Search the Community
Showing results for tags 'იუგა'.
-
1000 მაჰა-იუგაში ერთხელ ხდება იუგების (ეპოქების) წანაცვლება და ნაწილობრივი ერთმანეთში არევა. ახლა სწორედ ეს მოხდა. სატია-იუგაში მოდის ვიშნუს თეთრი იუგა-ავატარა და მსოფლიოს მართავენ თეთრი ბრაჰმანები (ქურუმები). ესაა 4 მზის ეპოქა. ტრეტა-იუგაში მოდის ვიშნუს წითელი იუგა-ავატარა და მსოფლიოს მართავენ წითელკანიანი ქშატრიები (მეომრები). ესაა 3 მზის ეპოქა. დვაპარა-იუგაში მოდის ვიშნუს ყვითელი იუგა-ავატარა და მსოფლიოს მართავენ ყვითელკანიანი ვაიშიები (ვაჭრები). ესაა 2 მზის ეპოქა. კალი-იუგაში მოდის ვიშნუს შავკანიანი იუგა-ავატარა და მსოფლიოს მართავენ შავკანიანი შუდრები (მუშები). ესაა 1 მზის ეპოქა. ამჟამად მოხდა ეპოქების ნაწილობრივი არევა ერთმანეთში. ამიტომაც დაახლოებით 6000 წლის წინ, როცა ფორმალურად იდგა დვაპარა-იუგა, იმის მაგივრად რომ ვიშნუ მოსულიყო ყვითელკანიანი იუგა-ავატარას სახით, მოვიდა შავკანიანი (მუქ ლურჯკანიანი) იუგა-ავატარას - კრიშნას სახით. კრიშნა ნიშნავს - შავს. წესით კრიშნა უნდა მოსულიყო ახლა, მაგრამ მოვიდა დაახლოებით 6000 წლის წინ. ხოლო 500 წლის წინ მოვიდა უფალი ვიშნუს ყვითელკანიანი (ოქროსფერი) იუგა-ავატარა - ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. ეს იმიტომ, რომ დვაპარა და კალი-იუგები ნაწილობრივ ერთმანეთში აირივნენ და ახლა დგას მცირე დვაპარა-იუგა. ჩაიტანიას მოსვლით დაიწყო მცირე დვაპარა-იუგა, რომელიც გაგრძელდება 10 000 წელი, თუმცა კრიშნაიდები ამრუდებენ ამ ფაქტს და იძახიან, რომ ჩაიტანიამ დაიწყო 10 000 წლიანი სატია-იუგა ანუ ოქროს საუკუნე. არა, დაიწყო არა სატია-იუგა, არამედ დროებითი და მცირე დვაპარა-იუგა. ასე მოხდა წინა ეპოქებშიც. როცა თითქმის სრულდებოდა ტრეტა-იუგა უცბად დაიწყო მცირე დვაპარა-იუგა და მოვიდა ყვითელი იუგა-ავატარა, შემდეგ დადგა მცირე ტრეტა-იუგა და მოვიდა წითელი იუგა-ავატარა. როცა წინა სატია-იუგა თითქმის სრულდებოდა, უცბად დადგა მცირე ტრეტა-იუგა და მოვიდა წითელი იუგა-ავატარა. შემდეგ კი დადგა მცირე სატია-იუგა ტრეტა-იუგაში. მომავალში, როცა კალი-იუგას დასასრული მოახლოვდება, დაიწყება დროებითი მცირე სატია-იუგა ანუ თეთრი ეპოქა, შემდეგ კი ისევ დადგება დროებითი მცირე კალი-იუგა. სატია-იუგა გრძელდება 1 728 000 წელი. ტრეტა-იუგა გრძელდება 1 292 000 წელი. დვაპარა-იუგა გრძელდება 864 000 წელი. კალი-იუგა გრძელდება 432 000 წელი. ასე ხდება ჩვენს მსოფლიოში ე.ი. ბჰარატა-ვარშაზე. ასეთია ვედური მოძღვრება. ასე გვეუბნება კაულა-დჰარმა. ასეთია ვედური მეცნიერება, ღვთაებრივი მეცნიერება (ბრაჰმა-ვიდია).
-
ვედური კოსმოლოგია და მეორე მზე - ნემეზიდა (რაჯა)
შანკარადევა posted a blog entry in შანკარადევა's ბლოგი
სულ რამოდენიმე წლის წინ ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა რიჩარდ მიულერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ჩვენ ყვითელ მზეს ჰყავს თანამგზავრი ვარსკვლავი ე.ი. ჩვენ მზის სისტემაში არის მეორე მზე - თითქმის ჩამქრალი წითელი ჯუჯა, ემ 5 კლასის წითელი მზე. ნემეზიდას ორბიტული პერიოდი უდრის 25 000 000 წელიწადს. დაახლოებით იგივე ჰიპოთეზა აქვს რუს ასტრონომს - კირილე ბუტუსოვს. ამ პუბლიკაციაში მოცემულია მიულერის სურათი. ახლა მთავარი: 1) მიულერი მეორე წითელ მზეს უწოდებს - ნემეზიდას, ხოლო ბუტუსოვი - რაჯას. 2) ვედურ რელიგიაში ნათქვამია, რომ ჩვენ მზის სისტემაში არსებობს არც მეტი არც ნაკლები 4 მზე (!) და მათგან 3 არის ემ 5 კლასის წითელი ჯუჯა, რომლებიც ბრუნავენ მთავარი ყვითელი მზის, ჯი 2 კლასის ჯუჯის გარშემო, საკმაოდ პარაბოლურ ე.ი. უკიდურესად გაწელილ ორბიტებზე და პერიოდულად შემოდიან პლანეტური სისტემის შიგნით. ეს ცოდნა დაკავშირებუია იუგების შესახებ სწავლებასთან. ვედური მოძღვრება გვეუბნება, რომ ყოფიერება იყოფა დიდ და მცირე კოსმიურ ციკლებად; უფალი ბრაჰმა ცოცხლობს 100 ღვთაებრივი წელიწადი (1 მაჰა-კალპა), რომელიც უდრის 315 360 000 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 წელიწადი უდრის 3 153 600 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 თვე უდრის 262 800 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 კვირა უდრის 65 700 000 000 მიწიერ წელიწადს, ესაა ერთი კონკრეტული მეტაგალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგალითად ჩვენის. გასულია 13 700 000 მიწიერი წელი, დარჩა 52 000 000 000 წელიწადი, რის შემდეგაც მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და შემდეგ ისევ გაფართოვდება და ასე იქამდე სანამ არ გავა ბრაჰმას 100 ღვთიური წელი ე.ი. მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და გაფართოვდება სულ 4 800-ჯერ. უფალი ბრაჰმას 1 კვირა შედგება 7 ღვთაებრივი დღისგან, ესაა 7 კალპა. თითო კალპა გრძელდება 4 320 000 000 მიწიერი წელიწადი. კალპა ესაა ჩვენი მზის სისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჩვენი პლანეტური სისტემა - ბჰურ-ლოკა, ექვსჯერ ინგრევა და ხელახლა იქმნება ბრაჰმას 1 კვირის მანძილზე და როცა ინგრევა მეშვიდედ ეს უკვე საბოლოო დანგრევაა და ემთხვევა მეტაგალაქტიკის ნგრევას. თითო კალპაში არის 1000 მაჰა-იუგა. თითო მაჰა-იუგაში არის 4 იუგა: სატია-იუგა (გრძელდება 1 728 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 4 მზე (!) და დომინირებენ თეთრკანიანი ბრაჰმანები (ქურუმები). ამ ეპოქაში მოდის ვიშნუს თეთრი იუგა-ავატარი. ტრეტა-იუგა (გრძელდება 1 292 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 3 მზე (!) და დომინირებენ წითელკანიანი ქშატრიები (მეომრები). ამ ეპოქაში მოდის ვიშნუს წითელი იუგა-ავატარი. დვაპარა-იუგა (გრძელდება 864 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 2 მზე (!) და დომინირებენ ყვითელკანიანი ვაიშიები (ვაჭრები). ამ ეპოქაში დედამიწაზე მოდის ვიშნუს ყვითელკანიანი იუგა-ავატარი. და ბოლოს კალი-იუგა (გრძელდება 432 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის მხოლოდ ერთი მზე და დომინირებენ შავკანიანი შუდრები (მუშები). ამ ეპოქაში დედამიწაზე მოდის ვიშნუს შავკანიანი იუგა-ავატარი. თუმცა ეპოქების წანაცვლების გამო, დვაპარა-იუგაში მოვიდა შავკანიანი კრიშნა, ხოლო კალი-იუგაში მოვიდა ოქროსფერკანიანი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. ეს იმიტომ, რომ დვაპარა-იუგამ და კალი-იუგამ ფრაგმენტულად გადაფარეს ერთმანეთი. ესეთი წანაცვლება-გადაფარვა ხდება ყოველ 1000 მაჰა-იუგაში ერთხელ. რა საინტერესოა... საიდან გაიგეს მიულერმა და ბუტუსოვმა მეორე მზის შესახებ? არა, ბუტუსოვი კი ახსენებს მაჰაბჰარატას, მაგრამ მიულერმა საიდანღა გაიგო? ანუ ეს მეცნიერები თითქმის იგივეს ამბობენ, რასაც ვედები... უცნაურია... ომ შანტი ომ კალიკე სვაჰა-
- წითელი ჯუჯა
- ნემეზიდა
-
(and 6 more)
Tagged with:
-
სატია-იუგა: ადამიანის ფუნდამენტური უფლება – სიცოცხლის და ბედნიერების უფლება დაცულია. რესურსები ყველასთვის უფასოა და ხელმისაწვდომია. ცნობიერება ერთიანია უფალთან. ადამიანი ფლობს შაკტი-ადვაიტას ზეცნობიერებას. ადამიანები ფლობენ სიდჰებს. თავისუფალი სექსი ითვლება ნორმად. ადამიანები ცოცხლობენ 100 000 წელი და არ ავადმყოფობენ. მსოფლიოს მართავს გასხივოსნებული ადამიანების ერთიანი ეგალიტარული საბჭო. სახელმწიფო თანამედროვე გაგებით არ არსებობს. არ არსებობს რელიგია, რადგან ის ადამიან-ღმერთებს არ სჭირდებათ. არაა ძალადობა. ადამიანები არ ჭამენ ცოცხალ არსებებს, რადგან ესმით რა არის კარმა და სიცოცხლე. კალი-იუგა: არსებობს ბიზნესი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის უფლებები (სიცოცხლის უფლება). არის დაყოფა კასტებად, დაყოფა ძლიერებად და სუსტებად. ძლიერები ჩაგრავენ სუსტებს. რესურსები "ფასიანია". ადამიანს დაკარგული აქვს შაკტი-ადვაიტას ცნობიერება და დომინირებს კლეროფაშისტური დვაიტა პერსონალიზმი. არსებობს ჩალა-დჰარმა(სეზონური რელიგიურობა), ასურა-დჰარმა (დემონური ეგოიზმი) და ადჰარმა (ათეიზმი). ადამიანები ცოცხლობენ მაქსიმუმ 105 წელი და მთელი ცხოვრება ავადმყოფობებით იტანჯებიან. თავისუფალი სექსი ითვლება "ცოდვად" და საერთოდ სექსუალობა ითვლება "სიბინძურედ" და "გარყვნილებად", რაც უნდა დამალო და რისიც უნდა შეგრცხვეს. მსოფლიოს მართავს მაფია-ელიტა, რომელიც შედგება ბოროტი დემონებისგან, რომლებიც ფაშისტურად ატერორებენ დადებილებულ მასებს. არსებობს რელიგია უკიდურესად დეგრადირებული ფორმით. არის ძალადობა. ხალხი ჭამს ცხოველებს. ადამიანები უმეცრებაში არიან. კაცობრიობა დახლეჩილია მეომარ ფრაქციებად.
-
ეზოთერული თვალსაზრისით არსებობს მრავალი სამყარო. არსებობენ სხვადასხვა ჰუმანოიდური, ნუმოიდური და სხვა მრვალი ტიპის გონიერი რასები. სავარაუდოდ ფიზიკური, ასტრალური და სულიერი სამყაროების ყველა პლანეტაზე და პლანეტათაშორის სივრცეში არსებობენ გონიერი სიცოცხლის ფორმები (ფიზიკური, ეთერული, სულიერი...). სხვადასხვა რასების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთნაირი არაა. ამას ადასტურებენ ინდუისტური და ბუდისტური შასტრები, ტანტრები და სუტრები. მარადიული დჰარმის მიხედვით ყოფიერება შედგება დიდი და მცირე ციკლებისგან. ყველაზე მცირე ციკლებია "იუგები". არის 4 იუგა: 1) სატია იუგა – აბსოლუტური სიკეთის 2) ტრეტა იუგა – როცა სიკეთე განიცდის მცირეოდენ დაკნინებას 3) დვაპარა იუგა – როცა სიკეთე და ბოროტება თანაბარი დოზით თანაარსებობენ ანუ 50/50–ზე და ბოლოს 4) კალი იუგა – როცა ბოროტება არის მინიმუმ 76% ხოლო სიკეთე დაკნინებულია და ადამიანური რასა დეგრადირებულია. ეპიქების ცვლასთან ერთად ადამიანის ჯივატმანი და სამი სხეული განიცდიან დეგრადაციას, დეგრადირებს გენეტიკა. ადამიანს დაცემისკენ უბიძგებენ მარები ანუ არქონტები. ღმერთების და დემონების ზოგიერთი რასები ცოცხლობენ მინიმუმ 7 000 000 მიწიერი წელი, ზოგიერთები კი 1 000 000 000 ან საერთოდაც 100 000 000 000 წელი! ზოგიერთს აქვს ფიზიკური სხეული და ზოგიერთს კი არა. სატია იუგას დროს ადამიანის ჯივატმანი და სამივე სხეულის გენეტიკა იმდენად კარგი და სუფთაა რომ ადამიანის სიცოცხლე 100 000 წელიწადს აჭარბებს! შემდგომ ადამიანი განიცდის დეგრადაციას და სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება. ტრეტა იუგაში მცირდება 80 000 ან 60 000 წლამდე, დვაპარა იუგაში ვარდება ჯერ 50 000 წელიწადზე ხოლო ეპოქის ბოლოს საერთოდაც 1000 წელიწადზე, საბოლოოდ კი კალი იუგას დასაწყისში ადამიანთა 99% 200 წელიწადიც კი ვერ ცოცხლობს. კალი იუგას ბოლოს (როცა დგება ბოროტების 432 000 წლიანი ციკლის ბოლო ეტაპი) ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7-8 წელიწადი! და ისიც სავსეა ძალადობით და სხვადასხვაგვარი ფსიქონევროლოგიური და ფიზიკური სნეულებებით! შემდეგ ბრუნდებიან ტრიმურტის და ტრიდევის უფალნი და ბოდჰისატვები, დგება ახალი სატია იუგა და ადამიანთა სულები და სხეულები განიცდიან რევოლუციურ პროგრესს. ყველა ხდება ბედნიერი და დგება ახალი ოქროს საუკუნე რომელიც როგორც ყოვეთვის გრძელდება 1 728 000 წელიწადი. მერე ყველაფერი მეორდება და ასე უსასრულოდ. პრობლემა არის არა მოკვდავი ბუნება, არამედ ის რომ სულიერი და გენეტიკური დეგრადაციის გამო ადამიანის ცხოვრება ფიზიკურ სხეულში ზედმეტად ხანმოკლე და მტანჯველია. თვით ღმერთებიც კი არ არიან უკვდავნი, ასე რომ უაზრობაა "უკვდავებაზე" ფიქრი. სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია, ისევე როგორც მაგიური ძალების გამოღვიძება, მაგრამ "უკვდავება" თითქმის შეუძლებელია. 100% უკვდავია და სანსარასგან თავისუფალია მხოლოდ დჰიანა ბუდა ან დჰიანა ბოდჰისატვა და ისიც ხშირ შემთხვევაში არა ფიზიკური არამედ ასტრალური ან კაუზალური გაგებით.