Search the Community
Showing results for tags 'პარადოქსულობა'.
-
აგერ უკვე 2000 წელია მსოფლიოში დომინირებს რეპრესიული ეგოცენტრული მორალი და მისი სახელია - ქრისტიანობა. მის წიაღში უამრავი განშტოებაა, მაგრამ არსი მაინც ერთია - რეპრესიული რეჟიმი და რეპრესიული ფსიქიკის გამოძერწვა. იმას რომ შევეშვათ რომ ნებისმიერი რელიგიური მორალი და დოგმა არის ანტიმეცნიერული პრიმიტივიზმი, თავად ის იდეა რასაც ამტკიცებენ ჯვაროსანი მორალისტები არის ენიგმატური პარადოქსი. რა იდეა? რა და თავისუფალი ნების კონცეპტი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ე.წ. "ღმერთის" ნებასთან. რატომ? მოდით გავიაზროთ: "ღმერთმა" შექმნა ადამიანი ხომ? დიახ. "ღმერთმა" ადამიანს მისცა თავისუფალი ნება, ხომ? დიახ. მერე ადამიანმა შეჭამა "აკრძალული ვაშლი", რომელმაც მისცა რაციონალისტური ცოდნა, კარგის და ცუდის გარჩევის უნარი, ასეა? დიახ. შემდეგ "ღმერთმა" დასაჯა ადამიანები "აკრძალული" ვაშლის შეჭმის გამო და კინწისკვრით ისროლა ედემიდან ხომ? დიახ. შემდეგ, დედამიწაზე ჩამოვიდნენ ანგელოზები, რომლებმაც უარყვეს ზეცა და ინდომეს მიწიერი სიყვარული ადამიანურ ასულებთან (ენოქის და სემიაზას აპოკრიფული წიგნების მიხედვით), ასეა? დიახ. ადამიანებმა დაიწყეს საკუთარ ჭკუაზე ცხოვრება და სიამტკბილობა, ასეა? დიახ. "ღმერთს" ეს "არ მოეწონა" და დატბორა დედამიწა, ყველა დაიხრჩო გარდა იმ ადამიანისა და მისი ოჯახისა, რომლის სახელიც იყო ნოე და რომელიც იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა არა ისე როგორც სურდა თავად არამედ ისე როგორც ეს "უფალს" უნდოდა, ასეა? დიახ. შემდეგ თავისუფალი ნების მქონე ადამიანებმა გადაწყვიტეს დიდი კოშკის და ქალაქის აშენება, ასეა? დიახ. და "უფალმა" ეს რომ დაინახა "გაბრაზდა" და არათუ დაანგრია ყველაფერი რასაც ისინი აშენებდნენ არამედ ენები აურია და მიმოფანტა დედამიწაზე, ასეა? დიახ. შემდეგ იყო ორი ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდა ძალიან "გარყვნილი და გაფუჭებული" ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ თავისუფლად, ასეა? დიახ. "უფალს ეს "არ მოეწონა" და ცეცხლით მოსპო ქალაქები, გადარჩნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ არა თავისუფლად, არამედ ისე როგორც სურდა "უფალს", ასეა? ნუ... დიახ. შემდეგ "ჭეშმარიტი რწმენის ხალხი" საუკუნეების მანძილზე ძალადობრივად ავრცელებდნენ "ჭეშმარიტ რწმენას" და ხოცავდნენ ყველას ვინც მათ არ ემონებოდა, ასეა? ნუ... დიახ, ასეა. ყველა ადამიანი ვინც კი არ იცხოვრებს ისე როგორც სურს "უფალს" სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვდება და დაიტანჯება, ასეა?? ჰმმმ... დიახ, ეს მართლაც ასეა. აქ მე მიჩნდება სავსებით ლეგიტიმური და გონივრული კითხვა მორწმუნე ქრისტიანთა მისამართით: უკაცრავად, მაგრამ გააფრინეთ სულ?! სად ხედავთ აქ "თავისუფალ ნებას" ჰა??! ანუ თქვენ გინდათ მითხრათ, რომ "უფალმა" მე მომცა თავისუფლება ("თავისუფალი ნება") და შემიძლია რაც მსურს ის ვაკეთო და ვიცხოვრო ჩემ ჭკუაზე... მაგრამ თუ იმას არ გავაკეთებ, რაც უნდა ზეციურ მამიკოს, სიკვდილის მერე წავალ სამარადისო სატანჯველში? ჰმ, უკაცრავად მაგრამ საღ ჭკუაზე ბრძანდებით? თამაშობთ გონებასუსტს თუ მართლაც ხართ გონებასუსტი? რანაირად არსებობს საერთოდ თავისუფალი ნება, თუ ის არ არსებობს? ხვდებით? საუკუნეების მანძილზე მორწმუნე ჯვაროსნები (ვგულისხმობ ქრისტიანებს) ავრცელებენ თავიანთ მორალს ცეცხლითა და მახვილით, არა? კი, ეს ასეა! დღემდე ასეა! ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ქრისტიანები ძალას არ იშურებენ რომ მოსპონ ყველა ვინც მათ მორალს არ იზიარებს, საუკუნეთა მანძილზე "უფალი" ფიზიკურად ანადგურებდა ყველას ვინც მას არ ემონებოდა (წაიკითხეთ ბიბლია!) და ზოგიერთებს კიდევ ჰყოფნით თავხედობა და ლაპარაკობენ იმაზე, რომ "ღმერთი" სიყვარულია?! მოიცათ! ზეციურმა მამიკომ შექმნა ხალხი, მისცა ნება თავისუფალი, მერე არ მოეწონა მათი თავისუფალი ცხოვრება და ყველა დატბორა და დაახრჩო იმის გარდა ვინც სხვებისგან განსხვავებით იყო მისი ერთგული მონა? ჰა?! და ეს "სწამთ" მილიონებს?! ნუ მგონი გასაგებია თუ რა არსებაა ეს "ღმერთი", რომელსაც ცნობილმა ბრიტანელმა ათეისტმა ბიოლოგმა - რიჩარდ დოკინსმა უწოდა: "განდიდების მანიით შეპყრობილი სადომაზოხისტი, ახირებული და ღვარძლიანი მოძალადე". მე მოვრჩი საუბარს, დასკვნები თვითონ გააკეთეთ.