Jump to content
Planeta.Ge

Search the Community

Showing results for tags 'კრიშნა'.

  • Search By Tags

    ტეგები გამოყავით მძიმით.
  • Search By Author

Content Type


ფორუმი

  • საზოგადოება
    • პოლიტიკა და საზოგადოება
    • შემეცნებითი ფორუმი
    • სპორტი, სამხედრო საქმე და დასვენება
    • ადგილობრივი თვითმართველობა და რეგიონები
  • ძველი ისტორიები
    • ისტორია
  • თავისუფალი თემა
    • თავისუფალი თემა
    • მუსიკა
    • ადამ და ევა
  • უახლოესი ინფორმაცია RSS
    • უახლოესი ინფორმაციები
  • კომპიუტერი და ინტერნეტი
    • კომპიუტერი
    • ინტერნეტ სამყარო
    • მობილურების სამყარო
  • ფორუმის სიახლეები, საჭირო ინფორმაცია
    • ფორუმის შესახებ

Blogs

  • ბექას ბლოგი
  • ლაშა ალოს დღიური
  • newstudio–ს ბლოგი
  • მართლა შოკოლადი
  • Anima Libera's ბლოგი
  • სიახლეები პლანეტაზე
  • chegesto
  • alo.geს გვერდი პლანეტაზე
  • T_A_T's ბლოგი
  • PLANETA.GE-ს ინფორმაციები
  • Blog about litter in my head
  • Blog about litter in my head
  • ონლაინ-კონფერენციები პლანეტაზე
  • psiqea's Blog
  • king depress' Blog
  • GeoBasket
  • Darejan paatashvili's Blog
  • nana mishelashvili's ბლოგი
  • KLINGON's ბლოგი
  • ბარბაროსის ბლოგი
  • goga26's ბლოგი
  • სკირონი's ბლოგი
  • გიგანტი გველები
  • urfinjus' ბლოგი
  • ინტერნეტით ფულის შოვნა
  • Nino Gelashvili's ბლოგი
  • NGG's ბლოგი
  • Ser Ious' ბლოგი
  • vakoo's ბლოგი
  • Gamdla's ბლოგი
  • atrava's ბლოგი
  • Sharqataqi's ბლოგი
  • Beqa kundalini's ბლოგი
  • Nukriko's Blog
  • merion black's ბლოგი
  • javsani's ბლოგი
  • katya's ბლოგი
  • ყავამშვიდობისა's ბლოგი
  • Nuka Arveladze's ბლოგი
  • massiveinformation.blogspot.com
  • tini's ბლოგი
  • all.turebi.ge ლამაზი აგილები
  • Redaqtori's ბლოგი
  • goga's blogi
  • REPUBLIC OF KAVKAZ
  • Metalhead's ბლოგი
  • ვერტმფრენების კატასტროფები
  • 123
  • marimariami's ბლოგი
  • Alter-Native
  • irmaberi's ბლოგი
  • ,,მზის სკამები" მალე მთელ საქართველოში განთავსდება და ახალი ფუნქციებიც დაემატება
  • სანდრო გიორგობიანი's ბლოგი
  • Tamazi Sirabidze's ბლოგი
  • ეკა ბებო, გოჭი, რუსო ტურისტო და საპატრულო პოლიცია
  • შანკარადევა's ბლოგი
  • creative-ideas' ბლოგი
  • anonimi-s ბლოგი
  • realoba ucxoobs warmosaxvas
  • იმპორტ-ექსპორტის ბიზნესი
  • aise's ბლოგი
  • დავითი_დავითი's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • გიორგი1994's ბლოგი
  • tivona's ბლოგი
  • მწვანე ბარათის გათამაშება
  • ახალი ამბები

კატეგორიები

  • პლანეტის ეთერში
  • პოლიტიკა
    • ქართული პოლიტიკა
    • პოლიტიკური არქივი
  • ეს საქართველოა
  • იუმორი
    • პოლიტიკური აბდაუბდა
  • მუსიკა
    • რეტრო
    • rock
    • metal
    • pop
    • rap
    • electronic
    • კლასიკური მუსიკა
    • ქართული მუსიკა
    • ქართველი თანამედროვე შემსრულებლები
    • OTHER GENRES
    • ჯაზი
    • რუსული მუსიკა
  • სპორტი
  • კინო
  • შემეცნება
  • ტელეშოუებიდან
  • კულტურა და პოეზია
  • VB TUTORIALS

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

შემოუერთდა

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


Yahoo


Location


Interests

Found 4 results

  1. კრიშნა (სანსკრ. कृष्ण kṛṣṇa „შავი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს. კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა. ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს - რადჰას - თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ - როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვილთა სამოსს და უქმნის მათ ილუზიას, თითქოს იგი თითოეულ მათგანთან ცეკვავს და ა.შ. ასევე გვიყვება მის საგმირო საქმეებსაც: როგორ გადაარჩინა კრიშნამ მშობლიური სოფელი გველეშაპისგან, რომლის თავებზეც იგი ცეკვავდა, იხსნა დაუსრულებელი წვიმისაგან, რისთვისაც მან მთა გოვარდჰანა ცალი თითით აწია და სოფელს ქოლგასავით გადაახურა. ბჰაგავატაპურანას ლეგენდები ინდოელი ხალხის კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების და ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა. მწყემსი კრიშნა თავის მეგობარ პრინც არჯუნას კურუკშეტრას დიდი ბრძოლის წინ ფილოსოფიურ დიალოგს უმართავს და არიგებს. ბჰაგავადგიტას ამ დიალოგში იხსნება ინდუიზმის მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სახელდობრ სულის არსებობა და უკდავება, მისი კავშირი ”ზესულთან” (ღმერთთან), განიხილება ბუნების კანონზომიერება, მისგან გათავისუფლების და ღმერთთან დაბრუნების გზა. ვინაიდან კრიშნა მფარველი ღვთაება ვიშნუს ავატარაა , იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია. ბჰაგავადგიტადან ქვემოთმოყვანილი ციტატა კრიშნას, როგორც უზენაესის, ნოუმენალურ არსს გადმოცემს ლაკონურად: „ მე ვარ მარადიული სული, მსოფლიოს განმგებელი. ბუნება მე მემორჩილება. მე ვევლინები მსოფლიოს, როცა იგი ქაოსში იძირება და მასში კანონზომიერება ირღვევა. კეთილთა გადასარჩენად და ბოროტთა დასასჯელად საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამქვეყნად. "
  2. გაუდია-ვაიშნავური (კრიშნაიდული) რელიგია ძალიან საინტერესოა და ლამაზია, რაღაცით წააგავს პლატონის დუალისტურ მეტაფიზიკურ იდეალიზმსაც. პლატონის ფილოსოფიაში ითვლებოდა, რომ არსებობს ორი სამყარო: სულიერი, ეიდოსების ანუ იდეების სუპერსამყარო, სადაც სუფევს კეთილი დემიურგი, უზენაესი უფალი, რომელმაც შექმნა ათენა, ზევსი, ჰერმესი და სხვები. პლატონი აღიარებდა გარდაუვალი ბედისწერის კანონს, რომელსაც ბერძნულად ერქვა - ანანკე. ეს ანანკე წააგავს კარმული კანონის პრინციპს. ვაიშნავური რელიგია ქადაგებს, რომ არსებობს ოთხი სახის კარმა და ეს კარმა არის ბუნების კანონი, შექმნილი იშვარას (უფლის) მიერ. პლატონის მსგავსი იდეები აქვთ ვაიშნავებსაც. 4 ტიპის კარმა: აკარმა - როდესაც სულიერი ასკეტიზმის შედეგად გადიხარ ფიზიკური სამყაროდან სულიერში, უფალთან, უზენაესთან. კარმა - როცა იცავ და არ არღვევ ბუნების კანონებს, არ ძალადობ ცოცხალ არსებებზე და არ ანადგურებ ეკოსისტემას. ვიკარმა - როცა მისდევ მხოლოდ საკუთარი ეგოიზმის ხმას, ძალადობ, სპობ ბუნებას, ბილწსიტყვაობ, ჩხუბობ და ა.შ. უგრაკარმა - კარმული რეაქცია ეგოიზმზე, სასჯელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ კარმული კანონი ესაა ნიუტონის მესამე კანონი - "ქმედება ბადებს უკუქმედებას". ეს არის ერთგვარი მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპი, ნებისმიერ მოქმედებას აქვს შესაბამისი რეზულტატი, ცუდს - ცუდი და კარგს - კარგი. არსებობს ასევე დჰარმის ანუ კულტურის 5 ფორმა: სანატანა-დჰარმა - მარადიული ჭეშმარიტება, ვედური კულტურა. უპა-დჰარმა - მარადიული ჭეშმარიტების იმიტაცია. ჩალა-დჰარმა - მენტალური სპეკულაციები. ასურა-დჰარმა - დემონური ათეიზმი, მატერიალიზმი. ადჰარმა - აბსოლუტური უკანონობა და უსამართლობა, ყოველგვარი ეთიკის და მორალის უარყოფა, ნარკოტიკები, ლოთობა, ცხოველების ხოცვა, დაცინვა და ა.შ. ვედების მიხედვით დჰარმა, ისევე როგორც კაცობრიობა, არის მარადიული, უსაწყისო და უსასრულო. ვედების მიხედვით დრო (ისტორია) არის ციკლური და არა სწორხაზოვანი ანუ "უკანასკნელი" სამსჯავრო ან "ქვეყნიერების დასასრული" არასოდეს არ იქნება. ყველაფერი მეორდება. არსებობენ ისტორიული ციკლები, მაგალითად 4 ეპოქა (იუგა): სატია-იუგა - ოქროს საუკუნე. ტრეტა-იუგა - ვერცხლის საუკუნე. დვაპარა-იუგა - ბრინჯაოს საუკუნე. კალი-იუგა - რკინის საუკუნე. ვედური მითების თანახმად დაახლოებით 10 000 წლის წინ დედამიწას მართავდა ვედისტი მეფე (მაჰარაჯა) ბჰარატა, რომლის შთამომავლებზეც დაიწერა წიგნი მაჰაბჰარატა, ბრძენი ვედა ვიასა დევას მიერ 5 000 წლის წინ, როცა უკვე იწყებოდა რკინის საუკუნე ანუ დეგრადაციის ეპოქა, როდესაც ადამიანები განუდგნენ ვედებს და დაივიწყეს ბრაჰმანები (ქურუმები). ვაიშნავური სწავლების მიხედვით არსებობენ 5 ტიპის ადამიანები: კარმა-კამი - მატერიალისტი ეგოისტი. სიდჰი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს გახდეს ექსტრასენსი და ფლობდეს მაგიურ უნარებს. ბჰუქტი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს ნეტარება მატერიალური სამყაროს ციურ პლანეტებზე. მუქტი-კამი - ადამიანი, რომელსაც სურს მატერიისგან განთავისუფლება ანუ მუქტი. ბჰაქტი-იოგი - უფლის ერთგული, რომელსაც უყვარს უფალი (შემოქმედი) და არ სურს არაფერი გარდა იმისა, რომ ემსახუროს უზენაესს. ესაა სუფთა სულიერი სიყვარული უფლის მიმართ. ვედების მიხედვით 427 000 წლის შემდეგ უნდა მოვიდეს დამსჯელი ავატარა - უფალი კალკი, რომელიც შემუსრავს დჰარმის მტრებს და აღადგენს სატია-იუგას, შეიქმნება ახალი გლობალური ვედური სამეფო და ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მიაღწევს 80 000 წელს. ვიშნუიზმის ყველაზე მთავარი წიგნებია: ბჰაგავად-გიტა, ვასუდევა-უპანიშადა, შრიმად-ბჰაგავატამი, ვიშნუ-პურანა და ვიშნუ-სტოტრა.
  3. სანკხიას ათეისტურ ფილოსოფიაში მატერიალური კოსმოსი, მატერიალური სამყარო, წარმოიშვა ორი უნივერსალური პირველდასაბამისგან, ორი ტატვასგან ანუ ყოფიერების ელემენტისგან, ესენია: მამრობითი უნივერსალური სული, უნივერსალური ცნობიერება – პურუშა და მდედრობითი უნივერსალური სული, არაცნობიერი სულიერი სუბსტანცია, მატერიალური, მენტალური და ფსიქიკური ელემენტების უნივერსალური პირველდასაბამი – პრაკრიტი. პრაკრიტის გააჩნია მყოფობის ანუ არსებობის სამი მოდუსი, სამი იპოსტასი ანუ გუნა, ესენია: რაჯასი – ვნების მოდუსი, სატვა – ჰარმონიისა და სათნოების მოდუსი და ტამასი – უმეცრებისა და შიშის მოდუსი. როდესაც პურუშა და პრაკრიტი „უახლოვდებიან“ ანუ ხდება ამ ორი პირველელემენტის (პირველტატვების) კონვერგენცია, იწყება სინერგია. როდესაც პრაკრიტი უკავშირდება პურუშას, მის შინაგან მოდუსებს ანუ გუნებს შორის ავტომატურად ირღვევა წონასწორობა, წონასწორობის დარღვევის შედეგად, მეორე ტატვას – პრაკრიტის წიაღიდან ვლინდება პირველი მოდიფიკაცია, კოსმიური ინტელექტი – ბუდჰი იგივე მაჰატ-ტატვა, მესამე ტატვა (ყოფიერების მესამე ელემენტი). მესამე ტატვადან ანუ ბუდჰიდან ვლინდება ახანკარა (ახამკარა) ანუ ფსიქიკური პიროვნული ეგო, ახანკარადან სატვას მოდუსში ვლინდება გონება – მანასი, მეხუთე ტატვა, კიდევ ათი ტატვა: ხუთი ჯანენდრია (ჯნანა ინდრია) ანუ შემეცნების ორგანოები და ხუთი კარმენდრია (კარმა ინდრია) ანუ მოქმედების ორგანოები, ტატვები მეექვსედან მეთხუთმეტემდე, ტამასის ასპექტში ახანკარადან ვლინდება ხუთი ტანმატრა ანუ პროტოსტიქია, ტატვები მეთექვსმეტედან ოცდამეერთემდე, რომელთაგან საბოლოოდ გარდასახვის ანუ მოდიფიკაციის გზით ვითარდება ხუთი უკანასკნელი ტატვა, ხუთი ფიზიკური სტიქია ანუ პანჩაბჰუტა (სივრცე – აკაშა, ცეცხლი – ტაიჯასი, ჰაერი – ვაიუ, წყალი – აპასი და მიწა – პრიტხვი). როგორც მოსჩანს, სანკხიას ფილოსოფიაში საერთოდ არ არსებობს „შემოქმედი“ ღმერთის კონცეფცია. სანკხიას ფილოსოფია „შემოქმედი“ ღმერთის გარეშეც მშვენივრად ხსნის სამყაროს წარმოშობას. ადვაიტა ვედანტას ფილოსოფიის თანახმად უნივერსალურ ღვთაებას გააჩნია ორი მთავარი ასპექტი: გამოუვლენელი (პოტენციური, ლატენტური) ასპექტი და გამოვლენილი (კინეტიკური) ასპექტი. კოსმიური ღმერთის გამოუვლენელი ასპექტი, ეს არის ნირგუნა ბრაჰმანი – ლატენტური აბსოლუტური სული, მარადიული ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო კოსმიური ოკეანე. ნირგუნა ბრაჰმანი არის, უქმნელი და უსაწყისო, არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული და არადისკრეტული ცნობიერების თავდაპირველი მატრიცა – ნირ ვიშეშა ჩიტ მატრა. ნირგუნა ბრაჰმანი ესაა ღვთაება თვისებებისა და ატრიბუტების გარეშე. უნივერსალური ღმერთის გამოუვლენელი ასპექტი წარმოადგენს სუფთა ცნობიერებას, შემზღუდავი მატერიალური დანამატების გარეშე (ჩაიტანია, ნირ უპადხიკა ბრაჰმანი). უმაღლეს აბსოლუტურ სულს გააჩნია სამი სულიერი მახასიათებელი, სატ – მარადისობა, ჩიტ – ცნობიერება და ანანდა – ნეტარება. გამოვლენილი ასპექტი ეს არის სარგუნა ბრაჰმანი – ღვთაება, რომელიც ფლობს თვისებებსა და ატრიბუტებს. სხვა გაგებით იგია ღვთაებრივი არსებების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა და კრებითი სახე. სარგუნა ბრაჰმანი არის იშვარა ანუ მატერიალური კოსმოსის უფალი. მას აგრეთვე ეწოდება სა ვიშეშა ჩიტ მატრა, რაც ნიშნავს ცნობიერების დიფერენცირებულ მატრიცას, ცნობიერებას შინაგანი განსხვავებებით, გამოვლენილ ცნობიერებას, კინეტიკურ ცნობიერებას. თუ სა ვიშეშა ჩიტ მატრა არის გამოვლენილი ცნობიერების დიფერენცირებული მატრიცა, მაშინ კოსმიური ღმერთის ლატენტური ანუ გამოუვლენელი, მთვლემარე ასპექტი არის ნირ ვიშეშა ჩიტ მატრა ანუ არადიფერენცირებული ცნობიერების მატრიცა, არადიფერენცირებული აბსოლუტური ცნობიერება დროისა და სივრცის მიღმა. იშვარა (უფალი, მენტალური მე) არის პარაბრაჰმანის ანუ ნირგუნა ბრაჰმანის (უმაღლესი ცნობიერების) გამოვლინება. უმაღლესი, უსაწყისო და უსასრულო ცნობიერების მარადიული ოკეანის – პარაბრაჰმანის წიაღში არსებობს ფარული, ლატენტური, გამოუვლენელი ძალა ანუ ენერგია – იოგა მაია ანუ პარაშაკტი (იგივე ვიკშიპა შაკტი), პარაბრაჰმანი არ განიცდის ევოლუციას, ყოველგვარი ევოლუცია და შესაბამისად ცვლილება განეკუთვნება პარაბრაჰმანის შინაგან პირველენერგია, მის პოტენციურ ენერგიას – იოგა მაიას (ილუზიას). იოგა მაია ანუ პარაშაკტი - ესაა შემოქმედებითი ენერგია, ენერგეტიკული სუბსტანცია (შემოქმედებითი ილუზია), რომელიც დასაწყისში არის გამოუვლენელი (ავიაკტა) და პასიური, ლატენტური, ხოლო შემდეგ გადადის დინამიკურ-კინეტიკურ ფაზაში, დიფერენცირდება ნატიფ ობიექტებში და საბოლოოდ საგნობრივ ნივთიერ ობიექტებად. ბრაჰმანი როგორც არადიფერენცირებული იოგა მაიას (ღვთაებრივი ენერგიის) მფლობელი, იწოდება - იშვარად (ანუ იშად) და ითვლება ყოვლისმცოდნედ და ყოვლისშემძლედ, ესაა პარაბრაჰმანის შინაგანი ენერგიის – იოგა მაიას გამოვლინების პირველი პლანი, მენტალური მეს პლანი (გონების – მანასის და ინტელექტის – ბუდჰის პლანი), ამ ფაზაში ჩნდება გონება და ინტელექტი. პარაბრაჰმანი რომელსაც გააჩნია სუსტად ნატიფად დიფერენცირებული იოგა მაია („შემოქმედებითი“ ენერგია), ეწოდება - ხირანიაგარბჰა (აგრეთვე სუტრატმა ან პრანა შაკტი). ამ შემთხვევაში ღმერთი იქნებოდა ყველა ნატიფი ობიექტის ერთობლიობა. ესაა ფსიქიკური მეს (ეგოს) პლანი. ბრაჰმანი რომელიც ფლობს კიდევ უფრო ძლიერად დიფერენცირებულ იოგა მაიას (შემოქმედებით ენერგიას), ნივთიერ შეგრძნობად ფიზიკურ საგნებში - ეწოდება ვაიშვანარა ანუ ვირაჯი იგივე ვაირატი. ესაა ფიზიკური (ხორციელი) მეს პლანი. ამ გაგებით ღმერთი არის ყველა ფიზიკური ობიექტის და სუბიექტის ერთობლიობა, მთელი გარემომცველი სამყაროსი, ყველა ინდივიდის (ჯივების) ჩათვლით. ადვაიტას მოძღვრებით ცოცხალი არსების კაუზიური სხეული შედგება ავიდიასგან ანუ ავარანა შაკტისგან, ავარანა შაკტი ესაა ცოცხალი არსების ინდივიდუალური „შემოქმედებითი“ ენერგია, პოტენციური და კინეტიკური ენერგია, რომელსაც აგრეთვე ეწოდება ცნობიერების დაჩრდილვის ენერგია. ავარანა შაკტი თითქმის ისეთივე ენერგიაა, როგორც იშვარას (უფლის) პოტენციური და კინეტიკური ღვთაებრივი ენერგია – იოგა მაია ანუ ვიკშიპა შაკტი. იშვარას ვიკშიპა შაკტი ახდენს მატერიალური კოსმოსის ვირტუალურ პროექციას, ცოცხალი არსების ავარანა შაკტისაც დაახლოებით იგივე ბუნება და უნარები აქვს, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით. კაუზიური სამყარო ანუ მენტალური მეს პლანი ესაა ავარანა შაკტის პლანი, ასტრალური პლანი ესაა ფსიქიკური მეს პლანი ანუ პრანა შაკტის, ფსიქიკური მეს და ასტრალური სხეულის სასიცოცხლო ენერგიის პლანი, ხოლო ფიზიკური სამყარო არის გარდაქმნილი პრანას (პრანა შაკტის), უხეში ფიზიკური ენერგიების და ფიზიკური მეს პლანი. სანკხიას მსგავსად, ადვაიტა ვედანტაშიც სამყაროსა და ცოცხალი არსებების წარმოშობის კონცეფცია რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანული კონცეფციისგან. ადვაიტას არ სჭირდება „შემოქმედი“ ღმერთის ქრისტიანული იდეა, თვით იშვარაც კი არის პრაბრაჰმანის შინაგანი ენერგიის (იოგა მაიას) ვირტუალური გამოვლინება და მოდიფიკაცია, იშვარა საკუთარი „შემოქმედებითი“ ენერგიით თანმიმდევრობით წარმოშობს მატერიალური სამყაროს სამ პლანს: კაუზიურს, ასტრალურს და ფიზიკურს. ყველაფერი იბადება პროექციის და გარდასახვის გზით. შაივა-სიდჰანტას შივაიტური ტანტრიზმის თანახმად უფალი შივა არის სუფთა, უცვლელი, თვისებებისა და ატრიბუტებისგან განძარცვული, ყოვლისგამჭოლი ტრანსცენდენტური ცნობიერება. ის არის უმოქმედო პურუშა (ნიშკრია პურუშა). პრაკრიტი ცეკვავს მის მკერდზე და ახორციელებს შემოქმედების, დაცვისა და დანგრევის პროცესებს. როდესაც არ არის არც სინათლე, არც წყვდიადი, არც ფორმა, არც ენერგია, არც ბგერა, არც მატერია, მაშინ გრძნობების მიერ შეცნობადი ობიექტები გამოვლენილნი არ არიან, მაშინ არსებობს მხოლოდ შივა საკუთარ თავში. ისაა – დროისა და სივრცის გარეშე, არ არის მოქცეული დაბადების, სიკვდილის და ნგრევის ზეგავლენის ქვეშ. ის იმყოფება დიალექტიკის მიღმა. ისაა – უპიროვნო აბსოლუტი ბრაჰმანი. ის არ ექვემდებარება ტკბობას და ტანჯვას, სიკეთეს და ბოროტებას. მისი დანახვა ფიზიკური თვალებით შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მისი გაცნობიერება გულში ერთგულების და მედიტაციის დახმარებით. პრალაიას ბოლოს უზენაესი უფალი ფიქრობს სამყაროს ხელახალ შემოქმედებაზე. მაშინ ის ცნობილია სადაშივას სახელით. ისაა შემოქმედების პირველმიზეზი. შემოქმედება გამომდინარეობს სადაშივადან. „მანუ-სმრიტიში“ მას ეწოდება სვაიამბჰუ. სადაშივა გამოუვლენელია, ის ანადგურებს ტამასს, რომელიც წარმოშვა პრალაიამ და ბრწყინავს როგორც თვითმნათი სინათლე, ყოფიერებისკენ იწვევს ხუთ ელემენტს და ა.შ. შივა თავის პირველ ფორმაში ტკბება პრაკრიტით როგორც კშეტრაჯნა-პურუშა. მეორე ფორმაში ისაა – ტატპურუშა, რომელიც დავანებულია სატვა-გუნაში, რომელიც სუფევს ბჰოგია-პრაკრიტიში, პრაკრიტის ფორმაში, რომელიც მისი ტკბობისთვის არის განკუთვნილი. მესამე ფორმაა – გჰორა, რვაშრიან ბუდჰიში მსუფევი როგორც დჰარმა და ა.შ. მეოთხე ფორმაში ისაა ვამადევა, მსუფევი აჰამკარაში, მეხუთე ფორმაში ისაა – სადიოჯატა, გონების მთავარი ღვთაება. შივას რვა ფორმაა – შარვა, ბჰავა, რუდრა, უგრა, ბჰიმა, პაშუპატი, იშანა და მაჰადევა; მათი სავანეებია შესაბამისად – დედამიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, კშეტრაჯნა, მზე და მთვარე. ერთი ვერსიის მიხედვით არსებობს 36 ტატვა, რომელთაგან 24 ცნობილია როგორც ატმა-ტატვები, 7 – ვიდია-ტატვა და ბოლო 5 – შივა-ტატვები. 24 ატმა-ტატვა – ესენია 5 ელემენტი (ეთერი, ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა), 5 ტანმატრა (ბგერა, შეხება, ფორმა, გემო და სუნი), 5 გრძნობის ორგანო (ყური, კანი, თვალი, ენა და ცხვირი), შინაგანი ორგანო, 5 მოქმედების ორგანო (ლაპარაკი, ხელები, ფეხები, ანუსი და სასქესო ორგანო), აგრეთვე ახამკარა, ბუდჰი და გუნა. 7 ვიდია-ტატვა – ესენია პურუშა, რაგა (სიყვარული), ვიდია (ცოდნა), კალაა (ფრაგმენტი), ნიიატი (წესრიგი), კაალა (დრო) და აშუდხა-მაია (არასუფთა მაია). 5 შივა-ტატვა: შუდხავიდია, იშვარა, სადა-შივა, შაკტი და შივა. ჭეშმარიტი ნადა, ბგერის ფესვი (საფუძველი), ევოლუციონირებს სუფთა მაიადან უფალი შივას ნებით. ნადადან იზრდება ჭეშმარიტი ბინდუ. მასში ისახება ჭეშმარიტი სადაშივა და წარმოშობს იშვარას. შიდხავიდია ვითარდება იშვარასგან. სამყაროს იღებს სათავეს ბინდუდან და ვითარდება სხვადასხვაგვარ ფორმებში. შივა-ტატვა და შაკტი-ტატვა განუყოფელნი არიან. ტანრიზმში მათი სრული ერთიანობის სიმბოლოა შივალინგამი. განცდაში მდგომარეობისა „მე ვარ ეს“, როცა „ეს“ არის ჯერ კიდევ არამკვეთრი (ასპხუტა) გამოცდილება და დომინირებს „მე“, საკუთარ თავს ავლენს სადაშივა-ტატვა (ან სადაკხია-ტატვა). იდეალური სამყარო შეიგრძნობა როგორც რაღაც არაცხადი ცნობიერების სიღმეში. ამ სამყაროულ გამოცდილებაში სუბიექტიცა და ობიექტიც არის ცნობიერება. ცნობიერება ამ ასპექტში იღებს უნარს აღიქვას თავი, აქედან სუბიექტიცა და ობიექტიც. ნება (იჩხა) ამტკიცებს სამყაროული გამოცდილების „ამ“ მხარეს და ცნობილია როგორც სადაშივა-ტატვა. აქ დომინირებს იჩხა (ნება). სადაშივა-ტატვა არის კოსმიური გამოცდილების პირველი გამოვლინება. ღვთაებრივი გამოცდილების შემდეგი მდგომარეობაა უფრო მკვეთრი განსაზღვრება საყოველთაო გამოცდილების „ამ“ მხარისა. ეს ცნობილია როგორც იშვარა -ტატვა (ან აიშ-ვარია-ტატვა). ესაა სამყაროს აშკარა გაფურჩქვნა ანუ „უნმეშა“. ამ მდგომარეობაში დომინირებს ჯნანა ანუ ცოდნა. სადაშივას გამოცდილებაა – „მე ვარ ეს“. იშვარას გამოცდილებაა – „ეს ვარ მე“. სადვიდია-ტატვაში (ან შუდხავიდია-ტატვაში) „მე“ და „ეს“ განცდაში გათანაბრებულნი არიან როგორც სასწორი. აქ დომინირებს „კრია-შაკტი“. „მე“ და „ეს“ აქ გაცნობიერებული არიან ერთნაირი სიცხადით, თუმცაღა „მე“ და „ეს“ კვლავ იდენტურნი არიან, მაგრამ მათი განსხვავება მაინც შესაძლებელია აზრობრივად. ამ მდგომარეობის განცდას შესაძლოა დავარქვათ „მრავალფეროვნება ერთიანობაში“. სადვიადია-ტატვედან ვლინდებიან ვიდია-ტატვები, ხოლო ვიდია-ტატვებიდან ატმა-ტატვები. შივაიზმში უფალ შივას მიერ სამყაროს „შემოქმედება“ საგრძნობლად განსხვავდება შემოქმედების ქრისტიანული კონცეფციისგან. შივა-მურტი (გამოვლინება) იმყოფება ფორმისაგან განძარცვულ ჭეშმარიტ შივაზე (პარაშივაზე) დაბლა. მეორე ვერსიის მიხედვით ყოფიერება შედგება 96 ტატვასგან. ესენია: 24 ატმა-ტატვა, 10 ნადა, 5 ავასტხა (ცნობიერების მდგომარეობები, ფიზიკური, ასტრალური, კაუზიური, სულიერი და ზესულიერი ცნობიერება), 3 მალა (კარმული დაბინძურება), 3 გუნა (სატვა, რაჯასი და ტამასი), 3 მანდალა (სურია – მზე, აგნი – ცეცხლი და ჩანდრა – მთვარე), 3 ტემპერამენტი (ვატა, პიტა და შლეშმა), 8 ვიკარა (მოდიფიკაციები) – კამა, კროდხა, ლობხა, მოხა, მადა, მატსარია, დამბხა და ასუია, 6 ადხარა, 7 დჰატუ, 10 ვაიუ, 5 კოშა (ანამაიაკოშა, პრანამაიაკოშა, მანომაიაკოშა, ვიჯნანამაიაკოშა და ანანდამაიაკოშა) და 9 კარიბჭე. 24 ტატვა ესენია – 5 ელემენტი (ბჰუტა), 5 ტანმატრა, 5 ჯნანა-ინდრია, 5 კარმა-ინდრია და 4 კარანა (მანასი ბუდჰი, ჩიტა და ახამკარა). ზემოთხსენებული ტატვები განეკუთვნებიან სხეულს, ხოლო მათ მაღლა იმყოფება 5 საფარველი. ესენია ნიიატი, კაალა, კალაა, რაგა და ვიდია. ეს ხუთი შედიან სხეულში და წარმოადგენენ მისი ტატვების გაცვეთის მიზეზს და აყენებენ მას ზიანს. შივაიზმში უფალი შივა არ „ქმნის“ სამყაროს არაფრისგან საკუთარი ნებით, შივაისტურ ეზოთერულ ფილოსოფიაში სამყარო არის პარაშივას ანუ უმაღლესი ღვთაებრივი ცნობიერების მარადიული ოკეანის შინაგანი პოტენციური პასიური და ლატენტური ენერგიის გამოვლენილი დინამიკურ-კინეტიკური ფორმა, უმაღლესი ცნობიერების დინამიკურ-კინეტიკური ენერგეტიკული პროექცია, უფალ შივას შინაგანი შემოქმედებითი ენერგიის ვირტუალური ილუზორული პროექცია. უმაღლესი შივას (თავდაპირველი ცნობიერების) პოტენციური ენერგია (შაკტი), რომელიც მის წიაღში სუფევს და მისგან განუყოფელია, გამოვლენისას, დინამიკურ-კინეტიკურ ფორმაში განიცდის ევოლუციას ანუ ვითარდება სადაშივა-ტატვადან ხუთ ფიზიკურ ელემენტამდე. შივა (ცნობიერება) და შაკტი (ენერგია) წარმოადგენენ ერთ მთლიანს და განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან, შივა საკუთარი ნებით შაკტის დახმარებით ახდენს მატერიალური სამყაროს პროექციას, მატერიალური სამყარო სავსეა უფლის ცნობიერებით და ენერგიით. შივაიზმში „შემოქმედების“ პროცესი აბსოლუტურად განსხვავებულია „ღმერთის“ მიერ სამყაროს „შემოქმედების“ ქრისტიანული ვერსიისგან. შივაიტური ფილოსოფიის თანახმად სამყარო და ცოცხალი არსება არის შივას (ღვთაებრივი ცნობიერების) ემანაცია. შივაიტური კოსმოგონია ქრისტიანულისაგან განსხვავებით არის ლოგიკური, რაციონალური და სამყაროს ეზოთერულ კანონებზე დაფუძნებული. შაკტისტური კოსმოგონია შივაიტურის ანალოგიურია, ოღონდაც არის ერთი პატარა განსხვავება, შაკტიზმში აქცენტი კეთდება ღმერთის ქალურ ასპექტზე (ენერგიაზე). შაკტისტური ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის თანახმად რეალობა შედგება 36 ტატვასგან (რეალობის ელემენტისგან). უმაღლესი შივას „შემოქმედებით“ ასპექტს ეწოდება - შივა-ტატვად. ესაა - პირველი შემოქმედებითი მოძრაობა. შაკტი-ტატვა ესაა შივას ღვთაებრივი ნება. ეს არის მულტისამყაროს ღვთაებრივი თესლი და საშო. პირველ გამოვლინებას ეწოდება სადაკხია ანუ სადაშივა ტატვა. ამ ტატვაში იწყება იდეის ფორმირება. მასში იმყოფება ნადა-შაკტი, შემდეგ მოდის იშვარა-ტატვა. ეს ტატვა იწოდება ბინდუდ. მეოთხე ტატვა - ესაა სადვიდია-ტატვა ანუ შუდხავიდია-ტატვა, შემდეგ პრაკრიტი (შივას შინაგანი ენერგია) ტრანსფორმირდება გონების, გრძნობათა და მატერიის ტატვებად, რომელთაგანაც შედგება სამყარო. შუდხავიდია-ტატვადან ხდება 7 ვიდია-ტატვას ემანაცია, ხოლო 7 ვიდია-ტატვადან ემანირდება 24 ატმა-ტატვა, რომელთაგან უკანასკნელი ხუთი ესაა – ხუთი ფიზიკური სტიქია: სივრცე – აკაშა, ჰაერი – ვაიუ, ცეცხლი – ტაიჯასი, წყალი – აპასი და მიწა – პრიტხვი. შაკტისტური ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის თანახმად არსებობს შივას შინაგანი ენერგიის – შაკტის 4 ფორმა, ესენია: პარა-ვაკი – უმაღლესი თავდაპირველი ენერგია (პოტენციური ძალა), პაშიანტი-ვაკი – კაუზიური ენერგია (ღვთაებრივი კოსმიური გონი და კოსმიური ინტელექტი), მადხიამი-ვაკი – ასტრალური ენერგია (მარადის ქალური, ღვთაებრივი კოსმიური გონის სულიერი მეტაფიზიკური რადიაცია) და ვაიკხარი-ვაკი – ფიზიკური ენერგია (დედაღმერთის კოსმიური მატერიალური სხეული). შაკტისტური ფილოსოფიის მიხედვით სამყარო არის შაკტის (ღვთაებრივი ენერგიის) ემანაცია, ცოცხალი არსება შაკტიზმში ითვლება შაკტის ემანაციად. ჯაინიზმის თანახმად სამყარო შედგება ექვსი სუბსტანციისაგან, ესენია: ჯივა დრავია – სული, დჰარმასტიკაია – მოძრაობის გამტარი, ადჰარმასტიკაია – უძრაობის გამტარი, კალა – დრო, აკაშა – სივრცე და აჯივა ანუ პუდგალა – მატერია, ეს სუბსტანციები მარადიულები, უსაწყისოები და უსასრულოები არიან, მათ არ გააჩნიათ არც დასაბამი და არც დასასრული. ჯაინიზმი უარყოფს „შემოქმედი ღმერთის“ იდეას. ჯაინიზმი აღიარებს მუდმივად არსებული მარადიული მატერიის და მარადიული სულის კონცეფციას, ჯაინის მოძღვრება ამტკიცებს, რომ ცოცხალი სული – ჯივა-დრავია შეუქმნელია და ყოველთვის არსებობდა, ისევე როგორც მატერია – პუდგალა. სანსარას ანუ ცოცხალი სულის რეინკარნაციას არ გააჩნია დასაწყისი, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს დასასრული, დასასრული კი ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. უსასრულო ერთიანობის ერთიანი და აბსოლუტური ღვთაებრივი პრინციპი ეინ სოფი ანუ იგივე ზარვან აკარანა, მატერიალური კოსმიური ყოფიერების - მაჰაკალპას ციკლის დასაბამში საკუთარ თავს ზეგამოუვლენელ სუბსტანციას ავლენს სამი შაბდაბრაჰმანის, სამი ლოგოსის, უფრო ზუსტად სამი ქალურ-მამაკაცური შაბდაბრაჰმიკულ-ლოგოსური დიადის - მაჰასარასვატისა და მაჰაბრაჰმას, მაჰალაკშმისა და მაჰავიშნუს და მაჰაკალისა და მაჰადევას, როგორც ზმნის სახით. ინდუისტურ მოძღვრებაში (მაგ. დევიბჰაგავატაპურანას მესამე წიგნში) ნათქვამია, რომ თავდაპირველად, უმაღლესი სულიდან – პარაბრაჰმანიდან იშვა იშვარა ბრაჰმა ანუ უფალი ბრაჰმა (ძვ. ინდ. „ბრაჰმა“ – „ზრდა-გაფართოება“) იგივე შაბდაბრაჰმანი ანუ ლოგოსი, შაბდა ნიშნავს მისტიკურ ბგერას, მისტიკურ სიტყვას, ბრაჰმანი ნიშნავს ღმერთს, იგივეა ძველი ბერძნული სიტყვა ლოგოსი, შაბდაბრაჰმანიდან ანუ იშვარა ბრაჰმას სხეულის ნახევრიდან იშვა შივას და ვიშნუ-ნარაიანას პირველი მანვანტარაავატარა – მანუ სვაიამბჰუვა ანუ „თვითმყოფადი გონიერი მე“.
  4. ქრისტე ესაა უფალი ვიშნუს ერთ ერთი ფორმა. ქრისტეს ნამდვილი მამა ესაა ეონი "ნუსი" რომელიც იგივეა რაც ირანული ორმუზდი (აჰურამაზდა). იუდეველთა დემიურგი იაჰვე ესაა ქრისტეს მტერი. იუდეველებმა მოკლეს ქრისტე იმიტომ რომ ბოროტი დემიურგის მსახურები არიან. იაჰვე ესაა კენომას ანტი ეონი. ქრისტე იგივე ვიშნუ ესაა პლერომას ეონი ისევე როგორც მისი პარტნიორი სოფია პრუნიკოსი ანუ სულიწმინდა. გნოსტიკური, ბუდისტური და ინდუისტური კოსმოლოგია პრინციპში ერთსა და იმავეს ამბობენ, უბრალოდ ბევრი ამას ვერ ხვდება. კამალოკა ესაა გნოსტიკური კენომა და კერასმოსი. ხოლო რუპა ლოკა და არუპა ლოკა ესაა პლერომა. იამას ანუ ჰადესის სამეფო ესაა სივრცე დედამიწიდან მთვარემდე. ინდრას სამეფო ესაა ჰიპერბორეა დედამიწის შიგნით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. სოფია ახამოტის სამეფო ესაა კამა ლოკას უზენაესი "ცა". რუპა ლოკას პირველი სამეფოდან უსასრულო ერთიანობის უზენაეს კაუზიურ სამეფომდე განზომილებები ესაა – პლერომა. პლერომა ფიზიკური მატერიის, პლერომა ნატიფი მატერიის და პლერომა სულიერი ენერგიის.
×
×
  • შექმენი...