Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'სოდომი და გომორა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 2 results

  1. როცა წერ "სასტიკად უნდა ისჯებოდეს ჰომოსექსუალიზმი და სხვა მსგავსი გარყვნილება" და თან ეფუძნები მოსეს რჯულს მოცემულს მსუბუქად რომ ვთქვათ არც ისე პოზიტიური ძალების მიერ, ხვდები მაინც რომ ამითი ნეგატიური სულების ანუ ასტრალური პარაზიტების წისქვილზე ასხამ წყალს? როგორ? დასჯა რას ნიშნავს? იმას რასაც არაბულ სამყაროში და ნაწილობრივ ჩვენშიც აკეთებენ! რას? ფიზიკური ზიანის მიყენება + ფსიქოლოგიური ზიანი! ეზოთერიკა რა დონეზე არ უნდა გესმოდეს რომ აბრეხვებდე უნდა დავსაჯოთო?! ტანჯვისას ადამიანი ასხივებს ნეგატიურ ენერგიას – "გავახას"! მილიონმეერთედ ვამბობ უკვე! ეს ასტრალური პარაზიტები კიდევ იკვებებიან ამ ნეგატიური ენერგიით! ანუ რას ქადაგებ?! რომ გამოვაძღოთ დაჩეხილი ლგბტ ადამიანების სულების ხარჯზე + ჩვენი ზიზღის ენერგიით ეს პარაზიტები? ჰომოფობია = რეპრესიული "მორალი", ეს კი მოდის ასტრალური პარაზიტებისგან (არქონტებისგან) გახსოვდეთ ეს! აი ეს კი უკვე სრული კრეტინიზმი და მარაზმია. როგორ შეიძლება ერთ მომენტში ჭეშმარიტებას ამბობდე და მეორე მომენტში ასეთი ნონსენსი დააბრეხვო?? მოდით ავხსნი: დიონისური ელინიზმის, გნოსტიკური ლიბერტინიზმის და ტანტრიზმის მიხედვით სექსუალური თავისუფლება ადამიანისთვის არის მთავარი. სექსუალობის ლიბერტინისტურობას მტრობენ მხოლოდ ასტრალური პარაზიტები, რეფტილოიდები, ნაცრისფერები და მათი აგენტები. კუნდალინი შაკტი ვლინდება მრავალი ფორმით მათ შორის ლგბტ ფორმითაც, ამის გარდა გნოსტიკოსებმა (ლიბერტინისტებმა), ტანტრისტებმა და დიონისიანელებმა შესანიშნავად იციან რომ სექსუალობის დათრგუნვისას ადამიანი გამოჰყოფს ნეგატიურ ენერგიას და სწორედ ამ ნეგატივით იკვებებიან არქონტები (უმდაბლესი ვარსკვლავური სულები) ანუ ასტრალური პარაზიტები. რაც შეეხება სოდომს და გომორას; თუ არ იცი რას წერ სჯობს ვაფშე ნუ წერ! ეზოთერიკი თუ ხარ უნდა იცოდე რომ ბიბლიაში ჯერ ერთი საუბარია 7 ელოჰიმზე + ქრისტე. მაგის გარდა ის 7 ელოჰიმი არიან კიდეც ასტრალური პარაზიტები და ჩვენი მონათმფლობელნი. ჩვენ ვართ მონები. მართალია ადამიანთა წინაპრების გარკვეული ნაწილი შექმნეს ინდოევროპულმა და მეზოამერიკულმა ღვთაებებმა, მაგრამ გარკვეული ნაწილი ამ ასტრალური პარაზიტების შექმნილია. თუ ლგბტ არის პათოლოგია, მაშინ ან არქონტებმა ან სხვა სულებმა რატომ შექმნეს ისეთი ადამიანები რომლებსაც გენეტიკაში ჰქონდათ ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა, ომნისექსუალობა და ა.შ.?? ე.ი. თავად ჩაუდეს ხომ ეს გენეტიკაში?? დიახ! მაშინ რა არ მოეწონათ მათ ადამიანებში რომლებსაც თავად ჩაუდეს ეს გენებში?? აბსურდი არ გამოდის?? მაგის გარდა; იაჰვე – მთვარის ელოჰიმი არქონტი რომელმაც დაღუპა სოდომი და გომორა სხვა ელოჰიმებთან ერთად ვერ იტანდა ყოველგვარ ლიბერტინიზმს იმიტომ რომ მონურ მორჩილებას ითხოვდნენ! ასევე; რაბინთა სწავლებით სოდომი და გომორა ადამის და ვამპირესა ლილიტის ჰიბრიდული შთამომავლებით და გიგანტებით იყო დასახლებული. მიზეზი ეგ უფრო იყო. ლილიტიც ადამს გაექცა იმიტომ რომ ბოროტმა "ღმერთმა" იაჰვემ ცოლის წინააღმდეგ განაწყო (წაიკითხეთ "ბენსირას ანბანი"). მოსეს რჯული და "ძველი აღთქმა" რომელიც ახდენს ზოგადად სექსუალური ლიბერტინაჟის დემონიზებას მოცემულია ბოროტი სულების ანუ პარაზიტების მიერ. შეიგნეთ ეს. პარაზიტებს უბრალოდ სურთ დამონება ადამიანთა. ასევე, რას აშავებს გოგონა რომელსაც არ უყვარს ბიჭები და უყვარს გოგონა? აბსურდი არ გამოგდით?? რას ეკვეხებით სხვის პირადულში? თქვენ გაგებაში არ ხართ რა არის "ნორმატიული ზნეობა". რეფტილოიდებმა გაგაცურეს აშკარად. მარტივად შეიძლება რეფტილოიდების და არქონტების ამოცნობა ბრბოში. ის ვინც ქადაგებს სექსუალური ლიბერტინიზმის წინააღმდეგ, არქონტების მონაა. კარპოკრატე გნოსტიკოსი ამას ადასტურებდა. ბიბლიური იაჰვე უფალი არაა! ერიდეთ მოსეს რჯულს სადაც წერია რომ ლგბტ უნდა მოიკლას! ეგ მოსე ცრუ წინასწარმეტყველი იყო!
  2. სოდომისა და გომორას ცნობილი ტრაგედიის შესახებ ბიბლიაში წერია: „თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 20). „ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი ჩემამდე რომ მოაღწია“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 21). რას უნდა ნიშნავდეს ეს გონების დამაბნეველი სიტყვები? მოდით თავიდანვე უკუვაგდოთ პრიმიტიული და ბარბაროსული, ფანატიკური რელიგიურ-ეკლესიური გალიმატია და აბდაუბდა, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ანტიმეცნიერულ რელიგიურ ბოდვებს „ღვთის სასწაულის“ და „ღვთის რისხვის“ შესახებ და ვიაზროვნოთ რაციონალურად და მეცნიერულად, თუ მეცნიერულად ვიაზროვნებთ, მიხვდებით, რომ არსება რომელიც აქ არის ნახსენები, არ არის „ღმერთი“ ამ სიტყვის რეალური მნიშვნელობით, ღმერთი უნდა იყოს ყოვლისმცოდნე (როგორც ამას ფანატიკოსები ამტკიცებენ), ეს არსება კი არ არის ყოვლისმცოდნე, იგი საკუთარი პირით ამბობს, რომ მან არ იცოდა თუ რას აკეთებდნენ სოდომელები და გომორელები, ის ამბობს: „ჩავალ და ვნახავ“, ესე იგი ის მან არ იცოდა წინასწარ ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ დასჭირდებოდა „ჩასვლა და ნახვა“, აგრეთვე საინტერესოა კიდევ ერთი რამ, რა სამდურავი მისდიოდა და ვისგან მისდიოდა ეს სამდურავი ამ ე.წ. „უფალს“? ეს დღემდე გამოცანაა. თანამედროვე მეცნიერები (ძირითადად პალეოუფოლოგები), მაგალითად გამოჩენილი ევროპელი მეცნიერი, ისტორიკოსი და პალეოუფოლოგი ერიხ ფონ დანიკენი, ამტკიცებენ, რომ ბიბლიური ღმერთი, სინამდვილეში არის არა ღმერთი, არამედ უბრალოდ უცხოპლანეტელი არსება, რომელიც ფლობს კვანტურ ტექნოლოგიებს და ის „სასწაულები“ რომლებსაც იგი ახდენდა ებრაელთა (და სხვა ხალხთა) წინაშე, სინამდვილეში უცხოპლანეტური ფენომენები იყო. ბიბლიური „ღმერთი“ არის უცხოპლანეტელი არსება, რომელიც საუკუნეთა მანძილზე უხეშად ერეოდა კაცობრიობის ისტორიაში. „აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 24). „დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 25). ზემოთხსენებული ორი ციტატა გვეუბნება იმას, რომ უცხოპლანეტელმა არსებამ ცაში „გამოკიდებული“ კოსმიური ხომალდიდან, ენერგეტიკული ქვემეხებით და რაკეტებით დაბომბა სოდომი და გომორა. არავითარ „ღმერთს“ არ გაუნადგურებია სოდომი და გომორა, როგორც ამას გაუნათლებელი „მორწმუნე“ ფანატიკოსები ამტკიცებენ, სოდომის და გომორას ბომბარდირება სულაც არ ყოფილა „ღვთის რისხვა“. ბიბლია მოგვითხრობს რომ მთელ სოდომსა და გომორაში მხოლოდ ლოტი და მისი ოჯახი აღმოჩნდა მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც „ღმერთმა“ დაღუპვისაგან იხსნა: „როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 29). „აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადგან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 30). „უთხრა უფროსმა უმცროსს“ მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 31). „მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 32). „შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 33). „მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 34). „შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 35). „დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 36). „ძე შვა უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 37). „უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 38). ბიბლია გვაუწყებს, რომ ლოტი „ღმერთმა“ სოდომსა და გომორას გაარიდა და ქალაქ ცოღარში გადაასახლა, ლოტი დასახლდა ცოღარში, რომელიც სოდომისა და გომორას შორიახლოს მდებარეობდა. მაგრამ ბიბლიაში კვლავ გვხდება კიდევ ერთი აბსურდი და უაზრობა, დაბადების წიგნში წერია, რომ ლოტს ცოღარში ცხოვრების ეშინოდა, ისმის კითხვა, რატომ? არის კიდევ ერთი აბსურდი, ლოტის ქალიშვილები ერთმანეთს ეუბნებიან, რომ მთელ ქვეყნიერებაზე, მათ გარშემო კაცი არ მოიპოვება, რომ დააორსულოს ისინი და შთამომავლობა გაუგრძელონ მამას (ლოტს), რის გამოც ისინი გადაწყვეტენ სექსუალური კავშირი დაამყარონ მამასთან (ლოტთან), მაგრამ ის რასაც ისინი ამბობენ აბსოლუტური სიგიჟე და სრული უაზრობაა! ჯერ ერთი მთელ ქვეყნიერებაზე ნუთუ ერთი ქალაქი მაინც არ იყო, სადაც მამაკაცები იქნებოდნენ? მთელ ქვეყანაზე ორი კაცი ვერ მოძებნეს? ეს სრული სისულელეა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ლოტი და მისი ქალიშვილები ცხოვრობდნენ ქალაქ ცოღარში, სადაც უცოლო მამაკაცები ნამდვილად იქნებოდნენ, მაგრამ ლოტმა რატომღაც გადაწყვიტა აბარგებულიყო ქალაქიდან და პრეისტორიული ჰომონიდივით გამოქვაბულში დაბინავებულიყო ქალიშვილებთან ერთად. ბიბლიაში წერია, რომ ქალიშვილებმა ლოტი, თავიანთი მამა, ღვინით დაათვრეს და ისე დაორსულდნენ, თან ლოტმა ვერც კი შეამჩნია თუ როგორ დაამყარეს მათ მასთან სქესობრივი კონტაქტი, ნუთუ ლოტი ასეთ დონეზე გამოთვრა, რომ საკუთარი ქალიშვილები ვერ შეამჩნია? კი მაგრამ როგორ და რა სინდისით დაათვრეს ლოტის ქალიშვილებმა საკუთარი მამა? თუ ხვდებით, რომ აქ საუბარია სისხლის აღრევაზე ანუ ინცესტზე?! არადა ლოტსა და მის ქალიშვილებს ტრადიციონალისტი ქრისტიანი დოგმატიკოსები და მორწმუნეები აქებენ, ადიდებენ და ხოტბას ასხამენ, როგორც მართალ ხალხს! აქ ვლინდება ლოტისა და მისი ქალიშვილების სრული სირეგვნე და გარყვნილება (არადა თუ ბიბლიას დავუჯერებთ, „ღმერთმა“ ისინი სწორედ ღვთისმოშიშობისა და სიწმინდის გამო გამოარჩია და გადაარჩინა, როდესაც სოდომსა და გომორას გარყვნილების გამო ღუპავდა). ტრადიციონალისტი ფუნდამენტალისტი ქრისტიანები ამტკიცებენ, რომ „ღმერთმა“ სოდომი და გომორა გარყვნილების გამო დასაჯა და ისინი ასახელებენ შემდეგ ცოდვებს, ესენია: ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი, ლესბისზმი, ტრანსსექსუალიზმი, ინცესტი ანუ სისხლის აღრევა, სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა, ქორწინების გარეშე სექსი და ა.შ., ისინი ასახელებენ მთელ სიას იმ ცოდვებისა, რომლებსაც ვითომდა სოდომელები და გომორელები ჩადიოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ბიბლიაში ამის შესახებ კონკრეტულად არაფერი წერია! იქ არაა მოცემული სოდომელთა და გომორელთა დანაშაულებების კონკრეტული სია და მათი აზროვნების სტილის აღწერა, იქ არ წერია თუ კონკრეტულად რას აკეთებდნენ ამ ორი ქალაქის მოსახლეები, არის უბრალოდ რამოდენიმე ბუნდოვანი და არაკონკრეტული სიტყვა და მორჩა! დაბადების წიგნი ჩვენ არ გვაწვდის კონკრეტულ ფაქტებს, იმის შესახებ თუ რეალურად რა დააშავეს სოდომელებმა და გომორელებმა, რის საფუძველზეც ქრისტიანები (და იუდაისტები და მუსულმანები აგრეთვე) უსინდისოდ სპეკულირებენ. ბიბლიაში წერია, რომ ლოტმა (იქამდე სანამ სოდომი და გომორა განადგურდებოდნენ), საღამოჟამს სოდომის კარიბჭესთან შენიშნა ორი ანგელოზი, თაყვანი სცა და მიიპატიჟა სახლში. მაგრამ სოდომელებმა შეიტყვეს მათი მოსვლის შესახებ და იცოდნენ რა, მათი განზრახვა, მათ ლოტს მოსთხოვეს გამოეყვანა სახლიდან სტუმრები რათა დაესაჯათ ისინი, მაგრამ ლოტმა უარი სტკიცა, აი რა მოხდა: „ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები, – ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხია მოადგა ყოველი მხრიდან“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 4). „დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან უნდა შევიცნოთ“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 5). „გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 6). „უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას ძმებო!“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 7). „აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემ ჭერქვეშ არიან შემოსულნი“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 8). პირდაპირ გამაოგნებელია, თუ რა დონის უსინდისობა, უსირცხვილობა, სირეგვნე, სადიზმი და სისასტიკე გამოიჩინა და გამოამჟღავნა ლოტმა თავისი უბიწო ქალიშვილების მიმართ, ის მზად იყო გასაუპატიურებლად საკუთარი უმანკო ქალიშვილები „მიეცა“ სოდომელებისთვის, ოღონდაც ორი სტუმარი, ორი ანგელოზი, „გადაერჩინა“, სოდომელთაგან „ეხსნა“ სტუმრები, რომელთა შესახებაც არაფერი არ იცოდა და არც კი იცნობდა მათ იმ მომენტამდე. სრულიად უცხო არსებების (თუგინდ ანგელოზთათვის, არ აქვს ამას მნიშვნელობა!) ლოტი სწირავდა საკუთარ ქალიშვილებს, ქალწულებს, რომლებმაც, როგორ იგი საკუთარი პირით ამბობს „მამაკაცი არ იცოდნენ“, ვერაფერს იტყვი, პრიორიტებების მშვენიერი სისტემა ჰქონია ბიბლიურ „წმინდა კაცს“, ჯანსაღად მოაზროვნე, ლოგიკურად და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც მთელი გულით უყვარს საკუთარი შვილები და მათი გულისათვის არათუ ყველაფერს დათმობს, საკუთარ სიცოცხლესაც კი გასწირავს, ადამიანი, რომელსაც ურჩევნია დაიღუპოს ტანჯვა-წამებაში, ოღონდაც საკუთარი შვილები იხსნას უბედურებისაგან, ადამიანი რომელიც ყველაფერს იღონებს საკუთარი შვილების ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობისათვის, ლოტის ადგილას სრულებით სხვაგვარად მოიქცეოდა. ლოტის ადგილას ასეთი ადამიანი სულ წიხლისკვრით გაგდებდა იმ „სტუმრებს“, აი როგორ მოიქცეოდა ჭკუათმყოფელი ადამიანი, ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა რომ მისი უმანკო ქალიშვილებისთვის ვინმეს ზიანი მიეყენებინა და არასგზით არ წამოროშავდა: „აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ“, შეხედეთ ბრმადმორწმუნენო! ის ამბობს „უყავით რაც გენებოთ“, ხვდებით საით ქრის სიმართლის ნიავი? ლოტს რომ თანამედროვე ეპოქაში ეცხოვრა, მას გიჟად გამოაცხადებდნენ და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტავდნენ სიცოცხლის ბოლომდე.
×
×
  • შექმენი...