესტი დემიურგის წინაშე, ე.წ. „ღმერთმა“ იგი არც მეტი არც ნაკლები განდევნა ე.წ. „სასუფევლიდან“ მომხრეებთან ერთად! ეს თქვენი აზრით სწორი ქმედებაა? რა გამოდის? რომ თურმე ე.წ. „ღმერთს“ განსხვავებით ადამიანთაგან, დემონთაგან და ანგელოზთაგან პრაქტიკულად ყველაფრის უფლება ჰქონია? ე.ი. ადამიანებმა და სხვა ქმნილებებმა უნდა დაიცვან ე.წ. „მცნებები“ და დითირამბები უმღერონ „შემოქმედს“, ხოლო ამ უკანასკნელს არავითარი მცნებებისა და კანონების დაცვა არ სჭირდება? ის ვინც სხვებს უდგენს მორალურ წესებს, თავად ყოველგვარი ეთიკური დირექტივებისგან და კანონებისგან თავისუფალია? თუ ასეა, ამაზე ამაზრზენი იდეოლოგია წარმოუდგენელია! სატანისტურ ტექსტში – „დაწყევლილთა ბიბლია“ მთავარანგელოზი ლუციფერი ამგვარად მიმართავს ადამიანთა მოდგმას: „გაეცანი ჩემს სწავლებას და ასწავლე სხვებსაც ვინც ცოდნას ეძებს რამეთუ ჩემგანაა მიწიერი ცოდნა. ბევრი სულელია ქვეყანაზე, მაგრამ ჭკვიანებიც არიან. ბევრი შეგხვდება და ბევრს იპოვი ასეთებს შენს გზაზე. მოუყევი მათ ჩემს შესახებ, მიეცი ცოდნა. ასწავლე მათ ის რასაც გასწავლი მე. ჩადე ჭეშმარიტების ხმალი მათ ხელში და ჩვენ გავიმარჯვებთ. რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, რამდენი ეპოქაც არ უნდა გამოიცვალოს, ყოველთვის მოიძებნებიან ცოდნას მოწყურებულები, ჭეშმარიტების მაძიებლები და მსურველები ყოველივეს რწმენით არ მიღებისა და მე ვიქნები მათთან. ვიქნები მე მასთან ვისაც ჭეშმარიტება სწყურია.ვიქნები მე მასთან ვინც წაიკითხავს ჩემს მცნებებს და დაიცავს მათ. ვიქნები მე მასთან, ვინც ხელმძღვანელობს გონებით და გაურბის უგუნურ მოქმედებებს. ვიქნები მე მასთან, ვინც ხედავს წყვდიადის სინათლესა და ღამის შუქს. დავლოცავ ჭეშმარიტების მაძიებელს და ვიქნები მე შენთან. სატანის სახელით შუქთმოსილის, ძალთა ანგელოზების სახელით, უკუნითი უკუნისამდე ამენ.“ სატანისტურ წიგნში „სემიაზას წიგნი“, დაცემული მთავარანგელოზი, ლედი სემიაზა ასე მიმართავს ადამიანებს: „ყოველთვის, მაშინ როდესაც ადამიანი იწყებს ლტოლვას შემეცნებისაკენ და ეძებს განათლებას, ის მიმართავს ლუციფერს და ჩვენ მეთვალყურეებს, მაშინ ჩვენც მივეახლებით და ვეხმარებით ვუხსნით სამყაროს საიდუმლოებებს, მაშინ ემართება ადამიანს ის რასაც განათლებას ეძახიან, მწიგნობრობასა და სიბრძნეს. ჩვენ ვაჩვენებთ და ვასწავლით ადამიანს რა უნდა ქნას რომ ისევ არ დაემსგავსოს დემიურგის მიერ შექმნილ ტყის მხეცს. სიბრძნე ქმნის მეცნიერებასა და კულტურას, ცივილიზაციის აკვანს. ლუციფერის შუქი ანათებს გონებას თუნდაც ეს იყოს პატარა ნაპერწკალი, ხოლო ადამიანი რომელიც უძლურებაში უბრუნდება დემიურგსა და მესიას, იმყოფება მუდმივ შიიშსა და უმეცრებაში, რადგანაც ის ითხოვს ბრმა რწმენას. არ გამომცადო, არ შემამოწმო იძახის ის. მენდე ბრმად. ლუციფერის შუქი კი ამბობს ისწავლე და ასწავლე და ეს მეცნიერება გადაეცემა თაობიდან თაობას უკუნითი უკუნისამდე.“ ამ ტექსტიდან ცხადია, რომ აბრაამისეულ ბრმა რწმენასა და მონურ მორჩილებას, დაცემული ანგელოზები და მათი მიმდევრები უპირისპირებენ „აკრძალულ“ ცოდნას და განათლებას, ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას, რაც უცხოა აბრაამის ღმერთის – იაჰვესთვის. იაჰვეს შესახებ „სემიაზას წიგნში“ წერია: „ძიების გამგრძელებელი აღმოაჩენ შენს გულში იმ დღეებს, როდესაც აღდგნენ ადამიანები იმ ჭეშმარიტების მხეცის წინააღმდეგ, რომელიც ღვთაებრივს უწოდებს საკუთარ თავს. იცოდეთ, რომ ეს იყო დემიურგი რომელმაც ჩაიფიქრა და ჰქმნა მიწა და ადამიანი თავის სათამაშოებად, რათა ესიამოვნა და დაეცხრო სიამაყის გრძნობა, რათა ებანავა ღირსებისა და თაყვანისცემის მორევში, რათა მუდმივად მიეღო საჩუქრები, მსხვერპლი, თაყვანისცემა და დიდების ფსალმუნები ადამიანისაგან, რასაც ის ანგელოზებისაგანაც იღებდა ისედაც, ამისათვის შეჰქმნა მან ადამიანი შეუცნობელი კეთილისა და ბოროტისა, რათა მუდმივად შიშში ყოფილიყო ის და მუხლი მოეყარა მხოლოდ მის წინაშე, რათა ჰყოლოდა კიდევ ერთი მონა, ერთგული ძაღლი, მხეცი ინტელექტის გარეშე. დაწერილია რომ დემიურმა შექმნა ადამიანი ბავშვური უმანკოებით, ინტელექტის გარეშე, ტყის მხეცის მსგავსი და შთაბერა სული თვისი, რათა მას სცოდნოდა საკუთარი საწყისი, შეშინებოდა და მუხლი მოეყარა დემიურგის წინაშე. მისცა მათ უკვდავება და უბრძანა მან ადამსა და ევას არ ეგემათ ნაყოფი კეთილისა და ბოროტის შემცნობი ხისა, რამეთუ იცოდა მან, რომ აეხილებოდათ მათ თვალები და გახდებოდნენ მისი მსგავსნი, რითიც დასრულდებოდა მისი ტირანია ადამიანზე.“ საინტერესოა, რატომ ირჩევენ ადამიანები ტირან იაჰვეს და უარყოფენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ლუციფერს, რომელმაც ვითარცა პრომოთემ კაცობრიობას შემეცნების ცეცხლი და შუქი უბოძა? რა არის აბრაამის უფალში ასეთი მიმზიდველი? პასუხი აშკარაა, საუკუნეთა მანძილზე აპრობირებულმა შავმა პიარმა დაცემულთა წინააღმდეგ და აბრაამული ეკლესიის ძლიერმა პროპაგანდისტულმა მანქანამ საშვილიშვილოდ ჩაბეჭდა ადამიანთა უმეცარ გონებაში ინფერნალური მტრის ხატი. როგორც იტყვიან, ისტორიას წერენ გამარჯვებულები, ეს მუდამ ასე იყო და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, მაგრამ მეცნიერული და ფილოსოფიური პროგრესის სახელით ფანატიკური პროფანაციის წინააღმდეგ ბრძოლა კეთილშობილური საქმეა და ამისთვის ღირს სიცოცხლის გაწირვაც კი. ქრისტიანობის ტრიუმფი დაიწყო 314 წელს არტემისის კულტის სრული განადგურებით და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური ვნებათაღელვა არის აბრაამის ღმერთის მიერ ადამიანებსა და სინათლის ანგელოზებში აღძრული აგრესიის, შიშისა და უმეცრების აპოთეოზი. სატანისტური გაგებით აბრაამის უფლისგან აპოსტასია სათნოებაა და სწორედ ის არის ადამიანთა ნათელი მომავლის საწინდარი. აქედან ცხადია, რომ ლუციფერი არის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირი, რომელიც უპირისპირდება საკუთარი დესპოტ მამას და სურს ადამიანთა დახსნა მისი ტირანიისგან. ინფერნალური სამყაროების სათავეში დგას 4 არქედემონი ლორდი: 1) ლუციფერი (ლათ. „სინათლის მომცემი“), 2) სატანა (შუმერ. „სიძულვილი“), 3) ბელიალი და 4) ლევიათანი. ამ დემონებს ემორჩილებათ ინფერნალური დაიმონების ურიცხვი ლეგიონები. ვალენტინე ალექსანდრიელის გნოსტიკური ქრისტიანობის თანახმად აბრაამის „ღმერთი“ არის ბოროტი დემიურგი, რომელიც იშვა ასტრალურ სივრცეში, დაცემული ეონის – პისტის სოფიას მიერ შობილი ნახევრად ღვთაებრივი და ნახევრად დემონური ეონის – სოფია ახამოტისგან, რომელიც საკუთარ თავში ერთდროულად შეიცავდა სინათლესა და სიბნელეს. პლერომას ეონმა ქრისტემ ახამოტს მისცა სახე უკვე ცოდნის შესაბამისად და სრულიად განკურნა მისი ასტრალური ვნება. კერძოდ, მან განჰყო მისგან მისი ასტრალური ვნებანი და გარდააქცია ისინი არაორგანიზებულ ასტრალურ ნივთიერებებად. ვნებებისგან გათავისუფლებულმა ახამოtმა თავისი მშვინვიერი ე.ი. ასტრალური არსისგან წარმოშვა ბოროტი დემიურგი. ვალენტინე ალექსანდრიელის გნოსტიკური სკოლის სწავლება გვამცნობს: დემიურგი, რომელმაც შექმნა როგორც ანგელოზნი, ისე ბოროტების სულნი და ადრე არსებული მატერიისგან (რომელიც გაჩნდა ახამოტის ვნებებისგან) გამოსახა მთელი ხილული სამყარო და ადამიანი. თვითონ შეიქმნა მამად და ღმერთად ყოველივე არსებულისა, რაც კი იყო პლერომის გარეთ. მართალია, დემიურგი თვითონ მიიჩნევდა საკუთარ თავს ერთადერთ ღმერთად და ასე გამოუცხადა კიდევაც საკუთარი თავი წინასწარმეტყველებს, მაგრამ არსებობდა მასზე უფრო ადრეული და უმაღლესი ღვთაებრივი ეონების სისავსე ანუ პლერომა. დემიურგმა არ უწყოდა უმაღლესი სულიერი სამყაროების შესახებ. მან დედა ახამოtისგან მიიღო მშვინვიერი ბუნება, პლერომას ეონებისგან მიიღო სულიერი თესლი ადამიანთათვის არაცნობიერად გადაცემისთვის. დემიურგი და მისი ანგელოზები – არქონტები, კოსმოსის მმართველი ბოროტი ეონები არა მარტო ვერ ჩაწვდებოდნენ რაიმე სულიერს, არამედ ზენა სამყაროს ანუ პლერომის არსებობაც კი არ უწყოდნენ. დემიურგი გაჩნდა შიშისგან, მაგრამ ამასთან ერთად ის არის ცეცხლი, რადგან თავად ებრაელთა „უფალიც“ ამბობს: მე – ვარ ცეცხლი შენი, გამანადგურებელი და დამღუპველი. ოფიტების გნოსტიკური სკოლის მიხედვით, სულიერი ეონი პრუნიკოსი არის შემოქმედების დასაბამი. პრუნიკოსის მატერიაში დაცემის შედეგად იშვა მისი ბოროტი და არასრულფასოვანი, მშვინვიერი ანუ ფსიქიკური დემონური ეონი, სასტიკი ეგომანიაკი და სადისტი – ილდაბაოთი, რომელმაც თავისმხრივ შვა კიდევ ერთი ბოროტი ეონი – იაო ანუ იეჰოვა, იეჰოვამ შვა ბოროტი ეონი საბაოთი, საბაოთმა შვა ბოროტი ეონი ადონეუსი, ადონეუსმა შვა ბოროტი ეონი ელოეუსი ანუ ელოსუსი, ელოსუსმა შვა ბოროტი ეონი ორეუსი, ხოლო ორეუსმა შვა ბოროტი ეონი ასტანფეუსი. ილდაბაოთსა და მის ძეებს შორის დროთა განმავლობაში გაჩაღდა და აღიძრა შუღლი და განხეთქილება მატერიის სამეფოზე მეუფებისათვის. ილდაბაოთმა სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში ჩაიხედა მატერიის სიღრმეში, ქაოსის უფსკრულში და ქაოსის კონტინიუმზე მისი ფსიქომენტალური ენერგიის ანარეკლისაგან იშვა ძე, ვითარცა გველეშაპი. ილდაბაოთმა, რომელსაც ეზიზღებოდა და ეჯავრებოდა თავისი დედა, სიხარულისაგან და პატივმოყვარეობისაგან წარმოთქვა: „მე ვარ მამა და ღმერთი და არაა სხვა ჩემს გარდა... მოდით და შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და სახიერებად“. ილდაბაოთმა ადამიანებს წარღვნა მოუვლინა, რადგანაც ადამიანები განუდგენ მას, შეიცნეს რა სულიერი სინათლე და გახდნენ თავისუფლები, ილდაბაოთს არ მოეწონა და თვალში არ მოუვიდა ადამიანების თავისუფლება, მათი თავისუფალი აზროვნება და ის, რომ ისინი მას არ ეთაყვანებოდნენ და არ ემონებოდნენ, რადგან ილდაბაოთს სწყუროდა ადამიანებზე ბატონობა და მათი უსიტყვო მონური მორჩილება. ილდაბაოთმა აბრაამი აირჩია მსახურად და მონად და დაუდო აღთქმა, თუ ის მისი ერთგული მონა იქნებოდა, მას მატერიალურ დიდებას და სიმდიდრეს უბოძებდა, რაც გააკეთა კიდეც. აბრაამის შთამომავლებისგან ილდაბაოთმა თავის ახალ მსახურად და მონად აირჩია მოსე და მისი დახმარებით ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა, ილდაბაოთმა მოსეს მშვინვიერი რჯული მისცა და ებრაელებს უცხო ხალხების განადგურებაში ეხმარებოდა. ებრაელებმა დაადგინეს შვიდი დღე კვირაში, რომლებიც შეესაბამებიან შვიდ არქონტს, რომელთაგან თითოეულს ყავდა თავისი წინასწარმეტყველები განდიდებისა და ქადაგებისათვის. ეს წინასწარმეტყველები მიეკუთვნებოდნენ სასტიკი ილდაბაოთის სამეფოს. ბარბელიოტების გნოსტიკური სკოლის თანახმად, რომელიღაც უცნობი ეონის – მხოლოდშობილის (მონოგენეზიდან) პირველი ანგელოზისგან იშვა სულიწმინდა, რომელსაც ეწოდება სოფია ანუ პრუნიკოსი. პრუნიკოსი ეძებდა პარტნიორს შეწყვილებისთვის. პრუნიკოსმა ჩაიხედა ქაოსის სიღრმეში და ვერ იპოვა რა პარტნიორი, თავისი გულუბრყვილობით, მამის ნების გარეშე წარმოშვა პირველი მმართველი ანუ მეუფე (პროტო-არქონტი), მატერიალური სამყაროს შემოქმედი, არსება დაჯილდოებული უმეცრებითა და სითავხედით. ეს პირველი არქონტი ქაოსის სიღრმეში მიიზიდა დიადმა ძალამ. აქ მან წარმოშვა მმართველები (არქონტები), ანგელოზები და მიწიერი საგნები; შემდეგ – ბრაზი, ეჭვიანობა, შურიანობა, მრისხანება და ავხორცული ვნება. ამის შემდეგ მისი დედა სოფია, წუხარებით აღსავსე, ავიდა ზემოთ და შეადგინა ოგდოადა. ხოლო ქაოსში დარჩენილმა მისმა ძემ ქედმაღლურად წარმოთქვა: „მე ერთადერთი ვარ ღმერთი ეჭვიანი“. სწორედ მან შექმნა ადამიანი. გნოსტიკოსი კაენიტები ასწავლიდნენ, რომ კაენი წარმოიშვა უზენაესი ძალისგან, რომლის სახელია – ისკუროტერა დინამი, რის გამოც მას ბოროტი შემოქმედი, სახელად – ისტერა ასგანესტერა დინამი, დევნიდა, თუმცა ვერაფერი ავნო, რადგან სიბრძნე იყო მასთან ისევე, როგორც შემოქმედის სხვა მოწინაღმდეგეებთან, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ესავი, სოდომელები, იუდა და ბოროტი დემიურგის სხვა მტრები. გნოსტიკოსები, როგორებიც იყვნენ მარკიონი, სატორნინე, ბასილიდე და სხვები, ბოროტ დემიურგს აფასებდნენ სრულიად უარყოფითად, მის სასუფეველს დემიურგის ბოროტ სასუფეველს უწოდებდნენ, თავად მას კი წინააღმდეგობრივად და ბოროტების მიზეზად მიიჩნევდნენ. ისტერა არის ბოროტი ძალა, ცრუ ღვთაება, რომელიც ადამიანთა და ანგელოზთა თავისუფლებას ანადგურებს. ისტერა წარმოადგენს სასტიკ ასტრალურ სულს, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი, მას სურს მთელი კაცობრიობის დამონება. გნოსტიკოსთა უმეტესობა იმასაც კი ამტკიცებდა, რომ სატანა ანუ ოფიომორფისი შობილი ბოროტი სასუფევლის ულმობელი ტირანი მეუფის – ბოროტი დემიურგისგან, თვითონ ბევრად უფრო კეთილი და ბრძენია ვიდრე მამა. ბევრი გნოსტიკოსი სერიოზულად ამტკიცებდა, რომ სატანამ უფრო მეტი იცის პლერომაზე ანუ ზესულიერ სამეფოზე, რომელიც ბოროტ სასუფეველზე მაღლა ძევს, ვიდრე თავად ბოროტმა დემიურგმა და რომ სატანას უფრო შეუძლია დაიმკვიდროს პლერომა ვიდრე დემიურგს. თუ კარგად დავაკვირდებით, გამოვა, რომ დაცემული ანგელოზები (და უპირველეს ყოვლისა: ლუციფერი, სატანა, ბელიალი და ლევიათანი) სხვა არავინ ყოფილან თუ არა თავისუფლებისთვის მებრძოლი მეამბოხენი, რომელნიც 7 სამყაროული არქონტის (ე.ი. ბოროტი დემიურგების) წინააღმდეგ აჯანყდნენ. ფაქტობრივად აღმოსავლური დჰარმული და დასავლური აბრაამული მითოსის თანახმად, დემონები ანუ ასურები, ესენი არიან ან დაცემული ღმერთები ან პირველი თაობის დაცემული ანგელოზები აბრაამული ფოლკლორიდან. ზოგიერთი ვერსიით მეორე თაობის დაცემული ანგელოზები არ წარმოადგენენ დემონებს. აბრაამული მონოთეიზმის მიმდევრები სათანადოდ ვერ აფასებენ ბნელ დაიმონებს და ბუნების შეცდომად მიიჩნევენ, რაც ძირშივე მცდარია, მონოთეისტები უარყოფენ რა ოკულტურ ტრადიციას იმყოფებიან თავიანთ მიერვე შექმნილ დეზინფორმაციულ ვაკუუმში. როგორც ნათქვამია: ისტორიას წერენ გამარჯვებულები. ასე რომ რთული გადასაწყვეტია ვის მხარეს დაიჭერ, ყველაფერი რელატივისტურია, ვიღაცისთვის აბრაამის „ღმერთია“ მართალი, ვიღაცისთვის კი მისი დაცემული მეამბოხე ძე – ლუციფერი, მაგრამ როგორც იტყვიან: ხე ნაყოფით შეიცნობა. ამიტომაც მთავარია დეზინფორმაციის დაძლევა და რეალური ფაქტების გამოტანა დღის შუქზე, ამის შემდეგ კი ვინ არის მართალი და ვინ არა მომავალი გვაჩვენებს.