Search the Community
Showing results for tags 'ონტოლოგია'.
-
კაცობრიობა განიცდის აქტიურ დეგრადაციას და იყოფება დეკადანსის ტყვეობაში. თავდაპირველად, კალი-იუგას დაწყებამდე, მსოფლიოს მართავდა პანენთეიზმის პარადიგმა და ყველას ესმოდა, რომ კოსმოსი ესაა ღმერთის (აბსოლუტის) სხეული, ყველას ესმოდა, რომ აბსოლუტი არის ტრანსცენდენტურიც და იმანენტურიც ერთდროულად. მათ ესმოდათ, რომ ღმერთი ყველაფერშია და რომ სამყარო, არის აბსოლუტის გაგრძელება. ეს იყო განვითარებული თეოცენტრიზმის პარადიგმა. გავიდა დრო და ადამიანებმა დაკარგეს პანენთეისტური აღქმა ყოფიერებისა, მათ დაკარგეს სულიერი ცოდნის ნაწილი და სულიერი მზერა, ისინი გადავიდნენ პრიმიტიული პანთეიზმის პარადიგმაზე და მიიჩნევდნენ, რომ კოსმოსია ღვთაებრივი, ხოლო კოსმოსის მიღმა მათი გაგებით არაფერი არ იყო. ეს იყო პრიმიტიული კოსმოცენტრიზმი. გარკველი დროის შემდეგ ადამიანები დავიდნენ პრიმიტიული პოლითეიზმის და ანიმიზმის დონეზე. შემდეგ მოხდა ისე, რომ პოლითეიზმი უარყოფილი იქნა და ანტიკური ეპოქის დასასრულის შემდეგ დაიწყო არასწორი თეოცენტრიზმის (თეოკრატიის) ეპოქა, ბნელი შუასაუკუნეები, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს კოსმოსის მიღმა მყოფი მონოთეისტური (ტრანსცენდენტური) ღმერთის თაყვანისცემა. შემდეგ მოვიდნენ „განმანათლებლები“ და მათ მოიტანეს ანთროპოცენტრიზმი და განაცხადეს, რომ ადამიანია აბსოლუტი. მეოცე საუკუნეში გამოჩნდნენ „ბრძენკაცები“, რომლებმაც დაიწყეს ახალი კონცეფციის - ბიოცენტრიზმის ფორმირება და განაცხადეს, რომ ბუნება, ფლორა და ფაუნა არის აბსოლუტური ფასეულობა და არა უფალი, მისტიკური კოსმიური წესრიგი ან ადამიანი („ბუნების მეფე“), მათ განაცხადეს, რომ უმაღლესი ფასეულობაა მატერიალური ბუნება (ყოველგვარი მისტიციზმის და პანთეიზმის გარეშე) და ბიოლოგიური სიცოცხლე, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება არა უფლის მიერ, არამედ თავისთავად, „შიგნიდან“. ანთროპოცენტრიზმი ჩაისახა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, როდესაც ბრძენმა პროტაგორამ ბრძანა, რომ „ადამიანია ყველაფრის საზომი“. შემდგომში ანთროპოცენტრიზმმა უფრო და უფრო მრუდე და გაუკუღმართებული ფორმები მიიღო და განიცადა დეგრადაცია. ეს ყველაფერი არის ონტოლოგიური ნიჰილიზმის განვითარების ეტაპები; გადასვლა პანენთეიზმიდან პანთეიზმზე, პანთეიზმიდან პოლითეიზმზე, პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე და მონოთეიზმიდან ათეიზმზე. ეს ონტოლოგიური ნიჰილიზმი შემთხვევით არ გაჩენილა ადამიანთა გულებში და ცნობიერებაში. თავდაპირველად გაუფასურდა პანენთეიზმი, რადგანაც ადამიანებს აღარ ჰქონდათ მისი აღქმის უნარი, შემდეგ გადავიდნენ პრიმიტიულ კოსმოცენტრისტულ პანთეიზმზე, მაგრამ ესეც გაუფასურდა და დავიდა ადამიანთა აზროვნება პრიმიტიულ პოლითეიზმზე და შამანიზმზე, აქედან ადამიანები გადავიდნენ მკაცრ მონოთეისტურ ტრანსცენდენტურ ღმერთზე, რადგანაც გაუფასურდა პოლითეიზმიც, საბოლოო კი გაუფასურდა მონოთეიზმიც და საბოლოოდ მივიღეთ - ათეიზმი, ბიოცენტრიზმი და ნეოპოზიტივიზმი. თავდაპირველად ადამიანები ხედავდნენ ფასეულობას და აზრს პანენთეიზმში, მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარ აღიქვამდნენ ფასეულობად პანენთეისტურ რელიგიურ ფილოსოფიას და მისტიციზმს, შემდეგ კოსმოსში ვეღარ ხედავდნენ ფასეულობას, შემდეგ მონოთეისტურ ღმერთშიც ვეღარ შეძლეს ფასეულობის დანახვა, ბოლოს კი ადამიანშიც შეწყვიტეს აბსოლუტური ფასეულობის დანახვა. ამიტომაცაა რომ დღეს აბსოლუტურ და უმაღლეს ფასეულობად (ერთადერთ ფასეულობად) გამოცხადებულია ბილოგიური სიცოცხლე, ბუნება, ფლორა და ფაუნა და არა ადამიანი („ბუნების მეფე“), კოსმიური მისტიკური წესრიგი ან ღმერთი (აბსოლუტი). სწორედ ფლორას და ფაუნას, როგორც აბსოლუურ ფასეულობას, განიხილავენ ერთადერთ ღირებულებად და ზოგიერთები, მაგ. დევიდ ორტონი, იქამდეც კი მიდიან, რომ აცხადებენ, რომ თურმე „დედამიწა არავისი არაა“. მომავალში ეს ნიჰილიზმი მიიღებს ბევრად უფრო საზიზღარ და საზარელ ფორმებს, რაც არაა გასაკვირი, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ დანავების მიერ შექმნილია ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც „ნებაყოფლობითი გადაშენებისკენ“ მოუწოდებს ადამიანთა მოდგმას, რადგანაც თურმე ადამიანი ფასეულობას აღარ წარმოადგენს, რადგანაც ბუნებას აზიანებს და კლავს. ღმერთზე აქ ლაპარაკიც აღარაა, უწყებ ეგეთ „ადამიანებს“ საუბარს ღმერთზე და მასხრად გიგდებენ, სამაგიეროდ ბიოცენტრისტულ დოგმებს ძალიან კარგადაც ეთაყვანებიან. ომ შანტი. 07.01.2021.
- 1 reply
-
- მასები
- ცნობიერება
-
(and 8 more)
Tagged with:
-
არსებობენ ადამიან-ცხოველები (პაშუ), არსებობენ ადამიან-გმირები (ვირა) და არსებობენ ადამიან-ღმერთები (დივია). პაშუ-ბჰავას დონეზე არიან დუალისტი მონოთეისტები, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში უპიროვნო ატმანს და მარადიულ შაკტის. ესენი არიან კრეაციონისტები. დასავლურ აბრაამულ მონოთეიზმში ფართოდაა გავრცელებული იდეა, რომ ცხოველების ჭამა შეიძლება, იმიტომ რომ მათ სული არ აქვთ. აბრაამულ მონოთეიზმში არ არსებობს ადვაიტა-ვადა და შესაბამისად უარყოფილია ნირგუნა ატმანის იდეა. აბრაამული მონოთეიზმი აღიარებს მხოლოდ პიროვნული "სულის" იდეას. მათი გაგებით არსებობს მრავალი პიროვნული სული. მათ აზრით სული მხოლოდ მამაკაცებს, ანგელოზებს და "ღმერთს" აქვთ. ძველ ქანაანურ და ფინიკიურ პოლითეიზმზე დაფუძნებული ფსევდო-იუდაიზმი (იუდო-ქრისტიანიზმი) უარყოფს ბრაჰმანის არსებობას და ეთაყვანება უმდაბლესი ასტრალის ბოროტ დეივას (ასურას). "აბრაამის ღმერთი" ესაა ფინიკიური ბოროტი ღვთაება - შალიმუ იგივე იევუ. მთელი აბრაამიზმი წმინდა წყლის ფარსია და სხვა არაფერი. აბრაამიტებს მართლა ჰგონიათ რომ სული მრავალია და პიროვნულია და რომ უპიროვნო ატმან-ბრაჰმანი არ არსებობს. უპიროვნო ატმანი ესაა შუნია (სიცარიელე) და დჰარმა-დჰატუ (ელემენტალური ნაწილაკების უნივერსალური არსი). ისაა სარვა-სატვა (უზენაესი არსი). ისაა ალაია-ვიჯნანა (უპიროვნო გამოუვლენელი კოლექტიური ზეცნობიერი). როცა უმეცარ ადამიან-ცხოველს ეუბნები, რომ იდიოტია, ბრაზდება და იმის მაგივრად რომ დაინტერესდეს თუ რატომ უწოდებ იდიოტს და გამოსწორდეს, გეუბნება: "თავი გაბია ეგეთი!" ან "შენ ჯიშში და ჯილაგში მოიკითხე ეგეთები!". ესაა პროვინციელი გოიმის ტრადიციული რეპლიკა. ასეთია იდიოტის ბუნება. გონიერი ადამიანი ან არ დაიმსახურებს კრიტიკას ან იგნორს გაუკეთებს ნებისმიერ კრიტიკულ სიტყვას ანდა დაინტერესდება თუ რა არ აქვს წესრიგში. გოიმებს არ აქვთ თვითკრიტიკა და არც სულიერი სიმშვიდე. ცხოველური ადამიანი შემდეგ ცხოვრებაში იბადება როგორც ცხოველი. სისხლიანი მსხვერპლშეწირვები აბრაამულ რელიგიებში სუფთა ბარბაროსობაა დაფუძნებული უმეცრებაზე. ცხოველებს იმიტომ კლავენ, რომ არ იციან ადვაიტა დჰარმა. რაც შეეხებათ ათეისტებს, ისინი კიდევ უფრო უბადრუკები და უვიცები არიან, რადგანაც ისინი საერთოდ უარყოფენ სულიერ რეალობას. მათთვის სულიერება ესაა "მაგიფრენია", შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმა და მათი კერპია ატომი.