Search the Community
Showing results for tags 'ოორტი'.
-
ქაოსი – ბერძნულ მითოლოგიაში, ცარიელი სივრცე, რომელიც ძველი ბერძნების წარმოდგენით სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ქაოსისაგან წარმოიშვნენ გეა, ერებოსი, ეროსი, ტარტაროსი, ნიკტი და სხვა. ორფელების წარმოდგენით ქაოსი ქრონოსის (მარადისობის) შვილია. მათ ქაოსი წარმოდგენილი ჰქონდათ უფსკრულად, რომელშიც სიბნელე, ღამე და ნისლი ბინადრობდა. დროთა განმავლობაში, მოძრაობის შედეგად ნისლებმა კვერცხის სახე მიიღო, შემდეგ ორად გაიყო, ერთისგან წარმოიშვა ცა, ხოლო მეორისაგან დედამიწა. ქაოსი – ბერძნულ მითოლოგიაში, ცარიელი სივრცე, რომელიც ძველი ბერძნების წარმოდგენით სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ქაოსისაგან წარმოიშვნენ : გეა (მიწა) ეროსი (სურვილი) ნიკტი (ღამე) ერებოსი (წყვდიადი) ტარტაროსი (უფსკრული) ორფელების წარმოდგენით ქაოსი ქრონოსის(მარადისობის) შვილია. ბერძნებს ქაოსი წარმოდგენილი ქონდათ უფსკრულად, რომელშიც სიბნელე, ღამე და ნისლი ბინადრობდა. დროთა განმავლობაში, მოძრაობის შედეგად ნისლებმა კვერცხის სახე მიიღო, შემდეგ ორად გაიყო, ერთისგან წარმოიშვა ცა, ხოლო მეორისაგან დედამიწა. ახლანდელი მნიშვნელობით ქაოსი ნიშნავს უწესრიგობას, არევ-დარევას. ერებოსმა და ნიქტმა შვეს ეთერი (სინათლე) და ჰემერა (დღე) ნიქტმა შვა : მოროსი (ხვედრი) აპატე (ტყუილი) მორი (ბედი) ონირა (ოცნება) კერი (ნგრევა) ტანატოსი (სიკვდილი) ოიზუსი (ტკივილი) ჰიპნოსი (ძილი) ჰესპერიდე (აისი და დაისი) კერები (სიკვდილის ღვთაებები) ნემესისი (წყევლა და შურისძიება) ფილოტესი (სიყვარული) ერისი (ბრძოლა) გერაი (სიბერე) მომოსი (განკიცხვა) გეამ გააჩინა ცა, მთები და ზღვა. გეამ ურანოსთან (ცა) შვა ტიტანები ციკლოპები და ასხელიანები. გეამ პონტოსთან (ზღვა) შვა: ნერეი (მშვიდი ზღვა) ტაუმასი (ზღვის საოცრება) ფორკისი (ღელვა) კეტო (ზღვის ურჩხული) ევრიბია (ზღვის ძალა) თავიდან იყო ქაოსი .სიცარიელისგან იშვა ერებოსი (ადგილისადაც სიკვდილი ბინადრობს) და ღამე, მაის შემდეგ გაჩნდა სიყვარული, რომლისგანაც წარმოიშვა გეა -დედამიწა, რომელმაც შვა ურანოსი -ცა. ურანოსი და გეა შეუღლდნენდა შვილებად ეყოლათ ასხელები, კიკლოპები და ძლევამოსილი ტიტანები . ურანოსი იყო ბოროტი ქმარი და მამა, მას სძულდა თავისი შვილები. ყოველ ახალშობილ ტიტანს დედამიწის დამალულ ადგილებში ამწყვევდა, რათა მათ არასოდეს ეხილათ დღის სინათლე, ურანოსი თავისი ბოროტებით ტკბებოდა, ამ ყველაფერმა განარისხა გეა მან ადამანტისგან ნამგალი გააკეთა და მოუწოდა მის შვილებს აჯანყებულიყვნენ მამის წინააღმდეგ, ყველას ეშინოდა კრონოსის გარდა, ამიტომაც გეამ სწორედ უმცროს ტიტანს გადასცა ნამგალი. გეამ და კრონოსმა აჯანყება წამოიწყეს.კრონოსი თავს დაესხა ურანოსს და დაამარცხა კიდეც. ურანოსის სისხლის წვეთები მიწაში ჩაიღვარა ასე იშვნენ გიგანტები, ნიმფებიდა ზღვაში მოხვედრილი ნაწილებისგან აფროდიტე . კრონოსი გახდა შემდეგი მმართველი, ის კიკლოპებსა და ასხელებს ტარტაროსში ამწყვევდა.მან საკუთარ და რეაზე იქორწინა, თუმცა ბავშვების ყოლის ეშინოდა, რადგან გეამ და ურანოსმა უწინასწარმეტყველეს, რომ ტახტიდან სწორედ მისი შვილი ჩამოაგდებდა, ამიტომ კრონოსი ყოველ ახალდაბადებულს ყლაპავდა . რეა გააბრაზა ამ საქციელმა და გადაწყვიტა რაიმე მოემოქმედებინა შვილების გადასარჩენად, როდესაც მეექვსე შვილის გაჩენის დრო დადგა რეა დაიმალა და ახალშობილი კუნძულ კრეტაზე, ნიმფებს დაუტოვა აღსაზრდელად, ქმარს კი სახვევში გამოკრული ქვა მისცა გადასაყლაპავად. ეს ახალშობილი იყო ზევსი, კრეტაზე ყოფნის დროს მას ზრდიდა მეტიდა, რომელიც დაეხმარა ზევს კრონოსის დამარცხებაში .მან დაამზადა სასმელი, რითაც კრონოსს ჩაყლაპული შვილები უკან უნდა ამოენთხია. ამასობაში რეამ დაარწმუნა კრონოსი, რომ ზევსი თავის შვილად მიეღო, მართლაც ზევსი დაბრუნდა ოლიმპოზე ჩუმად დაალევინა კრონოსს რეას მიერ დამზადებული სასმელი და თავისი და-ძმები ტყვეობიდან იხსნა. დაიწყო ტიტანებისა და ოლიმპოელების ბრძოლა, ზევსმა ტარტაროსში დამწყვდეული კიკლოპები და სხელები გამოუშვა, კიკლოპებმა ზევსს ელვა უბოძეს. ომში ასხელები უზარმაზარ ლოდებს იყენებდნენ იარაღად . პრომეთე ტიტანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა კრონოსს ზევსს მიემხრო და ათწლიანი ომის შემდეგ სძლიეს კრონოსს, ზევსმა ისინი ტარტაროსის უბნელეს ორმოში გამოამწყვდია და უძლიერესი ხუნდებით შეკრა, რათა ვერასდროს შეძლებოდათ თავის დაღწევა.ზევსი მაინც არ იყო უსაფრთხოდ, მისმა ქმედებამ გეა განარისხა მან შვა ტიფონი, ყველაზე მომაკვდინებელი მონსტრი ბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც ცნობილია როგორც "მამა ყველა მონსტრისა", ზევსი შეებრძოლა მას და დაამარცხა. ბოლოს ღმერთებს გიგანტები დაუპირისპირდნენ, ეს უზარმაზარი არსებები მთებს ერთმანეთზე დებდნენ, რათა ზეცაში მოხვედრილიყვნენ . ზევსმა ისინიც დაამარცხა და მიწიდან შობილი გოლიათები მიწაშივე ჩამარხა . ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი გიგანტი ენტას მთის ქვეშაა ჩამარხული და როდესაც განრისხება ვულკანიდან ლავა ამოხეთქავს ხოლმე. ქაოსი – (ბერძნ.) უკიდეგანო და ბნელი სივრცე, რომელიც სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ზოგი მითოგრაფოსის აზრით, ქაოსი იყო შეუცნობელი ფორმის ღვთაებრივი არსება. უმრავლესობის რწმენით კი, ქაოსი წარმოადგენდა შემოქმედებითი ძალებით ავსებულ მოუწესრიგებელ მასას – მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის ნაერთს. მომავალი სამყაროს ყველა ჩანასახით ავსებული ამ სივრციდან თავდაპირველად იშვა გეა–ფართომკერდიანი დედამიწა. ტარტაროსი – მიწისქვეშეთი. ეროსი – სიყვარული. ერებოსი – წყვდიადი და ნიქსი – ღამე. ერებოსი და ნიქსი სიყვარულით შეერთდნენ და გააჩინეს ეთერი – მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცე და ჰემერა – დღე. შემდეგ გეამ შვა ურანოსი – ზეცა, რომელმაც ყოველი მხრიდან დაფარა იგი, მაღალი მთები და პონტოსი – ზღვა. აბრაამული მონოთეიზმის საიდუმლო (დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედია", საიდან გააგდეს ლუციფერი, საიდან გააგდეს ადამი და ევა, სად გადაიხვეწა კაენი და სად ცხოვრობს "ღმერთი" იაჰვე) 2017, 7 დეკემბერი, 19:49 თავდაპირველად ვიტყვი, რომ ჩემი ეს სტატია უმთავრესად არის ჩემი მოსაზრება, მაგრამ დაფუძნებული თეოსოფების, გნოსტიკოსების, სატანისტი ფილოსოფოსების და ნაწილობრივ ორთოდოქსი და კათოლიკე ქრისტიანი აპოლოგეტებისა და მწერლების რწმენა წარმოდგენებზე და ეზოთერულ ცოდნაზე (მაგ. ელენა ბლავატსკაია, ენტონი ლავეი, ნიკოლაი ლევაშოვი, დანტე ალიგიერი და ედმუნდ ჰალეი). მინდა დავსვა რამოდენიმე კითხვა: 1) რა არის სინამდვილეში ჯოჯოხეთი? 2) რა არის სინამდვილეში სამოთხე? 3) საიდან გააგდეს ადამი და ევა? 4) როგორი იყო ძველი შუმერების, ბაბილონელების და იუდეველების რელიგიები? 5) ვინ არის ძველი აღთქმის ებრაული "ღმერთი" იაჰვე? 6) საიდან გააგდეს ლუციფერი და მისი მომხრეები? 7) რა იცოდა დანტე ალიგიერიმ? 8) საიდან და სად გააგდეს ძმის მკვლელი კაენი?? მე მსურს წარმოგიდგინოთ ჩემი როგორც გნოსტიკოსი რელიგიათმცოდნის მოსაზრება დაფუძნებული მისტიკოსთა კვლევებზე და თეისტური დოგმატების ანალიზზე ზემოთხსენებულ კითხვებთან დაკავშირებით. მე ანალიზის შედეგად მივედი ამ მოსაზრებამდე, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ. ადრექრისტიანულ ეპოქაში მცხოვრები გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ ფიზიკური კოსმოსი სატურნის ორბიტის ჩათვლით ეკუთვნით არქონტებს (ბოროტ ანგელოზებს), რომლებიც არიან შვიდნი, ყველაზე პირველი – ილდაბაოთი იგივე ლალდაბაოთი (რომლის სახელიც არამეულად ნიშნავს ზეცის უფალს) მეფობს პლანეტა სატურნის სისტემაში, ელოი – იუპიტერის სისტემაში, საბაოთი – მარსზე და ა.შ. დედამიწაც ასევე არის ამ არქონტების დომინაციის ზონა ოღონდაც არა ისე როგორც დანარჩენი კოსმოსი. არქონტების სამეფოებს ეწოდებათ – კენომა (არარაობა და სიბნელე), უფრო შორს არის ილდაბაოთის დედის – სოფია ახამოტის სამეფო, ხოლო კიდევ უფრო შორს ეონი ქრისტეს, ეონი ნუსის და პლერომას ანუ კეთილი სისავსის 31 ეონისა (ნუსის და ქრისტეს ჩათვლით 33). ამას ამტკიცებდნენ გნოსტიკოსები, ამას ამტკიცებენ თეოსოფები. ელენა ბლავატსკაია თავის ნაშრომში "ელემენტალები" წერს რომ ძველი ბერძენი პლუტარქეს მიხედვით სივრცე დედამიწიდან მთვარემდე ეკუთვნის ჰადესს და მის დემონებს, რომელთა შორის არის დემონესა ჰეკატა, ღამის კუდიანი, ეს სივრცე უკავიათ ჰადესის სამეფოს სულებს, ხოლო მთვარიდან უკვე იწყება ჰიპერ ურანია ანუ ცის მიღმიერი (ზე ციური) ღმერთების სამეფო. სხვათაშორის ბერძნები პლანეტა იუპიტერთან აიგივებდნენ ზევსს. გნოსტიკური სწავლებით იაჰვე ცხოვრობს მთვარეზე, კონსპიროლოგები ამტკიცებენ რომ არქონტები არიან ბოროტი ანგელოზები, რეფტილოიდები რომლებსაც ეთაყვანებიან მონოთეისტები (ისე რომ უმეტესობამ არც კი იცის ვის ადიდებს!), ტრადიციული აბრაამიზმის მიხედვით ლუციფერი და მისი მომხრე ანგელოზები იყვნენ იაჰვეს ქმნილებები, რომლებიც აუჯანყდნენ მას და დაისაჯნენ; იაჰვემ ისინი "ზეციდან" "ქვესკნელში" ისროლა (გადააგდო). კაენზეც არის ნათქვამი რომ "ნოდის ქვეყანაში" წავიდაო... რაო? რა ნოდის ქვეყანა? ჯერ ერთი ადამი და ევა იმ დროს უკვე გაგდებულნი იყვნენ ედემიდან... სად იყო ედემი? თუ დავუჯერებთ ფუღურო დედამიწის ჰიპოთეზის მომხრე მეცნიერებს და მისტიკოსებს (მაგალითად პეტრე პოლს) ის მდებარეობს დედამიწის შიგნით ჩრდილოეთი პოლარული წრის გასწვრივ და წარმოადგენს პლანეტის ეკვატორულ სიბრტყეზე არსებული მიდგარდის მიწის "ცის მყარს" ანუ თაღოვან ნაგებობას (რომელიც აშკარად არქონტებმა შექმნეს), იქაა სწორედ ოლიმპოს მთა და 4 მდინარე რომელიც ოთხად იტოტება და რწყავს ედემს ანუ ჰიპერბორეას იგივე ასგარდს! სხვათაშორის ეს ბიბლიურ მითებს არ ეწინააღმდეგება. ბიბლიაში სწორედ რომ არქონტების მიერ ფუღურო დედამიწის შექმნაზეა საუბარი, ბიბლიას ბევრი დასცინის, ხოლო მორწმუნეები ვერ იგებენ, სწორედ ამის გამო! ბიბლიაში ნახსენები არიან არქონტები იგივე ელოჰიმები (ანდროგინი რეფტილოიდები) და არა სამება ან ერთი კონკრეტული უფალი, მეორეც ბიბლია დაფუძნებულია ბაბილონურ და შუმერულ წყაროებზე სადაც ნახსენებია არა ერთი ადამი არამედ შვიდი! რომელთაგან თითოეულს ჰყავდა ცოლი სახელად "ლილიმი"! ესეც მინიშნება ადამის პირველ ცოლზე ლილიტზე, რომელზეც არის საუბარი რაბინთა წიგნებში! და არავინ დამიწყოს მტკიცება ეგ ტყუილიაო! ესაა ჩემი ეზოთერული მოსაზრება! ახლა ბევრი რამ გავიგეთ, მაშასადამე ლუციფერი, სატანა, ბელიალი, ლევიათანი და მათი ლეგიონები მთვარიდან ჩამოაგდეს დედამიწაზე! დანტე ალიგიერი რომელიც იყო მორწმუნე კათოლიკე, თავის "ღვთაებრივ კომედიაში" ამტკიცებდა რომ ლუციფერი ზეციდან უფალმა ჩამოაგდო ისე რომ პლანეტა თავით გაიტანა, ცენტრში გაეჩხირა და სამხრეთ პოლუსზე წარმოშვა გიგანტური მთა რომელიც არის კიდეც განსაწმენდელი ანუ ლიმბუსი! დანტე მონოთეისტი იყო და არა გნოსტიკოსი, მაგრამ მან მაინც იცოდა ბევრი რამ. ჯოჯოხეთი შედგება 9 სარტყელისგან, ცენტრში არის ლუციფერი, ჯოჯოხეთში არიან "უფლისგან" განდგომილნი. არის აგრეთვე 10 "ცა", ესენია: პირველი ცა – მთვარე, მეორე ცა – მერკური, მესამე ცა – ვენერა, მეოთხე ცა – მზე, მეხუთე ცა – მარსი, მეექვსე ცა – იუპიტერი, მეშვიდე ცა – სატურნი, მერვე ცა – "ვარსკვლავთა" სფერო, მეცხრე ცა – კრისტალური ცა და მეათე ცა – ემპირეი ანუ ცეცხლოვანი ღვთაებრივი სფერო, ღმერთის სამეფო. დანტემ მეტ ნაკლებად სწორად აღწერა სამყაროს სტრუქტურა, მაგრამ მხედველობიდან გამორჩა ის რომ 1) დემონები რომლებიც დედამიწის შიგნით ცხოვრობენ არ არიან ბოროტი ძალები 2) ბიბლიაში ნახსენებია 7 ბოროტი არქონტი 3) 7 ცას მართავენ არქონტები. ეს მას აშკარად გამორჩა, რადგანაც კათოლიკე მონოთეისტი იყო. ახ. წ. 325 წელს ნიკეის კრების შემდეგ ორთოდოქსებმა მოაწყვეს გნოსტიკოსების გენოციდი. ამჟამად მსოფლიოში ბატონობს მონოთეიზმი (არქონტების რელიგიები). პლუტარქე დანტეს მსგავსად ხედავდა საერთო სურათის უდიდეს ნაწილს, ხოლო სრულ რეალობას ხედავდნენ მხოლოდ გნოსტიკოსები. სხვათაშორის გნოსტიკოსებს ბევრ რამეში ეთანხმებიან საენტოლოგები. ის შავი უდაბნო და სიცარიელე რომელზეც საუბარია ბიბლიურ მითებში ესაა კონკრეტულად დედამიწა და კოსმოსი მთვარემდე, სადაც დატყვევებულნი არიან დემონები და წარმართული ღმერთები. მე ვფიქრობ რომ ძველმა ბერძნებმა და არა მხოლოდ მათ იცოდნენ ჩვენი მზის სისტემის სტრუქტურის შესახებ, კოიპერის სარტყელის და ოორტის ღრუბლის შესახებ და "ქაოსს" ისინი უწოდებდნენ სწორედ კოიპერის სარტყელს და ოორტის ღრუბელს. მათ ზუსტად აღწერეს მზის სისტემის ფორმირება, ოღონდაც მისტიკურ ალეგორიულად. კენომას და კერასმოსს ელინები უწოდებდნენ ქაოსს. მათ იცოდნენ რომ ქაოსიდან წარმოიშვა კოსმოსი. კოსმოსი ესაა ქაოსის გარდასახული ნაწილი, ფორმირება დასრულებული პლანეტების სისტემა – კენომა და კერასმოსი. პლანეტა ნეპტუნის მიღმა კი იწყება "ხელუხლებელი" სუფთა ქაოსი ანუ სივრცე როგორიც იყო მზის სისტემის დანარჩენი ნაწილიც შორეულ წარსულში. ნეპტუნის მიღმა ჯერ კიდევ ქაოსი სუფევს. ნეპტუნი არის კოსმოსის ბოლო პლანეტა. მატერიალისტებს არასწორად ესმით ტერმინები "კოსმოსი" და "ქაოსი". ბერძნული მითოსი სიმართლეა.