Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'პიროტექნიკა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 1 result

  1. ცხოველთა დამცველების თუ უბრალოდ მათი მოყვარულების მიერ, წინასაახალწლოდ სოციალურ ქსელში ბევრი მოწოდება და თხოვნა დაიწერა იმის შესახებ, რომ ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეგვეკავებინა, ვინაიდან, ყველას კარგად მოგვეხსენება, პიტარდების სროლა და ხმაური როგორ ზიანს აყენებს შინაურ ცხოველებს და არა მარტო მათ. ამის მტკიცებულებად გამოდგება ის განცხადება, რომელიც ასევე, ახალი წლის წინა დღეებში, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ რომ ახალი წლის შემოსვლამდე და მერეც, გარკვეული დროის განმავლობაში, ცაში ათასგვარი სახეობის ასაფეთქებელ მოწყობილობას ვისვრით, ეს ზოოპარკის ბინადრებს არათუ აფრთხობს, ზოგს შიშისგან გული უსკდება და ამ ხმაურს ეწირება კიდეც. ირკვევა, რომ ასეთი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, 31 დეკემბრის საღამოს, ზოოპარკის ვეტექიმები იქ მობინადრე ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ: ზოგს - აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. თუმცა, ცხადია, ესეც არ არის იმის გარანტია, რომ ახალი წლის ღამეს ისინი მშვიდობიანად გადაიტანენ. იანვრის დასაწყისშივე, სოციალურ ქსელში ხშირად ვნახავთ განცხადებებს, სადაც პატრონები თავიანთი ძაღლების დაკარგვის შესახებ წერენ, რომლებიც სწორედ პიროტექნიკით ატეხილი ხმაურის შედეგად გაექცათ სახლიდან. თუმცა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული ხმაურის პრობლემა მხოლოდ ახალი წლის შემოსვლისას არ დგას. ვიცით, რომ ჩვეულებრივ დღეებში ღამის 11 საათის შემდეგ ხმაური იკრძალება, რაც თავისთავად, პიროტექნიკის გამოყენებასაც ეხება, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, სწორედ, შუაღამის გადასვლას ელოდება, რომ მერე გაუშვას ცაში პიტარდების კანონადა და ზალპით ამცნოს ქვეყანას თავისი დაბადების დღე ან სხვა, მისთვის მნიშვნელოვანი თარიღი. არავითარი ემპათია და თანაგრძნობა მძინარე მოსახლეობისადმი, არც მორიდება და რაც მთავარია, კანონის პატივისცემა მათში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არსებულ რეგულაციას და აკრძალვებს არავინ იცავს ან აკონტროლებს, საზოგადოების ნაწილი მაინც ჯიუტად ვითხოვთ, ქვეყანაში პიროტექნიკის შემოტანა და გამოყენება, საერთოდ აიკრძალოს. რამდენად შესაძლებელია ამ საკითხის მოგვარება ან რას მოიცავს დღეს კანონში არსებული რეგულაციები და რამდენად სრულდება, ამის შესახებ ორგანიზაცია ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორს, ვახტანგ კობალაძეს ვესაუბრეთ. ვახტანგ კობალაძე - რას ითვალისწინებს დღეს არსებული კანონი პიროტენიკის შესახებ, რა ნორმები უნდა იყოს დაცული მის შემოტანასთან და გამოყენებასთან დაკავშიორებით? - პიროტექნიკის გაყიდვა აკრძალულია ქუჩაში, მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მეტროსადგურებთან თუ მის ჩასასვლელ კიბეებზე, სადაც ხანძრის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. უნდა იყიდებოდეს სპეციალურ სივრცეში, ყველა მოწყობილობას უნდა მოჰყვებოდეს ეტიკეტი ქართულ ენაზე, სადაც ექსპლუატაციის ვადა და გამოყენების ინსტრუქცია იქნება მითითებული. ასევე, არ შეიძლება პიროტექნიკის სროლა ფანჯრებიდან ან აივნებიდან. უნდა გამოვიყენოთ, ღია, გაშლილ ადგილას. ეს არის ძირითადი მოთხოვნები, რასაც დღეისთვის ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რაც რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. მიმაჩნია, რომ მოქალაქეების მხრიდან ყველა სახის პიროტექნიკის გამოყენება არ უნდა იყოს შესაძლებელი. ჩემი დაკვირვებით, ხშირად, ისეთი სიმძლავრის პიროტექნიკა გამოიყენება, რომელზეც რიგით მოქალაქეებს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ, რადგან საქმე გვაქვს ძლიერ ფეთქებადსაშიშ მოწყობილობასთან. ასევე, აუცილებლად მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, რამდენად ხარისხიანი პიროტექნიკა შემოდის ქვეყნის საზღვარზე. ამასთან, ერთია, ფორმალურად, ქაღალდზე რა ნორმებს აკმაყოფილებს და რეალურად რას წარმოადგენს. არსებობს სხვადასხვა კონსტრუქციის პიროტექნიკა, ამიტომ ისიც უნდა იყოს დადგენილი და ვიცოდეთ, კონსტრუქციულად რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის მოწყობილობა. ამის კონტროლიც მკაცრად უნდა ხდებოდეს. - მკაცრად რომ უნდა კონტროლდებოდეს, ამას ვითხოვთ ჩვენც, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვემორჩილებით კანონს და სხვისგანაც იგივეს ველოდებით. რეალურად კი მუდმივად ვიჩაგრებით საზოგადოების მეორე ნაწილისგან, რომლისთვისაც არც კანონი არსებობს და არც კულტურა, რომელიც ღამის 2 საათზე, როცა მთელ ქალაქს სძინავს, პიროტექნიკის ზალპს გაუშვებს და მთელ უბანს ფეხზე აყენებს. ამ დროს კი მე ზუსტად არ ვიცი, ვერ ვხედავ, ვერ ვადგენ, ეს ვინ გააკეთა და როგორ უნდა მივიღო ზომები? რომც გამოვიძახო შესაბამისი სამსახური, ვინც კანონდამრღვევს პასუხს მოსთხოვს, როგორ მივუთითო, ვინ ისროლა, ვინ დაარღვია კანონი? - სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა მარტო კანონით ვერაფერს ვიზამთ. თქვენ ვერ დაინახეთ, ვინ ისროლა, მაგრამ ზუსტად ვინც დაინახა და იცის, იმან უნდა დარეკოს და უჩივლოს მეზობელს თუ ვისაც იქნება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამას არავინ აკეთებს. ამიტომ ზოგადად კულტურა და ამ საკითხის მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. ბევრი თავად ჩვენზე, მოქალაქეებზეა დამოკიდებული და ჩვენი ძალა უნდა გამოვიყენოთ. ამისათვის, უპირველესად, მიდგომები უნდა შევიცვალოთ. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ ის საფრთხე, რომელსაც საკუთარ თავსაც უქმნიან და ის ფაქტიც, რომ ამით სხვებსაც აწუხებენ. უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ჩვენ შუაღამისას ზეიმს ვეძახით, სხვისთვის დისკომფორტია და რაც ყველაზე მთავარია, პიტარდების გაშვებით ზიანს ვაყენებთ ცხოველებს, ფრინველებს, გარემოს... ახალი წლის დღეებში გასროლილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს რომ დავუბრუნდეთ, მაგ პერიოდში გარემო ძალიან ბინძურდება. დიდი ოდენობით პიროტექნიკის გაშვების შედეგად, მისგან გამოყოფილი მავნე ნივთიერებები, გარკვეული დროის განმავლობაში, ჰაერში ტრიალებს და ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს. დაზიანებების შემთხვევა გვაქვს ჩვენ ისეთი გამოცდილებები, როცა საფრთხეებისადმი ადეკვატური მიდგომით ვერ გამოვირჩეოდით, მაგრამ ნელ-ნელა შეიცვალა დამოკიდებულებები. ასე უნდა შეიცვალოს საზოგადოების დიდი ნაწილის ხედვა პიროტექნიკის მიმართაც. თუ მოვინდომებთ, ვფიქრობ, რომ შეიცვლება, უბრალოდ ამას დრო და დაინტერესებული მხარეების შესაბამისი ქმედებები სჭირდება. - საზოგადოების მიდგომა რომ უნდა შეიცვალოს, ცხადია, მაგრამ იქამდე ხომ კანონმა უნდა მიგვიყვანოს? - ამისათის ჯერ ის ნორმები უნდა შესრულდეს, რაც კანონში უკვე არის გათვალისწინებული, ამის მერე, რაც დარეგულირებული არ არის, ის ნორმებიც უნდა დადგინდეს და აღსრულდეს. ანუ, ჯერ უნდა გაკონტროლდეს, ჩვეულებრივ ობიექტებში რა ტიპის პიროტექნიკა იყიდება, რამდენად ხარისხიანია, არის თუ არა მითითებული მასზე უსაფრთხოების ნორმები, ინსტრუქცია და ეტიკეტი ქართულ ენაზე. შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ამას უნდა მოჰყვეს სხვა საჭირო რეგულაციები, რომელიც ასევე უნდა შესრულდეს. - ხმაურით მიყენებულ ზიანსა თუ გარემოს დაბინძურებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ყოველი ახალი წლის მერე კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებით ათეულობით მცირეწლოვანი თუ მოზარდი ხვდება, რომელთაც პიტარდების გამოყენების შედეგად კიდურის ნაწილი დაკარგეს, დასახიჩრდნენ. შარშან ქუთაისში პიროტექნიკას ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ამ გარემოებების გათვალისწინებით პიროტექნიკის შემოტანა საერთოდ რომ აიკრძალოს, რა გვიშლის ამაში ხელს? - მე პირადად მომხრე ვარ, რომ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება და მისი მოხმარების უფლება მხოლოდ იმ სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ, რომლებიც ყველანაირად შემოწმებულ მოწყობილობებს შემოიტანენ და საგანგებო შემთხვევების დროს ფოიერვერკების გაშვებას თავადვე უხელმძღვანელებენ; ხოლო რიგით მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენება აეკრძალოთ! თუმცა, რამდენად მიიღებს ამ აკრძალვას ჩვენი საზოგადოება, ძნელი სათქმელია, ვინაიდან ბევრს უყვარს პიტარდების გაშვება და ფოიერვერკების მოწყობა. ამ ადამიანების გარდა, არის ხალხი, ვისაც შეამოაქვს ეს მოწყობილობები ან ჰყიდის და ვინც ამ საქმიანობისგან სერიოზულ შემოსავალს იღებს. მათი მხრიდანაც, უსათუოდ, დიდი უკმაყოფილება მოჰყვება აკრძალვაზე ლაპარაკს, მაგრამ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ასეთი კანონი ნამდვილად უნდა მივიღოთ. რამდენად რეალისტურია ეს სურვილი, ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რაც თავშივე ვთქვით და რაც უკვე არსებული ნორმების აღსრულებას ეხება, რეალისტური რომაა და უნდა სრულდებოდეს კიდეც, ეს ზუსტად ვიცი. ამასთან, არა მგონია, დღეისთვის მოქმედი კანონის წინააღმდეგ ვინმეს რაიმე წონადი არგუმენტი ჰქონდეს. - სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე მეტად მისი აღსრულება უჭირს. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ხერხდება კანონის დაცვა? - ვერ ხერხდება ნაკლებად ითქმის, უფრო, არ ხერხდება, თორემ სურვილის შემთხვევაში როგორ ვერ უნდა მოხერხდეს უკვე მიღებული კანონის დაცვა და გაკონტროლება? ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გაკონტროლება მაინც, რომ პიროტექნიკაზე ექსპლუატაციის ვადა და მისი შენახვის პირობები ქართულად იყოს მითითებული, სულაც არ არ არის ძნელი. არც იმ ნორმების დაცვაა ძნელი, რაც ამ მოწყობილობების რეალიზაციას ეხება. - მაშინ, რატომ არავინ აკონტროლებს? - ალბათ იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არის პოლიტიკური ნება, თორემ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა, საერთოდ არ უნდა დაისვას. ვფიქრობ, ეს რიტორიკული კითხვა უფროა. ყველამ ვიცით, ჩვენს ქვეყანაში რა როგორც უნდა იყოს და კანონი როგორც უნდა აღსრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ არ სრულდება. ცნობისთვის: წინასაახალწლო პერიოდში, მხოლოდ თბილისის დამწვრობის ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა 25-მა პირმა მიმართა. ამ ფაქტის შეფასებისას, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, მმართველი პარტიის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებული კანონის აღსრულების თვალსაზრისით, პიროტექნიკის გამოყენების კონტროლისა და ზედამხედველობის მხრივ, სამომავლოდ პრაქტიკული ღონისძიებები იქნება დასაგეგმი. ხოლო, ,,აუცილებლობის შემთხვევაში“ პარლამენტი კანონში ცვლილებებსაც შეიტანს. P. S. არ ვიცი, საქართველოში ვის რამდენად ახსოვს ეს ამბავი ან რამდენად ჰქონდათ მაშინ ინფორმაცია. 2009 წლის დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის ქალაქ პერმში, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, ერთ-ერთ ღამის კლუბში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა იმდენად მძიმე იყო, რომ ადგილზე 101 ადამიანი დაიღუპა, ასეულობით დაზიანებული კი სხვადასხვა ქალაქსა და კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანი, შემდეგ საავადმყოფოებში გარდაიცვალა და მთლიანობაში, იმ უბედურ შემთხვევას 156 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტრაგედიის მერე, იმავე დეკემბრის თვეში ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც, ახალი წლის ღამეს და სხვა დღეებშიც, პიროტექნიკის გამოყენება აკრძალა. გარემოებათა გამო, 2010 წლის დადგომას, სწორედ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ლენინის გამზირზე შევხვდი და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, იმ ღამით იქ ერთი უბრალო მაშხალაც კი არ ანთებულა. რუსეთის დედაქალაქი და სხვა ქალაქებიც უხმაუროდ, პიტარდების სროლის და ზალპის გარეშე შეხვდნენ იმ ახალ წელს. ვერ ვიტყვი, ეს მართლა საზოგადოების კანონმორჩილებით იყო გამოწვეული თუ დაღუპულებისა და დაზიანებულების მიმართ საზოგადოების სოლიდარობით, მაგრამ ფაქტი, რომლის მოწმეც თავად გავხდი, ასეთი იყო.
×
×
  • შექმენი...